;
28 თებერვალი 2015      Ancho.     7 კომენტარი     ნანახია 4505-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები


მომავლის ვარსკვლავი
მარგო რობი
მარტინ სკორსეზეს მუზა და ფილმ "ფოკუსის" ვარსკვლავი,
რომლის პრემიერაც 26 თებერვალს შედგა საქართველოს კინოთეატრებში


ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 წლის წინ გადავიდა და უკვე მოასწრო მარტინ სკორსეზეს ფილმში გადაღება. ის მრავალი ლამაზი ქალბატონისთვის შესაშური რეპუტაციით იკავებს პრესტიჟულ ადგილს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის და ყველა ერთხმად აღიარებს მარგოს სამსახიობო ნიჭს. 2015 წლის "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე მის გამოჩენამ ყველა მოიხიბლა. სულ ცოტა ხნის წინ 24 წლის მშვენიერი ავსტრალიელი $100 მილიონი ბიუჯეტის მქონე ფილმ "ფოკუსში" მოგვევლინა, სადაც მისი ეკრანული პარტნიორი უილ სმიტი გახდა.



კინო ინდუსტრიაში არც ისე დიდი ხნის წინ შეაბიჯა. მარგომ 17 წლის ასაკში დაიწყო ავსტრალიურ ფილმებში მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ მისი დებიუტი შედგა ავსტრალიურ ცნობილ საპნის ოპერაში "მეზობლები" (31 სეზონი, 7 ათასამდე ეპიზოდი), სადაც 3 წელი გაჩერდა და ავსტრალიურ "ემიზე" 2 ნომინაცია მიიღო. მისი საბედისწერო ნაბიჯი გახდა გადაწყვეტილება - წასულიყო კალიფორნიაში, აშშ და თავი გამოეცადა როლებზე სატელევიზიო პილოტებისთვის.



ერთ-ერთი ასეთი სატელევიზიო სერიალი გახდა Pan Am, სადაც მარგოს პერსონაჟი მთლიან სეზონში ჩასვეს. სერიალს ასე თუ ისე აქებდნენ, მაგრამ რაც მთავარია მასში მონაწილე დებიუტანტი მსახიობი - სტიუარდესა ლორას სახელით ყურადღების ცენტრში მოექცა. შემდგომ ავსტრალიელი გოგონა რიჩარდ კერტისმა შეამჩნია და მეორეხარისხოვან როლში გადაიღო ფილმში About Time, სადაც მარგომ მთავარი პერსონაჟის საოცნებო გოგონას როლი განასახიერა. სულ ცოტა ხანში დაგვიმტკიცებს მარგო, რომ ის მხოლოდ ლამაზი გოგონა არ არის ცისფერი ეკრანებიდან...

მეორე ცოცხალი კლასიკოსი "ტაქსისტის", "დიდებული ბიჭების" "შეშლილთა კუნძულის" "ჰუგოს" შემქმნელი ასევე მოიხიბლა მარგოთი. მარტინ სკორსეზემ მას ანდო მთავარი ქალი შემსრულებლის როლი ფილმში The Wolf of Wall Street. ლეონარდო დიკაპრიოს ცოლის განსახიერება იყო მისი ფართო ჰოლივუდური დებიუტი, რითიც ის უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა. პირველივე სცენაში აღაგზნო ჯონ ჰილის პერსონაჟი, ხოლო უკვე მესამეში სრულიად შიშველი მოგვევლინა. მხოლოდ მისი გარეგნობა არ ყოფილა შემჩნეული, მისი სამსახიობო ოსტატობაც სათანადოდ შეაფასეს და ჟურნალმა Empire მას პრემიაც კი მიანიჭა გასაოცარი დებიუტისთვის ოსკაროსანთა ნომინანტებში.



ჰოლივუდში და მის გარეთ კი მიიჩნევენ, რომ ნომინაციები და პრიზები მარგოს ჯერ კიდევ წინ აქვს. ახლო მომავალში მოგვევლინება დრამებში Suite française და Z for Zachariah, რომლითაც მორიგ "ოსკარზე" ასპარეზობას უწინასწარმეტყველებენ. რობი დამტკიცებულია ისეთ ფილმებზე, რომლებსაც ბევრი ელოდება 2016 წელს. ესენია: Tarzan, სადაც ის ითამაშობს ჯეინს და Suicide Squad , რომელიც უილ სმიტთან ერთად მისთვის მეორე ფილმი იქნება.



მარგოს და უილ სმიტის დუეტი კი შედგა ბლოკბასტერში, რომელსაც 26 თებერვლიდან იხილავდით კინოთეატრებში. "ფოკუსი" თაღლითებზეა, რომლებიც ერთმანეთს პროფესიონალურ და რომანტიკულ ურთიერთობასაც უბამენ. ფილმი შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს კინოთეატრებში - ამირანი და რუსთაველი.
new.kinoafisha.ge/movies/focus/



"უოლ სტრიტის მგელისათვის" როლი მარგომ დასამახსოვრებელი სინჯებით მიიღო. დიკაპრიოსთან საერთო ვნებიან სცენაში, სადაც სცენარის მიხედვით ლეონარდოს ეკრანულ ცოლს მისთვის უნდა ეკოცნა, ამის მაგივრად მარგო წიხლებს ურტყამდა და სახეში უყვიროდა F**k You. ასეთივე ისტორია შეემთხვა მას უილ სმიტთან. გაცნობიდან 5 წუთის შემდეგ მარგომ მას უშვერი სიტყვით მიმართა. "მე ხორვატიიდან ჩავედი ნიუ-იორკში, 2 დღე არ მეძინა, მაგრამ ვიყავი საჭირო დროს, საჭირო ადგილას. უილმა კი დააგვიანა" -იხსენებს მსახიობი.



მარგო რობის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მელბურნსა და ლოს-ანჯელესში ის თავის საცხოვრებელს ეკრანულ მეგობარ ქალბატონებს უყოფდა, რომელთან ერთადაც მუშაობდა ავსტრალიურ სატელევიზიო-სერიალზე 'Neighbours'. არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვდებოდა ალექსანდრ სკარსგარდს, რომელთან ერთადაც მიიღო როლი "ტარზანში". მსახიობმა ეს ინფორმაცია გავრცელებისთანავე უარყო, ისევე როგორც ჭორები ცოლიან უილ სმიტთან რომანზე. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი სასიყვარულო კავშირი ჰქონდეს ვარსკვლავებთან: "ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებაა. არ მჭირდება ზედმეტი ყურადღება".



ამ ბოლო დროს ალაპარაკდნენ მარგოს და ვინმე Tom Ackerly-სთან რომანზე, მათი რომანი მდორედ და სკანდალების გარეშე მიედინება. ტომი არ გახლავთ ცნობილი პიროვნება, თუმცა ის კინო-ინდუსტრიაში მუშაობს.



"არანაირი სურვილი არ მაქვს გავხდე სექს-სიმბოლო. ძალიან მინდა, რომ ჩემი კარიერა სხვა მიმართულებით განვითარდეს და ვიმედოვნებ, რომ როგორც მსახიობი უშიშარი ვიქნები, რადგან სხვანაირად არ შეიძლება".














კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

7


  • Mari.♫ თქვა:
    3 მარტი 2015 00:49 - ID: 7,
    ნამდვილად არაჩვეულებრივად შეასრულა როლი "მგელში",
    ლეონარდო მისით ძალიან მოიხიბლა, მოუწონა ის შეცდომა (სახეში გარტყმა) და თხოვა გაემეორებინა კიდევაც და როლზე დაამტკიცეს.
    სკორსეზე არ შეცდებოდა, რაღაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ გოგოს, და რაც მთავარია ყალბი არაა, როგორც ჰოლივუდის 90 %,
    ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ და თვალს ვადევნებ, ამიერიდან
    როგორც ჩემი საყვარელი "ახალი" ვარსკვლავი ^_^

  • Anano. თქვა:
    1 მარტი 2015 16:53 - ID: 6,
    მაგრად მებასება ეს ქალი
    ვოლ სთრითის მგელში არის საოცრება

  • beauty queen თქვა:
    1 მარტი 2015 14:53 - ID: 5,
    მართლა ლამაზია

  • nini:)(: თქვა:
    28 თებერვალი 2015 21:18 - ID: 4,
    მგონი ერთადერთი ვარ ვისაც არ მოსწონს მარგო. რაღაც ისეთი აქვს რაც მაღიზინებს, ვერ იწვევს ჩეში გულწფელ ემოციებს მისი პერფორმანსი no

  • Bao თქვა:
    28 თებერვალი 2015 21:04 - ID: 3,
    ველოდები ფილმს...

  • marikohope თქვა:
    28 თებერვალი 2015 19:49 - ID: 2,
    კაი გოგოა wink

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    28 თებერვალი 2015 19:26 - ID: 1,
    ლამაზია ნამდვილად

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top