18 ოქტომბერი 2013      salome0789     8 კომენტარი     ნანახია 4813-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

შემოდგომა შესანიშნავი სეზონია ფილმების საყურებლად. რატომ? წვიმიან ამინდში ფინჯანი ყავა, თბილი საწოლი და კარგი ფილმის ყურება საუკეთესო არჩევანია. ოსკარის სეზონი ახლოვდება და დიდი შანსი არსებობს, რომ საინტერესო ფილმების ნახვის შესაძლებლობა გვქონდეს.

10 საუკეთესო ფილმი, რომლებიც რამოდენიმე თვეში გამოვა.


Carrie (ქერი)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის : 18 ოქტომბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: კიმბერლი პირსი
ჟანრი : ფანტასტიკა, დრამა, ტრილერი, საშინელება

როლებში: ჰოლია გრეის მორეცი, ჯულიანა მური, ჯუდი გრირი, ენსელ ელბორგი

ბრაიან დე პალმას 1976 წლის ,,ქერის“ რიმეიქი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, ორიგინალმა ხომ სისი სფეისეკს და ფაიფერ ლორის ოსკარის ნომინაცია, ხოლო ჯონ ტრავოლტას და ემი ირვინგს ვარსკვლავობა მოუტანა. ყოველთვის, სარისკოა კლასიკად ქცეული კინო სურათის ადაპტაცია, თუმცა ნიჭიერ რეჟისორს, კიმბერლი პირსს შესანიშნავად გამოუვიდა.





Kill Your Darlings

ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 16 ოქტომბერი,2013 (აშშ)
რეჟისორი: ჯონ კროკიდასი
ჟანრი : დრამა, თრილერი, ბიოგრაფიული, მელოდრამა

როლებში: დანიელ რედკლიფი, დეინ დეჰაანი, მაიკლ ს. ჰოლი, ელიზაბეტ ოლსენი, ბენ ფოსტერი, ჯენიფერ ჯეისონ ლი

დანიელ რედკლიფი ყველაფერს აკეთებს, რათა დაგვავიწყოს, რომ ის ,,ჰარი პოტერის“ ვარსკვლავია. რედკლიფი, ამჯერად, ცნობილი პოეტის ალენ გინსმერგის როლში მოგვევლინება. ბიოგრაფიულმა სურათმა, სანდენსის კინო ფესტივალზე, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმის სიუჟეტი 1944 წელს ვითარდება.





The Counselor (კონსულტანტი)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 25 ოქტომბერ.2013 (აშშ)
რეჟისორი: რიდლი სკოტი
ჟანრი: თრილერი

როლებში: მაიკლ ფასბენდერი, პენელოპა კრუზი, ჰავიერ ბარდემი, კამერონ დიასი, ბრედ პიტი, ნატალი დორმერი, დინ ნორისი

მგონი, არ არის გასაკვირი, როგორ მოაგროვა რიდლი სკოტმა ასეთი შესანიშნავი ვარსკვლავების კრებული. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ადვოკატზე (მაიკლ ფასბენდერის გმირი), რომელსაც ნარკოტიკებით არალეგალურ ვაჭრობაში ჩაითრევენ.





Diana (დიანა)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 1 ნოემბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: Oliver Hirschbiegel
ჟანრი: დრამა, ბიორგრაფიული, რომანსი

როლებში: ნაუმი უოტსი, ნევიინ ენდრიუსი, დუგლასი ჰაჟი

ნაუმი უოტსი მონაწილეობს პრინცესა დიანას ბიოგრაფიულ სურათში, რომელიც მისი სიცოცხლის უკანასკნელ ორ წელს და მის რომანს ასახავს წარმოშობით პაკისტანელ კარდეოქირურგთან დოქტორ ჰაზნატ ხანთან. (რომელმაც ფილმის ფაქტობრივი უზუსტობები მედიას უკვე გაუმხილა).





12 Years a Slave (12 წელი მონობაში)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 18 ოქტომბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: სტივ მაკქუინი
ჟანრი: დრამა, ისტორიული

როლებში: მაიკლ ფასბენდერი, ჩივეტელ ეჯიოფორი, ბრედ პიტი, , ბენედიქტ კამბერბეტჩი, პოლ დანო, პოლ ჯომათი

ფილმის « Shame » (სირცხვილი) წარმატებით კმაყოფილი რეჟისორი თავის ვარსკვლავს, მაიკლ ფასბენდერს კიდევ ერთ შანსს აძლევს გამოავლინოს თავისი სამსახიობო შესაძლებლობები. ფილმი ოსკარის ძლიერი პრეტენდენტია და საკმაოდ დიდი შანსი არსებობს, რომ ჩივეტელ ეჯიოფორმა და მაიკლ ფასბენდერმა საუკეთესო მსახიობის ტიტულისთვის იბრძოლონ.
ფილმი მოგვითხრობს 1850-იან წლებში ნიუ-იორკში მცხოვრები შავკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც უცხო პირები იტაცებენ და ლუიზიანაში ყიდიან, სადაც ის მონობაში 12 წელიწადს ატარებს.






Blue is the Warmest Color (ცისფერი - ყველაზე თბილი ფერი)

ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 25 ოქტომბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: აბდელატიფ კაშიშე
ჟანრი: დრამა, რომანსი

როლებში: ადელ ექსარკოპულოსი, ლეა სეიდუ, სალიმ კეშიუში

ეპიკურმა, ეროტიულმა და პოლიტიკურად დატვირთულმა ფილმმა ,,ცისფერი - ყველაზე თბილი ფერი“ წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო ჯილდო - ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ფილმმა, რომელიც დაფუძვნებულია ჯული მაროს გრაფიკულ ნოველაზე ,,ცისფერი ანგელოზი“, თვითონ ფრანგი მწერლის უკმაყოფილება გამოიწვია. წიგნის ავტორმა მას ,,ჰეტეროსექსუალური ფანტაზია“ უწოდა. თუმცა მისმა პროტაგონისტებმა, გულწრფლი თამაშის წყალობით, მოახერხეს მაყურებლის გულის მოგება და ფილმს აუდიტორია დადებითად შეხვდა.






Don Jon (2013)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოვიდა: 27 სექტემბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: ჯოსეფ გორდონ-ლევიტი
ჟანრი: დრამა, კომედია

როლებში: ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯულიანა მური, ტონი დანზა, გლენ ჰედი, ბრი ლარსონი, რობ ბრაუნი, ჯერემი ლუკი, იტალია რიჩი, ლინდსი ბროადი

,,დონ ჯონი“ ჯოსეფ გორდონ-ლევიტის პირველი სარეჟისორო ნამუშევარია და თუ კომპეტენტური ადამიანების აზრს გავითვალისწინებთ, საკმაოდ, წარმატებული დებიუტი შედგა.
სიუჟეტის მიხედვით დონ ჯონისთვის - თანამედროვე დონ ჟუანისთვის - ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ოჯახი, მეგობრები, ეკლესია, ქალები და წუთიერი სიამოვნება.






Gravity (გრავიტაცია)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 4 ოქტომბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: ალფონსო კუარონი
ჟანრი: ფანტასტიკა, ტრილერი, დრამა

როლებში: სანდრა ბალოკი, ჯორჯ კლუნი, ედ ჰარისი, ორტო იგნატიუნსენი, პოლ შარმა, ემი უორენი, ბაშერ სავაჟი

ფილმის პოპულარობა, ალბათ, უმაღლეს მწვერვალებს ვერ მიაღწევდა, რომ არა ჯეიმს კამერუნის აღფრთოვანება, რომ ,,გრავიტაცია საუკეთესო ფილმია, რაც კოსმოსში გადაღებულა“. ფილმი კინო კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს მისი თხრობითი ხასიეთის, სპეც-ეფექტების და ძირითადად, სანდრა ბალოკის და ჯორჯ კლუნის შასანიშნავი თამაშის წყალობით.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით ასტრონავტების ჯგუფი იმყოფებიან კოსმოსურ ხომალდზე. მისიის შესრულებისას მათ აფეთქებული სადგურის ნამსხვრევები შეეჯახებათ.






The Wolf of Wall Street (უოლ-სტრიტის მგლები)

ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოდის: 15 ნოემბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: მარტინ სკორსეზი
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, კრიმინალური

როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ჯონა ჰილი, მეთიუ მაქკონაჰი, კაილ ჩანდლერი, ჟან დიუჟარდინი, რობ რეინერი, ჯონ ფაბრო

,, ნიუ-იორკის ბანდების“, ,,,განდგომილების“ ,,შეშლილთა კუნძულის“ და ,, ,,ავიატორის“ შემდეგ შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ ლეონარდო დიკაპრიოს და მარტინ სკორსეზის კიდევ ერთი თანამშრომლობა. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკელი ფინანსისტის ჯორდან ბელფორის ნამდვილ ამბავზე, რომელმაც 80-იან წლებში უმსხვილესი საბროკერო კომპანია დაარსა. 10 წლის შემდეგ კი მას ფინანსური მაქინაციებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ფილმი, რა თქმა უნდა, შორს დგას ჭკვიანურისგან, თუმცა ამ წელს ის დიდი ჰიტი იქნება და ხელს შეუწყობს ლეონარდო დიკაპრიოს პროფილის კიდევ უფრო გამყარებას.






Enough Said (საკმარისად ნათქვამი)
ამ შემოდგომით სანახავი 10 საუკეთესო ფილმი

ეკრანებზე გამოვიდა: 18 სექტემბერი, 2013 (აშშ)
რეჟისორი: ნიკოლ ჰოლოფსენერი
ჟანრი: კომედია, რომანსი

როლებში: ჯეიმს გალდოლფინი, ჯულია ლუის- დრეიფუსი, კეტრინ კინერი, ტონი კოლეტი, ბენ ფელკონი.

ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ჯეიმს გალდოლფინი 19 ივნისს გარდაიცვალა გულის შეტევით. თაყვანისმცემლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოუთმენლად ელოდებიან მის ბოლო ნამუშევარს. ეს, რა თქმა უნა, არ არის ის როლი, რომელიც წლების მანძილზე მსახიობის ნაშრომს ღირსეულად შეაფასებდა, თუმცა შესანიშნავად აჩვენებს გალდოლფინის მსახიობური ნიჭის მრავალფეროვნებას, მის ჰუმანურიბას და ტკბილი, თბილი გამოსამშვიდობებელი ჩახუტებაა მსახიობთან, რომლის არსებობაც დიდხანს გვემახსოვრება.

ფილმის შესახებ: ევა (ჯულია ლუის- დრეიფუსი) ქმარს დაშორდა და ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტის წინაშე აღმოჩნდა - რა იქნება ამის შემდეგ? ის კიდევ ერთ მომხიბვლელ ადამიანს ხვდება (ჯეიმს გალდოლფინი), რომელიც ყოფილი ქმარია იმ ქალის, რომელსაც მთელი ცხოვრება იდეალად მიიჩნევდა.


კატეგორია: ფილმები
Tags:

8

  • tamusito თქვა:
    2 ნოემბერი 2013 13:39 - ID: 8,
    Don Jon (2013) ის რუსული ვერსია არიას? ვერ ვიპპოვე ვერსად.

  • ninuki თქვა:
    23 ოქტომბერი 2013 15:37 - ID: 7,
    ვაააა კარგი ფილმები დაგიდევთ )))

  • mariami_thevampire თქვა:
    22 ოქტომბერი 2013 13:50 - ID: 6,
    woow

  • misery თქვა:
    18 ოქტომბერი 2013 23:32 - ID: 5,
    Blue is the Warmest Color მაინტერესებს ყველაზე მეტად

  • B2UTY თქვა:
    18 ოქტომბერი 2013 20:34 - ID: 4,
    უი სოპრანოს ბოლო ფილმი: (

    კუარონი მალადეც,, ნუ მე აქამდეც მევასებოდა, მაგრამ გრავიტაციის ნახვის სურვილი არ მაქვს დიდად, სკაფანდრებს რო ვხედავ უკვე გული მიხდება ცუდად.
    ბლუს და დონ ჟუანს ველი < 3

  • elenne თქვა:
    18 ოქტომბერი 2013 17:50 - ID: 3,
    Diana და The Wolf of Wall Street მაინტერესებს ძალიანნნნნნნნ

  • demetria თქვა:
    18 ოქტომბერი 2013 17:08 - ID: 2,
    ციტატა: irmushka11
    Blue is the Warmest Color უჰუუუუუ მოუთმენლად ველოდებიი. ვისაც აინტერესებს ამ ფილმზე მთლიანი ინფორმაცია აქ შედით

    მე საითოდ ვერ დაინტერესდი ამ ფილმით feel

  • irmushka11 თქვა:
    18 ოქტომბერი 2013 15:56 - ID: 1,
    Blue is the Warmest Color უჰუუუუუ მოუთმენლად ველოდებიი. ვისაც აინტერესებს ამ ფილმზე მთლიანი ინფორმაცია აქ შედით

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: გურამ ხეცურიანი
    ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესახებ, წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top