4 June 2014      nick23     Views 2 964    
Category: Films, Movies / Stars



”Equals”-ს გახლავთ კიდევ ერთი ახალი პროექტი მსოფლიო კინო ინდუსტრიაში, რომლის გადაღებაც ამ წლის აგვისტოშია დაგეგმილი. ადაპტირებული სცენარი ნათან პარკერს ეკუთვნის, ხოლო ფილმის რეჟისორი დრეიკ დორემუსი გახლავთ. ამჟამად ”Equals”-ის ქასტის მხოლოდ ორი წევრია ცნობილი, ფილმში მთავარ როლებს ინგლისელი მსახიობი ნოკოლას ჰოლტი და ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი შეასრულებენ.

ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მსოფლიოზე, სადაც ცხოვრობენ ახალი თანამედროვე ადამიანები, სადაც ცხოვრება არის სამართლიანი, სრულყოფილი. არ არსებობს სიღარიბე, სიხარბე, ძალადობა და არც ემოცია. თუმცა ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება, ახალი დაავადება, რომელსაც მოჰყვება დეპრესია, მგრძნობელობა, შიში, სიყვარული. ფილმის მთავარი გმირი სილასი (ნიკოლას ჰოლტი) არის ინფიცირებული, რომელიც შეამჩნევს ერთ ადამიანს ნიას (კრისტენ სტიუარტი) და მის მიმართ გრძნობებიც გაუჩნდება, თუმცა ამ ყველაფერს მალავს. მალე ეს გრძნობა ორმხირივი გახდება და ამ უგრძნობ სამყაროში ისინი იქნებიან პირველები რომლებიც იგრძნობენ სიყვარულს პირველად ცხოვრებაში მაგრამ......

კრიტიკოსები ფილმს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რადგან სცენარი გახლავთ ძალიან განსხვავებული და მათი აზრით ამ ფილმს კარგი გამოხმაურება მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ფილმი დააინტერესებს YA (Young adult) ანუ ახალგაზრდა მაყურებელს, The Hunger Games და Divergent-ის ფანებს, რომლებიც ელიან ფილმს The Giver. 'Equals' - ჯოჯრ ორუელის ნოველის'1984' ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს.



ფილმში მთავარ როლი პირველად ჯენიფერ ლოურენს შესთავაზეს თუმცა, The Hunger Games-ის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა და ნიკოლას ჰოლტის შეყვარებულმა როლზე უარი თქვა და განაცხადა:

"მე ვიყავი პირველი ვინც ეს სცენარი წაიკითხა და ძალიან ბევრი იტირა. თუმცა მე ამ როლზე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია."
სულ ცოტა ხანში კი მისი მეგობარი ბიჭის პარტნიორი კრისტენი გახდა. ამ ყველაფერს პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა, რომ ჯენიფეს შეიძლება ეს გადაწყვეტილება ენანა, რადგან მისი სიმპატიური მეგობარი ბიჭი კრისტენის ხელში ჩააგდო და შესაძლოა ეს მისი რომანის დასასრული ყოფილიყო, თუმცა ამ ყველაფერს ოსკაროსანი მსახიობი იუმორით გამოეხმაურა:



"დიახ მე წავიკითხე ამის შესახებ და ეს ჟურნალი კრისტენს გაუგზავნე წარწერით ეს სიმართლეა? მან კი მიპასუხა 'აბა რაა, რა თქმა უნდა მე შენ მეგობარს წაგართმევ.' რა თქმა უნდა ეს სისულელეა მე და კრისტენი მეგობრები ვართ ."



კრისტენი როლზე დამტკიცებას ასე გამოეხმაურა:

"მე ცოტა შეშინებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სცენარი ფანტასტიურია. ეს ძალიან ამბიციური ფილმია. არის დიდი სიყვარულის ისტორია და ვარ ცოტა შეშინებული, მაგრამ მე მჯერა დრეიკის. ვიცი ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს ბუნებრივი და რეალური. მე ვუთხარი დრეიკს, არ მოველოდებოდი რომ ამ ყველაფერს დავთანხმდებოდი ეს ძნელია, მან მიპასუხა, რომ ის არ მიიღებდა პასუხს ”არა”. ასე რომ ახლა მე ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობიდ მოვეკიდები."




Category: Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top