5 November 2014      Annnn...♥♥     Views 8 671    
Category: Films, Movies



ალბათ ყველას ახსოვს ის პერიოდი როდესაც არგენტინული სერიალები საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა. გემახსოვრებათ სერიალი "რომეო და ჯულიეტა",რომლის მსოფლიო ტელესივრცეში გამოჩენიდან ზუსტად 7 წელი გავიდა,სერიალის პირველი პრეზენტატორი არგენტინის შემდეგ, სწორედ საქართველო გახლდათ.



სერიალში მოქმედება თანამედროვე დროში ვითარდება, ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ოჯახის ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა, სანამ მათი შვილები ერთ კოლეჯში მოხვდებოდნენ და ერთმენეთს გაიცნობდნენ,ამ მომენტიდან იწყება ბრძოლა სიყვარულსა და სიძულვილს შორის,აღნიშნულ ფონზე კი ვითარდება მათი მეგობრებისა და კოლეჯის სხვა სტუდენტების ურთიერთობებიც.



მოდით გავიხსენოთ ამ სერიალის მსახიობები და ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს

ელიას ვინოლესი(Elías Viñoles) - რომეო მონტერო.



"რომეო და ჯულიეტას" გადაღებებისას ის 19 წლის იყო,ახლა კი 26 წლისაა.სერიალის დასრულების შემდეგ მან არაერთ სერიალსა და ფილმში მიიღო მონაწილეობა და დღემდე განაგრძობს თავის სამსახიობო კარიერას.

ბრენდა განდინი(Brenda Gandini) - ჯულიეტა კაპორალე.



სერიალის გადაღებებისას იგი 23 წლის იყო,ახლა კი 30 წლისაა. სერიალის დასრულების შემდეგ მან კიდევ ორ ტელენოველაში მიიღო მონაწილეობა.ამჟამად იგი დაქორწინებულია გონსალო ჰერედიაზე(FM04-Pedro),რომელთანაც ჰყავს ვაჟიშვილი.

ფრანცისკო ბასი(Francisco Bass) - მარიანო პერეირა.



"რომეო და ჯულიეტას" გადაღებებისას ფრანცისკო 26 წლის იყო,ახლა ის 33 წლისაა.სერილიას შემდეგ მან არაერთ სერიალში ითამაშა და იგი კვლავ აგრძელებს აქტიურ სამსახიობო კარიერას და ამავდროულად სამოდელო ბიზნესშიცაა ჩართული.

ინეს პალომბო(Inés Palombo) - კაროლინა ჰერნანდესი.



ინესი ახლა 30 წლისაა,ხოლო სერიალის გადაღებებისას კი 23 წლის იყო,მას საკმაოდ წარმატებული და აქტიური სამსახიობო კარიერა აქვს.იგი ამჟამად დაკავებულია თეატრით.

ბენჯამინ ამადეო(Benjamín Amadeo) - ლეონარდო კაპორალე.



სერიალის გადაღებების დროს ბენჯამინი 23 წლის იყო ახლა კი 30 წლისაა,ისევ აქტიურადაა ჩაბმული სამსახიობო მოღვაწეობაში,"რომეო და ჯულიეტას" შემდეგ არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა,ერთ-ერთი კი იყო "Casi Angeles",სადაც ერთ ერთ სეზონში პარტნიორობას უწევდა მარია დელ კეროს(რომეო და ჯულიეტა - კამილი).4 წელია ურთიერთობა აქვს ლალი ესპოსიტოსთან.

მარია დელ კერო(María Del Cerro) - კამილ დონტე.



მარია სერიალის გადაღებების დროს 22 წლის იყო,ახლა კი ის 29 წლისაა,მან ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია,დღესდეობით იგი არგენტინის ერთ ერთი წამყვანი მოდელია,"რომეო და ჯულიეტა"-ში თამაშის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო არგენტინაში არანაკლებ პოპულარულ სერიალში "Casi Angeles",რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი წარმატება,სამსახიობო და სამოდელო კარიერის გარდა იგი დაკავებულია ტელეწამყვანობით და აგრეთვე მოდის დიზაინერადაც გვევლინება.2005 წლიდან მას ურთიერთობა ჰქონდა ბენჯამინ როხასთნ("მეამბოხე სულები" - პაბლო),2010 წელს კი წყვილი ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს.

ელსა პინილა(Elsa Pinilla) - ბარბარა ვერბენა.


ხორხე მაგიო(Jorge Maggio) - პოლო ირაოლა.
იგი ახლა 32 წლისაა გადაღებების დროს კი 25 წლის იყო.სერიალის დასრულების შემდეგ ხორხემ გააგრძელა სამსახიობო კარიერა.იგი ამჟამად ჯურნალისტობით არის დაკავებული.

ცესარ ვიანკო(César Vianco) - ვიტორიო კაპორალე.



2010 წელს ემბერ ჰარდთან ერთად მონაწილეობდა ფილმში "And Soon the Darkness".

დოლორეს სარმიენტო(Dolores Sarmiento) - მარისოლ ბრანდო.



ჟასმინ ბეკარ ვარელა(Jazmín Beccar Varela) - მალენა არიზმენდი.



დიეგო მესაგლიო(Diego Mesaglío) - დანტე ბრუნელი.



ესტებან კოლეტი(Esteban Coletti) - ფელიპე.



არიადნა ასტურზი(Ariadna Asturzzi) - კატალინა.



ლიზ მორენო(Liz Moreno) - სოფია ბრანდო.



ნატალია ოტერო(Natalia Otero) - ლოლი ალმადა.



სებასტიან ფრანცინი(Sebastián Francini) - ოქტავიო ბურმანი.

























ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა "რომეო და ჯულიეტა"-ს საუნდრეკებიც,საქართველოში კი განსაკუთრებით ინეს პალომბოსა და ბრენდა განდინის მიერ შესრულებული სიმღერა "Amigas".




















Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top