;
9 თებერვალი 2014      m.a.r.i     5 კომენტარი     ნანახია 3002-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები




Yves Saint Laurent / ივ სენ ლორანი

2014 წლის 8 იანვარს კინოეკრანებზე გამოვიდა ჟალილ ლესპერის ფილმი „ივ სენ ლორანი“. ეს ლესპერისთვის, რომელიც მანამდე სამსახიობო კარიერას ეწეოდა მესამე სარეჟისორო ნამუშევარია. ფილმში მთავარ როლს პიერ ნინი ასრულებს, ხოლო ივ სენ ლორანის პარტნიორ პიერ ბერჟს გიიომ გაიანი თამაშობს. ფილმის სცენარი ძირითადად ეფუძნება ლოურენს ბენაიმის ივ სენ ლორანის ბიოგრაფიას და პიერ ბერჟის მემუარებს„წერილები ივს“.



პარიზი 1957 წელი. 21 წლის ახალგაზრდა ივ სენ ლორანი კრისტიან დიორის თანაშემწე ხდება, ხოლო დიორის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი მოდის სახლის არტ–დირექტორი. მის პირველ კოლექციას უდიდესი წარმატება ჰქონდა, ხოლო სულ რაღაც 26 წლისამ პიერ ბერჟთან ერთად საკუთარ მოდის სახლს აარსებს, მაგრამ წარმატებას მოჰყვა შემოქმედემითი კრიზისი და კონფლიქტები, რომლებმაც ახალგაზრდა არტისტს ძალა გამოაცალა. ფილში გარდა დიზაინერის ადრეული წლებისა, ყურაღება ასევე გამახვილებულია, მისი და პიერ ბერჟის სასიყვარულო ურთიერთობასა და მის დამოკიდებულებაზე ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე.








ფილმი ფრანგული კინოგაქირავების ლიდერი გახდა და დადებით გამოუხმაურებასთან ერთად უარყიფითიც- ჰპოვა. საზოგადოების და კრიტიკოსთა ნაწილმა თქვა, რომ ივი სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორიც ფილმშია წარმოჩენილი და მისი ბნელი მხარეები ჟალილ ლესპერის მიერაა გამუქებული. რაც შეეხება პიერ ბერჟს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ივ სენ ლორანის პარტნიორი იყო, ფილმი მოიწონა და თქვა: „ფილმი არ აჩვენებს გარკვეულ მხარეებს, ის ავლენს სიმართლეს.ყველა მამაკაცს აქვს ბნელი და ნათელი მხარეები. ჩემი ცხოვრება ივთან არ ყოფილა ზღაპარი. მე არ შევცვლიდი არაფერს. იცი, როდესაც პროექტი შენი არ არის და ენდობი ვინმეს ამ შემთხვევაში ჟალილს, შენ ვალდებული ხარ მიიღო საგნები ისეთი როგორიც არის და არ უნდა მოახდინო კონცენტრირება დეტალებზე რომელიც არ მოგწონს, არის დეტალები, რომელიც არ მომწონს, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. ფილმი შენ უნდა მიიღო მთლიანად, ისეთი როგორიც არის.“

Yves Saint Laurent Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent

პიერ ბერჟს ასევე მოეწონა პიერ ნინის შესრულება და თქვა, რომ ეს მისთვის დამაბნევლი იყო:
„მე ვფიქრობდი, რომ თვით ივ სენ ლორანი იყო“.

პიერ ნინიმ კი, განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი როლო, რომელიც კი ოდესმე ჰქონია და გამოცდილება, რომლითაც ამაყობს. „ხუთი თვის განმავლობაში ჩაძირული ვიყავი ლიტერატურაში, გავიარე კურსები მოდის დიზაინსა და ხატვაში, რადგან მე უნდა ვყოფილიყავი ივ სენ ლორანი მთელი გრძნობით, მისი მომხიბლელობითა და ხმით". მან ასევე ისწავლა კერვა და ურთიერთობა ჰქონდა ოდრი სენიზთან - მოდის ილუსტრატორთან, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ივ სენ ლორანთან.
Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent

ბერჟი, ლესპერს, როგორც მორალური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც დაეხმარა– ფონდით, რომელშიც ინახება კაბები ივ სენ ლორანის ადრეული კოლექციებიდან და ა.შ. მაგალითად ფილმში წარმოდგენილია ივ სენ ლორანის პირველი კოლექციიდან მართლაც რეალური რამოდენიმე სამოსი
Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent
ფილმმა გახსნა წლევანდელი ბერლინალეს პანორამის სექცია.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კიდევ ერთი ფილმი გამოდის ივ სენ ლორანზე, რომლის
რეჟისორი ბერტნარ ბონელოა, ხოლო ივ სენ ლორანის როლს გასპარ ულე თამაშობს.

Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent
Yves Saint Laurent

კატეგორია: ფილმები
Tags:

5


  • elga თქვა:
    10 თებერვალი 2014 18:42 - ID: 5,
    გასპარის ფილმი მაინტერესებს

  • camilla თქვა:
    10 თებერვალი 2014 13:50 - ID: 4,
    გასპარისას მოუთმენლად ველი გასპარ ულიელი ლუი გარელი და ლეა სიდუ ერთად drunk საშინლად ველოდები love

  • Dudu თქვა:
    10 თებერვალი 2014 00:04 - ID: 3,
    პიერ ნინი საყვარელი ტიპია,გაეხსნა გზა დიდ კინოში smile მაინტერესებს ფილმი,ველოდები მოუთმენლად.

  • i like you თქვა:
    9 თებერვალი 2014 23:55 - ID: 2,
    1 სული მაქვს როდის დაიდება ინტერნეტში ძალიან მინდა ყურება love

  • loseyourself თქვა:
    9 თებერვალი 2014 21:54 - ID: 1,
    ამ მსახიობზე დიდ იმედებს არასოდეს ვამყარებდი და არ მეგონა რომ რამეს მიაღწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი რომ ვიხსენებ მის როლებს სულაც არ თამაშობს ცუდად, და საინტერესო ჩანს, მოუთმენლად ველოდები <3 <3 სულ ახალ ახალ ტალანტებს Vარჩევ და ვავსებ სიას ჩემი საყვარელი მსახიობებისა, მას რა თქმა უნდა იქ ჯერ არ შეესვლება მაგრამ საინტერესო ახალგაზრდაა fellow laughing winked request

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top