;
19 დეკემბერი 2013      anuk-anuki     9 კომენტარი     ნანახია 4388-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ქართველები

დავიწყებ ჩემს სიაში ყველაზე ძველი ქართული ფილმით, ეს არის "გიორგი სააკაძე", გადაღებული 1942 წელს, ანა ანტონოვსკაიას რომანის "დიდი მოურავის" მიხედვით. ეს რომანი და აქედან გამომდინარე ფილმიც მოგვითხრობს ისტორიას ცნობილი პიროვნების გიორგი სააკაძის შესახებ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. აღწერს როგორი დრამატული აღმოჩნდა მისი ცხოვრება, როგორ ცდილობდა ის გაეერთიანებინა საქართველო და როგორ აღმოჩნდა განწირული იმ ადამიანთა მიერ, რომელთა დახმარებათაც თავად ცდილობდა. არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდი, შეუდარებელია აკაკი ხორავას თამაში, რომელმაც მართლაც შექმნა ამ ბუმბერაზე ადფამიანის სახე, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, ყარამან მგელაძე და სხვები. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ისტორიული ჟანრის ფილმებს შორის.



გავაგრძელოთ ისტორიული რომანებით, აქ შეუძლებელია დაგვავიწყდეს კონსტანტინე გამსახურდიას რომანები: დიდოსტატის მარჯვენა და დავით აღმაშენებელი. სამწუხაროდ მხოლოდ დიდოსტატის მარჯვენას აქვს ეკრანიზაცია და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ღირსეული ეკრანიზაცია, ოთარ მეღვინეთუხუცესისა და თენგიზ არჩვეძის მონაწილეობით, შეუძლებელია სხვაგვარად იყოს. მეღვინეთუხუცესმა არაჩვეულებრივად განასახიერე მეფე გიორგი მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, რა თქმა უნდა მას არც არჩვაძე ჩამორჩება სამსახიობო ხელოვნებით. ფილმსი ასევე მონაწილეობენ ისეთი მსახიობები როგორებიც იყვნენ და არიან: დოდო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ლეილა აბაშიძე, თენგიზ მუშკუდიანი, ვასო გოძიაშვილი.




რადგან კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები განვიხილეთ გავაგრძელოთ მისი ასევე ცნობილი რომანით "მთვარის მოტაცება". აქაც ოთარ მეღვინეთუხუცესის დაუვიწყარი შესრულება, გეიდერ ფალავანდიშვილი, ირინა ჭიჭინაძე, კოტე დაუშვილი, ეროსი მანჯგალაძე. ეს არ არის მხოლოდ რომანი სიყვარულის შესახებ, ეს არის ასე, რომ ვთქვათ დასავლეთისა და ჩვენი ტრადიციების დაპირისპირებაც, როგორ იცვლება ხალხი დროთა განმავლობაში, როგორ უწყობს ფეხს ახალ მოვლენებს და ნელ-ნელა ივიწყებს ძველს. კონსტანტინე გამსახურდიამ ეს შესანიშნავად გადმოგვცა.



არვიცი ყველას გაქვთ თუ არა ეს ფილმი ნანახი, მაგრამ მე გირჩევდით, რომ აუცილებლად ნახოთ, იმედგაცრუებულები არ დარჩებით, რომ დრო ტყუილად დახარჯეთ დრო. ფილმში აღწერილია ერთი ქალის ტრაგიკული ისტორია, როგორ დაიწყო ის სიყვარულით და როგორ დამთავრდა მთავარი პერსონაჟისთვის ყველაფერი სავალალოდ. ეს არის ოთარ მეღვინეთუხუცესის პირველი როლი კინოში, დაუვიწყარია თავად თამარ კოკოვას შერულებაც. ფილმი გადაღებულია 1959 წელს.



1958 წელს გადაიღეს ცნობილი ფილმი "სხვისი შვილები". მონაწილეობენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან: ციცინო ციციშვილი, ოთარ კობერიძე, სესილია თაყაიშვილი, იოსებ ლაღიძე. ფილმი გვიყვება თუ როგორ შეიძლება გახდეს სრულიად უცხო პიროვნება ციღაცისთვის ყველაზე ახლობელი.



ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩემთვის ყველაზე საყვარელი მსახიობია. შემოგთავაზებთ მისი მონაწილეობით კიდევ რამოდენიმე ფილმს. ერთ-ერთია კეთილი ადამიანები, აქაც მას პარტნიორობას თენგიზ არჩვაძე უწევს. ფილმი გადაღებულია 1961 წელს. ფილმი ეხება სიყვარულს, რომელსაც არ ჰქონდა კარგი დასარული და სასიყვარული სამკუთხედი ასე, რომ ვთქვათ.



ოთარ მეღვინეთუხუცესი ქართველებისთვის ასოცირდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანის "დათა თუთაშხიას" მთავარ პერსონაჟთან დათა თუთაშხია. ეს მართლაც ლეგენდარული შესრულებაა, არა მხოლოდ მეღვინეთუხუცესის არამედ თენგიზ არჩვაძის, სოფიკო ჭიაურელის, კარლო საკანდელიძის, აკაკი ვასაძის. მგონი ფილმის აღწერა ამ შემთხვევასისრულიად არის საჭირო.



დღე უკანასკნელი, დღე პირველი. ეს ფილმი აღწერს ერთ ჩვეულებრივ დგეს, რომელიც არაჩვეულებრივი აღმოჩნდება მისი მთავარი პერსონაჟებისთვის, ერთისთვის ცხოვრების დიდი პერიოდის დასარული, მეორესთვის კი დასაწყისი, და მთელი თავგადასავლები, რომლებიც მათ ამ ერთ დღეში გადახდებათ. მსახიობთა ნაკრები მართლაც შესანიშნავია: სერგო ზაქარიაძე, ბელა მირიანაშვილი, აკაკი ვასაძე, ლადო ავალიანი, გრიგოლ ტყაბლაძე, იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე და სხვები.



სერგო ზაქარიაძის დაუვიწყარი როლია, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მამის, გიორგი მახარაშვილის როლი ასევე დაუვიწყარ ფილმში "ჯარისკაცის მამა". მამის თავგანწირვა, თავად მისი პიროვნება და ის გზა, რომლესაც ის გადის შვილთან შესახვედრად. გზა რომელიც სავსეა სისხლით და ოფლით.



1992 წელს გადაიღეს ფილმი "უძინართა მზე", რომლეიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. საერთოდ ვთვლი, რომ თემურ ბაბლუანი არაჩვეულებრივი რეჟისორი და სცენარისტია, ის ნამდვილად გამოირჩევა. დავით კაზიშვილმა და ელგუჯა ბურდულმა ეს ფილმი შედევრად აქციეს. ეს არის ისტორია თუ როგორ ცდილობს ერთი ადამიანი გაუმკლავდეს სირთულეებს და დატოვოს თავისი კვალი, ასევე თუ რამდენად დიდია მამის ავტორიტეტი და დაუვიწყერია მის მიერ მიერ წარმოთქმული ყოველი ფრაზა.



დარწმუნებული ვარ ყველამ იცით ეს მელოდია



არ შემიძლია არ ვახსენო ნოდარ დუმბაძე, მისი ნაწარმოები "კუკარაჩა". ეს ერის ფილმი, რომლესაც რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ბოლოში ყოველთვის ცრემლები მომდის, ყოველთვის ისე ვუყურებ როგორც პირველად. ლევან უჩანეიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა კოლელიშვილი.



ნოდარ დუმბაძეს, როდესაც ვახსენებთ არ შეიძლება გამოგვრჩეს მისი ნაწარმოებების "თეთრი ბაირაღების" და "მზიანი ღამის" მიხედვით გადაღებული ფილმი "თეთრი ბაირაღები". ლიმონა, შოშია, ტიგრანა, ნაკაშიძე, ძია ისიდორე, გოგოლი, ჭეიშვილი, ნუნუ ექიმი, მათი ისტორია, დიალოგები ორთაჭალის ერთ საკანში. გიორგი ბურჯანაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, გიორგი ხობუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ფირცხალავა, ლეო ანთაძე, ნინო ლორთქიფანიძე.



აბა ლექსი ვინმეს ასე თუ უთქვამს თქვენთვის



გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე" იმედი მაქვს ყველამ იცით და მისი შეუდარებელი ეკრენიზაცია, შეუდარებელი სამსახიობო კოლექტივით. სულის შემძვრელი ისტორია, როგორ აღმოჩნდა, რომ მორალი, სინდისი, გული და საღი აზრი საზოგადოების მიერ გარიყულებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე თავად ამ საზოგადოების რომელიც მაღალფარდოვნულად საუბრობს და რომელიც ჯერ კიდევ გასარკვევია ბრბოა თუ საზოგადოება. ლიკა ქავჟარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაქარია კოლელიშვილი, კოტე დაუშვილი, სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, ეროსი მანჯგალაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, სესილია თაყაიშვილი, გიორგი ხობუა, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ღაღანიძე.





"ფესვები" აქ მართლაც, რომ ყველაფერი ნათქვამია. დოდო აბაშიძემ ისევ დაამტკიცა, რომ გენიალური მსახიობია, სოსო ჯაჭვლიანი, ია ფარულავა, ლევან აბაშიძე. ნოსტალგია, რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი არმოჩნდეს ის ადამიანისთვის და წლების განმავლობასი ცხოვრობდეს მოგონებებით.





და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი ფილმი "მზე შემოდგომისა" მედეა ჯაფარიძის და ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით.მხოლოდ ერთს ვიტყვი: იმედი მაქვს ყველა იპოვით ასეთ სიყვარულს. love love



თუ რომელიმე ამ ფილმებიდან არ გაქვთ ნანახი გილოცავთ თქვენ
წინ დიდი ბედნიერება გელით - პირველად ნახვის ბედნიერება

კატეგორია: ფილმები, ქართველები
Tags:

9


  • katokato თქვა:
    22 დეკემბერი 2013 20:04 - ID: 9,
    აი ეს ფილმებია კინო შედევრები სამწუხაროდ აღარ იღებენ ასეთ ფილმებს და ნუ გვიკვირს ოსკარზე წარდეგნაც რმ არ გვეღირსა ამ ფილმებსი მერე.

  • Adiosbitches თქვა:
    20 დეკემბერი 2013 21:24 - ID: 8,
    თეთრი ბაირაღები love love

  • elenne თქვა:
    20 დეკემბერი 2013 17:23 - ID: 7,
    ამ დროის ყველა ფილმი უძლიერესია, გული მწყდება რომ დღეს ასეთ ფილმებს ცოტა ჩვენგანი უყურებს :))))) მაგრამ მეამაყება რომ ვგრძნობ და აღვიქვამ ამ ფილმებს. უდიდესი ფილოსიფიის და აზრის მატარებელი ფილმiა, ყველა აქ წარმოდგენილი.. ჯერ რა მსახიობები გვყავდა <3

  • Ggvantsa თქვა:
    20 დეკემბერი 2013 15:21 - ID: 6,
    თითქმის ყველა შედევრია ჩემთვის, არა იმიტომ რომ ქართველი ვარ და ქართულია. ყველა მათგანი ძალიან დიდ ემოციას მიტოვებს, ყოველი ყურებისას winked სად გაქრა ეს ყველაფერი რატომ ვეღარ ვიღებთ ესეთ ფილმებს რატოომ sad ყოველი მეორე ახალი ქართული ფილმი ან ძალიან უნიჭოდ გაკეთებული ჰოლივუდ ფილმის რიმეიქია ან რეკლამებით გატენილი "აღმოჩენილი ახალი ამერიკა" recourse

  • marusa თქვა:
    20 დეკემბერი 2013 12:00 - ID: 5,
    უძინართა მზე მართლაც განუმეორებელიაა ძალიან მიყვარს ეს ფილმი winked

  • tatagutsy თქვა:
    20 დეკემბერი 2013 11:40 - ID: 4,
    ხელოვნების ნიმუშებია ყველანი...
    ფესვები,კუკარაჩა love

  • demetria თქვა:
    19 დეკემბერი 2013 21:04 - ID: 3,
    რაც მეტი დრო გადი სვხდები როგორრი შესანინშავი ფილმების და მსახიობების პატრონი ვართ შესანიშნავია!!! ვგიჟდებიიი თითოეულზეე love love

  • Countess A. თქვა:
    19 დეკემბერი 2013 20:55 - ID: 2,
    ქართული კინო ესაა ხელოვნება, რომელის სიტყვებით აღწერას ადამიანი ვერ შეძლებს.!!!

  • Elena Malfoyy თქვა:
    19 დეკემბერი 2013 17:10 - ID: 1,
    კუკარაჩა love თეთრი ბაირაღები love ჯარისკაცის მამა love ნატვრის ხე love ფესვები love დათა თუთაშხია love ნახევარი აქედან ძალიან კარგი ფილმებია ძალიანნ winked wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top