15 July 2014      Hermione...♥     Views 1 890    
Category: Films, Movies / Stars

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

2014 წლის 2 თებერვალს მსოფლიო შეძრა ოსკაროსანი ფილიპ სეიმურ ჰოფმანის 46 წლის ასაკში გარდაცვალების ამბავმა. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობის ტრაგიკული სიკვდილი შემდეგნაირად შეაფასეს: "მისმა შვილებმა მოსიყვარულე მამა დაკარგეს, მისმა ნაცნობებმა – ერთგული მეგობარი, სრულიად მსოფლიომ კი – ჭეშმარიტი ხელოვანი და ჩვენი დროის ერთ–ერთი უდიდესი მსახიობი". ჰოფმანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე წარმატებულად მოღვაწეობდა როგორც კინოში ისე – თეატრში, გამოირჩეოდა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟების თანაბარი დამაჯერებლობით განსახიერების უნარით. იგი თავს ბრწყინვალედ ართმევდა არა მხოლოდ მთავარი როლების შესრულებას, არამედ მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური პერსონაჟების გაცოცხლებასაც, რითიც მუდამ ახერხებდა მაყურებელთათვის თავის დამახსოვრებასა და მათი გულების მოგებას. კერძოდ, მათთვის, ვისაც ჰოფმანის პერფორმანსები არ უნახავთ, რთული დასაჯერებელია, რომ რომელიმე მსახიობს ყოველგვარი ჰისტრიონულობის გარეშე, მიჩუმათებულად შეეძლოს ფილმში ასახული ისეთი თითქოს უმნიშვნელო დეტალის, როგორიცაა სათვალის შესწორება, საკულტო სცენად ქცევა, მაგრამ ა.წ. გარდაცვლილი ვარსკვლავის შემოქმედების თაყვანისმცემლებს უმალ თვალწინ დაუდგებათ დაუვიწყარი მომენტი ბიოგრაფიული დრამიდან "კაპოტე" (Capote), რომელში შესრულებული ტრუმენ კაპოტეს როლშიც, კრიტიკოსების თქმით, ჰოფმანი გასცდა იმას, რაც მანამდე არტისტული შესაძლებლობების ლიმიტად მიიჩნეოდა.

გთავაზობთ ფილიპ სეიმურ ჰოფმანის 10 საუკეთესო კინოროლს, რომლებიც გარანტია იმისა, რომ სერიოზული კინომაყურებელი მის სახელს არასდროს დაივიწყებს.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

დიდებული ლებოვსკი (The Big Lebowski)

მანამ, სანამ ჰოფმანი ჯოელ და ეთან კოენების 1998 წელს გამოსულ ზემოხსენებულ კრიმინალურ კომედიაში ბრენდტის როლს მოირგებდა, მას უკვე ეპიზოდური პერსონაჟები ჰყავდა განსახიერებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა ქალის სურნელი (Scent of a Woman) და ღამეები ბუგის სტილში (Boogie Nights), მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა, როგორც უშუალოდ პერსპექტიულმა მსახიობმა და არა მხოლოდ წარმატებული ფილმის ქასთის როგითმა წევრმა, მან სწორედ კოენების პროექტში მონაწილეობით შეძლო. ფილმში ჰოფმანს პარტნიორობას უწევენ ჯეფ ბრიჯესი, ჯულიანა მური და ტარა რეიდი.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

მაგნოლია (Magnolia)

პოლ თომას ანდერსონის ეპიკურ დრამაში, რომელშიც რამოდენიმე რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე ადამიანი ბედის ირონიით ერთმანეთს უკავშირდება, ჰოფმანი კიბოთი დაავადებულის მომვლელის, ფილ პარმას როლს ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ტომ კრუზი, ჯულიანა მური და ალფრედ მოლინა.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

კაპოტე (Capote)

ბენეტ მილერის ბიოგრაფიულ დრამაში ტრუმენ კაპოტეს როლის შესასრულებლად ჰოფმანმა გარეგნობით დაწყებული, ხმის ტემბრითა და მანერებით დამთავრებული, ყველაფერი შეიცვალა, ამით კინოკრიტიკოსები და რიგითი მაყურებლები ერთნაირად აღაფრთოვანა და უამრავ სხვა ჯილდოსთან ერთად დამსახურებული ოსკარიც მიიღო. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა სახელგანთქმულმა მწერალმა რომანი "ცივსისხლიანი" (In Cold Blood) და ამით მწერლობის ახალ მიმდინარეობას მისცა დასაბამი. სურათში მსახიობს პარტნიორობას უწევენ კეტრინ კინერი და კრის კუპერი.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

სევეჯები (The Savages)

არტჰაუზის კომედია, რომელშიც ჰოფმანი ლორა ლინისთან ერთად მონაწილეობს და რომლისთვისაც მან ოქროს გლობუსის ნომინაცია მოიპოვა, ხელოვანი და–ძმის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ბავშვობაში მამამ მიატოვა, მაგრამ წლების შემდეგ მათ მოუწევთ მოხუც და დაუძლურებულ მშობელზე ზრუნვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავებზე აღება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი საკმაოდ კომიკურია, იგი შეიცავს უამრავ დრამატულ ელემენტსაც, კერძოდ, მასში განხილულია გაუცხოებულ მშობელთან ურთიერთობა, კარიერული წარუმატებლობანი, არასტაბილური პირადი ცხოვრება და შუა ხნის ასაკის კრიზისი.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

ჩარლი უილსონის ომი (Charlie Wilson's War)

კრიმინალური კომედიისთვის, რომელშიც ჰოფმანს პარტნიორობას ტომ ჰენქსი, ჯულია რობერტსი და ემი ადამსი უწევენ, მსახიობს კიდევ ერთი საფუძვლიანი გარდასახვა დასჭირდა, მაგრამ ძალისხმევა დაუფასდა და მორიგი ოსკარის ნომინაციაც მიიღო. ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და დიალოგებში გამოყენებულია 6 სხვადასხვა ენა.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები


Synecdoche, New York

სიურეალისტური ელემენტების შემცველი ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც ჰოფმანი თეატრის რეჟისორის როლს ასრულებს, მაყურებელში არაერთგვაროვან რეაქციებს წვევს, მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მსახიობის შესრულება უმაღლესი დონისაა. აღსანიშნავია, რომ მთავარი პერსონაჟი ფილმში იმ სპექტაკლს დგამს, რომელშიც რამდენიმე წლის შემდეგ ჰოფმანმა ბროდვეიზე მიიღო მონაწილეობა და ამისთვის ტონის (ამერიკული თეატრის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო) ნომინაციაც მიიღო. ნამუშევარში, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა, ასევე მონაწილეობენ კეტრინ კინერი და ყველასათვის საყვარელი მიშელ უილიამსი.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

ეჭვი (Doubt)

ამავე სახელწოდების ცნობილი პიესიდან ინსპირირებულმა ფილმმა, რომელშიც ჰოფმანთან ერთად მერილ სტრიპი, ემი ადამსი და ვიოლა დევისი მონაწილეობენ, მსახიობს მორიგი ოსკარის ნომინაცია მოუტანა. სურათში, რომლის მოქმედებაც მე–20 საუკუნის 60–იან წლებში ვითარდება, მკაცრი, პრინციპული მონაზონი ლმობიერ მოძღვარს პედოფილიაში დაადანაშაულებს.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

როკ ტალღა (Pirate Radio/The Boat that Rocked)

რეჟისორ რიჩარდ კურტისის მუსიკალურ კომედიაში, რომელიც 60–იანი წლების ინგლისში არსებულ ერთადერთ, არალეგალურ მუსიკალურ რადიოსადგურზე მოგვითხრობს, ჰოფმანი ეპატაჟური დიჯეის როლს ასრულებს, რაც განსხვავდება მისი ყველა იმჟამინდელი როლისგან. ფილმი ბევრი სახალისო მომენტით გამოირჩევა და მაყურებელს ამაღლებულ განწყობას უქმნის.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები
ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები


მარტის იდები (The Ides of March)

ჯორჯ ქლუნის ფილმში შესრულებული როლისთვის, რომელშიც ჰოფმანს პარტნიორობას თავად ქლუნი, რაიან გოსლინგი, პოლ ჯიამატი და ივან რეიჩელ ვუდი უწევენ, ვარსკვლავმა ბაფთას ნომინაცია მიიღო. ნამუშევარმა, რომელიც 2004 წლის აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მოგვითხრობს, დადებითი გამოხმაურებები მიიღო და კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული გამოდგა.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

ოსტატი (The Master)

პოლ თომას ანდერსონის ფსიქოლოგიურ დრამაში შესრულებული როლისთვის ჰოფმანმა სიცოცხლეში უკანასკნელი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მისი პერფორმანსი კი დღესდღეობით ყველა დროის საუკეთესო შესრულებების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ფილმმა, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობენ ხოაკინ ფენიქსი და ემი ადამსი, განსხვავებული რეაქცია გამოიწვია მის თითქმის ყველა მნახველში. ნაწილის აზრით, ანდერსონის ეს ნამუშევარი კინომოყვარულთათვის ნამდვილი ნირვანაა, ნაწილი კი თვლის, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ არტჰაუზის მორიგი ექსტრავაგანტული ნაგავია. რაც არ უნდა იყოს, არავინ უარყოფს მსახიობთა პერფორმანსების გენიალურობას.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

***

ფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლებიფილიპ სეიმურ ჰოფმანის საუკეთესო როლები

Category: Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top