;
17 თებერვალი 2015      Ancho.     28 კომენტარი     ნანახია 10942-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები

და აი ჩაიარა ვალენტინობის დღემ, რომელსაც ურიცხვი აუდიტორია ელოდა, რადგან ეს სიყვარულის დღე ფილმ "გრეის 50 ელფერის" პრემიერის თარიღად დაინიშნა! მათ შორის საქართველოშიც ურიცხვი ადამიანი დაესწრო პრემიერას კინოთეატრ ამირანსა და რუსთაველში. შეფასებები არაერთგვაროვანია, მრავალი აღაშფოთა მთავარი მამაკაცი პერსონაჟის კრისტიან გრეის ძალაუფლება და სექსუალურმა მისწრაფებებმა და ანასთეიშა სტილსის მიამიტობამ. მოკლედ, ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც წიგნის გამოცემას მოყვა. თუმცა კი რა თქმა უნდა ფილმი მხატვრულადაა გადაღებული და ის არ წარმოადგენს პორნოს! სექსუალური სცენების გადაღებებმა თეთრეულის არც თუ ისე თხელ ფენებს შორის ჩაიარა და სიმულაციას წარმოადგენს, ფილმს მიეკუთვნა 18+ ასაკობრივი ცენზი, თუმცა ბევრის წუწუნი, რომ წიგნისგან განსხვავებით ამოღებულია სექსის მრავალი სცენა უპირისპირდება იმ მაყურებელთა რეაქციას, რომელთაც წიგნი საერთოდაც წაკითხული არ აქვთ და ფილმში გადმოცემულმა მომენტებმა ისინი ისედაც შოკში ჩააგდო!

Fifty Shades of Grey (2015)
გრეის ორმოცდაათი ელფერი

მიამიტი ანასთეიშა ნერვიულად იწევს თმას, ისწორებს უბრალო ბლუზს და აბიჯებს გრეის იმპერიაში. ის ცოტახანში იმპერიის მეთაურის კრისტიანის ფეხქვეშ ექცევა. ის კრისტიანს გულუბრყვილო თვალებით უმზერს პარალელურად კი ტუჩს იკვნიტავს: ალბათ ყველა გოგონა ფიქრობს, როდესაც შენ წინ 27 წლის მილიარდელია, არ არის დაქორწინებული და შეყვარებულიც არ ჰყავს, დროის დაკარგვა არ ღირს, თუმცა გულუბრყვილო ანასთეიშას დაბალი თვითშეფასებით მათი რომანი მისთვის წარმოუდგებელი და საოცნებოა იმ დონემდე, რომ ეს მას აშინებს კიდეც. ასეთი რამ იშვიათად ხდება და სწორედ ასეთი უჩვეულო და სასურველი სამყარო წარმოგვიჩინა "გრეის 50-მა ელფერმა", დავარქვათ ამას ზღაპრული რომანი, თუმცა სულ მალევე იკვეთება გრეის სექსუალური პრიორიტეტები და ეს ჟანრი უფრო კოშმართანაა მიახლოებული!

50 Shades Of Grey - შეფასება 50 Shades Of Grey - შეფასება
50 Shades Of Grey - შეფასება 50 Shades Of Grey - შეფასება
50 Shades Of Grey - შეფასება 50 Shades Of Grey - შეფასება

რომელი გოგონა არ იოცნებებს მამაკაცზე, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფს მას ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს. მას მთელი რიგი ოცნებების შესრულება შეუძლია და მისი გავლენა და ძალაუფლება არ დაგტოვებს გულგრილს, ანასთეიშა მასში ბევრად მეტს ხედავს, ვიდრე მისი სოციალური იმიჯი და სექსუალური მისწრაფებებია. ვფიქრობთ, სულ მალე ფსიქოლოგიის კურსდამამთავრებლები დაიცავენ დისერტაციებს თემაზე: "კრისტიან გრეის პერსონაჟი და მისი გავლენა თანამედროვეობაზე".

ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ეროტიკული რომანი ერთგვარი სექსუალური რევოლუციის დასაბამი გახდა: ახსნა ტაბუ მთელ რიგ თემებს და იმოქმედა გარკვეული მასის აზროვნების ცვლილებაზეც. წიგნის პერსონაჟები სათამაშოებად იქცნენ, მათ შორის სექს-შოპებში დიდი პოპულარობა მოიპოვეს სექსუალურმა სათამაშოებმა, წიგნში აღწერილი და ფილმის საუნდტრეკი დისკების გაყიდვებმაც იმატა! საბავშვო ბოდეებიც კი გაჩნდა წარწერით "9 თვის წინ დედამ 'გრეის ორმოცდაათი ელფერი ' წაიკითხა".

4 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი წიგნი გაიყიდა და რომანზე კინოვერსიის გადაღებაც დაიგეგმა. ფილმის თრეილერი გამოსვლისთანავე ნახვების რაოდენობით რეკოსრდსმენი გახდა ინტერნეტსივრცეში. მთავარმა გმირებმა დაკოტა ჯონსონმა და ჯეიმი დორნანმა კი გაიაზრეს რას ნიშნავს გაიღვიძო სუპერვარსკვლავად, თანაც ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე!

50 Shades Of Grey - შეფასება
50 Shades Of Grey - შეფასება

ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა შეგიძლიათ კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში,
ფილმში გამოყენებულ მუსიკას და საუნდტრეკებს კი იხილავთ პუბლიკაციაში: http://www.angel.ge/movies-soundtracks/116956-soundtracksforfiftyshadesofgrey.htmlhttp://www.angel.ge/movies-soundtracks/116956-soundtracksforfiftyshadesofgrey.html

www.new.kinoafisha.ge/movies/გრეის ორმოცდაათი ელფერი

რუსთაველი
16:45 - 9.5ლ
19:45 - 11.5ლ
22:30 - 11.5ლ

ამირანი
17:00 - 9.5ლ
19:45 - 11.5ლ
22:30 - 11.5ლ

50 Shades Of Grey - შეფასება

25 წლის დაკოტა ჯონსონი ცნობილი მსახიობების მელანი გრიფიტისა და დონ ჯონსონის ქალიშვილია, ანტონიო ბანდერასის გერი. მისი დებიუტი კინოში 9 წლის ასაკში შედგა ფილმში "ქალები წესების გარეშე". მთავარი როლები მას აქამდე არ განუსახიერებია, მხოლოდ ეპიზოდურები.

32 წლის ირლანდიელი ჯეიმი დორნანი 10 წელი იყო მოდელი ისეთი ბრენდებისა როგორებიცაა: Dior, Giorgio Armani და Calvin Klein. ნახევრადშიშველმა გადაიღო ქეით მოსთან და ევა მენდესთან ერთად. კინოინდუსტრიაში 10 წლის წინ შედგა ფეხი და წინა წელს ნომინირებული იყო ბაფტაზე სერიული მკვლელის როლით BBC-ის სერიალისთვის "კრახი."

ეს ორი ვერც კი წარმოიდგინდა იმ წარმატებას, რომელიც თავს დაატყდათ. ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებიდან გამოუჩნდა ფილმს გულშემატკივრები. ისინი შეიკრიბნენ ონლაინ ფორუმებზე და თითოეულ დეტალს არჩევდნენ, რაზეც კი ინფორმაციას გებულობდნენ.

50 Shades Of Grey - შეფასება
როგორ მიიღეს ყველაზე განხილვადი როლები

დაკოტა: "როდესაც წიგნს ვკითხულობდი, ძალიან მომწონდა ანასთეიშა, ის გულწრფელი და თავმდაბალია. 2 თვის განმავლობაში დავდიოდი მოსმენებზე, რამდენჯერმე წავიკითხე სცენები ხმამაღლა, ვხვდებოდი რეჟისორს. პროცესი იმდენად ხანგრძლივი გამოდგა, რომ როდესაც მითხრეს, რომ როლი ჩემი იყო, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მე ბედნიერი ვიყავი."

ჯეიმი: "მე კასტინგების პირველი ტალღა ვერ გადავლახე. ლონდონში ვიყავი, ვიდეო ჩავწერე და გავაგზავნე. რამდენიმე ხანში გავიგე, რომ როლზე ჩარლი ჰანემი აიყვანეს. ჩემთვის არც დაურეკავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვივარგე. შემდეგ ჩარლი პროექტიდან წავიდა თავისი გადატვირთული გრაფიკის გამო და მოსმენები ახლიდან დაიწყო. მე ლოს-ანჯელესში ჩავფრინდი და დაკოტასთან ერთად წავიკითხე სცენები. მას ეტყობოდა რომ უკვე გამოფიტული იყო."

დაკოტა: "თუ სწორად მახსოვს ჯეიმი ბოლოს შემოვიდა. ჩვენ გავიარეთ ინტერვიუს სცენა, მე უკვე იმდენჯერ მქონდა წაკითხული უკვე სიტყვებიც აღარ მესმოდა. ჯეიმი სულ ხუმრობდა, აქამდე ასე არავინ მოქცეულა. და იცით, ყველაფერი გამოვიდა. ამასთან, ჯეიმმა შეძლო გადმოეცა ის შეგრძნება, რომ მის გმირს საიდუმლო აქვს, რთული ისტორია."

ჯეიმი: "კრისტიანი ობოლია, მისი დედა ნარკომანი და მეძავი იყო. მე მესმის ადამიანების, რომლებმაც ადრეულ ასაკშივე განიცადეს დაკარგვა. მე 16 წლის ვიყავი, როდესაც დედა დავკარგე, 1 წლის შემდეგ კი ჩემი ოთხი მეგობარი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ამან თავისი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე. ალბათ კამერაზეც აღიბეჭდა და მე როლი მიიღო. მოსმენის შემდეგ მითხრეს, რომ დამირეკავდნენ იმ დღეს, ზარი ღამის 2 საათზე შემოვიდა. ცოლს უკვე ეძინა, მე მას ყურში ჩავჩრჩულე: მე სიახლე მაქვს. ხვალ მოგიყვები."

50 Shades Of Grey - შეფასება
50 Shades Of Grey - შეფასება

ანასთეიშად და კრისტიანად გარდაქმნა

ჯეიმი: "კრისტიანი მამაკაცია, რომელიც თავის თავს ყოველთვის იდეალურ ფორმაში ამყოფებს. მე ბევრი ვარჯიში მომიწია სპორტდარბაზში. ჩემი ცოლი ორსულობის 30-ე კვირაზე იყო. გიჟური პერიოდი იდგა. რთულია უთხრა ფეხმძიმე ცოლს: საყვარელო აბა შენ იცი, წავედი მე სპორტდარბაზში, თუ შეტევა გექნება ესემესი მომწერე."

დაკოტა: "რადგანაც მე შიშველი მომიწევდა გადაღება, კარგ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი. ამიტომაც ბევრს ვარჯიშობდი, ჯანსაღ საკვებს ვჭამდი და იმდენი რაოდენობის ეპილაცია გავიკეთე, რომ არცერთ ქალს არ დაესიზმრებოდა."

50 Shades Of Grey - შეფასება 50 Shades Of Grey - შეფასება

საწოლის სცენები

სექსის სცენები ფილმში საოცრად დინამიურია. ის არ ემსგავსება პორნოგრაფიას. მეტიც, ქმნიან რომანტიულ, იდეალიზირებულ წარმოდგენებს ინტიმურ სიახლოვეზე, ასეთივე სტილშია გადმოცემული სექსუალური-ძალადობის სცენები. გასეირნებები ვერტმფრენით, კოცნა ბუნებაში და ხედები გრეის აპარტამენტიდან ყველაფერს ამაღლებულად წარმოადგენს.

ჯეიმი: "როგორც მსახიობები, ჩვენ ხშირად კადრებში ვაკეთებთ უცნაურ რამეებს. მაგრამ როდესაც პირველად გასცა სიგნალი გადამღებმა ჯგუფმა, მე თავში გამიელვა ფიქრმა: "აქ საერთოდ რა ხდება, შენ ხომ უკვე მამა ხარ!"

დაკოტა: "საწოლის სცენების გადაღებისას გადასაღებ მოედანზე ძალიან ცოტა ადამიანი იყო. დედამ მითხრა, რომ მე უფლება მქონდა ეს მომეთხოვა. ცნობილ "წითელ ტკივილის ოთახს" 2 თვეზე მეტხანს სურათითაც არ მაჩვენებდნენ. როდესაც იქ მოვხვდი რეაგირება მოვახდინე, როგორც ანამ. ეს სხვა სამყარო იყო: ბორკილები, მათრახი..."

50 Shades Of Grey - შეფასება

ჯეიმი: "ზოგიერთი სცენა, რომელიც "წითელ ოთახში" გადავიღეთ ჩემთვის არაკომფორტული იყო. მე მომიწია დაკოტასათვის გამეკეთებინა ისეთი რამეები, რომლებსაც არასოდეს არცერთ ქალს არ გავუკეთებდი. სულ მინდოდა ის დამეცვა. მესმოდა, როგორი რთული იყო მისთვისაც. ისმოდა ჯგუფის შეძახილი "გადაღებულია" და ის მაინც შიშველი იწვა საწოლს მიჯაჭვული."

დაკოტა: "ჯეიმი იყო ერთადერთი, ვინც პლედს მაფარებდა დუბლებს შორის. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ მე რამე არ მტკენოდა. მაგრამ ერთხელ კისრის ტრამვა მივიღე, როდესაც ჯეიმის მოუწია რამდენჯერმე დავეგდე საწოლზე."

50 Shades Of Grey - შეფასება
50 Shades Of Grey - შეფასება

საფინალო შეფასება:

დაკოტა: "მე ვამაყობ ჩვენი ფილმით. მე მთელი ძალიხმევით შევეცადე ანას განსახიერება და ვცდილობდი ის როგორც ძლიერი ისე წარმომეჩინა. მე ვფიქრობ ის კრისტიანზეც ძლიერია. რასაც ის აკეთებს, მისი დამოუკიდებელი არჩევანია."

ჯეიმი: "პრემიერამდე უკვე მესმოდა ქუჩაში შეძახილები: შეხედეთ კრისტიან გრეი!" მე კი მათ ვპასუხობდი, არა მე ჯეიმი ვარ მსახიობი. ფილმის გამოსვლის შემდეგ მათი ემოცია გაცილებით გაიზარდა."

უმჯობესია ნახოთ: ანასთეიშას ზურმუხტისფერი თვალები საუკეთესოდ ერწყმის გრეის ნაცრისფერ კოსტუმებს.
ეს ხომ ფილმია, რომელზეც ყველა საუბრობს! დაფუძნებული წიგნზე, რომელმაც შეიძლება ითქვას, უდიდესი გავლენა მოახდინა მიმდინარე ეპოქაზე. თუ როგორ და რატომ, თავად გაიგებთ, როდესაც იხილავთ ამ კომპლექსურად რთული წყვილის ეროტიულ ურთიერთობებს, ჩასწვდებით მათ სურვილებს, ვნებას, ტრავმებს, იდეალებს და იმედს შემდგარი ურთიერთობისა.

მხოლოდ რჩევას მოგცემდით კინოთეატრში დიდ ეკრანზე დამსწრეებს: ნუ წახვალთ ფილმის სანახავად შეყვარებულთან ერთად, რომელთანაც რომანტიულ სტადიაში იმყოფებით და სექსის თემაზე საუბართან შორს ხართ. ფილმი განეკუთვნება ეროტიულ-რომანტიულ ჟანს და მრავალმა აღნიშნა უხერხულობის მომენტი კინოთეატრში, კარგად შეარჩიეთ თუ ვისთან ერთად უყურებთ ფილმს და გვერწმუნეთ, თუ კი აქამდე არ წაგიკითხავთ წიგნი, თქვენ აუცილებლად მოიძიებთ გრეის ტრილოგიას წიგნის მაღაზიებში რათა გაიგოთ, თუ როგორ გაგრძელდება მათი რომანი და უფრო დეტალურად გადაიკითხოთ პირველი ნაწილი, სადაც როგორც ყველა ამბობს, მეტად დეტალურადაა აღწერილი წყვილის ეროტიული ურთიერთობა და დამოკიდებულობა. ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა კი სულ მალე დაიწყება!

თუ გეგმავთ ფილმის 50 Shades Of Grey ნახვას?

დიახ, დიდი სურვილი მაქვს ვნახო ფილმი
დიახ, თუმცა არ ვიცი თუ ვარ მზად ასეთი ჟანრის ფილმისთვის
არა, არ აღძრავს ჩემში ინტერესს ასეთი ფილმები

კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

28

  • Bohemian თქვა:
    25 აპრილი 2015 17:48 - ID: 28,
    ჩემი აზრით მშვენიერი ფილმია,საინტერესო,ახალგაზრდებს უბიძგებს მრავალფეროვნებისკენ ,რა თქმა უნდა ზოგადად მრავალფეროვნებას ვგულისხმობ.

  • amanda თქვა:
    6 მარტი 2015 01:25 - ID: 27,
    მე პირადად მაგრად მომეწონაა,გაამართლა ჩემი მოლოდინი :) ეროტიული სცენები მშვენივრადაა გადაღებული და საერთოდ არაა გამაღიზიანებელი,ისეე ამ ფილმში ანასტასიას გამო უფრო მიდის დათმობებზე კრისტიანი,ვიდრე პირიქით :) ადრე რაც არ გაუკეთებია გოგოებთან,ის გააკეთა ანასტასიასთან,აშკარაა,რომ მარტო მაზოხისტური სექსის პონტში არ ევასებაა,მითუმეტეს,რომ კონტრაქტიდან ბევრი პუნქტის ამოღებაზე დათანხმდა:) თავიდანვე იმით მოიხიბლა,რომ ის სხვა გოგოებს არ გავს და არის მასში რაღაც რაც ატყვევებს კრისტიანს,მე ორივე მსახიობი მომწონს და ვთვლი,რომ სწორად არიან შერჩეულები,მაგრამ ჯეიმი უფრო მეტად,მაგრად თამაშობს,მაგარი კაცია,მამაკაცია რაა :) love მისი გამოხედვა მაგიჟებს :P :D

    p.s. ისეე ბევრი ვერ ასხვავებს პორნოს და ეროტიკას :)))))

  • loseyourself თქვა:
    28 თებერვალი 2015 20:44 - ID: 26,
    ვისაც ეს ჟანრი მოსწონს წიგნებში ალბათ მოეწონება, მე არა. ეროტიკული სცენები ძალიან დაწვრილებით და ალბათ კარგადაც ჰქონდა აღწერილი (არ ვკითხულობ ამ ჟანრს და არ ვარ კომპეტენტური) მაგრამ ყველა ავტორს აქვს თავისი ხელწერა, ინგლისურადაც კი როცა კითხულობ შეიძლება რაღაც სიტყვა ვერ გაიგო მაგრამ ავტორს სულ ეტყობა როცა წინადადების გავრცობა არ უჭირს და სიტყვებიც არ აკლდება, ჩემი აზრით მწერალი ნამდვილად უნიჭო ვიღაცაა და იდეაც კი არაა მისი. თვითონვე აღიარა რომ ბინდიდან მიიღო ინსპირაცია და შIნაარსით ვამპირობის თემას და რაღაც დეტალებს თუ გამოვაკლებთ მართლა ბინდს მივიღებთ.. თუმცა ყველაფერზე თვალს დავხუჭავდი ნამდვილად კარგი დაწერილი რომ ყოფილიყო.... შIნააარსი სექსის თემამ გახადა საინტერესო თორე ძაან ბანალური კომერციაზე გათვლილი ნაგავია... ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ნამდვილად არ ველოდი ავტორისგან მაგრამ ნუთU ვინმე ჩათვლის რომ წიგნი რამედ ვარგა.... ბრონტეებს და ოსტინს ნუ წაიკითხავთ ბატონო თU არ გინდათ მაგრამ ამას "თვაილაითი" ჯობია ნაგდად. ბოლოს და ბოლოს ოთხივე ნაწილი მაქვს წაკითხული (გრეის სამივე წავიკითხე) და მაშინდელ ასაკზე მშვენივრად მომერგო,, საინტერესოა ეს გრეი რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა.... 18 წლამდე ბავშVები პატარები არიან ასეთე სცენებისთვის 18ს ზევით კი ამ უნიჭობას რა ნერვებით უნდა ჩაუჯდე.... უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ გამოდევნება არაა საჭირო.... ფილმის უკეთ გადაღებაც იყო შესაძლებელი. თემა შემდეგნარიაა:: გასაიდუმლოებული წარსულის სიმპატიური ახალგაზრდა წარმატებული მომხიბვლელი ცოტა შემაშინებელიც კი ბიჭი იჩენს ინტერეს ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ არაფრის გამორჩეული გოგოს მიმართ... სახასიათოა გოგოს მშობლები განქორინებულები არიან, გოგო მამასთანააა. დედა ცოტა არ იყოს და ეგოისტიცაა... თვითონ გოგონდა წიგნების მოყვარულია და გამოირჩევა საოცრად დაბალი თვითშეფასებით, ყოველთვია მზადაა სხვებს დაეხმაროს და საკუთარი ინტერესები დათმოს.... ბიჭი გოგოს სრულიად ახალ სამყაროს გააცნობს_______ კიდევ ვინმე ფიქრრობს რომ ბანალური არააა, ან თვაილაითს არ გავს :D :D ხოო და ყველაფერი მე მგონი კონკიას ზღაპრიდან მოდის( სად უნდა ვეძებოთ დამნაშავე რომელმას ახალგაზრდა გოგოებს შთააგონა რომ გამოჩნდება "მისთერიოუს" სიმპატიური პრინცი რომელიც მათ ერთფეროვან ცხოვრებას შეცვლის :DDD wink wink wink უბრალოდ ამოვიდა ყელში ამას კიდევ ოსტინი და ბრონტეები ჯობია იქაც პრინცია მაგრამ დამერწმუნეთ ნაკლებბანალური winked

  • verski თქვა:
    26 თებერვალი 2015 01:00 - ID: 25,
    ფილმს ვუყურე აი სისულელე და დროის კარგვა ამას ქვია უბრახუნებს ვიგაც ფსიქოლოგიურად შერყეული აუ რავი მე პირადად ძაან უაზრობა მგონია და მართლა არაბუნებრივია აი არ ჰქონდა ის რაგაც წამოსაგები რაც კარგ ფილმისგან ველოდები ხოლმე რა
    დებილობაააა

  • Ggvantsa თქვა:
    21 თებერვალი 2015 00:31 - ID: 24,
    წიგნს წავიკითხავ აუცილებლად, მაგრამ ეს დაკოტა იმდენად არასექსუალურია ჩემთვის დავიტანჯები და ვერ ვუურებ ამ საცოდაობას :|

  • mercia თქვა:
    19 თებერვალი 2015 14:06 - ID: 23,
    არ ვიცი ზუსტად ვინც ამ წიგნს აკრიტკებს თქვენი ასაკი,დავიწყებ ცოტა შორდიან ეს არ არის მეხრამეტე ან მეოცე საუკუნის რომელიმე კლასიკა,ეს არის ეხლა ჩვენს საუკუნეში დაწერილი,ჟანრის რაც აქვს მისი შესაბამისი წიგნი,ადვილი ენით დაწერილი რომ არის არ ღირს ამის გამო 10 წლის ბავშვის დაწერილი ვეძახოთ :) :)

  • qeta_samxa თქვა:
    18 თებერვალი 2015 23:18 - ID: 22,
    ჩვეულებრივი ჰოლივუდური ნაგავი, პორნოსაც კი ვეღარ იღებენ :)))
    აი რეცენზია ამ ფილმზე, დატკბით http://digitalculture.ge/barembozobadamikanonet/

  • qemina თქვა:
    18 თებერვალი 2015 20:56 - ID: 21,
    ციტატა: luckygirl
    წიგნი ვისაც გაქვთ წაკითხული ორიგინალში დამეთანხმეთ, რომ უ ს უ ს ტ ე ს ი ა!!! აი კითხვის პროცესში ისეთი შტაბეჭდილება მქონდა, გეგონება 10 წლის ბავშვის დაწერილი იყო. პროსტო რაა,
    რაც წიგნი ის კინო.

    ხოო წიგნის წაკითხვა არც მინდა კინოც ზუსტად ისეთია მართლა 10 წლის ბავშვების და რამ გადარია ეს ხალხი რამდენ ფილმშია სადომაზოხისზმი ცვეტში ეხლა გაიგო ამ ხალხმა?იმინა ქალიშვილების კინოა და თან ბანძი

  • Namceca თქვა:
    18 თებერვალი 2015 15:30 - ID: 20,
    ციტატა: nini:)(:
    ციტატა: Namceca
    ციტატა: nini:)(:
    ვუყურე ფილმს და არ მოეწონა. პირველ რიგში იდეაა მიუღებელი ჩემთვის, ვერ წარმომიდგენია ესე გადაირიოს გოგო კაცზე და მის გამო ყველაფერზე უარი თქვას და ყველანაირი დამცირების ნება დართოს. თუმცა ამის გამო გაკრიტიკება არასწორია, ეს სცენარის ავტორის და რეჟისორის საქმეა. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხალხი მიიზიდა იყო ეროტიული სცნები, რომლებიც ჩემი აზრით არაფრად ვარგოდა, ეს უკანასკნელი კი გამოწვეული იყო იმით რომ არ მომეწონა დაკოტა ამ როლში. როგორც მივხვდი გოგონა უნდა ყოფილიყო არც თუ ისე ლამაზი არც განსაკუთრებით მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო , მაგრამ რადგან ეს გრეი გადაირია, რომელსაც სავარაუდოდ ბევრი ქალი ეგება ფეხებ ქვეშ, ანასტასაი რაღაც სხვა განსაკუთრებული რამ უნდა ქონოდა რისი აღმოჩენაც ყველას არ შეუძლია. ეს კი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით თვალშისაცემი სექის სცნებში რაც მე ვერ დავინახე და ეს გოგოც სრულიად არასექსუალური იყო;// აი მხოლოდ ბიჭზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ვთვლი რომ კარგად ითამაშა თვისი როლი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ პარინსონი საუკეთესო იქნებოდა...
    საბოლოო ჯამში ეს არის სრულიად დისკრიმინაციული ფილმი, რომლიც გვეუბნება, რომ თუ კაცომოგვეწონა მორჩა ჯანდაბას ჩვენი თავი და ინტერესები... ნუ რაღაც დადბითიც იყო ალბათ, ყოველ შემთხევაში საქართველოს შემთხვევში რაღაც-რაღაცებს ცოტა ავხადეთ ფარდა და ალბათ ბვერი იმასაც მიხვდა, რომ სექსის მხოლოდ,,მამა-პაური" სახეობა არ გვხდება სხვა გზებიც არსებობს..:DD

    ალბათ არ გაქვს წაკითხული შემდეგი ნაწილები და მაგიტომ ფიქრობ ესე ანასტასიაზე... ამ დროს ყველაფერი პირიქითაა...

    არაა არ მაქვს წაკითხული.... და რა იცვლება?

    ოოო ძაან ბევრი რამ... ეხლა გგონია რომ ანასტასია ამბობს ყველაფერზეუარს კრისტიანის გამო... ამ დროს კი ყველაპერი პირიქითაა... კრისტიანი იძახის დზალიან ბევრ თავის პრინციპზე უარს ანასტასიას გამო .... მისთვის ყველაპერს აკეთებს , რომ ანა არ წავიდეს...
    მუ ეხცლა მთელ ორ წიგნს ხომ არ მოვყვები?... :D მარა თუ გინდა PMში მომწერე და მოგიყვები მოკლედ რა ხდება....

  • nini:)(: თქვა:
    18 თებერვალი 2015 14:41 - ID: 19,
    ციტატა: Namceca
    ციტატა: nini:)(:
    ვუყურე ფილმს და არ მოეწონა. პირველ რიგში იდეაა მიუღებელი ჩემთვის, ვერ წარმომიდგენია ესე გადაირიოს გოგო კაცზე და მის გამო ყველაფერზე უარი თქვას და ყველანაირი დამცირების ნება დართოს. თუმცა ამის გამო გაკრიტიკება არასწორია, ეს სცენარის ავტორის და რეჟისორის საქმეა. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხალხი მიიზიდა იყო ეროტიული სცნები, რომლებიც ჩემი აზრით არაფრად ვარგოდა, ეს უკანასკნელი კი გამოწვეული იყო იმით რომ არ მომეწონა დაკოტა ამ როლში. როგორც მივხვდი გოგონა უნდა ყოფილიყო არც თუ ისე ლამაზი არც განსაკუთრებით მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო , მაგრამ რადგან ეს გრეი გადაირია, რომელსაც სავარაუდოდ ბევრი ქალი ეგება ფეხებ ქვეშ, ანასტასაი რაღაც სხვა განსაკუთრებული რამ უნდა ქონოდა რისი აღმოჩენაც ყველას არ შეუძლია. ეს კი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით თვალშისაცემი სექის სცნებში რაც მე ვერ დავინახე და ეს გოგოც სრულიად არასექსუალური იყო;// აი მხოლოდ ბიჭზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ვთვლი რომ კარგად ითამაშა თვისი როლი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ პარინსონი საუკეთესო იქნებოდა...
    საბოლოო ჯამში ეს არის სრულიად დისკრიმინაციული ფილმი, რომლიც გვეუბნება, რომ თუ კაცომოგვეწონა მორჩა ჯანდაბას ჩვენი თავი და ინტერესები... ნუ რაღაც დადბითიც იყო ალბათ, ყოველ შემთხევაში საქართველოს შემთხვევში რაღაც-რაღაცებს ცოტა ავხადეთ ფარდა და ალბათ ბვერი იმასაც მიხვდა, რომ სექსის მხოლოდ,,მამა-პაური" სახეობა არ გვხდება სხვა გზებიც არსებობს..:DD

    ალბათ არ გაქვს წაკითხული შემდეგი ნაწილები და მაგიტომ ფიქრობ ესე ანასტასიაზე... ამ დროს ყველაფერი პირიქითაა...

    არაა არ მაქვს წაკითხული.... და რა იცვლება?

  • Namceca თქვა:
    18 თებერვალი 2015 13:54 - ID: 18,

  • demetria თქვა:
    17 თებერვალი 2015 20:11 - ID: 17,
    დაინტრიგბებული ვარრ ისე მაინტერესებს

  • tami-tami8990 თქვა:
    17 თებერვალი 2015 20:05 - ID: 16,
    ციტატა: nini:)(:
    ვუყურე ფილმს და არ მოეწონა. პირველ რიგში იდეაა მიუღებელი ჩემთვის, ვერ წარმომიდგენია ესე გადაირიოს გოგო კაცზე და მის გამო ყველაფერზე უარი თქვას და ყველანაირი დამცირების ნება დართოს. თუმცა ამის გამო გაკრიტიკება არასწორია, ეს სცენარის ავტორის და რეჟისორის საქმეა. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხალხი მიიზიდა იყო ეროტიული სცნები, რომლებიც ჩემი აზრით არაფრად ვარგოდა, ეს უკანასკნელი კი გამოწვეული იყო იმით რომ არ მომეწონა დაკოტა ამ როლში. როგორც მივხვდი გოგონა უნდა ყოფილიყო არც თუ ისე ლამაზი არც განსაკუთრებით მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო , მაგრამ რადგან ეს გრეი გადაირია, რომელსაც სავარაუდოდ ბევრი ქალი ეგება ფეხებ ქვეშ, ანასტასაი რაღაც სხვა განსაკუთრებული რამ უნდა ქონოდა რისი აღმოჩენაც ყველას არ შეუძლია. ეს კი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით თვალშისაცემი სექის სცნებში რაც მე ვერ დავინახე და ეს გოგოც სრულიად არასექსუალური იყო;// აი მხოლოდ ბიჭზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ვთვლი რომ კარგად ითამაშა თვისი როლი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ პარინსონი საუკეთესო იქნებოდა...
    საბოლოო ჯამში ეს არის სრულიად დისკრიმინაციული ფილმი, რომლიც გვეუბნება, რომ თუ კაცომოგვეწონა მორჩა ჯანდაბას ჩვენი თავი და ინტერესები... ნუ რაღაც დადბითიც იყო ალბათ, ყოველ შემთხევაში საქართველოს შემთხვევში რაღაც-რაღაცებს ცოტა ავხადეთ ფარდა და ალბათ ბვერი იმასაც მიხვდა, რომ სექსის მხოლოდ,,მამა-პაური" სახეობა არ გვხდება სხვა გზებიც არსებობს..:DD

    ერთი სიტყვით სადიზმი და მაზოხიზმი არის გამოხატული,.. გეთანხმები გოგო მართლაც შეუფერებელი იყო ამ როლისთვის მაგრამ რა იცი შეიძლება იმის თქმაც უნდოდა რეჟისორს რომ ასეთი გარეგნულად ''მამიკოს გოგოებ''-ს როგორი ფანტაზია და სურვილები შეიძლება ქონდეთ.

  • nini:)(: თქვა:
    17 თებერვალი 2015 18:29 - ID: 15,
    ვუყურე ფილმს და არ მოეწონა. პირველ რიგში იდეაა მიუღებელი ჩემთვის, ვერ წარმომიდგენია ესე გადაირიოს გოგო კაცზე და მის გამო ყველაფერზე უარი თქვას და ყველანაირი დამცირების ნება დართოს. თუმცა ამის გამო გაკრიტიკება არასწორია, ეს სცენარის ავტორის და რეჟისორის საქმეა. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხალხი მიიზიდა იყო ეროტიული სცნები, რომლებიც ჩემი აზრით არაფრად ვარგოდა, ეს უკანასკნელი კი გამოწვეული იყო იმით რომ არ მომეწონა დაკოტა ამ როლში. როგორც მივხვდი გოგონა უნდა ყოფილიყო არც თუ ისე ლამაზი არც განსაკუთრებით მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო , მაგრამ რადგან ეს გრეი გადაირია, რომელსაც სავარაუდოდ ბევრი ქალი ეგება ფეხებ ქვეშ, ანასტასაი რაღაც სხვა განსაკუთრებული რამ უნდა ქონოდა რისი აღმოჩენაც ყველას არ შეუძლია. ეს კი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით თვალშისაცემი სექის სცნებში რაც მე ვერ დავინახე და ეს გოგოც სრულიად არასექსუალური იყო;// აი მხოლოდ ბიჭზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ვთვლი რომ კარგად ითამაშა თვისი როლი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ პარინსონი საუკეთესო იქნებოდა...
    საბოლოო ჯამში ეს არის სრულიად დისკრიმინაციული ფილმი, რომლიც გვეუბნება, რომ თუ კაცომოგვეწონა მორჩა ჯანდაბას ჩვენი თავი და ინტერესები... ნუ რაღაც დადბითიც იყო ალბათ, ყოველ შემთხევაში საქართველოს შემთხვევში რაღაც-რაღაცებს ცოტა ავხადეთ ფარდა და ალბათ ბვერი იმასაც მიხვდა, რომ სექსის მხოლოდ,,მამა-პაური" სახეობა არ გვხდება სხვა გზებიც არსებობს..:DD

  • qeta თქვა:
    17 თებერვალი 2015 17:21 - ID: 14,
    საერთოდ არ მომეწონა ფილმი crying ზედმეტად რაღაცნაირი იყო არაბუნებრივი, გოგომ როიალთან მიირბინა იმენა lol ან რანაირად იცინოდაა lol კაროჩე მოლოდინი სხვა იყო

  • anabell) თქვა:
    17 თებერვალი 2015 16:39 - ID: 13,
    ციტატა: beauty queen
    ძაან მომწონს რეკორდები მოხსნა ამ ფილმა
    წიგნი უმაგრესია განსხვავებული და ძაან
    საინტერესო
    ციტატა: anabell)
    წაიკითხე წიგნი დამერე თქვი პორნო არ არისო :)))

    წიგნმებს კითხულობ? არა თუ კითხულობ არ გეტყობა
    წიგნს ბევრი ჟანრები აქვს
    რომანი, დეტექტივი და უამრავი
    ეს ეროტიკული ჟანრია პორნო სულ სხვა რამეა შედი ინტერნეტში და მანდ უყურე პორნოს და გაიგებ რა არის ;)

    რატო ხართ ეს ენჯელის ბავშვები ასეთEბი ვერ ვხვდები ? ეგრევე შეურაცხყოფაზე რო გადმოდიხართ? შედარებას გაკეთებ რო მიხვდე გაიგე და თუ დაკვირვებით წაიკითხავ ზუსტად მაქვს ეგ ეროტიკა ნახსენები. ჯერ აზრი გამოიტანე ჩემი ნაწერიდან და მერე მეჩხუბე რა :) და არ უნდა თუ შეიძლება ეს შეურაცხყოფები .

  • NiNi_N თქვა:
    17 თებერვალი 2015 15:19 - ID: 12,
    luckygirl
    აი ყოველგვარი აგრესიის, ცინიზმისა და მსგავსი რაღაცეების გარეშე გეკითხები რას ქვია სუსტი წიგნი? რას ეძებდი ამ წიგნის გვერდებზე და ვერ იპოვე? ბრძნულ გამონათქვამებს? (რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია წიგნისთვის მაგრამ თავის ჟანრში). რა თქმა უნდა, რომ ვერ იპოვიდი ეს ხომ არაა ფილოსოფიური წიგნი ან დები ბრონტების კლასიკური რომანი? რა გინდოდათ რომ წაგეკითხათ? ჭკუის სასწავლი ფრაზები, რომლებსაც შემდეგ ცალკე დღიურში ამოვიწერთ ხოლმე?
    + შენ თუ მხოლოდ სულაკაურის გამოცემის პირველი ტომი წაიკითხე, არც მიკვირს მსგავსი შთაბეჭდილება რომ დაგრჩა! მართლაც ბავშვური ნათარგმნია და უამრავი სიტყვაა დაკარგული ე.წ ფრაზული ზმნების სახით, რომლებიც ქართულად არც ისე ადვილად ითარგმნება მაგრამ... მაინც შეიძლებოდა უკეთესად ეთარგმნათ!

    არ მესმის თქვენი და თუ გინდათ მომკალით რააააა! დღევანდელი მკითხველების (თუმცა ყველასი არა, რაღა თქმა უნდა) უდიდესი პრობლემაა ის, რომ საშინლად ურევენ ჟანრებს ერთმანეთში! უცებ ვიღაც წაიკითხავს წიგნს, რომლის ნახევარსაც ვერ გაიგებს (მაგრამ არა ცუდ წიგნს, უბრალოდ მისი ტვინისთვის შედარებით ძნელად აღსაქმელს) და აუ ვსო, გენიალური წიგნია და დაიწყებს ფრაზების ამოწერას და სადაც დადგება ამ წიგნე გაჰკივის, აქაო და წაკითხული მაქვსო! და თუ ცოტა უფრო თანამედროვე, თამამი და რბილი ხასიათის წიგნი შეხვდება ის იმწამსვე ხდება "ყველაზე სულელური წიგნი, რას კი ოდესმე წაუკითხავს"!
    ვერ ვხვდები რატოა ამ ხალხისთვის აუცილებელი რომ ყველა წიგნი სიბრძნით იყოს სავსე! არ შეიძლება რომ ვინმემ უფრო მსუბუქი და უბრალოდ გასართობად დაწერილი წიგნი შესთავაზოს მკითხველს?!
    ამ ქალს ანუ ერიკა ჯეიმსს მილიონჯერ მაინც აქვს ნათქვამი, რომ ეს წიგნი დაწერა უბრალოდ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხად და "გასართობად" და არა ნობელის პრემიისთვის (თუმცა ალბათ არც ამაზე იტყოდა უარს). ძალიან გასაგებ ენაზე ამბობს სათქმელს!

  • luckygirl თქვა:
    17 თებერვალი 2015 14:43 - ID: 11,
    წიგნი ვისაც გაქვთ წაკითხული ორიგინალში დამეთანხმეთ, რომ უ ს უ ს ტ ე ს ი ა!!! აი კითხვის პროცესში ისეთი შტაბეჭდილება მქონდა, გეგონება 10 წლის ბავშვის დაწერილი იყო. პროსტო რაა,
    რაც წიგნი ის კინო.

  • marikohope თქვა:
    17 თებერვალი 2015 13:50 - ID: 10,
    ძაან მომწონს love love winked

  • beauty queen თქვა:
    17 თებერვალი 2015 12:56 - ID: 9,
    ძაან მომწონს რეკორდები მოხსნა ამ ფილმა
    წიგნი უმაგრესია განსხვავებული და ძაან
    საინტერესო

    ციტატა: anabell)
    წაიკითხე წიგნი დამერე თქვი პორნო არ არისო :)))

    წიგნმებს კითხულობ? არა თუ კითხულობ არ გეტყობა
    წიგნს ბევრი ჟანრები აქვს
    რომანი, დეტექტივი და უამრავი
    ეს ეროტიკული ჟანრია პორნო სულ სხვა რამეა შედი ინტერნეტში და მანდ უყურე პორნოს და გაიგებ რა არის ;)

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top