;
24 მაი 2014      Hermione...♥     18 კომენტარი     ნანახია 3261-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები

რასელ ქროუს საუკეთესო როლები

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

ოსკაროსანმა რასელ ქროუმ , რომლის სამსახიობო დებიუტიც 42 წლის წინ შედგა, თავისი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერის მანძილზე არაერთი გენიალური შესრულება აჩუქა კონომოყვარულებს. ქროუმ შეძლო გლადიატორად ქცეული უშიშარი მხედართმთავრით დაწყებული, შიზოფრენიით შეპყრობილი მეცნიერით დამთავრებული, უამრავი პერსონაჟის თანაბარი დამაჯერებლობით გაცოცხლება, რისთვისაც ბევრი მას თავისი თაობის საუკეთესო მსახიობად მიიჩნევს. წარმოგიდგენთ რასელ ქროუს 10 საუკეთესო როლს, რომელთა შესრულებითაც მან ხალხისა და კრიტიკოსთა ერთნაირი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

L.A. Confidential/ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი (1997)

კურტის ჰენსონის "ლოს ანჯელესის საიდუმლოებანში" ვენდელ (ბად) უაითის როლის შესრულებით ქროუმ, რომელიც მანამდე მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ფილმებში თამაშობდა და მხოლოდ ვიწრო სეგმენტის მაყურებელთათვის იყო ცნობილი, უამრავი პრესტიჟული ჯილდოსა და მსოფლიო პოპულარობის მოპოვება შეძლო. ფილმი, რომელშიც მსახიობს პარტნიორობას კევინ სპეისი, გაი პირსი, კიმ ბესინჯერი, ჯეიმს კრომველი და დენი დე ვიტო უწევენ, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ლოს-ანჯელესში მოღვაწე პოლიციელების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სერიული დანაშაულების გასახსნელად ყველაფერზე წამსვლელნი არიან. ნამუშევარი როგორც კომერციული, ისე შეფასებების მხრივ წარმატებული გამოდგა და დღესდღეობით IMDb-ს ტოპ 250 ფილმის სიის ასეულშია.

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

The Insider/თავისიანი (1999)

მაიკლ მენის "თავისიანში" ქროუმ ჯეფრი ვიგანდის როლი შეასრულა, რისთვისაც პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო. ბიოგრაფიულ თრილერში, რომელშიც მკვლევარი ქიმიკოსი პიროვნულ და პროფესიულ დარტყმას იღებს, ასევე მონაწილეობენ ალ პაჩინო და კრისტოფერ პლამერი.

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

Gladiator/გლადიატორი (2000)

რეჟისორ რიდლი სკოტის ისტორიულ ბლოკბასტერში ქროუ ღალატის შემდგომ გლადიატორად ქცეული რომაელი გენერლის, მაქსიმუსის როლს ასრულებს. ნამუშევარმა, რომელიც IMDb-ს ტოპ 250 ფილმის სიაში 47-ე ადგილზეა და რომელშიც ასევე მონაწილეობენ ხოაკინ ფენიქსი, რიჩარდ ჰარისი და კონი ნილსენი, ქროუს ოსკარი მოუტანა და მაშინდელ ჰოლივუდში ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცია.

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

A Beautiful Mind/ბრწყინვალე გონება (2001)

რონ ჰოვარდის ბიოგრაფიულ დრამაში შესრულებული ჯონ ნეშის როლისთვის ქროუმ ოქროს გლობუსი და რიგით მე-3 ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ფილმმა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ჯენიფერ კონელი, ედ ჰარისი, კრისტოფერ პლამერი და პოლ ბეთანი და რომელიც შიზოფრენიით დაავადებული ინტროვერტი მათემატიკოსის განსაცვიფრებელ ისტორიას მოგვითხრობს, 4 ოსკარი პიიღო და IMDb-ს ტოპ 250 ფილმის სიაშიც საპატიო ადგილი უჭირავს.

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

Master and Commander: The Far Side of the World/ზღვის მბრძანებელი: სამყაროს კიდეზე (2003)

პიტერ ვეირის სათავგადავასლო დრამაში შესრულებული კაპიტან ჯეკ ობრის როლისთვის ქროუმ კიდევ ერთი ოქროს გლობუსის ნომინაცია მოიპოვა. სურათმა, რომელიც ნაპოლეონის ომების ხანაში მოღვაწე უშიშარი ბრიტანელი კაპიტნის შესახებ მოგვითხრობს, 2 ოსკარი მიიღო.

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

Cinderella Man/ნოკდაუნი (2005)

რასელ ქროუსა და რონ ჰოვარდის რიგით მეორე პროექტიც წინას მსგავსად საკმაოდ წარმატებული გამოდგა. "ნოკდაუნი" დიდი დეპრესიის პერიოდში მცხოვრები ყოფილი მოკრივის, ჯიმი ბრედოკის (ქროუს პერსონაჟი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოჯახის სარჩენად ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაზეა თანახმა. ფილმმა, რომელშიც ასევე თამაშობენ რენე ზელვეგერი და პოლ ჯიამატი, ქროუს რიგით მეხუთე ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.

რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები

***

რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები
რასელ ქროუს საუკეთესო როლები რასელ ქროუს საუკეთესო როლები

კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

18


  • Hermione...♥ თქვა:
    28 მაი 2014 19:19 - ID: 18,
    tamo,
    დიდი მადლობა feel

  • tamo თქვა:
    26 მაი 2014 14:35 - ID: 17,
    ციტატა: Hermione...♥
    ვიფიქრე საატესტატოების ჩაბარების აღსანიშნავად რამე ნიუსს დავდებ-მეთქ

    ატესტატს გილოცავ :)

  • Hermione...♥ თქვა:
    26 მაი 2014 13:34 - ID: 16,
    tamo,
    რისი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა :)
    TikuSi,
    ჰო, სახალისო ფილმია, მაგრამ ერთხელ საყურებელი Rom-Com-ის შედევრების გვერდით მოთავსება მგონი ცოტა არაადეკვატური იქნებოდა.

  • TikuSi თქვა:
    26 მაი 2014 09:54 - ID: 15,
    "A GOOD YEAR" ძაან მააგრი ფილმიიააა კიდე რასელის მონაწილეობით, მარიონთან ერთად თამაშობსს :* :* :*

  • tamo თქვა:
    25 მაი 2014 22:08 - ID: 14,
    ვაიმე,ასე არცერთი სიახლე არ გამხარებია და მადლობა შეენ.
    ვგიჟდები ამ ადამიანზე უკვე წლებია,მემგონი რასელთან და "გლადიატორთან" ერთად გავიზარდე.იქ ჰო სასწაულად თამაშობს,მაგრამ "ბრწყინვალე გონების" ნახვის შემდეგ მივხვდი,რომ არანორმალურად ნიჭიერი და თავის საქმის მცოდნე ადამიანია.გაშტერებული და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი აი საოცარია,მართლაც ბრწყინვალე ფილიმია და რასელის შეუდარებელია.
    "ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი" ესეც მომწონს და აქაც შეუდარებელია.
    'ნოკდაუნშიც" ვაიმეე გენიოსია.

    ვგიჟდები ჩემი მამიკო <3 <3 აი,ყველანაირად მომწონს <3
    http://www.youtube.com/watch?v=RTcflrnQt74 აქ სასწაული კაციაა :D <3

  • tako_takunebi თქვა:
    25 მაი 2014 19:20 - ID: 13,
    მისი ყველა ფილმი ნანახი მაქვს, ძალიან ნიჭიერია <3

  • ano... თქვა:
    25 მაი 2014 17:37 - ID: 12,
    უნიჭერესი კაცია <3

  • Hermione...♥ თქვა:
    25 მაი 2014 16:06 - ID: 11,
    BarcaFan,
    მადლობა შენ, რომ მოგეწონა ♥
    ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮,
    მადლობა, მარიიი ♥

  • keetaa თქვა:
    25 მაი 2014 15:39 - ID: 10,
    მიყვარს

  • 25 მაი 2014 15:14 - ID: 9,
    უნიჭიერესია love A beautiful mind მომწონს ყველაზე მეტად.სიახლე როგორც ყოველთვის მაგარია love

  • BarcaFan თქვა:
    24 მაი 2014 23:40 - ID: 8,
    ციტატა: Hermione...♥
    Hermione...♥

    ძააან დიდი მადლობა ესე კარგად რო მომილოცე ატესტატის აღებაა <3

  • Hermione...♥ თქვა:
    24 მაი 2014 23:37 - ID: 7,
    MARAUDER,
    odmerly,
    liliana,
    NiNi_N,
    მადლობა ყველაფრისთვის, გოგონებო! ♥ "რობინ ჰუდის" სიაში შეტანა, სხვათა შორის, მინდოდა, მაგრამ კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს როგორც ფილმი, ისე რასელის პერფორმანსი და თავი შევიკავე. არადა მე მომწონს...

    * კრისტოფერ ნოლანის შემოქმედებაზე ნიუსი დაგაინტერესებთ?

  • NiNi_N თქვა:
    24 მაი 2014 23:06 - ID: 6,
    "ბრწყინვალე გონება" გენიალური ფილმია, რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო სულ ცრემლებად ვიღვრები <3 ემოციურია ♥ ძალიან მომწონს ასევე "კარგ წელში", კარგი ფილმიცაა და მაგრადაც თამაშობს ♥
    ნუ "გადიატორი" ისეთ ფილმია ძნელად თუ დავიჯერებ ვინმეს არ ქონდეს ნანახი (ნახევრად მაინც)! რობინ ჰუდშიც ძალიან კარგია ქეით ბლანშეტთან ერთად ♥ კარგი ნიუსია :)

  • demetria თქვა:
    24 მაი 2014 22:55 - ID: 5,
    ბრწყინვალე გონებაა და გლადიატორი გამოირჩეულად ))))

  • liliana თქვა:
    24 მაი 2014 22:49 - ID: 4,
    ნამდვილად კარგი მსახიობია.. განსაკუთრებით მისი უბრალოება მიზიდავს......კარგი სიახლეა...

  • odmerly თქვა:
    24 მაი 2014 22:46 - ID: 3,
    ვაიმე მეც ჩავაბარე! ვინც ჩააბარეთ სულით და გულით გილოცავთ ! ეს კაცი არის ჩემი იდეალი :( როგორ მწყინს რო ბერდება

  • MARAUDER თქვა:
    24 მაი 2014 21:38 - ID: 2,
    ასე მალე არ ველოდი ამ ნიუსს :D :D შესანიშნავი ფილმები ამოგირჩევია <3 რასელი ძაააააალიან მიყვარს, მაგრამ ვერ დავიტრაბახებ, რომ მისი ყველა ფილმი ნანახი მაქვს :/
    Ps. გილოცავ საატესტატოების ჩაბარებას <3 :)

  • Hermione...♥ თქვა:
    24 მაი 2014 21:14 - ID: 1,
    აჰემ, ვიფიქრე საატესტატოების ჩაბარების აღსანიშნავად რამე ნიუსს დავდებ-მეთქი ^_^
    რასელზე რა ვთქვა, მარტო თავისი თაობის კი არა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია ♥ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, "ბრწყინვალე გონებაში" მომწონს მისი შესრულება (ვიცი, ტვინი წავიღე ამ ფილმით, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და რა ვქნა - ყველა სცენა საკულტოა, ყველა პერფორმანსი საოცრად ბუნებრივი, სიუჟეტი კი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და იმედისმომცემი), მაგრამ აქ მოცემული 6 ფილმიდან მინდა გითხრათ, რომ ყველაში ფენომენალურია. მდიდარი ფილმოგრაფია აქვს და ბევრად გრძელი ნიუსის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ გადავწყვიტე ექსკლუზიურად მხოლოდ must-see ნამუშევრები შემეტანა ჩამონათვალში და იმედია არ მიწყენთ. ისე, რამდენადაც აქ მოცემულ ფილმებს ვეთაყვანები, იმდენადვე გამიცრუა "ნოემ" იმედი. ჯენიფერი და რასელი კარგად თამაშობდნენ, მაგრამ სხვა ყველა კრიტერიუმით უსაზიზღრესი ფილმია, არონოფსკიზე კი შთაბეჭდილება დამეკარგა, "რექვიემის" რეჟისორს ტრანსფორმერების პაროდიის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გადაღება არ ეკადრებოდა :\

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top