;
17 მარტი 2015      Ancho.     5 კომენტარი     ნანახია 2974-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები



მსახიობები "Game of Throne"-დან
სერიალსა და რეალურ ცხოვრებაში


მძაფრსიუჟეტიანი ფენტეზის მეხუთე სეზონი მოახლოვდა და ის გულშემატკივრებისათვის ისეთივე მახლობელია, როგორც სტარკების გაფრთხილება "Winter is coming". ტელეარხი HBO პირველსერიას უკვე 12 აპრილს გაუშვებს ეთერში. ყოველკვირეულმა ამერიკულმა ჟურნალმა Entertainment Weekly-მ თავისი გვერდები და გარეკნები მრავალმილიონიანი გულშემატკივრების საყვარელი პერსონაჟებით დაამშვენა. ხუთწლიანი მუშაობის პერიოდში მსახიობებს ერთმანეთი არ მობეზრდათ და გადაღებების დროს "ხულიგნობასაც" ასწრებენ.

პროექტის წარმატება უკვე "საპნის ოპერების" ხარისხიან ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა. ყოველი სეზონის საფინალო სერიის მაყურებელთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. საგის დიდ გულშემატკივრად თვით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გვევლინება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებდა თუ არა თეთრი სახლი ახალ სერიას მის ოფიციალურ გამოსვლამდე, მან გაიხუმრა: "დიახ! აი გავლენიანი სამყაროს უპირატესობა: შეგიძლია უყურო საყვარელ სერიალს ყველაზე ადრე!"




ვნებიანი სექსის, სისხლიანი ძალადობის, ვერაგი ღალატის და ჯოჯოხეთური ინტრიგების საოცარი მიქსი-შეუძლებელია არ მოიხიბლოთ. სერიალის გმირები რკინის ტახტისთვის ბრძოლაში, თავდაპირველად კარგავენ მეგობრებს, თანამოკავშირეებს, საკეტებს, კიდურებს, ხოლო შემდეგ, თუ გაუმართლათ და კისერზე თავი შემორჩათ, ძალაუფლების, სიმდიდრის, ქალების მომპოვებლად გარდაიქმნებიან.











ამ ეტაპზე, ჩაფიქრებულია 7 სეზონი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გაჩნდეს მერვეც. გულშემატკივრები კი ღელავენ. მეოთხე სეზონში სერიალი თითქმის დაეწია წიგნის სიუჟეტს. ჯორჯ მარტინმა ციკლის წერა 1991 წელს დაიწყო და ჩაფიქრებული 7 ნაწილიდან მზის სხივი უკვე იხილა ხუთმა მათგანმა. პროდიუსერები ბენიოფი და ვაისი შედარებით მშვიდად არიან: "საბედნიეროდ, ჯორჯი ჩვენთან ერთად უკეთებს სერიალს პროდუსინგს. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ მის სახლში დეტალებს. გადაუწყვეტელი რჩება როგორ მოხერხდეს, რომ წიგნი და სიუჟეტი მაქსიმალურად დაემთხვნენ ერთმანეთს, რადგან როცა არ იცი დასასრული, რთულია იმუშაო შუა ნაწილზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ დასრულდება."



მწერალს კი სულაც არ სურს ყველაფერ გათქვას პროდუსერებთან. "მე მათ ვაწვდი სიუჟეტის ძირითად შემოტრიალებებს. მაინც ვიმედოვნებ, რომ ისინი მე არ გამომეკიდებიან. უკვე მეშინია, რომ ბოლო წიგნის დაწერა საშინელ სიჩქარეში მომიწევს". ასეთი შესანიშნავი ქმნილებაც ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. "არ ღირს მხოლოდ იმის გამო გაგრძელება, რომ უბრალოდ არის გადაღების საშუალება. საჭიროა დროული გაჩერების ცოდნა"-ხსნიან პროდუსერები.



სოფი ტერნერი / სანსა სტარკი გარეგნულად მსახიობი სოფი ტერნერი და მის მიერ განსახიერებული ცივი გმირი თითქმის არ განსხვავდებიან.აი, ხასიატები კი საერთოდ არ მიუგავთ. "ხალხი მიახლოვდება და მეუბნება, რომ მე მათ არ მოვწონვარ, არადა ისინი ხომ მხოლოდ ჩემს პერსონაჟს იცნობენ. სინამდვილეში მე სულაც არ ვარ პასიური, მედიდური სუსტი". მეოთხე სეზონის ბოლოს წინა სერიაში მან გულშემატკივარს იმედი გაუჩინა, რომ კლანჭებისგან განთავისუფლდება.

სანსა



სოფი


სანსა ლედისთან ერთად

სოფიმ ლედი გადაღებებიდან სახლში წაიყვანა


ემილია კლარკი / დეინერის ტარგარიენი "სატახტოთა თამაშების" გადასაღებ მოედანზე მე უკვე დილის 3 საათიდან ვარ, იმიტომ რომ სტილისტს უწევს გამიკეთოს აფრიკული კოსა, დამახუროს სპეციალური ქუდი და ამის შემდეგ პარიკი." ჰყვება მსახიობი თავის ხშირ ტრანსფორმაციაზე შავგვრემნიდან პლატინურ ქერად. ის ხომ დეინერისია პლანეტის პოპულარული სერიალიდან. პროდიუსერები როლისთვის მაღალ, წარმოსადეგ ქერა ქალს ეძებდნენ, ემილია კი სულ რაღაც 153 სანტიმეტრია. მაგრამ, სინჯებზე, მისი ეკრანული შვილების დრაკონების მსგავსად, ცეცხლი ყველას მოუკიდა.




ნატალია დორმერი/მარგერი ტირელი არავინ გამოიყურება რენესანსული ლოკონებით ისე ჰარმონიულად, როგორც დორმერი. ეს ფაქტი გულშემატკივრებმა ჯერ კიდევ სერიალ "ტიუდორებში" შენიშნეს. ცხოვრებაში მსახიობი ნაკლებ რომანტიულ სამოსს და ვარცხნილობას ანიჭებს უპირატესობას. მეხუთე სეზონის გადაღებებზე კი სულაც პარიკს ატარებდა, რადგანაც "შიმშილის თამაშების" როლისათვის ნატალის თავის ნაწილის გადახოტვრა მოუწია.






ლენა ჰიდი/სერსეი ლანისტერი მუქი თმა, ბევრი ტატუ, casual-მაისურები და უბრალო ჯინსები - ლოს-ანჯელესის ქუჩებში 7 საგვარეულოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელს სერსეის ნამდვილად ვერ იცნობთ. ყველაზე სახალისო ფაქტი ისაა, რომ ჰიდი მსახიობ პიტერ დინკლეიდჯის საუკეთესო მეგობარია (ტირიონ ლანისტერის).




ეკრანზე მტრები, ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრები


პიტერ დინკლეიჯერი / ტირიონ ლანისტერი "ნუ გვაბეზრებთ თავს ზედმეტი შეკითხვებით, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვარჩევთ კეტჩუპს"-ღიზიანდება პიტერის ცოლი ერიკა, დაღლილი პაპარაცების დამძაბველი შემოტევებისგან. მაგრამ მისის დინკლეიჯერს შეგუება მოუწევს, მიუხედავად მისი დაბალი სიმაღლისა, ტირიონი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია სერიალის ქასთში. პიტერი თავადაც არ მოელოდა: "რა მოსდით ჯუჯებს კინოში? ისინი უბრალოდ გაილევებენ კადრში გნომების როლში. სწორედ ამაშია საქმე. ამ მხრივ სერიალმა დაანგრია ყველანაიტი სტერეოტიპები ასეთ ხალხზე, როგორც მე ვარ-არამარტო ცენტრალური პესონაჟი, არამედ პუბლიკის ფავორიტი."


80-იან წლებში


ტირიონზე კასტინგი არ გამოცხადებულო, ის უკონკურენტოდ დამტკიცდა.

ცოლთან და ქალიშვილთან ერთად


მეისი უილიამსი / არია სტარკი ახალგაზრდა მეისი მთავარი თავის სატკივარია პროდიუსერებისათვის ამ მომენტში. მან ყველა პრედენტენტი ჩამოიცილა და 11 წლის ასაკის გმირზე დამტკიცდა. ახლა მსახიობი 17 წლისაა, წიგნში დრო ნელა გადის, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით. ჯერჯერობით, კოსტუმებისა და გრიმის სპეციალისტებს გამოსდით "დროის შეჩერება". სერიალში მეისი კვლავ პატარა გოგონად გამოიყურება. სხვა საქმეა წითელი ხალიჩა, სადაც უილიამსი უკვე არათამამ ნაბიჯებს დგამს.




კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

5


  • ani ))))))) თქვა:
    18 მარტი 2015 14:15 - ID: 5,
    ჩემებიიიი ფიოოოლ <3 <3 ყველა მიყვარს <3 განსაკუთრებით ტირიონი <3

  • liliana თქვა:
    18 მარტი 2015 00:40 - ID: 4,
    ჩემებიიიიიიიიიი <3

  • jamesana თქვა:
    18 მარტი 2015 00:37 - ID: 3,
    ვერ წარმოვიდგენდი ემილი თუ 153 იყო

  • GLao თქვა:
    17 მარტი 2015 19:13 - ID: 2,
    ძაან გამიხარდა ეს სიახლე რო ვნახე მიყვარს მაგრად ეს სერიალი

  • Bellania თქვა:
    17 მარტი 2015 16:06 - ID: 1,
    კაი ხარ ავტორო winked ემილი ძალიან კარგად ასრულებს როლს love ლენა ძალიან მომწონს გარეგნობითაც და ნიჭიერებითაც.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top