;
8 იანვარი 2014      gvanntsi     25 კომენტარი     ნანახია 5461-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Blue is the warmest color / La vie d'Adèle


აბდელატიფ კეშიშის „ადელის ცხოვრება“ („ლურჯი ყველაზე თბილი ფერია) ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ფრანგულ კინომატოგრაფიაში, რომელიც ახალგაზრდა ადელიზე გვიყვება.თხუთმეტი წლის ადელს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, მოსწონს თუ არა ბიჭები - ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ იმ ღამეს, როცა ადელი ლურჯთმიან გოგონას, ემას ხვდება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ემა ადელს საკუთარი სურვილების აღმოჩენას, ქალად და ზრდასრულად თავის დამკვიდრებას ასწავლის.




ადე­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­წი­ფუ­ლო­ბის ასაკ­ში, სწო­რედ მი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის ძი­ე­ბას იწყებს. მა­მა­კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თ­ვის არას­რულ­ყო­ფი­ლია, მას რა­ღაც აკ­ლია და არ იცის რა. „ასე მგო­ნია სულ ვთა­მა­შობ, ვი­გო­ნებ…“ ამ­ბობს ადე­ლი, რო­დე­საც მის მე­გო­ბარს მის ტკი­ვი­ლეს უზი­ა­რებს. მის სიზ­მ­რებ­ში გო­გო ჩნდე­ბა და შემ­დეგ უკ­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ქალ­თან.
Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle


Blue is the warmest color / La vie d'Adèle
კე­ში­შეს ოს­ტა­ტო­ბა სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ფილ­მის მსვლე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გიც­ვ­ლის წარ­მოდ­გე­ნას, თუ რის შე­სა­ხებ არის ფილ­მი. თა­ვი­დან ფიქ­რობთ, რომ ეს პა­რი­ზის გა­რე­უბ­ნის სკო­ლა­ში მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბას ნა­ხავთ, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ფიქ­რობთ რომ ადე­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის და მი­სი გა­რე­მოც­ვის კონ­ფ­ლიქ­ტის მა­ყუ­რე­ბელ­ნი იქ­ნე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ კი ხვდე­ბით რომ ეს 2 გო­გო­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რიაა, ძა­ლი­ან ვნე­ბი­ა­ნი, გან­ც­დე­ბით სავ­სე სიყ­ვა­რუ­ლის. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს ჰო­მო­ფო­ბი­ის ზე­ი­მია, ფილ­მის მე­ო­რე ნა­წი­ლი მათ­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იქ­ნე­ბო­და. ადე­ლი, რო­მე­ლიც იტან­ჯე­ბა იქამ­დე ვიდ­რე სა­კუ­თარ იდენ­ტო­ბას მი­აგ­ნებს და რამ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩენს, რომ მის­თის სრულ­ყო­ფი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და სექ­სი, მხო­ლოდ ქალ­თან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორ უპი­რის­პირ­დე­ბა მას გა­რე­მო, მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი დას­ცი­ნი­ან და უბ­რაზ­დე­ბი­ან. რე­ჟი­სო­რი, ყო­ველ­თის ახ­ლოს მი­დის მსა­ხი­ობ­თან კა­მე­რით და თით­ქოს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად სიღ­რ­მე­ში გვა­ხე­დებს. აქ­ვე იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ ადე­ლის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი აშ­კა­რა, და ჯერ­ჯე­რო­ბით ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ოქ­როს პალ­მის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო პრე­ტენ­დენ­ტია. ბერ­გ­მა­ნი­სე­ულ ახ­ლო ხე­დებ­ში ადელ ექ­სარ­კო­პუ­ლოსს არც ერ­თი სი­ყალ­ბე არ ეპა­რე­ბა. ასე­თი­ვე და­მა­ჯე­რე­ბე­ლია მი­სი პარ­ტ­ნი­ო­რი ლეა სე­ი­დუ.
Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

ლურჯ თმი­ა­ნი, მხატ­ვა­რი გო­გო ემ­მა, ადე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი. მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი და გან­ც­დე­ბი ხდე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი ხერ­ხე­მა­ლი, რო­მე­ლიც მათ შო­რის სი­ახ­ლო­ვე­სა და ბა­რი­ე­რებს ასა­ხავს. სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი კლა­სის, არ­ტის­ტუ­ლი ელი­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი ემ­მას, მი­სი ვნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტ­ში რა­ღაც აკ­ლია. ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლის პი­რო­ბებ­ში შორ­დე­ბი­ან. ადე­ლი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა - გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მა­თი სო­ცი­უ­მი, ინ­ტე­რე­სე­ბი, ოც­ნე­ბა თუ ცხოვ­რე­ბა. მა­თი სიყ­ვა­რუ­ლის ფუნ­და­მენ­ტი მა­თი ვნე­ბა და შიშ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ხე­ლო­ვა­ნი ემ­მას­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.
Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle


„ადე­ლის ცხოვ­რე­ბა“ არის ფილმი, რომ­ლის ნახ­ვა კი­დევ ერ­თხელ მო­გინ­დე­ბათ,
რო­მელ­საც კი­დევ ბევ­რ­ჯერ მი­უბ­რუნ­დე­ბით და რო­მე­ლიც არას­დ­როს და­გა­ვიწყებთ თავს.

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

Blue is the warmest color / La vie d'Adèle

კატეგორია: ფილმები
Tags:

25


  • fuck selena თქვა:
    15 იანვარი 2014 16:32 - ID: 25,
    დედოფალი
    დედოფალი თუ ვინ ჩემი ფეხები ხარ :*
    შენ თუ ლეზბო ხარ მაშინ არვიცი მარა ამ ფილმში მოსაწონი ნარდად არაფერია
    ყოველშემთხვევაში ჩემთვის და ჩემი აზრი გამოვხატე
    ასე რომ არაა საჭირო ზედმეტი ტრაკის ქიცინი და გამოპასუხებები
    ხო ამის ყურებას ნაღდად მულტფილმები ჯობს :*

  • tannk თქვა:
    11 იანვარი 2014 00:27 - ID: 24,
    B2UTY
    ბრმა არ ვარ :) და შენი გემოვნების შესახებ რამის გაგება ძალიან ადვილადაც შემიძლია. ორი დაწკაპუნებით და სხვა გვერდზე გადასვლით (შენს სიახლეებს ვგულისხმობ). ფილმების კატეგორიაში პოსტავ ყველაზე ხშირად, კინოკლასიკა მოგწონს, აზიას წყალობ (კორეული დორამებიც ნანახი გექნება სავარაუდოდ) და გვახარიაც იცი ვინ არის. ასე თუ ისე მივხვდი რაც მოგწონს და ახლა უფრო მიკვირს როგორ აგიტაცა ამ პროპაგანდისტულმა ნაგავმა , ისე რომ ზეფილმი უწოდე.
    ენივეი, შენი აზრია და უფლება არ მაქვს განმარტებები მოგთხოვო.

  • B2UTY თქვა:
    10 იანვარი 2014 23:49 - ID: 23,
    tannk
    როდის ვთქვი მერე რო ხალხის აზრი არ მაინტერესებს? სხვების მოსაზრება რომ მაინტერესებს ამ ფილმმზე იმიტომ ვკითხულობ კომენტარებს. ჩემ თავს დებილად ნამდვილად არ ვთვლი, იქნებ შენ გაგემდიდრებინა ლისტი და უფრო მეტი ხარისხიანი ფილმისთვის გეყურებინა ამ სიტყვებიდან გამომდინარე დავწერე. სინამდვილეში საერთოდ არ იცნობ ჩემს გემოვნებას და რა უფლებით მიწერ ეგეთ კომენტარს არ ვიცი. ერთი წლით უკან რომ ვიყოთ ჩამოგიწერდი დიდ კომენტარს და დაგიმტკიცებდი რომ მარტო შენ არ გესმის რაღაც კინოში და მარტო შენ არ გაქვს ნანახი ფერების ტრილოგია. ეხლა ძაააალიან მეზარება ხოდა დაე იფიქრე, რომ არაფერი გამეგება, ეს პროპაგანდისტული ნაგავი მომწონს, უკეთესი არაფერი მინახავს და ა.შ. ნუ მართალია ეს პირდაპირ არ მოგიწერია, მაგრამ ქვეტექსტების წაკითხვა შემიძლია, არც ეგეთი სულელი ვარ: )

  • tannk თქვა:
    10 იანვარი 2014 21:46 - ID: 22,
    B2UTY
    ერთსა და იმავე ნიუსზე მესამეჯერ რომ ბრუნდები, სქროლავ და კომენტარებს კითხულობ, იმას ნიშნავს რომ სხვების აზრი გაინტერესებს და ეს ძალიან ჩვეულებრივია. "ბრძოლას" და რაღაცის მკიცებას კიდევ არავინ გთხოვს. მით უმეტეს საკუთარი თავისთვის დებილისა (ნეტავ როდის გადავა ეს ტერმინი) და უვიცის წოდება არ იყო საჭირო.
    გოგა გვახარია? არ იუ კიდინგ მი? wink იმედია შენ იქნები კმაყოფილი :)

  • Blink-182 თქვა:
    10 იანვარი 2014 17:18 - ID: 21,
    რატომ იცით მტკიცება ერთი კონკრეტული აზრის არ ვიცი! ზოგისთვის მისაღებია ლესბოსელები და მათ სიყვარულზე ფილმები,ზოგისთვის არა.თვალი, ვფიქრობ იმან უნდა გაახილოს ვინც თავზე მოხვეული ახალი ცხოვრების და "არ აქვს მნიშვბელობა რა სქესის ხარ სიყვარული სიყვარულია"-ს ძახილშია.

  • B2UTY თქვა:
    10 იანვარი 2014 01:10 - ID: 20,
    ასეც ვიცოდი, ნუ როდის ყოფილა რომ სადმე კომენტარი დამწეროს და ვინმე არ გამომეკიდოს :D აღარ მაქვს ამდენ ადამიანთან ბრძოლის და გამუდმებით რაღაცის დამტკიცების სურვილი. ხო კაი მე ვარ დებილი და უვიცი და თქვენ ხართ მომავალი გოგი გვახარიები... კმაყოფილი ხარ? : |

  • tannk თქვა:
    10 იანვარი 2014 00:03 - ID: 19,
    B2UTY
    "ვითომ გესმოდეთ რამე რაა!!!" - საკუთარი აზრის გამოთქმა, სხვისი მოსაზრების გაქილიკებით არამგონია მთლად ცივილური იყოს. ჩვენ საუკუნეშიც იღებენ ამ ფილმებს და ამაზე კარგის ჩამოთვლაც შეიძლება. უბრალოდ დააკონკრეტე ამ თემატიკას უნდა ეხებოდეს თუ სხვაც შეიძლება და არ დაგზარდები. "სოციუმთან დაკავშირებული მარაზმები" - ანუ სოციუმთან დაკავშირი უძლურება? გრამატიკულად თუ გამართავ ამ ფრაზას, ალბათ მივხვდებით რასაც გულისხმობ. ლამაზ კადრებთან დაკავშირებით, იქნებ შენ გაგემდიდრებინა ლისტი და უფრო მეტი ხარისხიანი ფილმისთვის გეყურებინა. და ჩემი სუბიექტური აზრით ადელს სულაც არ უყვარდა წრფელი სიყვარულით ლეა. აი, ლეას კი ნადვილად. რაღაც რაღაცების აღიარება კი ვირტუალურს სამყაროში არავის არ უჭირს.

  • B2UTY თქვა:
    9 იანვარი 2014 22:49 - ID: 18,
    როგორ მეცინება ამ კრიტიკულ კომენტარებზე: დ ვითომ გესმოდეთ რამე რაა!!! აბა ერთი ბოლო დროს გამოსული ფილმებიდან რომელი ჯობია ამას? ნამდვილი ევროპული ფილმია და ვინც პროპაგანდის და 12 წუთიანი სექსის გარდა ვერაფერი დაინახა, ან უბრალო ლავ სთორიდ მიაჩნია იმას ყურადღებით არ უყურებია. ფილმში სიყვარულის ისტორიის გარდა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია წამოჭრილი, თუნდაც სოციუმთან დაკავშირებული მარაზმები: | გარდა ამისა ლამაზი კადრებია "ვედრო ლარად" და თვალები გაახილეთ რა... ეს ფილმი, და უფრო ადელის პერსონაჟი ჩემთან ძალიან ახლოსაა, ეს პრობლემატიკაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის... და სიყვარული სიყვარულია არ აქვს მნიშვნელობა შენი სქესის ადამიანი გეყვარება თუ განსხვავებული.. ბევრი თქვენგანი იმაშიც ვერ უტყდება საკუთარ თავს, რაშიც ადელი გამოუტყდა, დარწმუნებული ვარ გეშინიათ რაღაც–რაღაცების აღიარების და კიდე ამბობთ ასეთი ფილმები არ გვინდაო: |

  • wellimfine თქვა:
    9 იანვარი 2014 21:25 - ID: 17,
    ჩემთვის ეს ფილმი მარაზმია! ვპიქრობ რომ არავითარ "ზე-ადამიანურ" სიყვარულის გრძნობებზეა.არ ვგიჟდები მსახიობების თამაშზე,უბრალოდ ფილმია რომ საზოგადოებისთვის მეტად მისაღები გახადონ ესეთი წყვილების არსებობა.ფილმი არის პროპაგანდა,მეტი არაფერი)))

  • )))))))) თქვა:
    9 იანვარი 2014 20:00 - ID: 16,
    სად უყურებთ ვინმემ გამაგებინეთ რააააააააა :(

  • NiNi_N თქვა:
    9 იანვარი 2014 19:51 - ID: 15,
    tammsayswhat
    Miss Nothing
    magdaa98

    აი აქ დევს! ფრანგულად, ინგლისური სუბტიტრებით :)

  • NataLefayStew თქვა:
    9 იანვარი 2014 16:47 - ID: 14,
    სასწაულია.ემაააა.ლეაა! love

  • magdaa98 თქვა:
    9 იანვარი 2014 15:37 - ID: 13,
    ციტატა: irmushka11
    მაგარი ფილმია. ამ წამს ვუყურებ


    ლინკი მომეცი რა ყურება მინდა love

  • irmushka11 თქვა:
    9 იანვარი 2014 15:08 - ID: 12,
    მაგარი ფილმია. ამ წამს ვუყურებ

  • Miss Nothing თქვა:
    9 იანვარი 2014 14:45 - ID: 11,
    სად უყურეთ, დადეთ ლინკი ძალიან გთხოვთ ^_^

  • 9 იანვარი 2014 14:16 - ID: 10,
    ციტატა: fuck selena
    რატო მომრავლდა ამ ლეზბიანკებზე ფილმები ტო
    რაარის ამაში უძლიერესი აბა ახსენით ერთი ძალიან მაინტერესებს
    ვუყურე ბოლომდე სრული სისულელე

    ;) შენ როგორც ჩანს სიყვარულის შეგრძნება არ გაგაჩნია და შენნაირი უნიჭოებისთვის არცაა ეს ფილმი გადაღებული. რა საკვირველია ამას ბევრი ვერ მიხვდება და არცაა საჭირო ზოგმა ნახოს, რა აზრი აქვს სექსის მეტს მაინც ვერაფერს დაინახავენ. ამიტომ წადი და მულტფილმების ყურება გააგრძელე. :*

  • tammsayswhat თქვა:
    9 იანვარი 2014 14:14 - ID: 9,
    ლინკი დადეთ რა, ვერსად ვიპოვე : (((

  • ta_mo თქვა:
    9 იანვარი 2014 12:28 - ID: 8,
    უბრალოდ საოცარი ფილმია, მაგრამ რომ არა ლეა და მისი შესრულება ასეთი ნამდვილად არ იქნებოდა.

  • fuck selena თქვა:
    9 იანვარი 2014 00:28 - ID: 7,
    რატო მომრავლდა ამ ლეზბიანკებზე ფილმები ტო
    რაარის ამაში უძლიერესი აბა ახსენით ერთი ძალიან მაინტერესებს
    ვუყურე ბოლომდე სრული სისულელე

  • Nina√ თქვა:
    8 იანვარი 2014 23:43 - ID: 6,
    დამაინტერესა ალბათ ხვალ ვნახავ
    კარგი ნიუსია love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top