;
30 მაი 2014      liliana     9 კომენტარი     ნანახია 3833-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები

Top 10 Best Al Pacino Movies Top 10 Best Al Pacino Movies Top 10 Best Al Pacino Movies

73 წლის ალბერტ ჯეიმს პაჩინო - ან როგორც ჩვენ ყველანი ვიცნობთ ალ პაჩინო წლებია ჰოლივუდის კინოინდუსტრიის გენიად რჩება. ხმის მაღალი და ჩახლეჩილი ტემბრი, შესრულების საოცარი მანერა, სცენარის ემოციურად, დრამატულად და გულწრფელად გადმოცემის უნარი მსახიობის სავიზიტო ბარათია, რომელმაც მას თაობების სიყვარული მოუტანა.იგი ცოცხალი ლეგენდაა ,რომელმაც ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა "Scent of a Woman ","Godfather" და "Scarface". მსახიობი ხშირად თამაშობს გავლენიან და კრიმინალურ პერსონაჟებს ან მორალურად თუ პერსონალურად სუფთა წარსულის მქონე ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობისა და დანაშაულის ჩადენისაკენ, რის გამოც მას როგორც საზოგადო პერსონას არც თუ სახარბიელო იმიჯი ჰქონდა. ათეული წლებია ალ პაჩინო კინოს გარდა თეატრშიც მოღვაწეობს, სადაც არანაკლებ პოპულარულია მისი შესრულებული როლები.მას კინოსა და თეატრის უმაღლესი ჯილდოები Oscar ერთჯერ , Tony Awards ორჯერ და Golden Globe Awards ოთხჯერ აქვს აღებული. წარმოგიდგენთ ალ პაჩინოს 10 საუკეთესო კინოროლს.


The Insider -ამერიკელი რეჟისორის მაიკლ მენის 1999 წელს გადაღებული დრამაა ,რომელშიც ალ პაჩინოსთან ერთად რასელ ქროუ და ქრისტოფერ ფლამერი თამაშობენ. ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და ასახავს ამერიკული თამბაქოს ინდუსტრიის ბნელ და კრიმინალურ მხარეებს .სცენარის ავტორისთვის ერიკ როსისთვის ფილმის სცენარის შექმნის ინსპირაციის წყარო Vanity Fair -ის ჟურნალისტის მარია ბრენერის არტიკლი "The Man Who Knew Too Much წარმოადგენდა ,რომელიც თანბაქოს ინდუსტრიის განსგსტერის ჯეფრი ვიგანდის ცხოვრებას და მოღვაწეობას შეეხებოდა.ფილმი ეკრანებზე 1999 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. The Insider ნომინირებული იყო ოსკარის 7 სხვადასხვა ნომინაციაზე.


Scent of a woman 1992 წელს რეჟისორ მარტინ ბრესტის მიერ გადაღებული ლეგენდარული დრამაა ,რომელშიც ალ პაჩინოს პარტნიორობას კრის ო დონელი უწევს. ფილმში შესრულებული ბრმა, ლოთი და ჭირვეული ლეიტენანტის როლისთის ალ პაჩინომ ოსკარი აიღო,გარდა ამისა ფილმს აღებული აქვს 3 ოქროს გლობუსი . Scent of a woman ჰოლივუდის კინოკლასიკაა,პაჩინოს მიერ შესრულებული ბრმა მოხუცის ტანგო დღემდე უნიკალურ კინოკადრად რჩება.




Serpico-ამერიკელი რეჟისორის სიდნეი ლუმეტის 1973 წელს გადაღებული დრამაა.ფილმი შეეხება ამერიკელი პოლიციელის ფრანკ სერპიკოს ცხოვრებას ,რომელიც ცდილობს გაექცეს ნიუ იორკში გაბატონებულ კორუფციულ სისტემას ,თუმცა მას მისი მეგობრები უღალატებენ და მის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის 2 ნომინაციაზე.


Heat- მაიკლ მენის 1995 წელს გადაღებული ფილმია ,რომელშიც ალ პაჩინოს პატრნიორობას რობერტ დე ნირო და ვალ კილმერი უწევენ. ფილმში ალ პაჩინო ლოს ანჯელესის პოლიციის თანამშრომლის, რობერტ დე ნირო მძარცველის როლს ასრულებს.მიუხედავად მათი პროფესიული მტრობისა ისინი თავს ისე ახლობლები თვლიან როგორც კარგი მეგობრები.რობერტ დე ნიროს პერსონაჟს ,პროფესიონალ მძარცველს ყავს მეუღლე ,მაგრამ მას უყვარდება სხვა ქალი რაც მის ხასიათში არ ზის,რაც ხდება მისი დილემის მიზეზი „სამუშაო“ თუ ქალის პრინციპები. ფილმის რეჟისორმა და სცენარიტმა მაიკ მენმა მის მიერ შექმნილ პერსონაჟებზე გადაცხადა: „ეს არ არის მხოლოდ ექშენის კატეგორიის ფილმი.დიალოგები საკმაოდ რთული და კომპლექსურია ,რაც საშუალებას აძლევს პერსონაჟებს თქვან ის რაც უნდათ.“


Dog day Afternoon წარმოადგენს 1975 წელს სიდნეი ლუმეტის მიერ გადაღებულ კრიმინალურ დრამას,რომლის პროდიუსერიც მარტინ ბრეგმანია.ფილმის სცენარისტს ფრანკ პიერონს ფილმისთვის სცენარის შექმნის იდეა მცირე საგაზეთო სტატიის "The Boys in the Bank" -ის წაკითხვის შემდეგ დაებადა, რომელიც ბრუკლინის ბანკის გაქურდვას შეეხებოდა.ჯონ ვოჯტოვიცმა და სალვატორე ნატურალემ ბანკი 1972 წლის 22 აგვისტოს გაქურდეს.ფილმში ალ პაჩინო ერთ-ერთი მზარცველის როლს ასრულებს.1970-იან წლების ალ პაჩინოს კინოკარიერაში, ლეგენდარული „ნათლიმამა“-ს შემდეგ Dog day Afternoon ყველაზე წარმატებული ფილმია.



Carlito’s way-ბრაიან დე პალმას 1993 წელს გადაღებული კრიმინალური ტრილერია.ფილმშ ალ პაჩინო თამაშობს პუერტო რიკოელი კრიმინალის როლს,რომელაც სასჯელი მოიხადა ციხეში და ცდილობს წარსული ბინძური ცხოვრება დაივიწყოს და ახალ ეტაპზე გადავიდეს.


Scarface-ბრაიან დე პალმას მიერ 1983 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმია,რომლის სცენარის ავტორი ოლივერ სტოუნია.ფილმში ალ პაჩინოს პატრნიორობას მიშელ ფაიფერი უწევს.ფილმი შეეხება 1980-იან წლებში მაიამიში გაბატონებულ გაცხარებულ ნარკოვარჭრობას .თავად პაჩინოც ფილმში ერთ -ერთ ძლევამოსილ ნარკო განგსტერს თამაშობს.






Insomnia -2002 წლის ამერიკული თრილერი, რომლის რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი. ის არის 1997 წლის ამავე სახელწოდების ნორვეგიული ფილმის ამერიკული რემეიქი. სურათი მოგვითხრობს ორი დეტექტივის შესახებ, რომლებიც ჩადიან ალასკაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მკვლელობის გამოსაძიებლად. გამოძიება მიმდინარეობს ალასკას „მზიანი“ სეზონის განმავლობაში, რის გამოც ფილმის პროტაგონისტი (ალ პაჩინო) ვერ ახერხებს დაძინებას მუდმივ სინათლეში. სურათში ასევე მონაწილეობენ რობინ უილიამსი და ჰილარი სუონკი.


Donnie Brasco - ფილმი ამერიკულ კრიმინალურ დრამას წარმოადგენს, მაიკ ნიუველის ფილმში ალ პაჩინოს და ჯონი დეპის დუეტს იხილავთ, 1997. ალ პაჩინო ხანშიშესულ მაფიოზს ანსახიერებს, რომელსაც ესაჭიროება ახალგაზრდა თანაშემწე. მას სჯერა დონისი და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებს. დონი გრძნობს თავის დაუსჯელობის და ხვდება: როგორც არ უნდა ჩაეთრია ახალ ცხოვრებას, რომელიც მას უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს, უკან დაბრუნება ჯერ გვიანი არა. საჭიროა მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯი გააკეთო და უღალატო იმას, ვინც მისი ნამდვილი მეგობარი გახდა




Godfather

Godfather part 3 -ფრანცის ფორ კოპოლას მიერ 1990 წელს გადაღებული გენიალური ტრილოგიის ბოლო ნაწილია.ფილმი გაგრძელება კვლავ შეეხება მაიკლ კორლეონეს ცხოვრებას ,რომელიც 1979 წელს ცდილობდა საკუთარი ბიზნესის ლეგიტიმაციას ნიუ იორკსა და იტალიაში.ფილმის სცენარი ეკუთვნის მარიო პიუზოს და ფრანცის ფორდ კოპოლას. Godfather part 3 ნომინირებული იყო ოსკარის 7 ნომინაციაზე.




Godfather part 2 - ფრანცის ფორდ კოპოლას მიერ გადაღებული „ნათლიმამას“ მეორე ნაწილი.ფილმში ალ პაჩინოს გარდა რობერტ დე ნიროს თამაშბს. Godfather part 2-ს აღებული აქვს 6 ოსკარი.



Godfather-ფრანცის ფორდ კოპოლას 1972 წელს გამოსული ლეგენდარული ტრილოგიის პირველი ნაწილი,რომელსაც 3 ოსკარი აქვს აღებული და თამაშობენ ისეთი მსახიობები როგორებიცაა :ალ პაჩინო,რობერტ დუვალი,ჯონ ჩაზალე,ჯეიმს კანი. ფილმისთვის მუსიკა დაწერა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა ნინო როტამ.

კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

9


  • demetria თქვა:
    31 მაი 2014 19:18 - ID: 8,
    საოცარიი კაცია, კაცი ლეენდა <33 აი ნათლიაზე და ქალის სურნელზე ვგიჟდებიი <33

  • Hermione...♥ თქვა:
    31 მაი 2014 16:48 - ID: 7,
    The Insider-ისა და Insomnia-ს ჩამონათვალში ხილვას არ მოველოდი, სათანადოდ არ აფასებენ ამ ფილმებს და ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა მათი აქ ნახვა ♥
    ისიც კარგია, რომ სიაში The Devil's Advocate არაა, თორემ ძალიან გავბრაზდებოდი.
    The Godfather, Scarface და Scent of a Woman კი შედევრებია, მაგრამ დღესდღეობით უკვე ზედმეტად გაპაპსავებული...
    Dog Day Afternoon რამდენჯერმე მაქვს ნანახი, ოღონდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ამ დღეებში წესიერად ვუყურებ.

  • krist...star თქვა:
    31 მაი 2014 14:59 - ID: 6,
    საუკეთესო მსახიობია ! <33

  • mis nina თქვა:
    31 მაი 2014 13:19 - ID: 5,
    მართლა ნიჭიერი კაცია მაგრამ მე არ მომწონს

  • ano... თქვა:
    31 მაი 2014 12:53 - ID: 4,
    უნიჭერესი კაცია

  • Perfection❣ თქვა:
    30 მაი 2014 23:27 - ID: 3,
    ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და გენიოსი მსახიობია! მისი ფანი ვარ! განსაკუთრებით "ნათლიას" და "ნაიარევ სახეს" გამოვარჩევდი. ალ♥

    კარგი პოსტია!

  • tata111 თქვა:
    30 მაი 2014 23:18 - ID: 2,
    ყველაზე მაგარია,სასწაული მსახიობია.

  • doit თქვა:
    30 მაი 2014 21:46 - ID: 1,
    ნათლიმამა და ქალის სურნელი განსაკუთრებით მაგარია,ძალიან კარგად თამაშობს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top