10 January 2014      nini.     Views 2 147    
Category: Films, Movies

Beauty & the Beast ამერიკული შოუა, რომელიც ამავე სახელწოდების, 1987 წლის ანიმაციური ფილმის მიხედვით არის გადაღებული. სერიალის პრემიერა შედგა 2012 წლის 11 ოქტომბერს. სერიალი დახურვის პირას იყო, როდესაც გულშემატკივრებმა ძალიან იაქტიურეს და ტელეკომპანია ,,სივიმ" გადაწყვიტა მეორე სეზონის გადაღება.

Beauty and the Beast (TV Series 2012)

კეტრინ ჩენდლერი, იგივე ,,კეტი", არის ჭკვიანი დეტექტივი, რომელმაც იხილა თუ როგორ მოკლეს დედამისი დაქირავებულმა მკვლელებმა და მასაც მოკლავდნენ, რაღაც ურჩხულს რომ არ შეეშალა ხელი. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ ის გადაწყვეტს გახდეს დეტექტივი, რადგან არ სურს კვლავ მსხვერპლის როლში აღმოჩენა.

ის ჩუმად იძიებს დედამისის საქმეს და ძიება ვინმე ვინსენტ კელერამდე მიიყვანს, რომელიც ყველას მკვდარი ჰგონია. ვინსენტი არის ყოფილი ჯარისკაცი. ის იღებდა იმ იქსპერიმენტში მონაწილეობას, რომელიც ,,სუპერ ჯარისკაცების" შექმნას ისახავდა მიზნად. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ჯარისკაცების ორგანიზმში ცვლილებები გამოიწვია. ისინი გახდნენ ბევრად სწრაფები, ძლიერები, გაუძლიერდათ შეგრძნებები.

საკუთარი შესაძლებლობების დახმარებით ვინსენტი კეტრინს ეხმარება ნიუ იორკში მომხდარი დანაშაულებების გამოძიებაში , თუმცა ბევრი რამ იცვლება, როდესაც მიმზიდველი ჯარისკაცი ურჩხულად იქცევა...


მთავარ როლებში არიან : KRISTIN KREUK (კეტრინი) და JAY RYAN (ვინსენტი)

Beauty and the Beast (TV Series 2012)


იხილეთ პირველი სეზონის ტრეილერი.



მეორე სეზონის ტრეილერი



სერიალი ნამდვილად გამოირჩევა კარგი საუნდტრეკით, რომელიც ძალიან ემოციური და შთამაგონებელია.





იხილეთ ფოტოები

Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)
Beauty and the Beast (TV Series 2012)


2013 წელს სერიალი ,,ხალხის არჩევანზე" წარდგენილი იყო ნომინაციაში ,,საუკეთესო ახალი სატელევიზიო დრამა" და მათ გაიმარჯვეს.




2014 წელს ასევე ,,ხალხის არჩევანზე" სერიალი კვლავ წარდგენილი იყო ნომინაციაში
Favorite Sci-Fi/Fantasy TV Show და მათ გაიმარჯვეს.

ამავე წელს სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი- Kristin Kreuk (კეტრინი) წარდგენილი იყო ნომინაციაში როგორც Favorite Sci-Fi/Fantasy TV Actress და მან ასევე გაიმარჯვა.

Beauty and the Beast (TV Series 2012)

როგორც ჩანს ეს წელი სერიალისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, რადგან მხოლოდ ორ ნომინაციაში იყვნენ წარდგენილნი და ორივეში გაიმარჯვეს.


თუ უყურებთ სერიალს დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. რა მოგწონთ და რა არა. მიუხედავად ყველაფრისა სერიალს მაინც დაბალი რეიტინგი აქვს და ჯერ არ არის გადაწყვეტილი იხილავს თუ არა სინათლის შუქს მესამე სეზონი. პირადად მე ამის დიდი იმედი მაქვს.


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top