;
11 იანვარი 2015      Johnny depp     16 კომენტარი     ნანახია 7005-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
გრეის 50 ელფერი


გრეის ორმოცდაათი ელფერი” ი.ლ. ჯეიმსის ტრილოგიის ეკრანიზაციაა,
რომელსაც ნიკოლას აკოსტა იღებს და რომლის პრემიერაც ვალენტინობისთვისაა
დაგეგმილიფილმში მთავარ როლს ასრულებს დაკოტა ჯონსონი, ჯეიმი დორნანი.

Fifty shades Of grey



ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, ანა სტილი ახაგაზრდა მეწარმესთან, კრისტიან გრეისთან ინტერვიუს ჩამოსართმევად მიდის და მომხიბლავ, მიმზიდველ და ამავდროულად, სახიფათო მამაკაცს ხვდება. გამოუცდელი და უბიწო ანა აღმოაჩენს, რომ გრეისკენ აქამდე უცხო და ძლიერი ლტოლვა იზიდავს. კრისტიან გრეის გაფრთხილება, მისგან თავი შორს
დაიჭიროს, ანას ამ სურვილს კიდევ უფრო უძლიერებს.


Fifty shades Of grey

გრეით აღტაცებული ანასთვის თავზარდამცემია ამ მამაკაცის უჩვეულო ეროტიკული მიდრეკილებები. გარეგნული წარმატების მიუხედავად _ მულტინაციონალური ბიზნესი, სიმდიდრე, მოსიყვარულე ოჯახი _ გრეის შინაგანი დემონები დაპატრონებია, ის ყველაფრის გაკონტროლების მოთხოვნილებით არის შეპყრობილი. ვნებიანი რომანის განვითარებასთან ერთად, ანა სულ უფრო ღრმად სწვდება საკუთარ სურვილებსა და კრისტიან გრეის უცხო თვალისგან დაფარულ ბნელ მხარეებს.

Fifty shades Of grey




ჯეიმი დორნანმა განაცხადა, რომ “გრეის 50 ელფერში” აბსოლუტურად შიშველი სცენები
არ იქნება. “The Observer”-თან საუბრისას, მსახიობმა აღნიშნა, რომ მაყურებლის ფანტაზიას
საკმაოდ დიდი გასაქანი მიეცემა.

Fifty shades Of grey

როგორც სცენარისტი კელი მარსელი ამბობს, ფილმში, ასე ვთქვათ,
"ოსკარისათვის განწირული” სექსუალური სცენებია და ჯეიმი დორნანი
იმდენად ოსტატურად ახერხებს, რომ ერთდროულად იყოს უხეშიცა და
ძალიან ნაზიც, რომ მომავალ წელს მას გარანტირებული აქვს ამერიკული
კინოაკადემიის ჯილდო.

Fifty shades Of grey

"კონტრაქტში ეწერა, რომ მაყურებელი ჩემს სასქესო ორგანოს ვერდაინახავდა.
რაც შეეხებაგრაფიკას, ჩვენ არ გვჭირდება უშნო და უგემოვნო გრაფიკის გამოყენება.
რაც შეეხება სექსუალური სცენების გადაღებებს, დორნანის თქმით, შეუძლებელია,
ასეთ დროს ზედმეტად შეიჭრა როლში."


Fifty shades Of grey


"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სექსუალური სცენების გადაღებისას მსახიობებს თავის შეკავება
უჭირთ, ძალიან ცდებიან
. გარშემო უამრავი ადამიანია, კაცები, რომლებიც შნურებითა და
სხვადასხვა გადამღები აღჭურვილობით მოძრაობენ შენ გარშემო. ეს კი საერთოდ არ არის
სექსუალური, მით უმეტეს, ჩემთვის."


Fifty shades Of grey

შეგახსენებთ, რომ “გრეის 50 ელფერში”, მარსია გეი ჰარდენი, ჯენიფერ ელი,
მაქს მარტინი, ლუკ გრაიმსი, რიტა ორა, ელუას მამფორდი, დილან ნილი, ვიქტორ
რასუკი და კალუმ კეით რენი მონაწილეობენ.

მაყურებელს "გრეის ორმოცდაათი ელფერის” ნახვა და მონაწილე მსახიობების შეფასება 14 თებერვლიდან შეეძლება.



Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey Fifty shades Of grey

კატეგორია: ფილმები
Tags:

16


  • salomka თქვა:
    13 იანვარი 2015 14:34 - ID: 16,
    ვინც იცით ამ წიგნის ელექტრონული ვერსია თუა დამილინკეთ რა

  • beauty queen თქვა:
    13 იანვარი 2015 04:24 - ID: 15,
    ველოდები!!!!!
    უმაგრესია ერთი სული მაქვს როდის გამოვა

    ციტატა: NiNi_N
    + ბიონსეს Crazy in love-ის გადაკეთებული ვერსია, რომელიც მილიონი თავით ჯობია ორიგინალს.

    მაგ საუნდრეკს ველოდები უკვე თვეებია
    ორიგინალს მართლა ჯობია request love

  • Laaaa თქვა:
    12 იანვარი 2015 13:11 - ID: 14,
    მავნე
    მე მაქვს წაკითხული და ძაან მაგარია. love

    ფილმს რაც შეეხება ველოდები მაინტერესებს ძაან feel

  • მავნე თქვა:
    11 იანვარი 2015 22:59 - ID: 13,
    anabell)
    ჰუჰ :D შენ after არ გაქვს წაკითხული ეტყობა :D

  • gvancii111 თქვა:
    11 იანვარი 2015 19:31 - ID: 12,
    ველოდები request

  • demetria თქვა:
    11 იანვარი 2015 18:31 - ID: 11,
    მაინტერესებს ძალიან მგონი კარგი ერანიზაცია უნდა იყოს smile

  • keetaa თქვა:
    11 იანვარი 2015 16:19 - ID: 10,
    ერთი სული მაქვს

  • marikohope თქვა:
    11 იანვარი 2015 14:41 - ID: 9,
    მაგარი ფილმი უნდა იყოს ძაან მაინტერესებს winked

  • anabell) თქვა:
    11 იანვარი 2015 14:30 - ID: 8,
    ციტატა: NiNi_N
    anabell)
    ნუ, მოკლედ გასაგებია შენი აზრი!
    ამ წიგნის ავკარგიანობაზე მთელი დღე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ საკმაოდ გარკვევით,
    მე ჩემი აზრი დავაფიქსე, შენ შენი და აღმონჩდა, რომ მე შენ არ გეთანხმები და შენ კიდე მე :d
    და ალბათ დღის ბოლომდე შენ მე ვერ გადამიბირებ და პირიქითა :d
    არ ვიცი რამდენად აჯობებს რეჟისორი მწერალს მაგრამ, რომ აჯობოს ცუდი არ იქნება!
    ანუ ფილმი კარგი გამოვა, ეს კიდევ თავის მხრივ კარგი ამბავია :)

    fellow ყველას საკუთარი ხედვა აქვს . love

  • NiNi_N თქვა:
    11 იანვარი 2015 14:27 - ID: 7,
    anabell)
    ნუ, მოკლედ გასაგებია შენი აზრი!
    ამ წიგნის ავკარგიანობაზე მთელი დღე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ საკმაოდ გარკვევით,
    მე ჩემი აზრი დავაფიქსე, შენ შენი და აღმონჩდა, რომ მე შენ არ გეთანხმები და შენ კიდე მე :d
    და ალბათ დღის ბოლომდე შენ მე ვერ გადამიბირებ და პირიქით :d

    არ ვიცი რამდენად აჯობებს რეჟისორი მწერალს მაგრამ, რომ აჯობოს ცუდი არ იქნება!
    ანუ ფილმი კარგი გამოვა, ეს კიდევ თავის მხრივ კარგი ამბავია :)

  • anabell) თქვა:
    11 იანვარი 2015 14:21 - ID: 6,
    ციტატა: NiNi_N
    anabell)
    ხოდა ეგ ვთქვი პირველი წინადადებაში, ვისთვის როგორ!
    ვიღაც ნახავს რაიმე წერტილს, ვიღაც ვერა!
    "The love story is more important than the BDSM aspect. I mean, we are going to tell a love story, you know, it can’t just be what happens in the Red Room," - აი ასეთი მოკლედ აღწერა გაუკეთა ჯეიმიმ წიგნს და ზუსტად ამას ვფიქრობ მეც! მეტს ზუსტად იმიტომ ვერ ხედავს ვიღაც, რომ თამამი სცენების, ასე ვთქვათ ამაზრზენობაზე აკეთებს აქცენტს, ფუ ეს რა იყო, ფუ ის რა იყო, ეს როგორ ქნა, ის როგორ ქნა...
    აბა ეროტიკული ჟანრის წიგნისგან რას ელოდებით მეტს?! რა ჟანრიცაა, ისაა წიგნიც!
    როცა ვიღაც გადაწყვეტს რომ ეროტიკული ჟანრის წიგნი დაწეროს, იქ არ უნდა იყოს ლაპარაკი სცნების ამაზრზენობაზე! :D მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბინძური სცენები ჰაერივით საჭიროა მსგავსი წიგნისთვის, თუ არადა უბრალოდ ჟანრს დაკარგავს... და ვისთვისაც მიუღებელია მსავსი რამ, მარტივი გამოსავალი არსებობს - არ წაიკითხოთ!

    ეგ მართალია ყველა სხვადასხვაგვარად მსჯელობს. იცი ყველაფერი შედარებითია და როცა ძაან ბვერი რომანი და რომატიული სასიყვარულო ისტორია გაქვს წაკითხული ან მონასმენი ძნელია ამასაც უწოდო 'ლოვ სთორი' უკვე ავღნიშნე რო ხარისხიანი ერორიკაც წამიკითხვას და ძალიანაც მომწონებია მაგრამ ეს ერთი სიტყვიტ ამაზრენობაა , ი მხრივ რომ სექსში უნდა გამოივრქვეს დარჩენილი ემოციები და გრძნობები მაგრამ ამ წიგნში რას ხედავ? ჩვეულებრივი ბოდიში და ჟიმაობა და მეტია რაფერი ან ეგეც არა საწოლთან აბავს ქალს და მოკლედ რომ ვთქვათ ქალის ნებასურვილით აუპატიურებს ასე გამოდის. საშინლად არ მომეწონა. მიზეზი რის გამოც ბოლომდე ჩავიკითხე ისაა რო არ მჩვევია წიგნის შუა გზაზე მიტოვება , მაინტერესებდა პირველი და მეორე წიგნისგან განსხვავებით მწერალი თუ გაიზრდებოდა მაგრამ არაფერი. ფილმის თრეილერი რო ვნახე უნდა ავღინშნო რო ალბათ რეჟისორი აჯობებს მწერალს და გაამრავალფეროვნებს ან რომანტიულ ხასიათს მისცემს მათ ისტორიას მაგრამ თუ ეს ნაგავი მწერალია სცენარისტი ბოდიში. ამ ქალმა ძაან კარგ მარკეტინგულ ხერხს მიმართა დაწერა პორნო თინეიჯერებსა და დიასახლისებთვის .ძაან უხარისხო წიგნია ჩასაჭიდებელი ფრაზაც ვერ ვიპოვე ნუ ერთი იყო თუარვცდები რაღაცც ამდაგვარი თქვა სარკაზმი ინტელექტის გამოვლენის ყველაზე დაბალი დონეაო თუმცა არ ვეთანხმები ამ ფრაზას რაღაც მხრივ. ნუ მემგონი ჯობია რო პოლემიკა დავასრულოთ შენ შენი აზრი გაქვს მე ჩემი , ბოდიში თუ ჩემი აზრით არიმე გაწყენინეთ,

  • NiNi_N თქვა:
    11 იანვარი 2015 14:00 - ID: 5,
    anabell)
    ხოდა ეგ ვთქვი პირველივე წინადადებაში, ვისთვის როგორ!
    ვიღაც ნახავს რაიმე წერტილს, ვიღაც ვერა!

    "The love story is more important than the BDSM aspect. I mean, we are going to tell a love story, you know, it can’t just be what happens in the Red Room," - აი ასეთი მოკლე აღწერა გაუკეთა ჯეიმიმ წიგნს და ზუსტად ამას ვფიქრობ მეც! მეტს ზუსტად იმიტომ ვერ ხედავს ვიღაც, რომ თამამი სცენების, ასე ვთქვათ ამაზრზენობაზე აკეთებს აქცენტს, ფუ ეს რა იყო, ფუ ის რა იყო, ეს როგორ ქნა, ის როგორ ქნა...
    აბა ეროტიკული ჟანრის წიგნისგან რას ელოდებით მეტს?! რა ჟანრიცაა, ისაა წიგნიც!

    როცა ვიღაც გადაწყვეტს, რომ ეროტიკული ჟანრის წიგნი დაწეროს/წაიკითხოს, იქ არ უნდა იყოს ლაპარაკი სიუჟეტის ამაზრზენობაზე! :D მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბინძური სცენები ჰაერივით საჭიროა მსგავსი წიგნისთვის, თუ არადა უბრალოდ ჟანრს დაკარგავს... და ვისთვისაც მიუღებელია მსგავსი რამ, მარტივი გამოსავალი არსებობს - არ წაიკითხოთ!

  • anabell) თქვა:
    11 იანვარი 2015 13:51 - ID: 4,
    ციტატა: NiNi_N
    არაჩვეულებრივი წიგნია.... არაფერი ბანალური და ნაგავი (თუმცა ვისთვის როგორ)!
    ჯეიმი საოცრად სიმპატიურია და აშკარად ძალიან კარგი პიროვნება, ყოველ შემთხვევაში ეკრანებიდან ასე ჩანს. დაკოტა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები რას ერჩიან! ჩემთვის ლამაზია, ან შეიძლება თვალი მიმეჩვია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაინც ლამაზია!
    ფილმს ველოდები! საერთოდ, როგორც წესი წიგნი ჯობია ხოლმე ფილმს და იმედია ეს ის შემთხვევა იქნება სადაც ორივე კარგია, რადგან ფილმის სცენარიც თავად მწერალმა დაწერა და არამგონია რამე რადიკალურად შეეცვალა....
    ხო და კიდევ საოცარი საუნდრეკები აქვს:
    Ellie Goulding - Love Me Like You Do
    The Weeknd - Earned It
    + ბიონსეს Crazy in love-ის გადაკეთებული ვერსია, რომელიც მილიონი თავით ჯობია ორიგინალს.

    უკაცრავად მართლა ძაან დიდ ბოდიშს გიხდით მაგრამ მაინტერესებს რა ნახეთ ამ წიგნში არაჩვეულებრივი. ზუსტად რომ ძალიან ბანალური ისტორია მულტიმილიარდერს უყვარდება რაღიბი გოგონა , ძაან ჩვეულებრივი ურთიერთობები აქვთ როგორც ყოველ წყვილს ძაან იდიოტურ თემებზე . კრისტიან გრეი კი ჩემთვის ჰმ როგორც რუსები იტყვიან პოლნი იზვრაშენეც. ადამიანის ურთიერთობებში რასაკვირველია სექსს და სექსუალურ ცხოვრებას დიდი მნისშვნელობა აქვს მაგრამ ამ წიგნში ყველაფერი ზღვარს ცდება. ჩართეთ ხალხო და უყურეთ პორნოს, ეს მწერალი კიდევ ვერ არის. გული ამერია როგორ დავწრილებით აღწერა ანასტეიშას მინეტი და თან როგორი გემოც აქვს ისიც დაუმატა ... მარაზმი მარაზმი..ან კიდევ როგორ შედის კრისტინა მასში სრული საზიზღრობა ამ ქალს ფანტაზია სულ არ აქვს რო ცოტა რომანტიკა დაამატოს , გულისამრევი წიგნია! პოპულარული და მოთხოვნადი არ ნიშნავს ხარისხიანს. ბიონსეს ქოვერი კიდევ მეც სასტიკად მომეწონა .

  • NiNi_N თქვა:
    11 იანვარი 2015 13:37 - ID: 3,
    არაჩვეულებრივი წიგნია.... არაფერი ბანალური და ნაგავი (თუმცა ვისთვის როგორ)!
    პირველი წიგნის სიუჟეტი ნამდვილად, ძირითადად თამამ სცენებზეა აგებული და მეტი პრინციპში
    არც არაფერი ხდება, მაგრამ სხვა სიტუაციაა მეორე და მესამე წიგნში. და ეს მესამე ისე დამთავრდა
    რომ გული მიგრძნობს მეოთხეც გზაშია. მწერალი კი არ იღებს ხმას მაგრამ მაინც!

    ჯეიმი საოცრად სიმპატიურია და აშკარად ძალიან კარგი პიროვნება, ყოველ შემთხვევაში ეკრანებიდან ასე ჩანს. დაკოტა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები რას ერჩიან! ჩემთვის ლამაზია, ან შეიძლება თვალი მიმეჩვია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაინც ლამაზია!

    ფილმს ველოდები! საერთოდ, როგორც წესი წიგნი ჯობია ხოლმე ფილმს და იმედია ეს ის შემთხვევა იქნება სადაც ორივე კარგია, რადგან ფილმის სცენარიც თავად მწერალმა დაწერა და არამგონია რამე რადიკალურად შეეცვალა....

    ხო და კიდევ საოცარი საუნდრეკები აქვს:
    Ellie Goulding - Love Me Like You Do
    The Weeknd - Earned It
    + ბიონსეს Crazy in love-ის გადაკეთებული ვერსია, რომელიც მილიონი თავით ჯობია ორიგინალს.

  • elga თქვა:
    11 იანვარი 2015 01:35 - ID: 2,
    ხო დავიტანჟე ამ ფილმე ლოდინით რა

  • anabell) თქვა:
    11 იანვარი 2015 00:58 - ID: 1,
    ბიჭი უსიმპატიურესი, რაც შეეხება წიგნს ამაზე ნაგავი ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს ! აბსოლიტურად ბანალური სიუჟეტი იყო, და ეს სესქუალური სცენები ხო საერთოდ. როგორც მკითხველს მსიამოვნებს ხარისხიანი ერტოტიკის წაკითხვა ოღონდ არა ამ Fარგლებში ამას ჯობდა ალბათ გერმანული პორნოსთვის მეყურებია. ძალიან ცუდია როცა არასრულწლოვნებს მიუწვდებათ ხელი ასე სინაგვეზე . მოკლედ მორიგი ბინდის მსგავსი ნაგავია. მაგრამ თრეილერის ყურების შემდეგ დავრწმუნდი რომ ფილმი ალბათ ჯობია თავად წიგნს. კონკიას ისტორიაა სადაც პრინცის მაგივრად სექსუალური მანიაკია :D პარის ღარაც ირონია იმაში რო ვალენტინობის დღეს გამოდის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top