;
26 ივნისი 2014      niniko     3 კომენტარი     ნანახია 4805-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ქართველები



26 ივნისს შედგება ქართული ფილმის "ზღვარი" პრემიერა კინოთეატრ ამირანსა და რუსთაველში. "პრემიერამდე ფილმი წარდგენილი იყო რუსეთში საერთაშორისო ფესტივალზე სადაც 75 სრულმეტრაჟიანი ფილმიდან 5-მა მიიღო პრიზი და ერთერთი იყო ჩემი ფილმი." - ამბობს ფილმის რეჟისორი, მარიამ ქაცარავა ენჯელ.ჯი-სთან მცირე ინტერვიუში - "ფილმის სიუჯეტი რელური ისტორიიდან არის აღებული, რა თქმა უნდა მერე ცოტა შევალამაზეთ და გადავაკეთეთ როგორც კინოში სჩვევიათ ხოლმე" უკვე შედგა ფილმის წინა-საპრემიერო ჩვენება, რომელსაც მსახიობები, პრესის წარმომადგენლები და მწოვეული სტუმრები დაესწრნენ, ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა მათ შორის, მათ შორის ჩვენც.




angel.ge თათია ონიანის მიმოხილვა: ფილმი ზღვარი მისი სიუჟეტიდან გამომდინარე მოიცავს ახალგაზრდების ყოველდღიურ პრობლემებს და გარდა ამისა ფილმის სიღრმეში შემალულ ფილოსოფიას. სპონტანური გადაწყვეტილებები, რომანტიული თავგადასავლები, ლოგიკური მოვლენები ტრაგიკულ დასასრულთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა მხატვარი პერსონაჟის ცხოვრებაში ზღვარის გასავლებლად. მაყურებლის თვალში კი ფილმს უდაოდ შეუძლია დახვეწილი სიუჟეტით კიდევ უფრო გაამუქოს მანამდე არც თუ ისე შესამჩნევი ზღვარი.


რომანტიკული მელოდრამა - "ზღვარი"
26 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში რუსთაველი და ამირანი
ფილმში მონაწილეობენ: ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, ზაზა იაქაშვილი, ნინო წეროძე-სავიცკაია, თამარ მაყაშვილი და სხვები. დამდგმელი ოპერატორი - ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი. სცენარის ავტორები: ნინო წეროძე-სავიცკაია და მარიამ ქაცარავა. ფილმის ქრონომეტრაჟი: 85 წუთი.



"[ფილმი] პრემიერამდე წარდგენილი იყო რუსეთში საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს რაინდი" სადაც 75 სრულმეტრაჟიანი ფილმიდან 5 მიიღო პრიზი და ერთერთი იყო ჩემი ფილმი. ფესტივალს ესწრებოდა 35 ქვეყნის წარმომადგენელი პროდიუსერი, რამოდენიმემ ერთობლივი ახალი ფილმის შექმნაც შემომთავაზა:) ამ ფილმის წარმოების პროცესი იყო 3 ნაწილად დაყოფილი: მოსამზადებელი პერიოდი, მუშაობა სცენარზე, მსახიობების შერჩევა, ობიექტბის მოძიება ეს გრძელდებოდა 1 თვე, შემდეგ გადაღება მიმდინარეობდა 25 დღის განმავლობაში თბილისში და ბათუმში და მერე უკვე სამონტაჯო გახმოვანების პერიოდი უკვე ყველაზე ხანგრძლივი იყო, დამონტაჟდა ფილმი გახოვანდა და დაიწერა ორიგინალური მუსიკა. " - ფილმის საუნდტრეკის ავტორი ეკა ახობაძე გახლავთ და მისი მოსმენა შეგიძლიათ ფილმის ფეისბუქ გვერდზე:
www.facebook.com/photo.php?v=777389508947140

მარიამი ასევე ფილმის სცენარისტიც გახლავთ - "შთაგონების წყარო კონკრეტულად ამ სცენარზე არ მქონია, ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ჩემმა პედაგოგმა მითხრა ამ ორ წელიწადში შენი სიტყვა უნდა თქვაო და ეს სიტყვები ისე ჩამიჯდა თავში გადავწყვიტე რაღაც გამეკეთებინა. ეს ამბავი ავირჩიე იმიტომ, რომ არ იყო ბევრი პერსონაჟი და დიდი ბიუჯეტი არ დაჭირდებოდა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ საერთოდ უბიუჯეტოდ მოგვიხდა გადაღება. ერთადერთი კომპანია aliance group holding -ი დაგვეხმარა აპარატურის ქირაობაში დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი ისე გაკეთდა."

"სამომავლო გეგმებს რაც შეეხება გაგზავნილია რამოდენიმე ფესტივალზე საიდანაც ველოდებით პასუხებს. ივლისში ფილმი მონაწილეობას მიიღებს მეხიკოს საერთაშორისო ფესტივალზე და ოქტომბერში რომში საერთაშორისო ფესტივალზე, ასევე მიწვევები გვაქვს სერბეთიდან, ბულგარეთიდან, დანიიდან, ტალინშია წარდგენილი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმების კონურსში და ა.შ... ჯერჯერობით ეს არის რაც დანამდვილებით ვიცი." - მარიამს აქამდე 4 მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და 2 დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღები. "ზღვარი" პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია მისთვის.

ფილმის "ზღვარი" წინასაპრემიერო ჩვენება
www.facebook.com/zgvari









მარიამ ქაცარავას ახალი ქართული ფილმი,
რომანტიკული მელოდრამა - "ზღვარი"
26 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში
რუსთაველი და ამირანი





კატეგორია: ფილმები, ქართველები
Tags:

3


  • gretta თქვა:
    12 ივლისი 2014 14:23 - ID: 3,
    რაღაც სპეკტაკლი ვანხე ადრe არჩევანი ერქვა და იმის სიუჯეტს ძალიან მაგონებს fellow თან ზუსტად ასე იწყებოდა

  • tata____tata თქვა:
    27 ივნისი 2014 00:12 - ID: 2,
    რა კარგი ფილმი ჩანს, აუცილებლად წავალ კინოთეატრში ამის სანახავად love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top