10 December 2013      anime_123     Views 3 212    
Category: Films, Movies

ენჯელზე გამოქვეყნებულმა ფრაზებმა ანიმეებიდან დიდი ინტერესი გამოიწვია,
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ რამოდენიმე საინტერესო ანიმე განმეხილა:

Kuroko's Basketball

განხილვას დავიწყებ ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლესი ანიმედან Kuroko's Basketball.მძიმე სცენებისა და ადრენალინის გამო,რომელსაც კალათბურთის მოედანზე ვხვდებით,ეს ანიმე იპყრობს მათ გულებსაც კი ვისაც არასოდეს უთამაშია კალათბურთი და ბურთიც კი არ სჭერია ხელში.

Kuroko's Basketball-ეს არა მხოლოდ ანიმეა,არამედ შეიძლება ითქვას ხელოვნებაც.არაჩვეულებრივი სიუჟეტი,კარგი გრაფიკა,მომხიბვლელი გმირები და იდეალური საუნდტრეკები არ გაძლევენ საშუალებას თუნდაც ერთი წამით მოსცილდე ყურებას.
ანიმე

ანიმე ასევე გვანებივრებს კარგი იუმორითა და ხუმრობებით,რომლებიც გვიჩვენებენ მოთამაშეთა შორის მეგობრობასა და ერთიანობას როგორც ცხოვრებაში,ასევე მოედანზე.
ანიმე

ერთი სერიის ნახვის შემდეგაც კი ადრენალინი დუღს სისხლში,თითქოს თავად იმყოფებოდი კალათბურთის მოედანზე.ყველას გირჩევთ ყურებას,დარწმუნებული ვარ რომ იგი მოლოდინს არ გაგიცრუებთ.
ანიმე


Attack on Titan

თამამად შეიძლება ითქვას რომ Attack on Titan-ი 2013წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანიმეა.მე არ ვნანობ მასზე დაკარგულ არცერთ წამს.იგი გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ სხვადასხვა თემა,გადავხედოთ ჩვენს შეხედულებებსა და ღირსებებს.
ანიმე

სიუჟეტური ხაზი გათვლილია წვრილმანებამდე.მხოლოდ აღფრთოვანება შეიძლება,იმით თუ რამდენი პარალელი და საზღვარია მასში.მისი შემქმნელი ნამდვილი გენიაა.
ანიმე

ზოგი ამბობს რომ გრაფიკა სიუჟეტისა და მუსიკის ფონზე საინტერესო არაა,მაგრამ შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა-სად გინახავთ ასეთი ემოციური მხატვრობა,რომელიც თავისი მოუქნელობის მიუხედავად ასეთი ლამაზია.სილამაზე ხომ ბალანსია იდეალურსა და არასრულყოფილს შორის.
ანიმე

ბრაზი,სიმწარე,სიხარული,შიში,ცრემლები,ინტერესი,სასოწარკვეთა,იმედი,პატიება,სიძულვილი,მწუხარება,დაცემა და ადგომა-ყოველივე ეს Attack on Titan-ია.
ანიმე


Naruto Shippuuden


ნარუტოს მთავარი თემაა-ის თუ რას უშვრება ადამიანს მარტოობა ხალხს შორის, ყურადღების, მზრუნველობისა და სიყვარულის ნაკლებობა.პირველივე სერიიდან ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველივე ეს ცხოვრებაში,რადგან იგი ჰაერისა და საკვების ტოლფასია.
ანიმე

ნარუტოში ახალი სამყაროა,უამრავი გმირი,სასიყვარულო მრავალკუთხედები,იქ ასევეა როგორც სასაცილო,ასევე სერიოზული მომენტები რომლებიც ზოგჯერ გვატირებენ კიდეც.თითოეული გმირი კარგადაა გათვლილი,იგი პიროვნებაა საკუთარი ბედით,უბედურებით,გრძნობებით და შეხედულებებით ცხოვრებაზე.
ანიმე

თითოეული მოქმედება ნაჩვენებია ისე,რომ გრძნობ თითქოს ყველაფერი სინამდვილეში ხდება.
მაგალითად დაკარგვის ტკივილი,რომელიც სასკემ განიცადა არა მხოლოდ შოკია არამედ ფსიქოლოგიური ტრავმა 7 წლის ბიჭუნას სულში.
ანიმე

მოკლედ,ისტორია საკმაოდ გრძელია და ამავდროულად ამაღელვებელი.
ანიმე


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top