;
6 ოქტომბერი 2013      salome0789     3 კომენტარი     ნანახია 2831-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
რომანტიკული კომედია ,,როცა ჰარი შეხვდა სალის“ , პირველად, 1989 წელს გამოჩნდა კინოთეატრის ეკრანებზე და მას შემდეგ კინო კლასიკად იქცა. ფილმი ძველ, მაგრამ, დღესაც, აქტუალურ კითხვას უსვამს მაყურებელს, შეიძლება თუ არა, ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არსებობდეს. ოცდაოთხი წელი გავიდა ფილმის გამოსვლიდან და ის ისეთივე სასაცილო და საინტერესოა, როგორიც მისი პირველად ნახვის გამოცდილება იქნებოდა. მთავარ როლებს ყველასთვის საყვარელი მეგ რაიანი და ბილი კრისტალი ასრულებენ. ფილმი სავსეა სახალისო ციტატებით, რომლებიც მისი ნახვის შემდეგაც დიდხანს გემახსოვრებათ.

გთავაზობთ რამოდენიმე ციტატას ფილმიდან.


***
ჰარი: თქვენ გიმნასტობას აპირებდით.
სალი: ჟურნალისტობას.
ჰარი: ხო, ზუსტად ეგ ვიგულისხმე.

***
სალი: ამანდა მეუბნებოდა თქვენზე პესიმისტიაო.
ჰარი: ამანდას ზუსტად ეგ მოსწონდა ჩემში.
სალი: თქვენი პესიმიზმი?
ჰარი: რა თქმა უნდა. რა თქვენ არ გაქვთ სუსტი მხარეები? მივხვი, თქვენ სიცოცხლით სავსე ნატურა ხართ, რომელმაც საერთოდ არი იცის, რა არის პესიმიზმი.
სალი: მეც, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, მაქვს სისუსტეები.
ჰარი: მართლა? მე ახალ წიგნს, რომ ვიყიდი, აუცილებლად, ჯერ ბოლო გვერდს ვკითხულობ, რომ მოვკვდე და წაკითხვა ვერ მოვასწრო, მეცოდინება როგორ მთავრდება. აი, ეს არის პესიმიზმი, მეგობარო.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან


***
ჰარი: როცა ვინმეს აეროპორტში აცილებ, ე.ი. ურთიერთობა სულ ახალი დაწყებულია. მე ურთიერთობის დასაწყისში არასოდეს არ ვაცილებ ქალს აეროპორტში.
სალი: რატომ?
ჰარი: რატომ და დროთა განმავლობაში ურთიერთობა იცვლება და მერე აღარც გაცილება გინდება. მე კიდე არ მინდა მკითხონ, რატომ აღარ მაცილებ აეროპორტშიო.
სალი: საოცარია, ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი ჩანხართ, სინამდვილეში კი ნამდვილი სიკვდილის ანგელოზი ხართ.

***
ჯესი: როცა ქალი მომხიბვლელი არ არის, მასზე ყოველთვის ამბობენ, კარგი ხასიეთი აქვსო.
ჰარი: მომისმინე, შენ რომ გეკითხა, გარეგნულად როგორიაო და მე რომ მეპასუხა, კარგი ხასიეთი აქვს მეთქი, მაშინ შენ შეგეძლო გეფიქრა, რომ სალი არ არის მომხიბვლელი, რადგან ისე ვახსენე კარგი ხასიეთი აქვს მეთქი, ე.ი. ის ან ლამაზია, ან კარგი ხასიეთი აქვს, ან არ არის მომხიბვლელი, მაგრამ მაინც კარგი ხასიეთი აქვს.
ჯესი: მოკლედ, როგორია?
ჰარი: მიმზიდველია.
ჯესი: ე.ი. ლამაზი არ არის, არა?
{პაუზა}
{ჰარი მიდის}


***
სალი: როცა დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად მიდიხარ პაემანზე, ყოველთვის უკმაყოფილო ბრუნდები.
ჰარი: შენ ხომ მხოლოდ ერთხელ შეხვდი მას. რა იცი, რომ მეორე უარესი არ იქნება.
სალი: უარესი რაღა უნდა იყოს, სადილს რომ მორჩა, რამოდენიმე ღერი თმა ამომაძრო და იქვე, სუფრასთან, დაიწყო კბილების გასუფთავება ჩემივე თმით.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან


***
ჰარი: შენ ალბათ იცი, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით მეგობრები.
სალი: რატომ?
ჰარი: რატომ და ქალი და მამაკაცი ვერ იქნებიან მხოლოდ მეგობრები, რადგან სექსუალური სიახლოვის სურვილი აქ ყოველთვის დიდ როლს თამაშობს.
სალი: ტყუილია, მე ბევრი მეგობარი მამაკაცი მყავს, მაგრამ აქ სექსუალური სიახლოვე არავითარ როლს არ თამაშობს.
ჰარი: თამაშობს.
სალი: არ თამაშობს.
ჰარი: თამაშობს.
სალი: არ თამაშობს.
ჰარი: თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ასეა.
სალი: მაგით რისი თქმა გინდათ, რომ გაუცნობიერებლად ვამყარებ სექსუალურ ურთიერთობას მამაკაცებთან?
ჰარი: არა, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მამაკაცებს ეს ყოველთვის უნდათ.
სალი: არ უნდათ.
ჰარი: უნდათ.
სალი: არ უნდათ.
ჰარი: უნდათ.
სალი: შენ საიდან იცი.
ჰარი: იმიტომ რომ არცერთ კაცს არ შეუძლია იმეგობროს ქალთან, რომელსაც მომხიბვლელად მიიჩნევს.
სალი: ანუ შენ ამბობ, რომ ვისაც მომხიბვლელად არ მიიჩნევს, შეუძლია იმეგობროს?
ჰარი: არა, გრძნობა შესუსტებულია, მაგრამ ძალაშია.
სალი: კარგი, მგონი ვერც ჩვენ ვიმეგობრებთ.
ჰარი: ხოო, მეც ასე ვფიქრობ.
სალი: სამწუხაროა, ნიუ-იორკში თქვენს გარდა ნაცნობი არ მყავს.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან

***
ჰარი: ქალთა ორი ტიპი არსებობს - ვისი შენახვაც ძვირი ჯდება და ვინც მცირედით კმაყოფილია.
სალი: მე რომელ ტიპს მივეკუთნები?
ჰარი: ყველაზე უარესს. ვისი შენახვაც ძვირი ჯდება, მაგრამ გგონია, რომ მცირედით კმაყოფილი ხარ.
სალი: მე ასე არ ვფიქრობ.
ჰარი: ასე არ ფიქრობ? ოფიციანტო, ჯერ ფირმული სალათი მომიტანეთ, მაგრამ ჩვეულბრივი სოუსი არ მინდა, თუ შეიძლება, ღვინის ძმრით ან ზეითუნის ზეთით შეზავებული მირჩევნია, ოღონდ, ზეთი ცალკე მომიტანეთ. კიდევ ორაგული მდოგვის სოუსით, ოღონდ, სოუსი ცალკე მომიტანეთ. ეს ,,ცალკე მომიტანეთ“ შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
სალი: უბრალოდ ყველაფერი ისე მინდა იყოს, როგორც მე მომწონს.
ჰარი: მესმის.

***
{ჰარი ცდილობს, როგორმე, სალიც აალაპარაკოს}
მერი: 80-იან წლებში რესტორნები იგივე გახდა ხალხისთვის, რაც 60-იან წლებში თეატრები იყო.
ჯესი: ეს მე დავწერე!
მერი: არაა!
ჯესი: არა, მართლა, მე დავწერე!
მერი: რომელ ჟურნალში წავიკითხე აღარ მახსოვს.
ჯესი: ნიუ იორკ მაგაზინში
ჰარი: სალიც ნიუ-იორკ მაგაზინში მუშაობს.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან

***
სალი: მეც სულ ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება, თითქმის თორმეტი წლიდან.
ჰარი: რა გესიზმრება?
სალი: ვერ გეტყვი, უხერხულია.
ჰარი: მაშინ, ნუ მეტყვი.
სალი: კარგი, გეტყვი. ვიღაც კაცი მოდის...
ჰარი: როგორ გამოიყურება?
სალი: არ ვიცი, სახე არ აქვს.
ჰარი: უსახოა?! კარგი, მერე?
სალი: ტანსაცმელს მახევს ტანზე!
{პაუზა}
ჰარი: და?!
სალი: სულ ეს არის.
ჰარი: სულ ეგ არის?! უსახო კაცი ტანსაცმელს გახევს და და ეგ სექსუალური ფანტაზია თორმეტი წლიდან არ გაძლევს მოსვენებას?
სალი: ხანდახან, არის პატარა ცვლილებები.
ჰარი: მაინც როგორი?!
სალი: ხანდახან, იცვლება ტანსაცმელი.
{პაუზა}
სალი: რა?!
ჰარი: არაფერი.


***
ჰარი: იცი, შენ პირველი ლამაზი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში ვისთან დაწოლაზეც არ ვოცნებობ.
სალი: ეს შესანიშნავია, ჰარი.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან


***
ჰარი: კარგი, კომპლიმენტი უკან მიმაქვს.
სალი: უკან ვერ წაიღებთ!
ჰარი: რატომ?
სალი: იმიტომ, რომ უკვე თქვით.


***
ჰარი: გინდათ ერთად ვივახშმოთ?... ისე, მეგობრულად.
სალი: მე კი მეგონა, თქვენ გჯეროდათ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ არსებობს.
ჰარი: ეგ როდის ვთქვი?
სალი: სიუ- იორკში.
ჰარი: არა, არა, მე ეგ არასოდეს მითქვამს, თუმცა სიმართლეა, ასეთი მეგობრობა არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ორივეს სერიოზული ურთიერთობა აქვთ სხვა ადამიანებთან, თუ ასეა, წინა წესს შესწორება დასჭირდება. თუ ქალსაც და კაცსაც უკვე ჰყავთ შეყვარებული შესაძლო ფლირტის საფრთხე მცირდება, თუმცა, არც ეს ამართლებს იმიტომ რომ ... მაშინ თქვენმა შეყვარებულმა შეიძლება ვერ გაიგოს, რაში გჭირდებათ იმ ადამიანთან მეგობრობა, ვინც თქვენი მეგობარია. შეიძლება იფიქროს, რომ თქვენს ურთიერთობას, რაღაც აკლია და ამ რაღაცას სხვასთან ეძებთ. თქვენ კი ეტყვით: ,,არა, არა, რა სისულელეა!“ ის მაინც დაგაბრალებთ, რომ გატაცებული ხართ ადამიანით, რომელსაც თქვენ მხოლოდ მეგობრად მიიჩნევთ. ისევ ზემოთ აღნიშნულ წესს ვუბრუნდებით, ოღონდ, შესწორებების გარეშე, ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ არსებობს.
სალი: ჰარი, კარგად იყავით.
ჰარი: კარგი.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან

***
სალი: ჰარი მარტო არ მოვა ქორწილში?
მერი: არა მგონია.
სალი: ვინმეს ხვდება?
მერი: ვიღაც ანთროპოლოგს, მგონი...
სალი: გარეგნულად როგორია?
მერი: გამხდარი, ლამაზი, დიდი მკერდით. ძირითადად, შენი კოშმარია.

***
[მას შემდეგ რაც ჰარი ყოფილ ცოლს გადააწყდა]
ჰარი: უცნაურად გამოიყურებოდა, არა? ძალიან უცნაურად.
სალი: არ ვიცი, პირველად ვხედავ.
ჰარი: დამიჯერე, უცნაურად გამოიყურება. ფეხები დასიებული აქვს. ალბათ, შარდის შეკავება აქვს.
სალი: ჰარი!
ჰარი: დამიჯერე, ამ ქალს ყველაფერი შეუნახავს.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან

***
ჰარი: იცი თუ არა, რომ ადამიანის სიცოცხლის ერთი წელი, შვიდი წელია ძაღლისთვის.
სალი: მაგ სცენარით ერთ-ერთი ჩვენგანი ძაღლი უნდა იყოს?
ჰარი: ხოო.
სალი: მერე, რომელია ძაღლი!
ჰარი: შენ.
სალი: მე?! მე ვარ ძაღლი?! მე ვარ ძაღლი?!

***
ჰარი: შენ არ მპასუხობ ეს კი მაფიქრებინებს, რომ (ა) სახლში არა ხარ, (ბ) სახლში ხარ, მაგრამ არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, (გ) სახლში ხარ, ძალიან გინდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ სადღაც გაიჭედე და იქიდან ვეღარ გამოდიხარ. თუ ეს არის (ა) ან (გ) გთხოვ დამირეკე.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან

***
სალი: [ტირის] მალე ორმოცის გავხდები!
ჰარი: როდის?
სალი: ერთ დღეს!
ჰარი: რვა წლის შემდეგ.
სალი: ხოო, მაგრამ ხომ გავხდები! მამაკაცებისთვის არაფერი არ იცვლება! ჩარლი ჩაპლინს სამოცდაცამეტი წლის ასაკში ჰყავდა პატარა შვილები!
ჰარი: ხო, მაგრამ, ალბათ, ხელში აყვანა უჭირდა.

როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან
როცა ჰარი შეხვდა სალის - ციტატები ფილმიდან

კატეგორია: ფილმები
Tags:

3


  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 21:38 - ID: 3,
    არ მაქვს ეს ფილმი ნანახი, დამაინტერესა და ვნახავ აუცილებლად, ძალიან კარგი ნიუსია, მომეწონა, რამდენიმე ციტატაზე გამეცინა <3
    მე ვფიქრობ, შეიძლება არსებობდეს გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა, მყავს მე ბიჭი მეგობრები, პირველი მეგობარი (საუკეთესო მეგობარი) ბიჭი იყო, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, სამწუხაროდ ახლა უცხოეთშია და წლებია ერთმანეთს არ შევხვედრილვათ, მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით ვეკონტაქტები :(( აუ მე ძაან შორს წავედი :))

  • mokingbird თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 21:15 - ID: 2,
    ოოო რავიცი ერთი,დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ ამ ფილმით,როცა ვუყურებდი მახსოვს,ნუ სასიამოვნო და გასართობია კია რაღაც მომენტში,ხასიათს გააჩნია,ხან წავა,ხან არა
    ნიუსი კარგი იყო

  • demetria თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 17:53 - ID: 1,
    kargi iyoo wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top