;
15 თებერვალი 2015      liliana     11 კომენტარი     ნანახია 2130-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

The Theory of Everything The Theory of Everything The Theory of Everything

თეორია ყველაფრის შესახებ გახლავთ რეჟისორ ჯეიმს მარშის 2014 წელს გამოსული რომანტიკული დრამა,რომელიც გადაღებული გახლავთ ცნობილი ბრიტანელი ფსიქიატრის, კოსმოლოგის,ფიზიკოსის სტეფან ჰავკინგის ავტობიოგრაფიული წიგნის The Theory of Everything და მისი მეუღლის ჯეინ უაილდ ჰავკინგის Travelling to Infinity: My Life with Stephen-ის მიხედვით. ფილმისთვის სცენარი შექმნა სტეფან მაკარტენმა,ხოლო მუსიკა ჯონან ჯონანსონს ეკუთვნის. სტეფანის როლს 31 წლის ბრიტანელი მსახიობი ედი რედმაინი ასრულებს,ხოლო ჯეინის როლს ფელისიტე ჯონსი.ფილმის ოფიციალური პრემიერა 2014 Toronto International Film Festival-ზე ,ხოლო მსოფლიო პრემიერა 7 სექტემბერს შედგა.IMDb-მ ფილმს 7,8 ქულა მიანიჭა, ფილმმა და მისმა მთავარი როლის შემსსრულებლებმა უკვე მოიპოვეს ისეთი კინოჯილდოები როგორებიცაა :Golden Globe Award-საუკეთესო მსახიობის,საუკეთესო დრამის და საუკეთესო სცენარის კატეგორიაში, ნომინაციები 21st Screen Actors Guild Awards-ზე, Screen Actors Guild Award-საუკეთესო შესრულებისათვის,British Academy Film Awards-საუკეთესო ბრიტანული ფილმის,საუკეთესო სცენარის და საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში და წარდგენილია ოსკარის 5 ნომინაციაზე.

The Theory of Everything

ფილმის სცენარი ზუსტად ასახავს იმ სირთულეებს რაც სტეფანმა ცხოვრების განმავლობაში განვლო. მისი მოკლე შინაარსი შემდეგია :1963 წელს სტეფანს ,რომელიც ამ დროს კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ,შეუყვარდება ესპანური ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი ჯეინ უაილდი და მათ შორის მალევე იწყება სასიყვარულო ურთიერთობა. პარალელურად სტეფანი პროფესორ დეივიდ თევლისთან სამყაროს შექმნაში შავი ხვრელების როლზე მუშაობს და გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს თეზისიც მიუძღვნას. უცაბედად სტეფანს მოტორული ნეირონების დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ და ექიმების ვარაუდით მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რაღაც ორი წელია. მიუხედავად სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებისა,რომელმაც სტეფანს წაართვა მეტყველების ,სიარულის და ურთიერთობის ფუნქცია , იგი არ წყვეტს მუშაობას, კითხვას, კვლევებს,ფიქრს ფილოსოფიაზე, ოცნებას და ლექციებზე სიარულს , მიუხედავად ექიმების რადიკალური დასკვნისა სტეფანი ჯეინზე იქორწინებს და მათ 3 შვილიც შეეძინებათ.წლების გასვლასთან ერთად იზრდება სტეფანის სამეცნიერო აღიარება, წიგნები, კვლევები, თეზისები , პოპულარობა და ჯილდოები მსოფლიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის, თუმცა ჯანმრთელობა და პირადი მდგომარეობა უარესდება,მას ერთმევა მეტყველების ფუნქცია და სრულიად ხდება დამოკიდებული ეტლსა და გონებაშეზღუდულთათვის შექმნილ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ჯეინი მას მიატოვებს და საცხოვრებლად ახალგაზრდა , სიმპატიურ ჯონათანთან გადავა.ფილმს საკმაოდ ამაღელვებელი დასასრული აქვს ,სტეფანს შეხვედრაზე თვით ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე მიიღებს,რომელსაც გვერდს მისი ყოფილი მეუღლე ჯეინი უმშვენებს. ბუკინგემის სასახლის ბაღში მოსეირნე წყვილი მათი შვილების ცქერით ტკბებიან,როდესაც სტეფანი ჯეინს ეუბნება : „შეხედე ჩვენ რა შევქმენით.“

The Theory of Everything
The Theory of Everything
The Theory of Everything The Theory of Everything

კატეგორია: ფილმები
Tags:

11

  • liliana თქვა:
    17 თებერვალი 2015 20:32 - ID: 11,
    ციტატა: beonce
    კარგი სტატიაა.ფილმმა დამაინტერესა.უნდა ვნახო. feel

    აუცილებლად ნახე..მადლობა <3

  • beonce თქვა:
    17 თებერვალი 2015 17:34 - ID: 10,
    კარგი სტატიაა.ფილმმა დამაინტერესა.უნდა ვნახო. feel

  • liliana თქვა:
    15 თებერვალი 2015 23:21 - ID: 9,
    ციტატა: Anna L.K.
    შესანიშნავი ნიუსია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია! love

    love

  • Anna L.K. თქვა:
    15 თებერვალი 2015 20:57 - ID: 8,
    შესანიშნავი ნიუსია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია! love

  • liliana თქვა:
    15 თებერვალი 2015 20:07 - ID: 7,
    ციტატა: demetria
    რა არაჩვაულებრივი ნიუსია ვნახავ აუცილებლად ამ ფილმს love

    მადლობა ... ბედნიერი ხარ, ფილმის პირველად ნახვის სიამოვნებად წინ გელის wink

  • demetria თქვა:
    15 თებერვალი 2015 19:22 - ID: 6,
    რა არაჩვაულებრივი ნიუსია ვნახავ აუცილებლად ამ ფილმს love

  • liliana თქვა:
    15 თებერვალი 2015 16:04 - ID: 5,
    ციტატა: maliashine
    ციტატა: liliana
    ციტატა: maliashine
    უკვე ორჯერ ვნახე და არ მეყო.. ცოტა დრო რომ გავა კიდევ ვნახავ, მერე კიდევ, კიდევ და ა.შ. ეს ფილმი ოფიციალურად მიყვარს და ედიც ოfიშალი ჩემი ახალი საყვარელი მსახიობია. ყველაფერი შესანიშნავი იყო ამ ფილმში, ყველაფერი! დასაწყისი, ედი, სასიყვარულო სთორი ლაინი, ფელისიტი, მუსიკა, დასასრული. ისტორია თვითონ. და რა მამაცი ქალია ჯეინი, ძალიან მიმიყვარს უკვე ეს ფილმი და დროთა განმავლობაში უფრო შემიყვარდება ვიცი : ) love
    P.S YOU AREN'T YOU-ზეც რომ გააკეთოთ ასეთი ნიუსი, გამეხარდება ძალიან. (ნიუსი კიდევ ცალკე ძალიან კარგი იყო)

    მადლობა ძალიან დიდი.. კი დაგეგმილი მაქვს ოსკარის ნომინანტ ფილმებზე ნიუსების გაკეთება და შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ YOU ARENT YOU-ზეც გავაკეთებ....

    მადლობა შენ, მაგარი ხარ feel

    love

  • maliashine თქვა:
    15 თებერვალი 2015 15:47 - ID: 4,

    15 თებერვალი 2015 12:58 - ID: 3,

    15 თებერვალი 2015 12:44 - ID: 2,

  • tata____tata თქვა:
    15 თებერვალი 2015 12:11 - ID: 1,
    ძაან კარგი ფილმია, მომეწონა ნამდვილად. ეს ბიჭი კიდე საოცრად თამაშობს smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top