;
25 ნოემბერი 2013      anuk-anuki     14 კომენტარი     ნანახია 3347-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ქართველები

ქართული ფილმები # 1
დავიწყოთ ქართული კომედიებით, რომლებიც მართლაც, რომ დაუვიწყარი ფილმებია
და თითოეულ ჩვენთაგანს ახსოვს ცნობილი ფრაზები ამ ფილმებიდან. გავიხსენოთ ისინი:

ყველასთვის კარგად ცნობილი "ჭრიჭინა". ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე, სიყვარულისგან დამწვარი ბიჭიკო, შეყვარებული არქიტექტორი და მკვდრად გამოცხადებული ბებია, მათთან ერთად გასაცოდავებული მიჩურინის ვაშლი და მოკლული ძერა.



გავაგრძელოთ ისევ ლეილა აბაშიძის შემოქმედებით, მისი კიდევ ერთ-ერთი დაუვიწყარი ფილმია "შეხვედრა მთაში", ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი გამოჩენილი მსახიობი თენგიზ არჩვაძე, ნამდვილად გაბითურებული შეყვარებული. ლეილა აბაშიძე ამ ფილმში მართლაც მომაჯადოვებელია არაჩვეულებრივად ასრულებს ქალაქელი და მთებში გაზრდილი ქალის როლს.



საქართველო, თბილისი, 19 საუკუნე, ფილმი "ქეთო და კოტე", შეყვარებული წყვილი, "ეს მოხდა პეტერბურგში", ხანუმას "გაჩალიჩებული საქმე", და ხახამშრალად დატოვებული თავადი. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ გიორგი შავგულიძისა და ვასო გოძიაშვილის შეუდარებელი თამაში



"რაც გინახავს ვეღარ ნახავ" - დავუბრუნდეთ ისევ კნიაზებს, ოღონდ მათთან ერთად წითელ წკაპუნებს, მორცხვ ცინგლიანს, კოსტაიას და ყარაჩოღელებს. სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივად განსახიერებული ერთი სოფლელი გოგო, ასევე გიორგი შენგელაია, არჩილ გომიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.



ქართული კომედიური ჟანრის ფილმები წარმოუდგენელია იპოლიტე ხვიჩიას გარეშე, მისი ერთ-ერთი გამოჩენილი ფილმი "თოჯინები იცინიან", ასევე მინაწილეობენ სესილია თაყაიშვილი, მარინე თბილელი, მერაბ თავაძე. ჩაჭრილი შვილი, ორცეცხლშუა მოქცეული მამა, ცოლი, სიდედრი და ასევე სიდედრის და, რძალი, ძმისწული, ბიძაშვილები.



იპოლიტე ხვიჩიას მეორე გამორჩეული ფილმია "მხიარული რომანი". ხათუნა კორკიტაძე, მედეა ჩახავა, მეგი წულიკიძე, ელენე ჩოხშეელი. ბრაზიანი მამა: "მოგხიბლათ ხომ ყმაწვილმა, გამღერებთ მე თქვენ ნოტებზე", შეყვარებული ქალიშვილი, მოხიბლული მამიდები, და დაბნეული სასიძო.



შეუძლებელია ასევე გამოვტოვოთ ნოდარ დუმბაძე და მისი ნაწარმოების: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ეკრანიზაცია. სესილია თაყაიშვილი, სერგო ორჯონიკიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, გრიგოლ ტყაბლაძე. შეყვარებული ზურიკელა სულძაღლიანი, მზრუნველი ბებია: "შენ პირს დაეყაროს მიწა", ერთმანეთზე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადამტერებული ილიკო და ილარიონი. შემოგთავაზებთ ზურიკელას ლექსს:



ერთადერთი ილიკო ვერ ჩასწვდა ლექსის ღრმა შენაარსს : "ჰოდა უძილო თუ ხარ, ქარი და თოვლი თუა და ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რა გიხარია შე უპატრონო"
"მე ვხდედავ მზეს" ნოდარ დუმბაძის მეორე დაუვიწყარი ნაწარმოები, საკამათო საკითხია კომედიურ ჟანრს უნდა მივაკუთვნოთ ეს ფილმი თუ არა, მაგრამ იუმორი მას ნამდვილად არ აკლია. სოსოიე, ხატია, მამიდა, ბეჟანა და სოსოიეს რუსი. არ უნდა დაგვავიწყდეს ბეჟანას შეუდარებელი ლექსი: "გოგონია შენი კოფტა, ვინ შეკერა ასე კოხტა?
იმის შემკერავი მოკვდა, იმან ჩემი გული მოკლა.
სიყვარულმა მე კი არა გადარია ტარიელი
ჩემისთანა კი არ იყო ჭკუა იყო ცარიელი."


მგონი შეუძლებელია ქართული კომედიური ჟანრის ფილმების განხილვა დავიწყოთ და არ გაგვახსენდეს "უდიპლომო სასიძო" . კოტე მგალობლიშვილი, ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტალიანი. მოტაცებული მამა, შეყვარებული ქალიშვილი, უდიპლომო სასიძო, ქალიშვილის თაყვანისმცემლები. ისტორია, თუ როგორ შერჩა უდიპლომო სასიძო ვარდენს სიძედ.



უსაყვარლესი ფილმი "არაჩვეულებრივი გამოფენა". დოდო აბაშიძის, გურამ ლორთქიფანიძის, ვასილ ჩხაიძის ბრწყინვალე შესრულება. ახუნტრუცებული შვილი, მამა, ცოლი და ბავშვები ერთი სკამეიკა. ამ ფილმა დაგვიტოვა ისეთი პერსონაჟები როგორებიც არიან დიმიტრი გელოვანი, აკიმი: "ან ეს აკიმი ან მე" "შენ ის პიპინია არა ხარ ომიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარი".







და ბოლოს "იმერული ესკიზები", ფილმი რომელსაც სიტყვები არ სჭირდება: ბებია, შვილიშვილები, ამდგარი მიცვალებული და მამალი რომელიც ჩინჩლავს ერთ იმერულ სოფელში.






კატეგორია: ფილმები, ქართველები
Tags:

14


  • anuk-anuki თქვა:
    25 ნოემბერი 2013 18:21 - ID: 14,
    madloba love gagrdzeleba sul male iqneba, gamomrcha ragaceebi da avanazgaureb

  • -Sally- თქვა:
    25 ნოემბერი 2013 17:47 - ID: 13,
    love

  • im888 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 17:46 - ID: 12,
    ვაიმეეე, ყველა ფილმი მიყვარს ! love

    natuka555 - vetanxmebi :)

  • demetria თქვა:
    25 ნოემბერი 2013 17:30 - ID: 11,
    ყველა მიყვარს განსხვავებულად ქართული ძველი კინო მაინც სულსხვაა ახლა რომ უშვებენ ყვეელანაერ სიბინძურეს და უაზრო ფუიილმებს რასაც უბრალოდ შინაარსიც კი არ გააჩნია fellow

  • Eleniko♥ თქვა:
    25 ნოემბერი 2013 16:50 - ID: 10,
    აჰაჰაჰააა love ქართული კარგია სიყვარული ყველას უნდა სადააა?

  • natuka555 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 15:55 - ID: 9,
    სიყვარული ყველას უნდა და რაჭა ჩემი სიყვარული აკლიაა. ძალიან კარგი სიახლეა love

  • tata____tata თქვა:
    25 ნოემბერი 2013 15:05 - ID: 8,
    ვაუ, ყოჩაღ ავტორს, ამდენი ხანია ამ საიტით ვსარგებლობ და ასეთი ნიუსი არ შემხვედრია. ყველაფერი კაია, უცხოეთიც, თანამედროვეობაც, მაგრამ რაც კარგი გვაქვს არ უნდა დავკარგოთ love

  • tamo თქვა:
    25 ნოემბერი 2013 14:24 - ID: 7,
    ვაიმეე ვგიჟდებიი ძველ ქართულ ფილმებზეე აიი ვჭედავ..რა დროსაც არ უნდა გადიოდეს არ მბეზრდება სულ ვუყურებ..
    კარგი სიახლეაა

  • annabu99 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 14:06 - ID: 6,
    სიყვარული ყველას უნდა რატომ არ არისს :D დანარჩენი ყველა კარგია love

  • elga თქვა:
    25 ნოემბერი 2013 12:07 - ID: 5,
    ყველა შედევრია უნდა ვამაყობდეთ ჩვენი ფილმებით. აი მართლა ყველა მიყვარს და არ მბეზრდება ქართული კომედიური ფილმების ყურება.

  • nin1 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 11:33 - ID: 4,
    აჰაჰ :D ძალიან მაგარია love

  • beonce თქვა:
    25 ნოემბერი 2013 01:55 - ID: 3,
    ყვაოდა ადრე ქართული კინემატოგრაფია და ნამდვილი შედევრები იქმნებოდა,რასაც დღევანდელზე ვერ ვიტყვით.ძალიან მიყვარს ქართული კომედიური კინოები. feel მთელი ჩემი ბავშვობაა.ამ სიას "სიყვარული ყველას უნდას" მივამატებდი. winked
    ძალიან კარგი ნიუსია.იმედია,გაგრძელება იქნება :))

  • ninia ninia თქვა:
    25 ნოემბერი 2013 01:45 - ID: 2,
    შედევრები love

  • tako_takunebi თქვა:
    25 ნოემბერი 2013 01:44 - ID: 1,
    რა კარგი ნიუსიაა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top