;
17 დეკემბერი 2013      Hermione...♥     6 კომენტარი     ნანახია 2406-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Warrior Warrior Warrior
Warrior (მეომარი) რეჟისორ გევინ ო'კონორის ნამუშევარია, რომელმაც დღის სინათლე 2011 წელს იხილა და გამოსვლიდან სულ მცირე ხანში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა IMDb-ს ტოპ 250 ყველაზე რეიტინგულ ფილმების სიაში. სურათი, რომელშიც ტომ ჰარდი, ჯოელ ეჯერტონი, ნიკ ნოლტი და ჯენიფერ მორისონი მონაწილეობენ, ყოფილი ალკოჰოლიკი მოკრივის 2 ვაჟის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში დაუპირისპირდებიან და უკვე ზრდასრულებს, ბედის ირონიით, რინგზე მოუწევთ საბოლოო ანგარიშების გასწორება. ფილმის წარმატება განპირობებულია როგორც ცხოვრებისეული სცენარისა და ემოციურად დატვირთული სცენების სიმრავლით, ისე პროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტებული ქასთით, რომელთა წევრებიდანაც ნიკ ნოლტმა ოსკარის ნომინაცია მოიპოვა მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის.
Warrior
კრიტიკოსებმა ნამუშევარი შეაფასეს, როგორც გრძელი ფილმი, რომელიც ემოციურად გითრევს, გიჩენს სურვილს, რომ დიდხანს არ დასრულდეს და გიქმნის ილუზიას, თითქოს სულ ცოტა ხანს გაგრძელდა. ნაწილმა ისიც კი აღნიშნა, რომ მაყურებლისათვის ფსიქოლოგიურად, პერსონაჟებისთვის კი როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად დაუნდობელმა სიუჟეტის განვითარებამ და შედეგად ძმების დაპირისპირებამ, მათ ბიბლიური კაენისა და აბელის შერკინება მოაგონათ.
Warrior
გადაღებებისას დაშავდა როგორც ტომ ჰარდი, ისე ჯოელ ეჯერტონი. ეჯერტონმა ლავიწის ძვალი გაიტეხა, რამაც გადაღებების 6 კვირით შეფერხება გამოიწვია, ჰარდი კი ნეკნებისა და ხელისა და ფეხის თითების მოტეხილობებით იტანჯებოდა.
Warrior

***

Warrior

***

Warrior Warrior Warrior Warrior

***

Warrior Warrior Warrior Warrior Warrior Warrior

***

Warrior Warrior

***

Warrior Warrior

***

Warrior

***

Warrior Warrior Warrior Warrior Warrior Warrior Warrior Warrior

***

Warrior Warrior Warrior Warrior

კადრები პრემიერამდელი ინტერვიუებიდან

Warrior Warrior

***

Warrior Warrior Warrior Warrior

კადრები პრემიერიდან

Warrior Warrior Warrior Warrior Warrior

ფილმის თრეილერი


კატეგორია: ფილმები
Tags:

6


  • 21century თქვა:
    19 დეკემბერი 2013 15:09 - ID: 6,
    ტომ ჰარდი რაგააც სასწაულიიაა პპირდაპირ . საოცრად ასრულებს როლს :))) ბევრი ემოციური ფილმი მინახხავს და მომწონებიაა, მააგრრამ მათ შორის ეს საუკეთესოაა... ეს არ არის ფილმი რომელიც მმხოლოდ სპორტული კუთხით შემოიფარგლება.. ძალიაან ცხოვრებისეული და ემოციურიიიაა <3

  • Hermione...♥ თქვა:
    18 დეკემბერი 2013 18:02 - ID: 5,
    BarcaFan,
    Anaastasiaa,
    ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ feel love

  • Anaastasiaa თქვა:
    18 დეკემბერი 2013 17:49 - ID: 4,
    როგორ გამიხარდა ეს ნიუსი! love არაჩვეულებრივი ფილმია, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია! ჯოელიც, ნიკიც და ტომიც ხომ არაჩვეულებრივად თამაშობენ ამ ფილმში, მილიონჯერ ვუყურე და კიდევ მილიონჯერ ვუყურებ, სულ ვტირი ამ ფილმზე და ნუ აი არვიცი ძალიან მიყვარს, ტომ, ფანტასტიკური ხარ! love

  • demetria თქვა:
    18 დეკემბერი 2013 15:28 - ID: 3,
    არ მაქვს ნაანხი ვუყურებ აუცილებლად feel

  • BarcaFan თქვა:
    18 დეკემბერი 2013 00:55 - ID: 2,
    რაღაც არაამქვეყნიურად მაგარი ფილმია .... ერ-ერთი გამორჩეული მათ შორის რაც მინახავს და არც თუ უსე ხოტა მინახავს .... ))) love

    Hermione...♥
    Like !!

  • Hermione...♥ თქვა:
    17 დეკემბერი 2013 20:19 - ID: 1,
    I'm sorry, Tommy! I'm sorry... Tap out, Tom! It's OK! It's OK! I love you! I love you, Tommy! recourse feel

    საოცარი ფილმია, იმდენად ძლიერმოქმედი, რომ მთელი არსებით შემძრა. განსაკუთრებით დასკვნით სცენებს გამოვყოფდი, იმდენი ვიტირე, იმდენი, რომ ბოლოს წამლები დამჭირდა დასაწყნარებლად და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მძიმე სიუჟეტის დამსახურება არაა. ყველა მსახიობის შესრულება იმდენად ბუნებრივი და ემოციურად დატვირთული იყო, დამავიწყდა კიდეც, რომ ეკრანის წინ ვიჯექი. დაუვიწყარია ნიკ ნოლტის შესრულება, რომელმაც ისე გაართვა მარტოსული, სანდომიანი, წარსულის შეცდომებით გატანჯული, მაგრამ მაინც მომავლისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების მქონე მოხუცის როლს თავი, რომ რთულია მის მიმართ დადებითად არ განეწყო. ეჯერტონი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, ყველა როლს დიდი სერიოზულობით უდგება, არც ეს კონკრეტული ყოფილა გამონაკლისი და სხვათა შორის, იგივე შემიძლია ვთქვა მის მიერ ნათამაშებ ტომ ბუკენენის როლზე "დიდ გეტსბიში". ყოველთვის საქმიანი, და უწვრილმანეს დეტალებამდე გაკონტროლებულის ელფერი დაჰკრავს მის შესრულებას, მაგრამ საბედნიეროდ, უამრავი მსახიობისაგან განსხვავებით, ეს ხელს არ უშლის ეკრანზე მის ბუნებრივად წარმოჩენას. ტომს საკმაოდ ტრაგიკული პერსონაჟის როლი ხვდა და უყოყმანოდ ვიტყვი, რომ ბრწყინვალედ გაართვა თავი. მისი იმიჯიდან გამომდინარე, ხალხის უმრავლესობა ჰარდის იცნობს, როგორც საკმაოდ ცანცარა მსახიობს, მაგრამ იგი ყოველი როლით გვიმტკიცებს, რომ მისი პოპულარობა უპირველესად არა ლამაზი სახის ნაკვთებით, ათლეტური აღნაგობითა და სულელური გამოხტომებით, არამედ თვითნაბადი ტალანტითაა განპირობებული, რომლის მეშვეობითაც მაყურებელს შთამბეჭდავი ემოციური პერფორმანსებით ამახსოვრებს და აყვარებს თავს. ყოველთვის მომწონდა ჰარდი მიუხედავად მისი "კლოუნობისა" და ეს ფილმი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უუუნიჭიერესი არტისტია, თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top