;
24 იანვარი 2015      slimshady     4 კომენტარი     ნანახია 2992-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა


ოსკარის ნომინანტი 40 წლის ბრედლი კუპერი შესანიშნავად გამოიყურება ახალ ფილმში "American Sniper",რომელიც ნამდვილი ჯარისკაცისა და ამერიკელი გმირის - კრის კაილის ისტორიას გვიყვება.კრისი 105 კილოს იწონიდა და ბრედლის სიტყვებით ის "უბრალოდ დაკუნთული და ნავარჯიშები კი არ იყო,არამედ ნამდვილ დათვს ჰგავდა".თავისი პერსონაჟის უკეთ წარმოსაჩენად მსახიობს წონის მომატება მოუხდა,რადგანაც თავად გადაღებების დასაწყისში 85 კილოგრამი იყო.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
კრის კაილი

ახლახან ბრედლი კუპერმა გაგვიმხილა,რომ ამისთვის ის რეგულარულ ვარჯითან ერთად დღეში 6000 კალორიას იღებდა .უკეთესი წარმოდგენისთვის გეტყვით,რომ 6000 კალორია იგივეა რაც 90 პურის ნაჭერი,ანდა 360 სტაფილო ,ან 12 ბიგ მაკი დღეში.მაგრამ ბრედლი ასეთი გემრიელობებით განებივრებული არ იყო.ის მუდამ ჯანსაღ საჭმელს იღებდა,რათა წონის მომატების პროცესში ორგანიზმი არ დაეზიანებინა.ის დღეში 5 სადილს ჭამდა + ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ენერგეტიკულ წასახემსებელს იღებდა.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
Before & After

"ნამდვილი შოკი იყო ჩემი სხეულისთვის.ეს რომ ყოფილიყო პიცა და ნამცხვრები სულ სხვა იქნებოდა.მაგრამ 6000 კალორიის მიღება ძალიან ძნელია და ხშირად ძალით ვჭამდი"

კვების ექსტრემალურ რეჟიმთან ერთად ბრედლის რთული და გამთანგველი ვარჯიშების შესრულებაც უწევდა,რომელთა შორის იყო ბულგარული ბუქნები (ცალი ფეხით) და "დედლიფტები" ასევე ცალი ფეხით.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა

კუპერის პირადი მწვრთნელი აღნიშნავს : "მისი ტრანსფორმაცია შთამბეჭდავი იყო.ნათლად ვხედავდით როგორ იქცეოდა კრისად.ჯერ წვერები მოუშვა,შემდეგ ზომით გაიზარდა.ყოველ დღე აჟიტირებული იყო და დიდი ინტერესით ელოდა რას გავაკეთებდით ახალს."

ამ რეჟიმით მან 18 კილო მოიმატა,ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ კი სხვა ფილმისთვის,რომელშიც შეფის როლს ასრულებს,ამდენივე დაიკლო და კვლავ თავის ნორმალურ - 85 კილოგრამს დაუბრუნდა.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა

რისკის შესახებ მსახიობმა თავიდანვე იცოდა : "ვიცოდი რომ კრისის წარმოსაჩენად ფიზიკურად შეცვლა დამჭირდებოდა და ეს შესანიშნავი იყო!კარგია როცა იცი,რომ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ასეთი ცვლილებები შესაძლებელია"

ბრედლი კუპერი პირველი არ არის,ვინც როლისთვის ლიმიტებს გასცდა და წარმოუდგენელი შეძლო.კრისტიან ბეილი ცნობილია თავისი ცვალებადი წონით,ის ხან კატასტროფულად გამხდარი გვევლინება დიდ ეკრანებზე,ხან კი დაკუნთული და გასუქებულიც კი.ჯეიკ ჯილენჰოლის ტრანსფორმაცია ფილმისთვის "Nightcrawler" შეუმჩნეველი არ დარჩა საზოგადოებას.

ACTORS WHO CHANGE THEIR BODY FOR THEIR ROLES

აღსანიშნავია,რომ აკადემია დიდად აფასებს მსახიობებისგან ფიზიკურ ცვლილებებს და ასეთი მსახიობები ნომინაციის გარეშე იშვიათად რჩებიან.ბრედლიც არ არის გამონაკლისი და 2015 წლის ოსკარზე ის წარდგენილია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა


კლინტ ისტვუდის რეჟისორობით ფილმმა "ამერიკელმა სნაიპერმა" დიდ წარმატებას მიაღწია და სადებიუტო კვირას 110$ მილიონი შემოსავალი მიიღო.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
Before & After

კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

4


  • demetria თქვა:
    25 იანვარი 2015 13:47 - ID: 4,
    ყოჩაღ კუპერ )))
    კრისტიანიი შოკიი იყოო, სიტყვები არმყოფნის ამკაცრომ ვუყურებ უნიჭიერესია <33

  • maliashine თქვა:
    25 იანვარი 2015 13:19 - ID: 3,
    ვაიმე როგორ დაემსგავასა wassat დაკლება არ უნდა ამ 18 კილოს, 5 ვერ დამიკლია lol

  • justareal თქვა:
    25 იანვარი 2015 12:32 - ID: 2,
    საღოლ ბრედლი love ჩემი საყვარელი მსახიობიაა როგორ მიყვარსსს უნიჭიერესიიი

  • anthea თქვა:
    25 იანვარი 2015 12:26 - ID: 1,
    მოკლედ ეს დასუსტება- გასუქება რო არ არსებობდეს მსახიობთა ნახევარი ოსკარის გარეშე დარჩებოდა lol

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top