;
18 ნოემბერი 2013      NiNi_N     14 კომენტარი     ნანახია 1989-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

The Walking Dead
'მოსიარულე მკვდრები' საშინელებათა ჟანრის, ამერიკული ტელესერიალია, რომელიც ტელეკომპანია AMC-ის ეთერში 2010 წლიდან გადის. სერიალი დაფუძვნებულია რობერტ კირკმანის, ტონი მურისა და ჩარლ ედლერდის კომიქსებზე, რომელიც მოგვითხრობს ზომბების თავდასხმებისგან გადარჩენილი მოსახლების მცირე დაჯგუფებაზე. ისინი ცდილობენ მოძებნონ უსაფრთხო თავშესაფარი მოსიარულეებისგან თავდასაცავად, რადგან ზომბის მცირედი ნაკბენიც კი სასიკვდილოა ადამიანისთვის. სერიალის პირველ სეზონში მხოლოდ ექვსი სერიაა, მეორე სეზონში - 13, ხოლო მესამე და მეოთხე სეზონებში 16/16. როლებში: ენდრიუ ლინკოლნი, სტივენ იენი, ჩანდრელ რიგსი, ნორმან რიდუსი, მელისა მაკბრაიდი, ლორენ კოენი, სკოტ უილსონი, ემილი კინი, დანაი გურირა და სხვები.
რეჟისორი - ფრენკ დარაბონტი.
IMDb-ის მიხედვით, შოუს რეიტინგი შეადგენს 8,7.
2011 წელს სერიალმა მიიღო ნომინაცია ოქროს გლობუსზე - 'საუკეთესო სატელევიზიო შოუ'.
The Walking Dead
საინტერესო ფაქტები:

სერიალში სიტყვა 'ზომბი' არცერთხელ არ გვხვდება. პერსონაჟები მის ნაცვლად იყენებენ სიტყვა 'მოსიარულეს'.

ციხის კონსტრუქციის შექმნას, რომელსაც სცენარის მიხედვით გადარჩენილები აფარებენ თავს, ორი თვე დასჭირდა.

მეოთხე სეზონში, ვიზაჟისტებმა ზომბებს უფრო მუქი კანის შეფერილობა შეურჩიეს, ვიდრე წინა სეზონებში, რადგან მაყურებელს შექმნოდა წარმოდგენა, თითქოს სეზონებს ერთმანეთისგან დროის დიდი მონაკვეთი აშორებს.

ოცი მთავარი პერსონაჟიდან, მხოლოდ თერთმეტი მათგანი გვხვდება კომიქსების ორიგინალ ვერსიაში: რიკი, ლორი, კარლი, შეინი, ქეროლი, სოფია, დეილი, ჯიმი, ანდრეა, ემი და გლენი. მოგვინებით გამოგონილ პერსონაჟთა შორის არიან ძმები დერილი და მერლ დიქსონებიც, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობენ მაყურებელში.
The Walking Dead
სეზონი პირველი (2010)

შოუს მთავარ გმირს, შერიფ რიკ გრიმსს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრება და გონებას დაკარგავს, კლინიკაში მოათავსებენ. მას შემდეგ, რაც რიკი კომიდან გამოვა, აღმოაჩენს, რომ მისთვის ნაცნობი გარემო ისეთი აღარაა, როგორადაც შემორჩა მის მეხსიერებას. ის ცდილობს გააღწიოს კლინიკიდან და მოძებნოს საკუთარი ოჯახის წევრები, რომლებიც მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან ერთად უკვალოდ გაქრნენ, რადგან დარწმუნებულია, რომ ცოცხლები არიან და გაემგზავრება ატლანტაში. არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ატლანტაში გადარჩენლთა ბანაკი იყო, სადაც საკვები და მედიკამენტების დიდი მარაგი ჰქონდათ ტყუილი აღმოჩნდა, თუმცა ზომბების მიერ ალყაში მოქცეულ რიკს ერთ-ერთი გადარჩენილი კორეელი ბიჭი, გლენი დაეხმარება და მის ხალხთან წაიყვანს. რიკის ხელმძღვანელობით ისინი ცდილობენ გააღწიონ ატლანტანდან და დაბრუნდნენ მათ ნათესავებთან, რომლებიც ქალაქიდან ოდნავ მოშორებით იმალებიან. დანიშნულების ადგილზე მისული რიკი აღმოაჩენს, რომ მისი მეუღლე ლორი და პატარა ვაჟი კარლი, მის საუკეთესო მეგობარ შეინთან ერთად ბანაკს აფარებდნენ თავს. რიკი გაიგებს, რომ დაავადების საკონტროლო ცენტრში, მეცნიერები ნაკბენის საწინააღმდეგო წამლის შექმნას ცდილობენ და სწორედ ამიტომ, გადარჩენილთა უმეტესი ნაწილი გადაწყვეტს CDC-ში წასვლას. CDC-ში მათ მხოლოდ ექიმი ენდრიუ ჯენერი დახვდებათ, რომელიც ჩატარებული კვლევების საფუძველზე არსებულ ჰიპოთეზას, იმის შესახებ, რომ ყველა ინფიცირებულია და გარდაცვალების შემდეგ ზომბებად გადაიქცევიან, მხოლოდ რიკს გაუმხელს, რომელიც ბანაკის დანარჩენ წევრებს ამ ამბავს დაუმალავს.
The Walking Dead
სეზონი მეორე (2011-12)

CDC-ის შენობის აფეთქების შემდეგ, გადარჩენილები კვლავ აგრძელებენ საიმედო ადგილის პოვნას, თუმცა გზის გაგრძელებში მათ უზარმაზარი საცობი შეუშლის ხელს. ისინი გადაწყვეტენ მიმდებარე ტერიტორიის ათვისებასა და ავტომობილების კაჩხრეკვას, რათა მედიკამენდები, საკვები და საჭირო ნივთები იპოვონ. სწორემ ამ დროს, გზის სავალ ნაწილზე მოსიარულეების უზარმაზარი არმია გამოჩნდება. გადარჩენილები მათგან თავის დაღწევას მანქანების ქვეშ დამალვით მოახერხებენ, თუმცა კეროლის გოგონა სოფია, რომელიც ზომბს გაექცევა, ტყეში დაიკარგება, ისინი კი გადაწყვეტენ მოძებნონ გოგონა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ გზა. გარკვეული დროის შემდეგ რიკი იპოვის მას, თუმცა ისევ დაკარგავს. ჯგუფი გაიყოფა. ლორი, ანდრეა, დერილი, გლენი, და კეროლი ერთად განაგრძობენ სოფიას ძებნას ტყეში; რიკი, შეინი და კარლი კი გზად ირემს წააწყდებიან, რომლის დაჭერასაც სხვა ბანაკის წევრი ცდილობს. უცნობის მიერ ნასროლი ტყვია შემთხვევით კარლს მოხვდება და გონებას დაკარგვს. უცნობი მათ საკუთარ ბანაკში წაიყვანს, სადაც კარლს სამედიცინო დახმარებას მოხუცი ჰერშელი აღმოუჩენს. ბიჭის გამოჯანრთელების შემდეგ, ჰერშელი რიკს სთხოვს დატოვონ მათი სახლი და თავშესაფარი სხვაგან ეძებონ, რადგან ზედმეტი პრობლემები აიცილონ თავიდან. ამასობაში, ჰერშელის ქალიშვილ მეგისა და გლენს ერთმანეთი შეუყავრდებათ და გლენის მიერ მორიგი პაემნის დანიშვნის ადგილი სწორედ ის მიტოვებული თავლა აღმოჩნდება, სადაც ჰერშელი ზომბებად გადაქცეულ ოჯახის წევრებს მალავდა, რადგან ის ფიქრობდა, რომ ზომბები არა მოსიარულე მკვდრები, არამედ დაავადებული ადამიანები იყვნენ. მოგვიანებით თავლას შესახებ მთელი ბანაკი გაიგებს და გადაწყვეტენ ზომბების ამოხოცვას. შეინი, რომელიც მუდამ ცდილობდა შთაეგონებინა ყველასთვის, რომ ზომბები ადამიანები აღარ იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოდესღაც მათი ახლობლები იყვნენ, უნდა გაეწირათ სასიკვდილოდ, რადგან სხვა შემთხვევაში თავად დაიღუპებოდნენ, თავლის კარს აღებს და ბანაკის სხვა წევრებთან ერთად მოსიარულეებს ხოცავს. პატარა სოფია, რომლის პოვნის იმედიც უკვე ყველას დაკარგული ჰქონდა, თავლაში აღმოჩნდა, თუმცა უკვე როგორც ზომბი. ჰერშელმა მომხდარი ძლიერ განიცადა და დროებით სახლიდან წავიდა. მის მოსაძებნას კი გლენი და რიკი შეეცდებიან, რომელბიც მათთვის უცნობი დაჯგუფების წევრ დაჭრილ ბიჭს შეხვდებიან და ჰერშელთან ერთად სახლში დუბრუნებულნი, გადაწყვეტენ უმკურანალონ მას და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვან. ამასობაში გაირკვევა, რომ ლორი ორსულადაა, რის გამოც რიკი და შეინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეინი გადაწყვეტს უცნობი ბიჭის მოტყუებას, რომელსაც ეტყვის, რომ სურს თავადაც მათ დაჯგუფებას შეუერთდეს და ტყეში გააპარებს, სადაც მოკლავს მას. სინამდვილეში კი, ეს იყო გეგმა რიკის ტყეში შესატყუებლად რათა მოეკლა იგი, თუმცა საბოლოოდ რიკი მოკლავს მას. სახლი, რომელიც აქამდე ზომბებისგან დაცულად მიიჩნეოდა, მოსიარულეებით აივსო და გადარჩენილები იძულებულნი იყვნენ გაქცეულიყვნენ, თუმცა ანდრეა მათთან ერთად გაქცევას ვერ მოახერხებს.
The Walking Dead
სეზონი მესამე (2012-13)

რამოდენიმე თვიანი ძებნის შედეგად, გადარჩენილები მიტოვებულ ციხეს იპოვიან, სადაც ჯერ კიდევ იყო პატიმრებისთვის განკუთვნილი საკვების დიდი მარაგი. ლორის, რომელიც მშობიარობისთვის ემზადებოდა, ბავშვის გასაჩენად უსაფრთო ადგილი ესაჭიროებოდა და სწორედ ამიტომ, ისინი გადაწყვეტენ გაწმინდონ ციხე ზომბებისგან. სამწუხაროდ, ლორი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვლება და სხვა გადარჩენილებთან ერთად, პატარა ჯუდიტის მოვლას საკუთარ თავზე ჰერშელის უმცროსი ქალიშვილი, 16 წლის ბეტი აიღებს. ანდრეას, რომელმაც სხვებთან ერთად გაქცევა ვერ შეძლო, კიდევ ერთი გადარჩენილი ქალი, სახელად მიშონი იპოვის. ისინი პატარა დასახლებას, სახელად - ვუდბერს აღმოაჩენენ, სადაც თავს დერილის უფროსი ძმა, მერლი აფარებს. ქალაქს გუბერნატორი მართავს. მიშონი, რომელიც ანდრეასგან განსხვავებით არ ენდობა გუბერნატორს, მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ ის ზომბად ქცეულ საკუთარ ქალიშვილსა და მოსიარულეების თავებს წყლით სავსე კოლბებში ინახავს. მიშონი შეეცდება მოკლას გუბერნატორი, თუმცა მხოლოდ ცალი თვალის შუშით დასერვას მოახერხებს. ამასობაში, მერლი ბავშვის საკვების საძიებლად გამოსულ მეგისა და გლენს მძევლებად აიყვანს, რომლებსაც შემდგომ დერილი შეუერთდება და მათ მერლთან ერთად მიშონის დახმარებით გაანთავისუფლებენ. მერლი, რომელმაც უღალატა რიკს და მის ხალხს, ციხეში ვერ ბრუნდება, ამიტომ დერილი გადაწყვეტს საკუთარ ძმას გაყვეს. ამასობაში გუბერნატორი მცირერიცხვოვან, მძიმედ შეიარაღებულ რაზმს შეკრებს და გადაწყვეტს თავს დაესხას რიკს და მის ხალხს. გუბერნატორი ციხის ტერიტორიაზე ზომბებით დატვირთულ ავტომობილს უშვებს, რომელთა ამოხოცვაშიც რიკს უკან დაბრუნებული დერილი და მერლი დაეხმარებიან. ანდრეა ცდილობს გუბერნატორი და რიკი ერთმანეთს შეახვედროს, რათა ორივე მხარემ მშვიდობიანი გზით მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ არავინ დაშავდეს. გუბერნატორი რიკს სთოვს გადასცეს მას მიშონი და ამით ყველაფერი დაასრულონ, რაზეც რიკი თანხმდება, რადგან ფიქრობს, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ანდრეა შეიტყობს, რომ გუბერნატორს მიშონს მოკვლა სურს და მისთვის საწამებელი ოთახიც გამზადებული აქვს, ამიტომ ის ცდილობს ვუდბერიდან ციხეში წასვლას, რათა ეს რიკს შეატყობინოს. გაქცეულ ანდრეას გუბერნატორი დაეწევა და მილტონთან ერთად საწამებელ ოთახში ჩაკეტავს. მერლი, რომელსაც დავალებული აქვს მიშონი გუბერნატორს გადასცეს, გაუშვებს მას და თავად ვუდბერში წავა, სადაც გუბერნატორი მოკლავს მას. დატყვევებული ანდრეა გადარჩენისთვის იბრძვის, თუმცა საბოლოოდ მას ზომბად გადაქცეული მილტონი უკბენს და დაიღუპება. რიკი გადაწყვეტს ვუდბერის მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ ბანაკში გადმოასახლოს, გაქეული გუბერნატორის ბედი კი უცნობი რჩება.
The Walking Dead
სეზონი მეოთხე (2013-14)

მეოთხე სეზონის პრემიერა 2013 წლის 13 ოქტომბერს შედგა და ჯერ-ჯერობით გამოსულია მხოლოდ ხუთი სერია.
ბანაკის მცხოვრებლების უმეტესი ნაწილი გაურკვეველი სახის ვირუსით ავადდება, რომელიც სწრაფად იწყებს გავრცელებას. ინფიცირებულთა შორის სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი გლენიცაა. გადარჩენილთა ნაწილი ცდილობს შორს დაიჭირონ თავი დაავადებულებისგან და დროულად იშოვონ წამალი, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ. დაავადებულთაგან ორს კეროლი ცოცხლად დაწვავს, რის მიზეზადაც ვირუსის გავრცელების სააშიშროებისგან თავის არიდებას დაასახელებს და ბანაკს დატოვებს. მეხუთე სერიაში კი გუბერნატორის მოულოდნელი დაბრუნების სახით ახალი პრობლემა იჩენს თავს.
The Walking Dead
მთავარი პერსონაჟების პოსტერები.
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead

GIFs
The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead
The Walking Dead

კატეგორია: ფილმები
Tags:

14


  • fuck selena თქვა:
    25 ნოემბერი 2013 21:52 - ID: 14,
    რავი რუსულად მირჩევნია თუ არის :***

  • lady_marmalade თქვა:
    21 ნოემბერი 2013 18:32 - ID: 13,
    ძაან მიყვარს ეს სერიალი. მადლობა ავტორს ასეთი კარგი ნიუსისთვის love ვისაც დაგაინტერესათ შეგიძლიათ სამივე სეზონს აქ უყუროთ >>> http://www.walking-dead.ru/wd.html

  • NiNi_N თქვა:
    20 ნოემბერი 2013 19:25 - ID: 12,
    alice :)
    გააჩნია შენ რა ენაზე უყურებ! სერიალის ორიგინლ ვერსიაში სიტყვა 'ზომს' არავინ არ იყენებს მთავარი პერსონაჟებიდნ! ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ვინც სადმე გადარჩენილი შეხვდებათ, არავინ არ ეძახის ზომბებს კონკრეტულ სახელს ხოლო როცა სერიალის გმირები 'მოსიარულედ' მოიხსენიებენ მათ, სხვების რეაქცია ყოველთვის ასეთია - 'მოსიარულეები?! თქვენ მათ ასე უწოდებთ?'. დარწმუნებული ვარ ასეთი წინადადება ბევრჯერ გაგიგია ასე, რომ......
    nin1
    ta_mo
    fuck selena
    smileyz_xato

    მადლობა :)))

    fuck selena
    რა ენაზე?

  • fuck selena თქვა:
    20 ნოემბერი 2013 19:23 - ID: 11,
    მომეცით მე 4 სეზონის ლინკი რა
    ძან მაგარია ტო სამივე
    და თუ იცით გამომიგზავნეთ მე4 სეზონი სად დევს
    ნიუსი კარგია!!!

  • alice :) თქვა:
    20 ნოემბერი 2013 19:05 - ID: 10,
    ზომბი სიტყვა არ გვხვდება? :დდ ახლა ვუყურებ ზუსტად ამ სერიალს და ორჯერ გამოიყენეს ჯერჯერობით ეგ სიტყვა wink

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    19 ნოემბერი 2013 18:55 - ID: 9,
    პირველი სეზონი მომეწონა ძალიან და მეორემ საერთოდ აღარ დამაინტერესა, ამიტომ აღარ გამიგრძელებია.

  • ta_mo თქვა:
    19 ნოემბერი 2013 17:31 - ID: 8,
    კარგად დაიწყეს, მერე ნორმალურად გააგრძელეს და ახლა უკვე ცოტა მოსაბეზრებელი გახდა ჩემი აზრით, აღრ იციან რა ქნან, ეს ეპიდემია ზედმეტად ერთუჯრედიანი ნაბიჯი იყო სცენარისტების მხრიდან, აღარ იციან როგორ გამოძვრნენ ერთფეროვნებისგან. მიშონი ჩემი საყვარელი პერსონაჟია და ვნახოთ რას იზამენ... სიახლე ბრწყინვალეა.

  • nin1 თქვა:
    19 ნოემბერი 2013 09:35 - ID: 7,
    ძალიან კარგი სიახლეა <3 გლენი მიყვარს აქ ყველაზე მეტად

  • msettori თქვა:
    18 ნოემბერი 2013 22:07 - ID: 6,
    ჰმმ დამაინტერესა,ისე საშიში საყურებელია?

  • smileyz_xato თქვა:
    18 ნოემბერი 2013 21:55 - ID: 5,
    ახლა ვაპირებდი ამის დაწყებას მადლობა ავტორ love

  • KaTy )) თქვა:
    18 ნოემბერი 2013 21:48 - ID: 4,
    love

  • tatuli :)) თქვა:
    18 ნოემბერი 2013 21:32 - ID: 3,
    უჰ :))) კარგი სერიალია , ყველა ნანახი მაქვს , დიდი ინტერესით ვუყურებდი :)
    რავიცი ზოგადად ძალიან ბევრი კარგია , მაგრამ ამჯერად გირჩევთ " მენტალისტს "
    და ზოგადად ჩემი სიით საუკეთესო 10 შემიძლია შემოგთავაზოთ :)

  • NiNi_N თქვა:
    18 ნოემბერი 2013 21:17 - ID: 2,
    პირველ რიგში, როდესაც არქივი გადავათვალიერე გამიკვირდა, რომ ამ შოუსთან დაკავშირებით თითქმის არანაირი ტიპის ნიუსი არ დამხვდა :)
    მოკლედ, ორდღიანი 'მუშაობის' შემდეგ, რომლის შედეგადაც თითოეული სეზონის განხილვა მოკლე შინაარსს კი არა, პიესას უფრო დავამგვანე (თავდაპირველი სახით), ტექსტის დიდი ნაწილის ამოღების შედეგად (რადგან მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო) ასეთი ფორმა მიიღო :)
    რაც შეეხება სერიალს, ხანდახან ვთვლი, რომ არც ისეთი დაუჯერებელი ამბავია...ვინ იცის წინ არ ელოდება მსოფლიოს, თუმცა რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით მაინც ფანტასტიკის ჟანრში გადის. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების მთავარი დანიშნულება ზომბების განადგურება და თავის გადარჩენაა, (და ჩვენ ეს ვიცი) მაინც არაა ბანალური, პირიქით საინტერესოა. ძალიან მომწონს ენდრიუ ლინკოლნი, უხდება თავის როლს ♥ ნორმან რიდუსი ხომ საერთოდ, 'ზეა' ♥ ეს კორეელი სტივენ იენი უზომოდ საყვარელი ადამიანი ჩანს (რეალურ ცხოვრებაშიც) და ძალიან მომწონს, ულამაზეს ლორენ კოენთან ერთად ♥ ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც სიკვდილის პირას იყო და არ მინდოდა რომ მომკვდარიყო, არის ჰერშელი ♥ ძალიან ძალიან ძალიან მომწონს მისი პერსონაჟიც და თავად მსახიობიც :)
    მოკლედ 'კარგი' საყურებელია, ჩაგითრევს! და ასეთივე კარგი ქასთი ყავს ♥
    + ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც მოკვდა და მე ვზეიმობდი არის სულელი ანდრეა! ტიპიური გრძნობებს აყოლილი ქალი! კარგად უთხრა მიშონმა მეგობრებს თბილი საწოლი არჩიეო :|

    B2UTY
    მადლობა დიდი :) მიყვარს შენი პროფესიონალური კომენტარების კითხვა კინომატოგრაფიის სფეროში ♥

  • B2UTY თქვა:
    18 ნოემბერი 2013 21:13 - ID: 1,
    ვაიემ აი ვაფრენ ამ სერიალზე ყოჩჩაღ უმაგრესი სიახლეა
    პირველი სეზონი საუკეთესო იყო, მეორე ცოტა უაზრო და გაწელილი ფერიმას ვერ გასცდნენ თან ამ ლორის ორსულობა, სოფიას ინტრიგა მაინც საინტერესოს ხდიდა. მესამეში ბევრი ახალი პერსონაჟი დაემატა და ცოტა დავიბენი. გუბერნატორი და ანდრეა angry ლორის ვერ ვიტანდი და გამიხარდა რაც დაემართა, მაგრამ შეინი დღემდე აკლია ჩემი აზრით სერიალს, რიკი ისეთი ძლიერი ლიდერი ვერ არის. რიკის ბავშვიც ძალიან მაღიზიანებს, იმედია მოკვდება! გლენი და დერილი ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან, იმედია გლენი გადარჩება ამ დაავადებისგან.. მიშონიც მაგარი ქალია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top