;
15 აპრილი 2014      liliana     0 კომენტარი     ნანახია 1274-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Saving Mr. Banks

Saving Mr. Banks -ასე ეწოდება რეჟისორ ჯონ ლიი ჰენკოკის 2013 წლის ფილმს, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები ტომ ჰენქსი, ემა ტომპსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ. ფილმის ოფიციალური პრემიერა 2013 წლის 29 ნოემბერს ირლანდიაში შედგა. Imdb-ის მონაცემებით ფილმის ინტელექტუალური კოეფიციენტი 10 -დან 7,7-ია. Saving Mr. Banks არის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ნამუშევარი და მოგვითხრობს თუ როგორ ცდილობს ვოლტ დისნეი,რომლის როლს ფილმში ტომ ჰენქსი, თამაშობს 20 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ Mary Poppins-ის ეკრანიზაციას, თუმცა მას უთანხმოებები წიგნის ავტოთან პამელა ტრევერსთან ექმნება.მკაცრი ინგლისელი ლედი ,რომელიც თავად არის ჩართული ფილმის შექმნის პროცესში ,დაუსრულებლად ითხოვს Mary Poppins-ის ორიგინალურობის შენარჩუნებას, რათა ფილმი ტიპიურ ჰოლივიდურ ანიმაციას არ დაემსგავსოს. ფილმი საკმაოდ დინამიური და მხიარულია და ბევრს საკუთარ ბავშვობას გაგახსენებთ.





პამელა ლინდონ ტრევერსი 1899 წლის 9 აგვისტოს ქვინსლენდში ,ავსტრალიაში დაიბადა.მამამისი ტრავერს რობერტ გოფი ხშირად სვამდა და საბოლოოდ იმსხვერპლა კიდეც ალკოჰოლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ.პატარა პამელსათვის მამის სიკვდილი დიდი დარტყმა აღმოჩნდა,მიუხედავად იმისა რომ მამა მთელ დღეებს ალკოჰოლის მიღებაში ატარებდა მწერალს იგი გაგიჟებით უყვარდა.თუმცა 7 წლის პამელა მამის გარდაცვალებამდე დედის სუიციდსაც შეესწრო. გაჭირვებისა და ქმრის ლოთობისგან გადაღლილმა მარგარეტმა ტბაში თავის დახრჩობა სცადა თუმცა მას პამელა დაედევნა და საბოლოოდ დედამ თავის მოკვლა გადაიფიქრა.

Mary Poppins ის შექმნისას,რომელიც ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა
მწერლის შთაგონების წყარო მისი დეიდა ჰელენ მორელედი გახდა,რომელიც დედის სუციდის მცდელობის შემდეგ მათთან გადმოვიდა საცხოვრებლად რათა პატარა პამელასთვის და მისი ორი დისთვის მზრუნველობა გაეწია.მწერალს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა რაც კარგად არის გადმოცემული ფილმში და მისი ცხოვრების ისტორია ნაბიჯ -ნაბიჯ ვითარდება .

Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks

Saving Mr. Banks

ფილმის სიუჟეტი კი შემდეგია:ვოლტ დისნეი დაპირდა ქალიშვილებს ,რომლებსაც ძალიან უყვარდათ მერი პოპინსი ,რომ აუცილებლად გადაიღებდა ფილმს მათ საყვარელ პერსონაჟზე,თუმცა მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ამ ყველაფერს 20 წელიწადი დასჭირდებოდა.წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ 1961 წელს ,პამელა ტრევერსი ვოლტ დისნეის მიწვევით ჩადის ლოს-ანჯელესში .მწერალი ჩასვლისთანავე აქტიურად ჩაერთო ფილმის სცენარის და მუსიკის შექმნის პროცესში,რადგან მას ეშნოდა რომ საკუთარ პერსონაჟს წაართმევდნენ და ჰოლივუდური პოპ კულტურისთვის დამახასიათებელ მიუზიკლს გადაიღებდნენ.


რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ პამელა ტრევერსმა გადაწყვიტა ლონდონში დაბრუნება რადგან მისთვის მიუღებელი იყო ფილმის სცენარი და გადაღების სტილი .ვოლტ დისნეი ამაოდ ცდილობდა მის დარწმუნებას რომ ფილმი საუკეთესო გამოვიდოდა მათ შორის რაც კი ოდესმე გადაუღიათ ,პამელა დისნე ლენდშიც კი წაიყვანა ,თუმცა ამაოდ.

ვოლტ დისნეი კი ბოლო ძალებს მოიკრებს და პამელას ლონდონში ჩააკითხავს, სწორედ მათი დიალოგის შემდეგ დათანხმდება მწერალი მერი პოპინსის ეკრანიზაციას. ფილმის დასასრული საკმაოდ ემოციურია, განსაკუთრებით კი თვითონ პამელასთვის.



სურათზე :ვოლტ დისნეი ქალიშვილებთან ერთად კითხულობს მერი პოპინსს
სურათზე :ვოლტ დისნეი პამელა ტრავერსთან ერთად ფილმის პრემიერაზე




Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks

Saving Mr. Banks Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks Saving Mr. Banks
Saving Mr. Banks Saving Mr. Banks

კატეგორია: ფილმები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top