;
5 იანვარი 2014      salome0789     10 კომენტარი     ნანახია 8461-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

რომანტიული კომედია მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. შესაძლებელია, მას საერთო ჰქონდეს კაცობრიობის იმ საერთო რწმენასთან, რომ ნამდვილი სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადალახავს, ან უბრალოდ ადამიანებს მკვეთრ ფერებში დახატული რეალობა მეტად იზიდავს. საუკეთესო რომანტიული კომედიები იუმორისტული, უხერხული სიტუაციების კომბინაციით და მსახიობებს შორის იშვიათი ემოციური კავშირით გამოირჩევიან. წლების განმავლობაში უამრავმა წყვილმა დაგვამახსოვრა თავი, მათ შორის არიან კერი გრანტი და კეტრინ ჰეპბერნი, ვუდი ალენი და დაიან კიტონი. სულ ახლახანს კი მაყურებლის გულის მოგება ბრედლი კუპერის და ჯენიფერ ლოურენის გონებრივად გაუწონასწორებელმა წყვილმა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს, თუ რა გამოარჩევს საუკეთესო რომანტიკლ კომედიას გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც თავის დროზე მაყურებელმა შეიყვარა და აღიარა.


Silver Linings Playbook

წელი: 2012
რეჟისორი : დევიდ ო. რასელი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
გასულ წელს დევიდ ო. რასელის ფილმმა უამრავი ჯილდოს მოპოვება შეძლო, მათ შორის საუკეთესო მსახიობის ტიტული ჯენიფერ ლოურენსს ერგო. ოვაციებს იმსახურებს ბრედლი კუპერიც, რომელმაც ძალიან რთული პერსონაჟის შესრულებით დიდი სიმამაცე გამოიჩინა. ფილმის განსაკუთრებული წარმატება კი დევიდ ო. რასელის უნიკალური რეჟისურის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის ჭკვიანური ფილმების შექმნით გამოირჩეოდა. ამჯერად, რეჟისორი ახალი ნამუშევრით ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ცხოვრებას ეხება და სიცილთან ერთად შესანიშნავად ახერხებს უამრავი ადამიანის ცხოვრებაში არსებული მწვავე რეალობის მაყურებლისთვის ჩვენებას. ფილმს მუდმივად თან სდევს ოპტიმისტური ხასიათი, რომელიც დაუღალავად მებრძოლ გმირებს გარასახვისკენ მოუწოდებს.


ფილმის მოკლე მიმოხილვა: მეუღლის წასვლის შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის მშობლების სახლში გადადის და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა - ზუსტად, ეს შემთხვევაა.
საუკეთესო რომანტიული კომედიები


The Apartment / ბინა

წელი: 1960
რეჟისორი: ბილი უაილდერი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ბილი უაილდერის შავ - თეთრი, კლასიკად ქცეული კინო, რომელიც დრამის და კომედიის ელემენტებს შესანიშნავად აერთიანებს, ჰოლივუდის ლეგენდად ქცეულ მსახიობებს, ჯეკ ლემონს და შირლი მაკლეინს, უიმედო რომანტიკოსებად წარმოგვიდგენს. ფილმს გამოსვლისთანავე კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად. ბილი უაილდერის მელანქოლიურ – სატირული შედევრი ამერიკული კინოაკადემიის ხუთგზის გამარჯვებულია.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: სადაზღვევო კომპანიის მორცხვი აგენტი ბაქსტერი, დაწინაურების იმედით, თავისი სახლის გასაღებს, არამარტო თანამშრომელბს, არამედ საკუთარ უფროსსაც აძლევს, მაგრამ საქმე რთულდება მას შემდეგ, როდესაც ბაქსტერი ბოსის საყვარელს, ფრანს, გაიცნობს.
საუკეთესო რომანტიული კომედიები


Lars and the Real Girl / ლარსი და ნამდვილი გოგონა

წელი: 2007
რეჟისორი: კრეიგ გილლესპი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
,,ლარსი და ნამდვილი გოგონა“ არის ტკბილი, თბილი, სასაცილო და ამავე დროს ამაღელვებელი. ეს არის პატარა ქალაქის ისტორია, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზოგადოების თანადგომას და მეგობრულ გარემოს ადამიანის მენტალური მდგომარეობის გაჯანსაღება შეუძლია. ნენსი ოლივერის ოსკარზე ნომინირებული სცენარი ფილმის უმთავრეს ძალას წარმოადგენს, მაგრამ აქ ნამდვილი სასწაული რაიან გოსლინგის მიერ განსახიერებული ლარსია. მსახიობმა მორცხვი, მგრძნობიარე და უწყინარი სახის შექმნით ,,ლარსი და ნამდვილი გოგონას“ იგავი მომხიბვლელ სანახაობად აქცია.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: ახალგაზრდა, ინტრავერტ ლარსს ახალი შეყვარებული გოგონა ჰყავს, რომელსაც მშვენივრად უგებს და ოჯახის წევრებსაც კი გააცნო. მხოლოდ ერთი პრობლემაა - გოგონა არ არის ნამდვილი.
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები


Bringing Up Baby / პატარას აღზრდა

წელი: 1938
რეჟისორი: ჰოვარდ ჰოუკსი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ყველაზე გიჟური, სასაცილო და ენერგიული - ეს ჰოლივუდის ორი უდიდესი, სრულიად ორიგინალური და დაუვიწყარი ნიჭის მქონე მსახიობის, კერი გრანტის და კეტრინ ჰეპბერნის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. ყველასთვის საყვარელი ეკრანული წყვილის ერთად ნახვის ბედნიერება მაყურებელს ოთხ ფილმში ჰქონდა. ძნელია, გამოარჩიო მათ შორის საუკეთესო, თუმცა ჰოვარდ ჰოუკსის ისტერიულმა რეჟისურამ და გულუბრყვილო პერსონაჟებმა ჩვენი თაობის მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: ზოოლოგიის პროფესორს, დევიდ ჰაქსლის, ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ატყობინებენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ,,ნეკნთაშუა ლავიწის“ ძვალი, რომელიც მას ბრონტოზავრის ჩონჩხის რეკონსტრუქციისთვის სჭირდება. პროფესორს, პროექტის დასრულებისთვის, ისღა დარჩენია ერთი მილიონი შემოწირულობა შეაგროვოს. რამდენჯერაც ის ცდილობს ქველმოქმედი ქალბატონის ადვოკატთან დაკავშირებას, იმდენჯერ ერთი და იგივე ახალგაზრდა ქალი უშლის ხელს.
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები


As Good as It Gets / უკეთესი არ არსებობს

წელი: 1997
რეჟისორი: ჯეიმს ელ. ბრუკსი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ვინ წარმოიდგენდა ჯეკ ნიკოლსონს მეოცნებე რომანტიკოსის როლში?! აი, ფილმის ნახვის შემდეგ კი დარწმუნდებით, რომ მსახიობი ამ საქმის ნამდვილი ოსტატია. და მაინც, ის ყველაზე უცნაური, ახირებული და შარიანი შეყვარებული მამაკაცია. მას შეუძლია მეზობლის ძაღლი ბუნკერში მოისროლოს, ამ ძაღლის პატრონი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ამოიჩემოს და ამავდროულად, გაჭირვებაში ჩავარდნილს დახმარების ხელი გაუწოდოს. კინომოყვარულებისთვის ფილმი ნამდვილი საჩუქარია, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ სიყვარული ყველას შეუძლია, თვით ყველაზე აუტანელ და გამაღიზიანებელ არსებასაც კი.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: მელვინი ექსცენტრიული მწერალია, რომელიც გარშემო ვერავის იტანს. ის თავისი უცნაური ხასიათის გამო მარტოხელაა. როგორც კი მის ცხოვრებაში პატარა ძაღლი გამოჩნდება, ყველაფერი იცვლება.
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები


The Roman Holiday / რომაული არდადეგები

წელი: 1953
რეჟისორი: უილიამ უაილერი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ოდრი ჰეპბერნის ჰოლივუდური დებიუტი ,,რომაულ არდადეგებში“ შედგა და მას შემდეგ მსახიობი სტილის და ელეგანტურობის უკვდავ სახედ იქცა. გრეგორი პეკის და ოდრი ჰეპბერნის ეკრანულმა წყვილმა კი ყველა თაობის მაყურებლის მოხიბვლა შეძლო.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: მეფის ასული, ანა, რომში მიემგზავრება. ერთ საღამოს ის ქალაქში გასეირნებას გადაწყვეტს და სასახლიდან გაიპარება. საბედნიეროდ, ანა ჟურნალისტ ჯო ბრედლის ხვდება...
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები



La fille sur le pont / გოგონა ხიდზე

წელი: 1999
რეჟისორი: პატრის ლეკონტი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკოსი ერი კინოინდუსტრიის უნშვენიერესი ნიმუშების შექმნით გამოირჩევა. ასეთია პატრის ლეკონტის პოეტური, ეგზოტიკური და ვნებიანი კინო-სურათი. რეჟისორი, რომლის ფილმები, ყოველთვის, არტჰაუზ ელემენტებით არის დახუნძლული, ორი გზააბნეული ადამიანის ველურ, შეშლილ და იღბლიან სამყაროში მოგზაურობას გვპირდება. ვანესა პარადი ფილმის ნამდვილი მარგალიტია.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: ორი მარტოსული ადამიანის სიყვარულის ისტორია -გოგონა, რომელსაც თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და არც ისე ახალგაზრდა დანების მსროლელი მამაკაცი, რომელიც წარმოდგენისათვის ასისტენტს ეძებდა... ისინი გაერთიანდნენ და მთელი სამყარო მათ ფეხქვეშ აღმოჩნდა...
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები


Some Like It Hot / ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

წელი: 1959
რეჟისორი: ბილი უაილდერი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ბილი უაილდერის უკვდავი შედევრი ამერიკის კინომატოგრაფიის ინსტიტუტმა ყველა დროის საუკეთესო კომედიად აღიარა. ყველაზე ტკბილი და გემრიელი მერლინ მონრო, ამჯერად, ჯაზ ბენდის მომღერლის როლში გვევლინება. მსახიობი, როგორც ყოველთვის, აქაც ბავშურ მიამიტობას და სექსუალურობას უსვამს ხაზს, ის მოხერხებულად აბალანსებს ფარულ ღირსებებსა და მომნუსხველ სილმაზეს და შესანიშნავ პარტნიორობას უწევს ტონი კერტისს და ჯეკ ლემონს სასაცილო, კურიოზულ სიტუაციებში. ,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ უდაოდ, ყველაზე სასაცილო და ხმაურიანი რომანტიკული კომედიაა.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა შორის მომხდარ სისხლისღვრას შემთხვევით შეესწრო ორი მუსიკოსი მამაკაცი. თავის გადარჩენის მიზნით ისინი იძულებულნი გახდნენ კაბები ჩაეცვათ და ქალთა მუსიკალური ჯგუფისათვის შეეფარებინათ თავი.
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები


Annie Hall / ენი ჰოლი

წელი: 1977
რეჟისორი: ვუდი ალენი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ვუდი ალენის ,,გაშიშვლებული ავტობიოგრაფიული“ ფილმი, რომელიც რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, ოსკარზე გამარჯვებული სენსაციაა. რეჟისორმა, ახალი მეთოდების და მექანიზმების დამკვიდრებით, ხელი შეუწყო ამერიკული რომანტიკული კომედიების სახეცვლილებას. ყველა სასიყვარულო ისტორია ბედნიერად არ მთავრდება - სწორედ, ასეთი დასასრული აქვს ჩვენს ფილმს, რაც რომანტიკული კომედიებისთვის ცოტა უჩვეულოა. არ შეშინდეთ! ,,ენი ჰოლი“ დახვეწილ იუმორს და სიცილს გპირდებათ.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: ფილმის მთავარი გმირი კომიკოსი, ელვი სინგერია, რომელიც იუმორით და ირონიით უდგება თავის ცხოვრებას და გარშემო მყოფ ადამიანებს. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამდენიმე საყვარელი ქალი ჰყავდა.
საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები


City Lights / დიდი ქალაქის ჩირაღდნები

წელი: 1931
რეჟისორი: ჩარლი ჩაპლინი
საუკეთესო რომანტიული კომედიები
ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის ,,დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ კინომატოგრაფიაში ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრადაა აღიარებული. ის არა მარტო საუკეთესო რომანტიკული კომედიაა, არამედ ერთ - ერთი ყველაზე დიდებული ფილმია, ნამდვილი გენიოსის ხელით შექმნილი შედევრი, რომელსაც უკვე ოთხმოც წელზე მეტია თავის ჟანრში კონკურენტი არ მოეძებნება. ფილმში ჩაპლინის საფირმო ნიშანი კვლავ ფარსია, რომელიც ხაზს უსვამს კომედიურ ელემენტებს და ამავე დროს მომხიბვლელ სასიყვარულო ისტორიას გვიყვება.

ფილმის მოკლე მიმოხილვა: უსახლკარო მამაკაცი ქუჩაში ხვდება ლამაზ, ბრმა გოგონას, რომელიც ყვავილებს ყიდის. გოგონას ის შეცდომით მდიდარი ვაჭარი ეგონება.
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები
საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები საუკეთესო რომანტიული კომედიები

კატეგორია: ფილმები
Tags:

10


  • NataLefayStew თქვა:
    7 იანვარი 2014 20:29 - ID: 10,
    love

  • angel from paradise თქვა:
    7 იანვარი 2014 19:38 - ID: 9,
    შირლი მაკლეინზე და ჯეკ ლემონზე ლამაზ ირმას ველოდი მაგრამ ბინაც ჩემი ერთერთი საყვარელი ფილმია love ნუ ვუდი ალენის ფილმებიდან უკეთესის ამორჩევაც შეიძლებოდა მაგრამ ამასაც არაუშავს smile

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 22:19 - ID: 8,
    მეც დარწმუნებული ვარ და მაგიტომ გეუბნები :) აზრის გამოხატვისას კი უბრალოდ ვცდილობ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო, რადგან მეზიზღება ყალბი ხალხი და მათგან არასდროს და არაფერში ავიღებ რაიმე მაგალითს. მეათასეჯერ გეუბნები, არავის ვემტერები და არც ჩემი პოზიციების გაზიარებას გთხოვთ, მხოლოდ საკუთარ აზრებს გადმოვცემ და ვისაც სწყინს, ცივი წყალი დალიოს. ცოტა არ იყოს, მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ჩემს პუბლიკაციებს თავს არიდებ. არავინ გეხვეწება ჩემი ნიუსები ნახეო, მაგრამ თუ შენიშვნები გექნება, მითხარი, ყველაფრის მოსასმენად და განსახილველად მზად ვარ და თუ დამიმტკიცებ, რომ სიახლეში შეცდომები გამეპარა, მადლობასაც გადაგიხდი ჩემი "გამოფხიზლებისათვის". კითხვაზე კი მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხო, რომ სიგიჟემდე მიყვარს ქართული ენა და სერიოზულად განვიცდი, როდესაც მას ამახინჯებენ (შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ასეა). ამ კამათის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, როგორც პოტენციურ ენჯელს, მეტი ყურადღება მოგეთხოვება სტატიების წერისას და ამჯერად ადამიანურად გთხოვ, რომ მართლაც უფრო ყურადღებით იყო. დასასრულს კი დამდეგ შობას გილოცავ და უფლის შეწევნასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებ. იმედია, ის დროც დადგება, როდესაც ერთმანეთის დადებით მხარეებსაც დავინახავთ და დავმეგობრდებით (შეიძლება არ გჯერა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საკუთარ გულისნადებს გეუბნები და არაფერს ვალამაზებ ან ვაჭარბებ) request

  • miracles თქვა:
    6 იანვარი 2014 20:44 - ID: 7,
    love
    კიდე დადე რა კომედიები უფრო winked

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 20:13 - ID: 6,
    გრამატიკას რაც შეეხება, სრული სიმართლე გითხარი, უბრალოდ, ხშირად ამახინჯებენ ამ ფორმებს და ბევრს შენსავით დაუჯერებლად ეჩვენება. საიტზე ყველამ ის იცის, რომ პირდაპირობით გამოვირჩევი, შენ კი ბუტია ყოფილხარ და ეს ვერა და ვერ გაითავისე, მაგრამ არაუშავს, მიგაჩვევ ;) რაც შეეხება სტატუსის ცვლილებას... ოო, ეგეთი ბოროტი გგონივარ?! wink არასწორი წარმოდგენა გქონია ჩემზეც, აქაურ სიტუაციაზეც და ზოგადად ცხოვრებაზეც. მე რომ წევრი ვყოფილიყავი და შენ ენჯელი, შესაძლოა თავად არ გაგხარებოდა ჩემი სტატუსის ცვლილება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შენნაირია. ენჯელები ოჯახის წევრებივით ვართ, მე კი ამ ოჯახში ნებისმიერი ახალი წევრის შემომატებას მივესალმები, რათა უფრო გავძლიერდეთ, ერთმანეთისგან ვისწავლოთ, ვიმხიარულოთ, ზოგჯერ ვიკამათოთ და საიტი უფრო ხალისიანი და საინტერესო გავხადოთ. მაშასადამე, ჩემო ძვირფასო სალომე, გილოცავ სტატუსის ცვლილებას და მთელი გულით გისურვებ, რომ სულ მალე ენჯელობა მომელოცოს. საშობაოდ მშვენიერი საჩუქარია. Cheers!

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 18:57 - ID: 5,
    salome0789,
    როგორ გეკადრება, სიხარულო, სტატიის წაკითხვის შემდეგ თუ შენიშვნა გამიჩნდება, მას აუცილებლად ვიძლევი იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის მისი ავტორი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩემი პოზიციის გათვალისწინებას არავის ვაძალებ. წინა კომენტარში კონკრეტული მაგალითებიც იმიტომ მოვიყვანე, რომ მერე არ გეთქვა ჩემზე გადაკიდებული ხარ და ცილს მწამებო. ვიმეორებ, არავის არაფერს ვაძალებ და არავის ვემტერები, ჩემი რჩევები/შეხედულებები/შენიშვნები კი შეგიძლიათ მიიღოთ ან არა, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, საკუთარი არგუმენტების დასაცავად მზად ვარ, რადგანაც ისინი უმიზეზოდ არ გამაჩნია. სულ ესაა და ახსნა-განმარტებებს აღარ ვაპირებ :)
    ციტატა: BarcaFan
    ამ ჟანრმა დააჩლუნგა ქართველი გოგოების უმრავლესობა და ეხლა თეთრ რაშზე ამხედრებულ პრონცს მოელის ყველა... ეჰ (
    პ.ს ისე რომანტიკულია და არა რომანტიული ;) ჯასთ რჩევა :))

    +1

  • BarcaFan თქვა:
    6 იანვარი 2014 18:00 - ID: 4,
    ამ ჟანრმა დააჩლუნგა ქართველი გოგოების უმრავლესობა და ეხლა თეთრ რაშზე ამხედრებულ პრონცს მოელის ყველა... ეჰ (
    პ.ს ისე რომანტიკულია და არა რომანტიული ;) ჯასთ რჩევა :))

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 16:21 - ID: 3,
    კომენტარებში მუდამ იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ და სწორად მიმაჩნია. ამჯერადაც ასე მოვიქცევი იმისდა მიუხედავად, თუ ვის ესიამოვნება მისი შინაარსი და ვის არა. ჩხუბის არც სურვილი მაქვს და არც ნერვები, მაგრამ სიმართლის თქმისგან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ეს სიმართლე მწარე და შესაბამისად, მიუღებელია, თავს არ შევიკავებ. ჩემი სუბიექტური შეხედულებებია, რომ ფერადი შრიფტი უგემოვნოდ და შეუხამებლადაა შერჩეული (შავ-თეთრი გიფების გვერდით კი განსაკუთრებით საშინლად ჩანს); რაიან გოსლინგი ნიჭიერია, მაგრამ მის შესრულებაში მაინც არაფერია საოცარი; Silver Linings Playbook კი არარეალისტური, ჰისტრიონული შესრულებებითა და მდარე იუმორით გაჯერებული დაბალი დონის ფილმია. ამ მოსაზრებებს შეგიძლიათ დაეთანხმოთ და გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ყველას აქვს კონკრეტულ საკითხზე საკუთარი აზრის ცენზურულად დაფიქსირების უფლება და თქვენი სურვილისდა მიუხედავად, ეს უნდა მიიღოთ და გაითავისოთ. ახლა გადავიდეთ საყოველთაოდ მიღებულ წერის ნორმებსა ლოგიკის კანონებზე, რომლებიც ჩემი მოგონილი ნამდვილად არაა, სტატიაში კი უხეშადაა დარღვეული და შესაბამისად, ავტორს შენიშვნების მიღებაც მოუწევს (რაც არ უნდა მიუღებლად ჟღერდნენ მისთვის ისინი). ბევრისგან განსხვავებით, კომენტარის დაწერამდე სიახლეს ბოლომდე და ყურადღებით ვკითხულობ და შეიძლება გარკვეულ მექანიკურ შეცდომებზე თვალი დავხუჭო. თუმცა, ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა აბზაცში შეცდომებია დაშვებული, უცოდინარობაზე მიუთითებს და არა მცირე უყურადღებობაზე (რის გამოც შეცდომა ნებისმიერისგან მოსალოდნელია, მათ შორის, ჩემგანაც). თვალსაჩინოებისათვის, სწორი ფორმაა დრამისა და კომედიის და არა დრამის და კომედიის; ჯეკ ლემონსა და შირლი მაკლეინს და არა ჯეკ ლემონს და შირლი მაკლეინს; გრეგორი პეკისა და ოდრი ჰეპბერნის და არა გრეგორი პეკის და ოდრი ჰეპბერნის... უდავოდ და არა უდაოდ; კინემატოგრაფია და არა კინომატოგრაფია... აღარაფერს ვიტყვი სტილისტურ და პუნქტუაციურ შეცდომებზე, მათ აღსანიშნავად კომენტარის ველი საკმარისი არ იქნება. იცით, გრამატიკული წესების ზუთხვით თავი დიდად არასდროს შემიწუხებია და რაც ვიცი, ძირითადად ლიტერატურის კითხვამ მასწავლა, ასეთი სულელური შეცდომების დანახვაზე კი გული მეკუმშება და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ ავტორებს ცხოვრებაში წიგნი თვალით არ უნახავთ. რაც შეეხება ალოგიკურობას, შესავალში წერია, რომ ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს იმის შესახებ, თუ რა გამოარჩევს კარგ რომანტიკულ კომედიას, რასაც სავსებით ვეთანხმები, მაგრამ შემდგომში ავტორი გვეუბნება, რომ Some Like It Hot უდავოდ ყველაზე სასაცილო და ხმაურიანი კომედიაა, City Lights-ს კი თავის ჟანრში კონკურენტი არ მოეძებნება. უკაცრავად?! ცოტა ხნის წინ არ გვიმტკიცებდით, რომ ამ თემაზე ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს? მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმები შედევრებია, რამდენიც გინდათ, იმდენი ადამიანი მოიძებნება, რომლებიც სულ სხვა ნამუშევრებს ანიჭებენ უპირატესობას. დასაფასებელია კინოს შესახებ საკუთარი მოსაზრების ქონა, დიდი ნიუსების შედგენა კი ნამდვილად არაა ადვილი და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ელემენტარული გრამატიკული და რაციონალური ნორმების დაცვა და სხვისი გემოვნებისათვის ანგარიშის გაწევა მუდამ აუცილებელია!

  • liliana თქვა:
    6 იანვარი 2014 00:26 - ID: 2,
    Silver Linings Playbook ნაგავი crying

  • B2UTY თქვა:
    6 იანვარი 2014 00:04 - ID: 1,
    ზოგადად ეს ჟანრი არ მიყვარს სასტიკად, აქედან მარტო "ბავშვის აღზრდა" და "ბინა" მომწონს, ნუ შედევრებია <3 და ჩაპლინის ფილმებზე არასოდეს არ მეცინებოდა და მომკალი, მათში იმდენი სევდაა ჩადებული უფრო მგრუზავს და მატირებს, ვიდრე მაცინებს, რო იტყვიან ტკბილ-მწარეა რა: )
    ჰო ენი ჰოლიც არარის ცუდი მაგრამ ალენზე ალერგია მაქვს: D

    ძველად ჰქონდათ მართლა მაგარი რომანტიკული კომედიები, ძალიან მეზარება გახსენება, მაგრამ ეს ბოლო დღეებია თავიდან ვერ ამოვიგდე The Bride Came C.O.D. სასაცილოა თან დევისი და კაგნი <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top