10 April 2015      Ancho.     Views 11 479    
Category: Films, Movies / Event



ფორსაჟი 7
საქართველოს კინოთეატრებში 3D ფორმატში
პოლ ოუკერის უკანასკნელი როლი, შეშლილი ტრიუკები და სისხლიანი შურისძიება ფორსაჟის ახალ ნაწილში

ფრანშზის მეშვიდე ნაწილი საუკეთესოდ აღიარეს მისთვის დამახასიათებელ სწრაფ სიარულსა და ოჯახურ ღირებულებებზე. ძლივს მოასწრეს თავი მოეჩვენებინათ ნორმალურ ამერიკელებად, რომ დომინიკ ტორეტო (ვინ დიზელი) და მისი ჯგუფი იძულებულია დაბრუნდნეს ბრძოლის ბილიკზე.

პრემიერა საქართველოში: 9 აპრილიდან
კინოთეატრებში: რუსთაველი, ამირანი, აპოლო
new.kinoafisha.ge/movies/furious-7/





"ფორსაჟის" ფენომენალური წარმატება სხვადასხვანაირად შეიძლება აიხსნას. მსოფლიო პრემიერიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში მან მსოფლიო გაქირავებაში 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და თავისუფლად მიაღწევს მილიარდსაც. პოპულარულია ვერსია, რომ მხოლოდ "ფორსაჟში" აჩვენებენ როგორ გამოიყურება თანამედროვე ამერიკა, ეთნიკური კუთვნილების თვალსაზრისით. მაგრამ რა შუაშია მაშინ აქ საბიუჯეტო რეკორდები? ფილმის კომერციულ პერსპექტივებს არასოდეს აზიანებდა ვარსკვლავების გარდაცვალება — მაგრამ ფორსაჟის აქციები მწვერვალზე ავიდა პოლ უოკერის გარდაცვალების შემდეგ.





მეშვიდე "ფორსაჟში" საკმარისად არიან გოგონები (ძირითადად ბიკინებში), მანქანები (ნებისმიერი გემოვნების), ტყვიები, რასობრივი მრავალფეროვნება, უოკერის ხსოვნა — მაგრამ, ყველაზე მეტად აქ არის სუფთა, დისციპლინირებული ადრენალინი. ფილმის გამხსნელი სცენა-დუეინ ჯონსონისა და ჯეისონ სტეტჰემის ჩხუბი - ექშენ-ანალოგია ფილმის The Grey-ის ცნობილი სცენის, სადაც ერთ მაგიდასთან პირველად ისტორიაში დე ნირო და ალ პაჩინო სხდებიან. და ეს მხოლოდ დასაწყისია — წინ კიდევ მკვლელობის სეგმენტია კოდური სახელწოდებით "მანქანები არ დაფრინავენ", არანაკლებ ეფექტური სცენა აბუ-დაბიში, კურტ რასელის თეატრალური გამოსვლა, ვინ დიზელის თვითმკვლელური ტრიუკები, გამთხოვება უოკერთან.






აღსანიშნავია, რომ პოლ უოკერის უდროო სიკვდილს ბოლო 15 წუთი ნოსტალგიური რგოლი მიუღვნეს, იმისათვის, რომ დაამახსოვრეს მაყურებელს ისეთი როგორიც იყო, რამაც ფილმს ადამიანურობა და სენტიმენტალურობა შესძინა. ფილმის ერთერთი საუნდტრეკი See you again რომელსაც Wiz Khalifa და Charlie Puth ასრულებენ პოლის ხსოვნას ეძღვნება





"ფორსაჟ 7"-ის 140 წუთიანი ქრონომეტრაჟი ითვალისწინებს "მისიას", "შეუჩერებელნს" (რომელსაც ამის მერე შეუძლია პენსიაზეც კი გავიდეს) და "შურისმაძიებლებსაც" კი. ღირსეული ფრანშიზის გაგრძელება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ბლოკბასტერებისგან. ღირებულებების მაგალითები : ოჯახი, ლოიალურობა..მოგანდომებს ხმა მისცე "ფორსაჟ 8-ს."



სამყაროში ყველაზე საშიში დამნაშავე და მთავარი ანტაგონისტის ძმა (სტეტჰემი) უმიზეზოდ აფეთქებს ჰოსპიტალის სართულს და სატელეფონო ყურმილში ამბობს "შენ ჩემ შესახებ ჯერჯერობით არ იცი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით", ასე ადგება შურისძიების გზას. ცისფერთვალება ბრაიანი (უოკერი) ცდილობს იყოს კარგი მამა, მაგრამ თავდაჯერებულობა საკუთარ თავში, ჯერჯერობით ნულზე აქვს. თეთრი მაისურების მოყვარული მელოტი (დიზელი) დროს ატარებს თავის საყვარელთან (მიშელ როდრიგესი), მაგრამ ის გამუდმებით კაპრიზობს. დაკუნთული პოლიციელი (ჯონსონი) გმირებს დავალებებს აძლევს — რომ რაც არ უნდა იყოს დაიჭირონ არამზადა და გადასცენ ის ამერიკულ მართლმსაჯულებას. ვერტმფერიდან მანქანებზე გადმოხტომისას სადღაც მთებში, გმირები ცდილობენ გაიტაცონ რომელიმე გოგონა და პარარელურად ვინმეზე შური იძიონ. ვისზე, ეს უკვე არ ისეთი მნიშვნელოვანია: შესაძლოა ყურადღება არც კი მიაქციო სიუჟეტს, ისე მოგხიბლოს კადრებმა.






კინოეკრანებზე გამოსული ფილმი ატრაქციონია-ეპოქა პრინციპულ მამაკაცებზე, რომლებიც რისკავენ ექსტრემალური ტესტ-დრაივებით და ყოველ სერიაზე ანცვიფრებენ გულშემატკივარს. ამასთან, შეუძლებელია პატივი არ ვცეთ ფილმის შემქმნელებს-მათ შეძლეს შეექმნათ კინო ყველასთვის. "ფორსაჟი" როგორც მასკულტურის ელემენტი ბრწინვალედ მუშაობს-მოიწყენს მხოლოდ ის ვინც ღრმა აზრის ძებნაზე გაიტეხს ტვინს. "მე არ მყავს მეგობრები, მე მყავს ოჯახი"-ამაყობს დიზელი.











Category: Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top