;
17 ნოემბერი 2013      B2UTY     48 კომენტარი     ნანახია 12396-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

▲საუკეთესო უცხოური ფილმები▲

ფილმები, რომლებიც ჰოლივუდისგან დამოუკიდებლად შეიქმნა მსოფლიოს სხვადასხვაქვეყანაში. ამ კინონამუშევრებმა გააოცა ყველა კრიტიკოსი თუ უბრალო მაყურებელი და დამსახურებულად მოიპოვა "შედევრის" ტიტული.
საუკეთესო უცხოური ფილმები


ტკბილი ცხოვრება- ფედერიკო ფელინი

ფედერიკო ფელინის ნებისმიერი ფილმი შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, "ამარკორდი", "გზა", "კაბირიას ღამეები", "რვა ნახევარი". თუმცა ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" გენიალურ რეჟისორს წარმოუდგენელი აღიარება მოუტანა. ფილმი ოქროს პალმის რტოსა და ოსკარის მფლობელია. მასში საოცრადაა აღწერილი ელიტური საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება, რუტინა, გაუთავებელი წვეულებები და ის უარყოფითი მხარეებიც, რაც შეიძლება ასეთ ერთი შეხედვით "ტკბილ" ცხოვრებას ჰქონდეს.

ფილმში მონაწილეობენ განუმეორებელი მარჩელო მასტროიანი, ანიტა ეკბერგი, ანუკ ემე.
საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები



ველოსიპედის ქურდები-ვიტორიო დე სიკა

იტალიური კინემატოგრაფიის კიდევ ერთი შედევრი. ნეორეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელიც არაჩვეულებრივად გადმოგვცემს მამა-შვილის გულისამაჩუყებელ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ეძებდნენ ისინი მოპარულ ველოსიპედს, რომელიც მამას სამსახურის დასაწყებად სჭირდებოდა. კინონამუშევარი ძალიან ღრმა და სევდიანია. მასში საოცრადაა გადმოცემული ომისშემდგომ იტალიაში მცხოვრები ღარიბი ხალხის გაჭირვება, ცხოვრებისეული დაბრკოლებები და უსამართლობა, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი იყო.

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები



რომის დედა- პიერ პაოლო პაზოლინი

ეს ისტორია დედაზე, "რომლის ხელითაც საზოგადოებამ მის საკუთარი შვილი მოკლა". ფილმი დაფუძნებულია კინორეჟისორის პირად დრამატულ განცდებზე, რომელიც მშობლიური პროვინციიდან ფრიულიდან რომში ჩამოვიდა. მარადიულ ქალაქში მას გააოცა არა ანტიკური ცენტრის სილამაზემ, არამედ გარეუბნების ბინადრების სასტიკმა წეს-ჩვეულებებმა, რომლებშიც ვითარდება ფილმის მოქმედება. ფილმის მთავარი გმირი გახდა მეძავი, რომელსაც "დედა რომას" ეძახდნენ. ქალის ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. ყველა მსხვერპლი, რომელიც მან შესწირა უაზრო აღმოჩნდა...

ფილმის ღირებულებას ერთი-ორად ზრდის პაზოლინის საოცარი რეჟისურული შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, ანა მანიანის ფენომენალური თამაში, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები საუკეთესო უცხოური ფილმები
საუკეთესო უცხოური ფილმები


ბოლო ამოსუნთქვაზე - ჟან ლუკ გოდარი

იტალიური კინოდან ფრანგულისკენ გადავინაცვლოთ, რომლის ისტორიასაც არანაკლებ გენიალური ფილმები და რეჟისორები ახსოვს. მათ შორის გამორჩეულია ჟან ლუკ გოდარი. მისი ნამუშევრებიდან რთულია გამოარჩიო საუკეთესო. "ბოლო ამოსუნთქვაზე" გოდარის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. მისი სცენარი ეკუთვნის ლეგენდარულ ტრიუფოს. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა თაღლითის უდარდელ ცხოვრებაზე. მანქანების ქურდი მამაკაცი მიშელი აუღელვებლად აკეთებს თავის საქმეს და არ ფიქრობს შედეგებზე.მაგრამ ერთხელაც, პარიზში მიმავალ გზაზე, მიშელი პოლიციელს მოკლავს: უბრალოდ იმისათვის, რომ აირიდოს უსიამოვნო დაკითხვები. მაგრამ ამ წამიდან მის ცხვრებაში უსიამოვნებების გარდა აღარაფერი იქნება...

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები


ამელი- ჟან–პიერ ჟენე

გაუგებარი საქციელი წყნარი და მარტოსული გოგონასი, რომელიც თავისი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს, შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ერთმანეთისგან საერთოდ განსხვავებული ადამიანების ცხოვრება... აჩუქოს მათ ბედნიერება და გაუფერადოს გარე სამყარო ფერადი, თავბრუდამხვევი ფერებით... ეს გოგონა ამელი პულენია.
ფილმში მონაწილეობს არაჩვეულებრივი ოდრი ტოტუ, კინონამუშევარი ხუთგზის ოსკარის ნომინანტია, მოპოვებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო და ყველაზე მთავარი- მაყურებლის სიყვარული, რაც მისი ორიგინალურობისა და ლამაზი შინაარსის დამსახურებაა.

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები


მეოცნებენი-ბერნარდო ბერტოლუჩი

ბერტოლიჩი ჩვენი დროის ცოცხალი ლეგენდაა და მისი ნამუშევრებიდან ყველამ მოიპოვა კრიტიკოსებისა და მაყურებლების სიმპატია. ბერტოლუჩის ფილმოგრაფიაში "უკანასკნელი ტანგო პარიზში"-ს შემდეგ ისეთი კრიტიკა და ყურადღება არც ერთ ფილმს არ მოჰყოლია, როგორიც "მეოცნებენს". მისი მოკლე შინაარსი: პარიზი, 1968 წელი – სტუდენტების დემონსტრაცია, ჰაერში რევოლუციის სუნი იგრძნობა. მაგრამ სამ ახალგაზრდას – თავისი რეალობა აქვთ, თავის სამყარო – კინოს სამყარო. დღეები და ღამეები ისინი განუწყვეტლივ უყურებენ ფილმებს და სახლიდან არ გადიან... კინო – მათი ცხოვრება გახდა.
ეს უკანასკნელი ბერტოლუჩის ყველაზე გახმაურებული ფილმია, რომელიც ზოგს უყვარს, ზოგს- არა. ზოგს ესმის მისი აზრი და რეჟისორის მესიჯი, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია.
საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები



ყველაფერი დედაჩემის შესახებ -პედრო ალმადოვარი

ავტოკატასტორფაში დაღუპული შვილის ესტებანის ტანსაცმლის დალაგებისას, მანუელა საიდუმლო ჩანაწერებს აღმოაჩენს. ბიჭი, რომელიც არასოდეს იცნობდა თავის მამას, თურმე ყოველთვის ოცნებობდა მის პოვნას. ტანჯვისგან გაგიჟებული დედა გადაწყვეტს თავისი შვილის ბოლო ნება შეასრულოს და თავისი წარსულის საძებნელად მიემგზავრება. რა სიურპრიზები ელის მას წინ? მის ბოლო შეხვედრა ესტებანის მამასთან ოცი წლის წინ შედგა...
პედრო ალმადოვარის ყოველი ფილმი, თავის მხრივ, სკანდარი და შოკია მაყურებლისთვის. არც ეს უკანასკნელია გამონაკლისი. მან რეჟისორს მოუტანა პოპულარობა და სახელი, რომელიც არც აქამდე აკლდა. ალმადოვარი ამ ფილმში თავის ჩვეულებას არ ღალატობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცების დაუოკებელ სურვილს-იყვნენ ქალები.
საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები


მალენა-ჯუზეპე ტორნატორე

მალენა - ულამაზესი ქვრივია, კაცებისთვის საოცნებო ხილვაა და ქალებისთვის კი შურის საგანი. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ქმრები კი მას კვალ და კვალ დასდევენ და ოცნებობენ მასზე. "მე ვიყავი 13 წლის, როდესაც ის პირველად ვნახე. გავიდა დრო, უამრავი ქალი მყავდა, და სიახლოვის დროს, ისინი კითხულობდნენ: მემახსოვრება მე თუ არა ისინი? მე დადებითად ვპასუხობდი... მაგრამ ერთადერთი, ვინც მე არასოდეს დამავიწყდება – ის რომელსაც ეს არასოდეს უკითხავს. მალენა."
ფილმის ავტორია ჯუზეპე ტორნატორე.

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები


რაშომონი-აკირა კუროსავა

ამჯერად ევროპულიდან აზიური კინემატოგრაფიისკენ გადავინაცვლოთ, რომლის უდავო ვარსკვლავია გენიალური აკირა კუროსავა. მისი ფილმები მსოფლიოს საუკეთესო კინონამუშევართა ნებისმიერ სიაში შეგხვდებათ, ის ნამდვილად ითვლება კინემატოგრაფიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ და მისი სახელი ასოცირდება უმაღლესი დონის ფილმებთან, რომლებიც ყოველთვის გვასწავლიან, დიდი ცხოვრებისეული სიბრძნის მატარებელნი არიან. კუროსავას ფილმებიდან გამოირჩევა "რაშომონი"- ფილმის მოქმედება ძველ იაპინიაში ხდება. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი თვალსაზრისი არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს?

ეს უკანასკნელი შესულია ყველა დროის საუკეთესო ფილმთა სიაში, მისი ნახვა აუცილებელია ყველასთვის, ვისაც უბრალოდ უყვარს გემოვნებიანი კინო.
საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები


ოლდბოი-პარკ ჩან ვუკი

კორეელი რეჟისორის გახმაურებული ნამუშევარი. მრავალი საერთაშორისო ჯილდოს, კრიტიკოსების საყოველთაო აღიარებისა და კინომანების საერთო სიყვარულის ობიექტი. ოლბოი არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მამაკაცზე, ის 15 წლით გამოკეტეს ოთახში ისე, რომ ამ ტყვეობის მიზანი ვერ გაიგო. წლების შემდეგ გათავისუფლებული კაცის მთავარ სურვილსა და გეგმას წარმოადგენს გაიგოს რატომ დააპატიმრეს. ფილმი ძალიან მძიმე, ცხოვრებისეულია- წარმოუდგენელი და სულისშემძვრელი დასასრულით, გადაღების უნიკალური სტილით, დინამიური და დაძაბული სიუჟეტით, კორეელი ვარსკვლავების საოცარი თამაშით. სწორედ ამიტომ ითვლება "ოლდბოი" მსოფლიო კინემატოგრაფიის საგანძურად.
საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები



მე ვნახე ეშმაკი- ჯი ვუნ კიმი

ჩან გიონჩჰოლი - საშიში ფსიქოპათია, რომელიც აუპატიურებს და ველურად კლავს ქალებს. მან მრავალი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პოლიციისთვის მაინც მიუწვდომელი დარჩა. ერთხელაც მისი მორიგი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელის ქალიშვილი - ჩან ჯუიონი ხდება.
"მე ვნახე ეშმაკი" - ერთი შეხედვით უბრალო სიუჟეტის ფილმია, თუმცა მისი ყურების შემდეგ შეუძლებელია მაგიური შთაბეჭდილების ქვეშ არ დარჩე. კინონამუშევარში საოცარი პროფესიონალიზმითაა ასახული შურისძიების სისასტიკე, ცივსისხლიანი მკვლელის ფსიქოლოგია. ეს სულისშემძვრელი და მძიმე ისტორია მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში შოკირებულს ტოვებს. ფილმმა საყოველთაო აღიარება და პოპულარობა მოუტანა ისედაც ცნობილ რეჟისორსა და უნიჭიერეს მსახიობებს.

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები


კაცი არსაიდან- ლი ჯუნგ ბომი

ლომბარდის მფლობელი უცნაური მამაკაცი იდუმალი წარსულით იხსენებს თავის ძველ საქმიანობას მაშინ, როცა საფრთხეში ჩავარდება მისთვის სრულიად უცნობი მეზობელი დედა-შვილი. კინონამუშევარი საკმაოდ დაძაბულია, დატვირთულია მძიმე, ძალადობის სცენებით და განსაკუთრებით კარგი საყურებელია ბოევიკისა და ექშენის ჟანრის მოყვარულთათვის, თუმცა არც ფსიქოლოგიური ჟანრის თაყვანისმცემლებს დატოვებს იმედგაცრუებულს. ფილმში არაჩვეულებრივადაა გადმოცემული ალტრუისტი ადამიანის ბუნება, რომლისთვისაც სხვისი კეთილდღეობა უპირატესია.
ფილმში მონაწილეობს ცნობილი კორეელი მსახიობი ვონ ბინი.
საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

საუკეთესო უცხოური ფილმები

კატეგორია: ფილმები
Tags:

48


  • tamo თქვა:
    30 აგვისტო 2014 21:54 - ID: 48,
    აააააა "კაცი არსაიდაან" ვგიჟდებიიი <3

  • fei თქვა:
    23 ნოემბერი 2013 01:59 - ID: 47,
    დიდი ბოდიში მაგრამ ამელიზე უაზრო ფილმი ჩემი აზრით მხოლოდ 1-2 არსებობს რა შედევრი.... belay

  • fuck selena თქვა:
    20 ნოემბერი 2013 19:41 - ID: 46,
    მეოცნებენი ვისაც მოწონს ვაი იმის პატრონს უბედურს :(((

  • ta_mo თქვა:
    19 ნოემბერი 2013 22:55 - ID: 45,
    სიბერგი და გრინი უბრალოდ ღვთაებრივები არიან <3
    სიახლეც ფანტასტიურია, აღწერები თითქმის სრულფასოვან ინფორმაციას გაწვდის ფილმზე, თუმცა მთავარ ინტრიგას მაინც გიტოვებს, კარგი ნამUშევარია და იმედია გაგრძელებაც მოყვება ნიუსს.

  • sisi11 თქვა:
    19 ნოემბერი 2013 22:36 - ID: 44,
    ოლდბოი და კაცი არსაიდან ჩემი უსავარლესი კინოეწბია...კლასიკაააააააა.....

  • misery თქვა:
    19 ნოემბერი 2013 21:21 - ID: 43,
    yvela nanaxi maqvs . vgijdebi am filmebsa da rejisorebze

  • B2UTY თქვა:
    19 ნოემბერი 2013 21:01 - ID: 42,
    ციტატა: elga
    ციტატა: B2UTY
    ყველას დიდი მადლობა love feel love
    elga არაა საშიში, მაგრამ მძიმე ფილმია, თუმცა მთელი სიამოვნება გელის წინ
    love

    აუცილებლად ვუყურებ. მომენატრა კარგი ფილმები და სულ ძველ ფილმებს ვუყურებ ხოლმე.

    თუ ნახავ არ დაიზარო და მომწერე შთაბეჭდილებები, მოგეწონება თუ არა love

  • elga თქვა:
    19 ნოემბერი 2013 20:31 - ID: 41,
    ციტატა: B2UTY
    ყველას დიდი მადლობა love feel love
    elga არაა საშიში, მაგრამ მძიმე ფილმია, თუმცა მთელი სიამოვნება გელის წინ
    love



    აუცილებლად ვუყურებ. მომენატრა კარგი ფილმები და სულ ძველ ფილმებს ვუყურებ ხოლმე.

  • anna... თქვა:
    19 ნოემბერი 2013 17:38 - ID: 40,
    საინტერესო ნიუსია

  • liii :) თქვა:
    19 ნოემბერი 2013 16:36 - ID: 39,
    მალენა love

  • B2UTY თქვა:
    19 ნოემბერი 2013 12:55 - ID: 38,
    ყველას დიდი მადლობა love feel love
    elga არაა საშიში, მაგრამ მძიმე ფილმია, თუმცა მთელი სიამოვნება გელის წინ
    love

  • elga თქვა:
    19 ნოემბერი 2013 12:48 - ID: 37,
    ტკბილი ცხოვრება მიყვარს მაგრად. რამდენჯერაც ვუყურებ არ მბეზრდება. მეოცნებენი და მალენა მიყვარს .
    რატომღაც არ მიყვარს ამელი სულ უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე.
    მე ვნახე ეშმაკი ძალიან საშიშიაა ?

    კარგი ფილმებია რაც მაქ ნანახი და დანარჩენებსაც ვუყურებ.
    ნიუსი რათქმაუნდა ბრწყინვალე. ნამდვილი კინომცოდნე ხარ ელენე.

  • demetria თქვა:
    19 ნოემბერი 2013 10:54 - ID: 36,
    ძალიან მაგარი სიახლე იყოო აი ვიგიჯდბი ასეთ სიახლეებზე უმეტესობაა არ ვიცი ასრომ სიამოვნებით ვუყურებბ love

  • natuka555 თქვა:
    19 ნოემბერი 2013 01:55 - ID: 35,
    ავტოროო როგორ მიყვარხარ რომ იცოდე :D ევროპულ ფილმებზე თითოეული სიახლე პატარა ბავშვივით მიხარია :D ჰოლივუდშიც არიან კარგი რეჟისორები, მაგრამ იმდენი მასაზე გათვლილი ფილმია, რომ ევროპული გენიალური ნიმუშები ხშირად იჩრდილება. ისე მეშლება ნერვები, როცა ყველას აქვს ნანახი "ტრანსფორმერები" და ფელინის და ბერტოლუჩის რომ ვახსენებ ცალი წარბის აზიდვით იყურებიან აქეთ-იქით :D ახლო მეგობრებს სულ ძალით დავაწყებინე ევროპული და ზოგადად ძველი ფილმების ყურება რომ გამერჩია მაინც ვინემსთან :D პაზოლინის რომის დედა უძლიერესია და აი ფელინი ხომ საეერთოოოდ <3 ველოსიპედის ქურდებზე გული დამეწვა მთავარი გმირის საცოდაობით, რაღაცნაირად შიგნიდან მტკიოდა ყველაფერი. აზიურ ფილმებს კი კარგად არ ვიცნობ, მაგრამ აქ ჩამოთვლილებს ვნახავ აუცილებლად. კიიდევ ბევრი მინდა აასეთი სიახლე, თუნდაც ძველ ჰოლივუდურ ფილმებზე იყოს.

  • Little-star თქვა:
    18 ნოემბერი 2013 23:13 - ID: 34,
    ყველაზე მეტად მიხარია როდესაც სტატიას ვხედავ კინემატოგრაფიაზე love მადლობა ავტორო love არაფერი არ მეხერხება ისე კარგად როგორც კინოს განხილვა love ტკბილი ცხოვრება ძალიან კარგი ფილმია,მაგრამ ფელინს კიდევ უფრო მაგარი ნამუშევრები აქვს.რომის დედაც ძალიან კარგია.ზოგადად ევროპულ ფილმებს არაფერი შეედრება განსაკუთრებით იტალიური და ფრანგული ფილმების ქომაგი ვარ.ბერტოლუჩიზე ვგიჟდები ამ კაცის ხედვა საოცარიაა love რაც შეეხება აზიურ ფილმებს ზოგი ისეთია რომ არვიცი რა ვთქვა.ბევრს ცუდი წარმოდგენა აქვს აზიურ ფილმებზე არადა ძალიან მაგარია love ძველ ქართულ ფილმებზეც დადე რა love პ.ს. დიდი მადლობა love

  • camilla თქვა:
    18 ნოემბერი 2013 22:35 - ID: 33,
    B2UTY
    მაგარი ნიჭიერი გოგო ხარ love

  • mononoke თქვა:
    18 ნოემბერი 2013 22:30 - ID: 32,
    განსაკუტრებიტ მიყვარს იაპონური და კორეული ფილმების ყურება winked

  • liliana თქვა:
    18 ნოემბერი 2013 22:07 - ID: 31,
    ციტატა: B2UTY
    liliana
    ვაიმე ამდენი ბოღმა არ ვარგა არ ჩამოგეშალოს ქვიშის ფორმის ტანი : D: D: D მართლა სერიოზულად, დაგვიდე ერთი ფოტო რა გაგიხდა? სხვა ვერაფერზე მომდო შარი და გარეგნობაზე გადავიდა, ნუ ეხლა მთლად შენნაირი კრასოტკა არ ვარ, მაგრამ არც ეგეთი ვარ რა lol

    მიდევს მე კელი ბრუკის ფოტო.. ზუსტად ეგეთი ტანი მაქვს.. Oღონდ კელი 167 სმ-ია.. კაი ხო რას გეუბნებით მაინც ვერ დავამტკიცებ აქედან რამეს.. lol

  • B2UTY თქვა:
    18 ნოემბერი 2013 22:05 - ID: 30,
    liliana
    ვაიმე ამდენი ბოღმა არ ვარგა არ ჩამოგეშალოს ქვიშის ფორმის ტანი : D: D: D მართლა სერიოზულად, დაგვიდე ერთი ფოტო რა გაგიხდა? სხვა ვერაფერზე მომდო შარი და გარეგნობაზე გადავიდა, ნუ ეხლა მთლად შენნაირი კრასოტკა არ ვარ, მაგრამ არც ეგეთი ვარ რა lol

  • shakira love me თქვა:
    18 ნოემბერი 2013 22:03 - ID: 29,
    liliana

    ეეეჰ... lol

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top