30 August 2014      ni_nini     Views 2 970    
Category: Films, Movies

''Unbroken'' Official Trailer ''Unbroken'' Official Trailer

გამოვიდა ანჯელინა ჯოლის,რიგიით მეორე სარეჟისორო ფილმის,''Unbroken'' (გაუტეხელი) თრეილერი,რომლის მთავარი გმირიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე,სპორტსმენი და მეორე მსოფლიო ომის გმირი ლუის ზამპერინია.

ფილმი რეალურ ისტორიას მოგვითხრობს 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე, სპორტსმენ ლუის ზამპერინზე, რომელმაც ჰიტლერის ყურადღება მიიქცია. მეორე მსოფლიო ომის დროს ზამპერინის თვითმფრინვი ჩამოაგდეს და ის იაპონელებმა ტყვედ აიყვანეს. ტყვეობისას ის უძლებდა უმძიმესი ფორმებით წამებას და დამცირებას, მაგრამ არ გატყდა და არ დანებდა მტერს.
''Unbroken'' Official Trailer


ძალიან რთული ცხოვრების მიუხედავად ლუისმა შეძლო გადარჩენა და საკუთარი ისტორიის შექმნაში მონაწილეობა. მართალია მან ვერ მოასწრო ფილმის დიდ ეკრანებზე ნახვა, მაგრამ მან შეძლო სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარი თვალით ეხილა მისი გმირულად განვლილი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი.

''ლუი საავამდყოფიში იწვა,როდესაც მე ფილმი ჩემი ლეპტოპით მივუტანე.ეს იყო ყველაზე გრძელი წუთები.ამ დანაკარგის აღწერა შეუძლებელია.მე ის საშინლად მენატრება.'' -იხსენებს ანჯელინა.
''Unbroken'' Official Trailer ''Unbroken'' Official Trailer
''Unbroken'' Official Trailer ''Unbroken'' Official Trailer

ფილმისთვის ადაპტირებული სცენარი დაწერეს ძმებმა კოენებმა.ლუის ზამპერინის როლს 23 წლის მსახიობიჯეკ ოკონელი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: გარეტ ჰედლანდი, დომნოლ გლისონი, ჯეი კორტნი, ალექს რასელი და სხვები.

''Unbroken'' Official Trailer
ჯეკ ოკონელი,ანჯელინა ჯოლი და ლუის ზამპერინი,''გაუტეხელის'' წვეულებაზე.





ფილმის მიმართ,რომელიც კინოეკრანებზე 2014 წლის 25 დეკემბერს გამოვა, კრიტიკოსები დადებითად არიან განწყობილი.მანამდე კი შეგვიძლია ვიხილოთ ''გაუტეხელის''პირველი ოფიციალური თრეილერი,საიდანაც კარგად ჩანს რომ ფილმი საკმაოდ ემოციური და ყურებადია.ასე,რომ გარდა საუკეთესო მსახიობისა, ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა საუკეთესო რეჟისორის ჯილდოც დაიმსახუროს.

ფილმის ოფიციალური თრეილერი




Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top