;
7 ივლისი 2014      liliana     0 კომენტარი     ნანახია 715-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები


უილიამ ოლივერ სტოუნი - ამერიკელი რეჟისორი,სცენარისტი,პროდიუსერი და ვიეტნამის ომის სამხედრო ვეტერანი,რომელიც დაიბადა 1946 წლის 15 სექტემბერს ნიუ იორკში აშშ-ში. დედამისი ჟაკლინ ლი გოდეტი ეროვნებით ფრანგი იყო, ხოლო მამამისი ლუის სტოუნი ამერიკელი. მიუხედავად იმისა რომ ოლივერის დედა კათოლიკე იყო და მამა ებრაელი, თავად ანგლიკანური ეკლესიის წესების მიხედვით აღიზარდა, ხოლო დღესდღეობითი იგი ბუდიზმის მიმდევარია. 1962 წელს მისი მშობლები გაეყარნენ და ოლივერი იძულებული შეიქნა მამასთან ერთად ეცხოვრა,რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მის პირად და სარეჟისორო ცხოვრებაზე: მამა-შვილური ურთიერთობები ფართოდ გვხვდება სტოუნის ფილმებშიც,რაც რეჟისორისათვის ცხოვრებისეულია. პატარა ოლივერი თითქმის ყველა სასკოლო არდადეგებს დედამისის მშობლებთან პარიზსა და ფერტე-სოუს-ჟუარეში აღმოსავლეთ საფრანგეთში ატარებდა,ამიტომაც იგი თავისუფლად ლაპარაკობს ფრანგულად.



17 წლის ასაკში სტოუნმა მისი პირვველი სამსახური პარიზში იშოვა-იგი შაქრით და კაკაოთი ვაჭრობდა.მისი პირველი პროფესია გახდა რეჟისორისათვის ფილმ Wall Street-ის ინსპირაციის წყარო.
1964 წელს სტოუნმა სკოლა დაამთავრა და იმავე წელს იელის უნივერსიტეტშიც ჩააბარა,თუმცა 1 წლის შემდეგ იელის უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება და სასწავლებლად სამხრეთ ვიეტნამში ,Free Pacific Institute-ში გაემგზავრა.6 თვის შემდეგ ოლივერი სწავლას შეეშვა და ამერიკის სავაჭრო გემზე ,რომელიც ორეგონის შტატისაკენ დაცურავდა მინების მწმენდავად დაიწყო მუშაობა.1967 – 1968 წლებში სტოუნი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში 25-ე დივიზიის ქვეითი ჯარისკაცის სტატუსით ვიეტნამის ომში იყო ჩართული.იგი მძიმედ იყო დაჭრილი ორჯერ და ამდენჯერვე აქვს აღებული ჯილდო ომში გამოჩენილი გმირობისათვის: ბრინჯაოს ვარსკვლავი და Purple Heart with an Oak Leaf Cluster.მას აგრეთვე აღებული აქვს ჯილდო 25-ე საჰაერო დაბომბვის წარმატებით შესრულებისათვის.




ვიეტნამის ომის შემდეგ ოლივერი დაბრუნდა იელის უნივერსიტეტში 1971 წელს მან წარმატებით დაასრულა ხელოვნების ფაკულტეტი.უნივერსიტეტში მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო უდიდესი კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე .1970-იან წლებში სტოუნი აქტიურად ჩაერთო კინოინდუსტრიაში.იგი წერდა სცენარებს და მონაწილეობდა მცირებიუჯეტიან ფილმებში.
1979 წელს ოლივერმა მისი პირველი ოსკარი მიიღო ფილმისთვის Midnight Express ,თუმცა ნამუშევარი სასტიკად იქნა გაკრიტიკებული თურქი ხალხის შეურაყოფისთვის,რის გამოც მან ბოდიშიც მოუხადა თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.
1980-იანი წლები კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა რეჟისორისათვის.მან ისეთი ფილმებისათვის დაწერა სცენარი როგორებიცაა Scarface და Year of the Dragon. 1986 წელს ოლივერმა ფილიპინებზე დაიწყო ცხრანაწილიანი ფილმის Platoon -ის გადაღება ,რომელიც თავიდან ბოლომდე ვიეტნამის ომს შეეხება და სერიები შესულია 5 საუკეთესო ომის კატეგორიის ფილმებში.Platoon -სთვის ოლივერს აღებული აქვს ორი ოსკარი „საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო კინოსურათისათვის.Platoon -ის პირველი სამი ნაწილი ავტობიოგრაფიულია ,ხოლო შემდეგ იგი გრძელდება ისეთი ფილმებით როგორებიცაა Born on the Fourth of July და Heaven & Earth. სტოუნმა ითანამშრომლა მაიკლ დუგლასთან ერთად ფილმშიWall Street ,რომლისთვისაც მაიკლს როგორც საუკეთესო მამაკაც მსახიობს ოსკარი გადასცეს.



1991 წელს გამოვიდა ოლივერის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი The Doors ,რომელიც The Doors-ის ცნობილი ფრონტმენის ჯიმი მორისონის ცხოვრებას და მოღვაწეობას აღწერს.იმავე წელს გამოვიდა რეჟისორის ყველაზე ამბიციური პროექტი JFK,რომელიც 1963 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობას შეეხება.1994 წელს ოლივერმა კვენტინ ტარანტინოს სცენარის მიხედვით გადაიღო მისი ერთ-ერთი წარმატებული ფილმი Natural Born Killers, ხოლო ,1995 წელს Nixon ,რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ავტობიოგრაფიაა.
2004 წელს სტოუნმა გადაიღო ორი ფილმი: Alexander , რომელშიც უდიდესი იმპერატორის და მხედართმთავრის ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილი და World Trade Center ,რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიაზე მოგვითხრობს.
2007 წელს ოლივერმა კიდევ ერთი ფილმი გადაიღო ვიეტნამის ომზე სახელწოდებით Pinkville და მეორე დოკუმენტური ფილმი ,რომელიც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს 2003 წელს ერაყში ამერიკის შეჭრას შეეხება. 2010 წელს რეჟისორის ბოლო ნამუშევარი Wall Street: Money Never Sleeps გამოვიდა.
ოლივერს ყავს 2 ვაჟიშვილი შონი და მაიკლი ელიზაბეტ კოქსისაგან,რომელზეც 1981 წლის 7 ივნისს იქორწინა და ერთი ქალიშვილი ტარა სუნ იანგისაგან ,რომელზეც 1995 წელს იქორწინა.
ოლივერ სტოუნი მეგობრობს უგო ჩავესთან და იასერ არაფატთან.მას გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი მსოფლიო ლიდერებზე ,მათ შორის ყველაზე ცნობილია: Fidel Castro: Comandante (2003) , Looking for Fidel, and Castro in Winter (2012).
2009 წელს სტოუნმა დაამთავრა მუშაობა ფილმზე ,რომელშიც სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებები და 7 მემარხენე ლათინურ-ამრიკული სახელმწიფოს ჩამოყალიბება აღწერა.
ოლივერ სოტუინის ფილმოგრაფია 22 დამოუკიდებელ კინონამუშევარს მოიცავს და ათეულობით ფილმს, სადაც ოლივერი როგორც პროდიუსერი,სცენარისტი და მსახიობი გვევლინება.












კატეგორია: ფილმები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top