6 September 2014      ni_nini     Views 6 587    
Category: Films, Movies

მძინარენი/Sleepers
ფილმი,რომელიც ყველამ უნდა ნახოს!
''მძინარენი'' ( Sleepers)— ბერი ლევინსონის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, სადაც ჰოლივუდის ნამდვილმა ვარსკვლავურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, მათ შორის კევინ ბეიკონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დე ნირო, ბრედ პიტი, ბილ ქრუდუფი,მინი დრაივერი და სხვები.
ფილმი მოგვითხრობს ოთხი პატარა ბიჭის შესახებ, რომლებიც მცირედი, მაგრამ საბედისწერო შეცდომის შემდეგ ციხეში აღმოჩნდებიან, სადაც მათზე ყოველგვარ ძალადობას ახორციელებენ - აწამებენ, აუპატიურებენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრები გადაწყვეტენ, თავიანთი გზით წავიდნენ და არასდროს გაიხსენონ ის, რაც მათ ციხეში აკავშირებდათ.თუმცა დგება დრო,როცა მოძალადეებზე შური უნდა იძიონ.
ფილმი საკმაოდ მძიმე სანახავია ნატურალისტური სცენების გამო. ''მძინარენი'' კი საკმაოდ ცნობილი ფილმია კინოსამყაროში.
მძინარენი/Sleepers მძინარენი/Sleepers
პოლიტიკური დრამის ოსტატმა ბარი ლევინსონმა ფილმი, როგორც თავად ამბობს, რეალურ მოვლენებზე გადაიღო,(ნოველის ავტორი ლორენცო კარკატერა, ანუ ''შეიკს'' კარკატერა ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირიცაა.) თუმცა 1996 წელს ეკრანებზე მისი გამოჩენის შემდეგ ამერიკის სასჯელაღსრულების სისტემაში განაცხადეს, რომ მსგავსი რამ ციხეში არასდროს მომხდარა.
მძინარენი/Sleepers მძინარენი/Sleepers
ჟანრი: დრამა, ტრილერი, კრიმინალური
სლოგანი: Four friends made a mistake that changed their lives forever.
გამოშვება: 18 ოქტომბერი 1996
ბიუჯეტი: $44M
შემოსავალი:$53,315,285
IMDB: 7.5
ფილმის სრული აღწერა:სამოციან წლებში ნიუ–იორკის კვარტალი "ჯოჯოხეთის სამზარეულო" იყო ადგილი, სადაც მღვდლები და მაფიოზები მართავდნენ, უმანკოება და სისასტიკე. აქ იზრდებოდა ოთხო მეგობარი, რომლების უდარდელი ბავშვობა შეწყვეტილი იყო ერთი პატარა ცელქობით, რომელიც საშინელ უბედურებად მპოტრიალდა და ისინი დიდების ძალადობის და ღალატის სამყაროში აღმოაჩინა. გავიდა 15 წელი, მაგრამ
საშინელი წარსულის მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხლობენ, და ახლა გაკვეთილები, რომლებიც "ჯოჯოხეთის სამზარეულოში" იყო ათვისებული, დაეხმარებიან მათ ბედისწერას ანგარიში გაუსწორონ, რომელიც მათ ასე სასტიკად
მძინარენი/Sleepers
ფილმის მუსიკა ცნობილმა კომპოზიტორმა ჯონ ვილიამსმა შექმნა, რისთვისაც ''ოსკარზეც'' გახლდათ ნომინირებული.
ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ შერეული შეფასებები მიიღო, პოზიტიურიც და ნეგატიურიც, თუმცა საბოლოო ჯამში, ''მძინარენი'' საკმაოდ ცნობილი ფილმია კინოსამყაროში.
მძინარენი/Sleepers
ფაქტები:
● ფილმის გამოსვლის შემდეგ,ნიუ ორკის არასრულწლოვანთა გამოსწორების კოლონიის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა,რომ ფილმში მოყვანილი ამბები სინამდვილეს არ შეესაბამება.არც ერთი კოლონიის ოფიციალურ ჩანაწერებში მსგავ ფაქტი არ არის აღნიშნული.

● მანჰეტენის საოლქო პროკურატურა აცხადებს,რომ ასეთი პროცესი არასდროს არ ჩატარებულა.ფილმში აღწერილი მოვლენების შესახებ მათ არაფერი იციან.

ლორენცო კარკატერა კი აცხადებს ,რომ პერსონაჟები,თარიღები და ადგილები შეცვლილია,მაგრამ იგი ამტკიცებს,რომ ფილმს საფუძვლად უდევს რეალური მოვლენები.

მძინარენი/Sleepers
● ფილმში გამოყენებული კოდი "Edmund",რომელსაც მაიკლი(ბრედ პიტი) იყენებს შეიკთან(ჯეისონ პატრიკი) დასაკავშირებლად,არის სახელი"გრაფი მონტე კრისტო"-ს მთავარი გმირის ედმონდ დანტესის.

● გადაღებების დროს ბრედ რენფრო და ჯოზეფ პერინო ატარებდნენ კონტაქტურ ლინზებს,რათა მათი თვალის ფერი დამსგავსებოდა მათივე გმირების ბავშვობას

● სწორედ ამ ფილმში შედგა Billy Crudup-ის სამსახიობო დებიუტი.

Devon Sawa-ს მაიკლის(ბრედ პიტის) ბავშვობის როლი შესათავაზეს,თუმცა მან არჩევანი ''ველურ ამერიკაზე'' შეაჩერა და პროექტიდან წავიდა.

● კევინ ბეიკონი კი ბრწყინვალედ ასახიერებს არამზადას, რომელიც თავისი სასტიკი ქმედებების გამო უნდა დაისაჯოს...

მძინარენი/Sleepers
გამონათქვამები:

-ტემპერატურა 36 გრადუსს აღწევდა იმ დღეს,როცა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

-ღმერთო ჩემო... ჩვენ პატარა ბიჭები ვიყავით,ჩვენ მაგარი ბიჭები არ ვყოფილვართ.ისინი კი ჩვენზე ნადირობდნენ.

-მე შემეძლო გავქცეულიყავი... ყველას შეგვეძლო გაქცევა და დროებით გადაკარგვა... ჩვენ ხომ არავინ დაგვიწყებდა ძებნას,ყველას ფეხებზე ვეკიდეთ...ფეხებზე ეკიდათ სად გავიქცეოდით...

-მე მათ მოვუყევი წამების,ცემა-ტყეპის,გაუპატიურების ამბები.ოთხი შეშინებული ბიჭის ამბავი მოვუყევი,რომლებიც მამა ბობის ღმერთს ლოცვით ევედრებოდნენ,მაგრამ დახმარებას ვერ ეღირსნენ.

მძინარენი/Sleepers მძინარენი/Sleepers
-ჯონი ღამ-ღამობით ყმუოდა.ეს მთელ დერეფანში ისმოდა.ჯონს ძალიან უნდოდა მღვდელი გამხდარიყო.ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა მღვდლობა.

-ბევრი პატიმარი,რა მაგარი ტიპიც არ უნდა ყოფილიყო ძალიან ხშირად ძილის წინ ტიროდა.ტირილის გარდა ყვირილიც ისმოდა,რომელიც განსხვავდებოდა იმ ყვირილისაგან მარტოობითა და შიშით,რომ იყო სავსე.ეს ყვირილი უფრო ხმადაბალი და მოგუდული იყო.ეს იყო ავამდყოფური სიბრაზის ყვირილი.ამ ყვირილს შეუძლია ცხოვრების მთელი მსვლელობა შეცვალოს.ასეთი ყვირილის მეხსიერებიდან წაშლა შეუძლებელია თუ ერთხელ მაინც გაქვს მოსმენილი.

მძინარენი/Sleepers
-მინდა,რომ ერთი ღამე მაინც დავიძინო მშვიდად.მინდა,როცა ჩემ ოთახში შევალ არ შემეშინდეს იმის თუ რა დამემართება.ეს,რომ მარტო მე მაწუხებდეს ბედნიერი ვიქნებოდი.

-ცრემლი მოიწმინდე იცოდე,არავის არ დაანახო შენი ცრემლი,არავის არ მისცე საშუალება ატირებული გნახოს.ასეთ სიამოვნებას ნუ მიანიჭებ მათ.

-ნუ გაირთულებ ცხვრებას ის ისედაც რთულია.

მძინარენი/Sleepers მძინარენი/Sleepers
-რა გინდათ?
-ის რაც ყოველთვის გვინდოდა!უნდა ვუყუროთ როგორ ჩაძაღლდები.

-''გრაფი მონტე კრისტო'' ბოლოს როდის წაიკითხე?
-ბოლოს?ალბათ 10 წლის წინ წავიკითხე.
-მე კი ყოველ საღამოს ვკითხულობ ცოტ-ცოტას.ისეთ სიტყვებს ვკითხულობ,როგორიცაა:შურისძიება,სასიამოვნო,დიდი ხნის ნანატრი შურისძიებაა,ანგარიშწორების დრო,ჩვენი დრო.დროა ჩვენც ვიგემოთ ანგარიშწორების სასიამოვნო არომატი.დროა ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ.

-შენ მთელ ბიზნესს ერთგვარი სტილი შესძინე,ერთგვარი კლასი,შენი მოქმედება და საუბარი პატივისცემას იმსაურებდა.ეს ყოველთვის მომწონდა შენში...
-ვერაფრით დაგეხმარები... ჩემი მკერავი მკვდარია...

მძინარენი/Sleepers
-მიქელანჯელომ ჭერი ისე მოხატა,რომ ეს დაუვიწყარი იყო თითქოს ღმერთი ახატვინებდა.
-დიდხანს ხატავდა ეკლესიას?
-დაახლოებით ცხრა წელი
-ცხრა წელი?! რასამბობთ მე ერთ პუერტო რიკოელს ვიცნობ,რომელიც მთელ ჩემს ბინას 2 დღეშო მოხატავს,თან ერთი ფეხი ხისააქვს.

-ჩვენ ახლა მინდვრის ჭუჭყიან ბოლოში ვართ.მე სწორედ იქ ვთამაშობ.მე მარტო მიყვარს თამაში.

-შენ კარგი ბიჭი ხარ.!ყოველთვის კარგი ბიჭი იყავი.გეხვეწები ნუ იზამ ისე,რომ ამ საქმემ შეცვალოს ის რომ კარგი ბიჭი ხარ.

მძინარენი/Sleepers

კადრები ფილმიდან და გადასაღები მოედნიდან:

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

მძინარენი/Sleepers

Category: Films, Movies
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top