13 June 2014      ANGEL     Views 13 556    
Category: Films, Movies / Georgians



ზღვარი (26 ივნისიდან)
მარიამ ქაცარავას ახალი ქართული ფილმი,
რომანტიკული მელოდრამა - "ზღვარი"

ჟანრი: რომანტიკული მელოდრამა
რეჟისორი: მარიამ ქაცარავა
26 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში
რუსთაველი და ამირანი

ფილმის მთვარი გმირია ნინი (26 წლის), რომლის ოჯახიც დაინტერესებულია და აქტიურად არის ჩართული მის სარფიან დაოჯახებაში,ამის გამო მამიდა და ოჯახის სხვა წევრები ურიგებენ 30 წლის ბიზნესმენ გიგის. ნინისთვის გიგი სასურველი ყმაწვილი აღმოჩნდა. მათი შეხვედრები გრძელდებოდა მანამ, სანამ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა ნინიმ შემთხვევით არ გაიცნო 30 წლის მხატვარი ზაზა, რომელიც აყოლილია არაჯანსაღ ცხოვრებას. იგი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნინი არჩევნის წინაშე დგება, ან სიყვარული უნდა აირჩიოს ან კეთილდღეობა.

facebook.com/zgvari



ფილმში მონაწილეობენ: ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, ზაზა იაქაშვილი, ნინო წეროძე-სავიცკაია, თამარ მაყაშვილი და სხვები. დამდგმელი ოპერატორი - ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი. დამდგმელი მხატვარი: მაია კიკაბიძე. კომპოზიტორი: ეკა ახობაძე. სცენარის ავტორები: ნინო წეროძე-სავიცკაია და მარიამ ქაცარავა.
ფილმის ქრონომეტრაჟი 85 წუთია. გადაღებები ერთი თვის განმავლობაში ბათუმსა და თბილისში მიმდიონარეობდა.













Category: Films, Movies / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top