8 June 2015      Ancho.     Views 2 631    
Category: Films, Movies / Event



“იურული პერიოდის სამყარო”
დინოზავრები დიდ ეკრანზე ბრუნდებიან

11 ივნისიდან საქართველოს კინოთეატრებში


“იურული პერიოდის სამყარო”-ს ფანები ფილმს დაანონსების დღიდან ელიან, მის პრემიერამდე კი სულ ცოტა დრო რჩება. ის “იურული პერიოდის პარკი”-ს ფილმებს შორის რიგით მეოთხე ეკრანიზაციაა. სტივენ სპილბერგი ამჯერად სიქუელის აღმასრულებელი პროდიუსერია. მოვლენები “იურული პერიოდის პარკი” – ს ბოლო ფილმში განვითარებული სიუჟეტიდან 22 წლის შემდეგ ვითარდება. ფილმის მიხედვით, გენეტიკოსები ჰიბრიდულ დინოზავრს ქმნიან, რომელიც ახალი პრობლემების სათავე ხდება და პარკის თანამშრომლებმაც დინოზავრის შეჩერება იქამდე უნდა შეძლონ, სანამ ის დამთვალიერებელს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. საქართველოს კინოთეატრებში, “იურული პერიოდის სამყარო”, მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე, 11 ივნისიდან გამოდის 3D ფორმატში.



“იურული პერიოდის სამყარო” , სადაც მთავარ როლებში კრის პრატი და ვინსენტ დონოფრიო გვევლინებიან, ექშენ-ფრანშიზის რეანიმაციაა და მას ივნისის ერთ-ერთ მთავარ კინოპრემიერად მიიჩნევენ. თრეილერში პირველად აჩვენეს დინოზავრი Indominus Rex მთლიანად, რომელიც სიუჟეტის მიხედვით იურიული პერიოდის პარკში მეცნიერების მიერ ხელოვნურადაა გამოყვანილი. მაგრად, რგოლიდან ჩანს, რომ იდეა კატასტროფაში იზრდება: ის მალე ახდენს ადაპტირებას და კონტროლს აღარ ექვემდებარება, რის გამოც პარკის დამთვალიერებლებზე იწყებს ნადირობას.



იურული პერიოდის სამყარო / Jurassic World
www.new.kinoafisha.ge/movies/jurassic-world/

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფანტასტიკა 3D
რეჟისორი: კოლინ ტრევოროი
როლებში: კრის პრატი; ბრაის დალას ჰოუარდი;
ვინსენტ დონოფრიო; ტაი სიმპკინსი; ჯუდი გრირი; ნიკ ჯ. რობინსონი
სცენარისტი: რიკ ჯაფა; ამანდა სილვერი; კოლინ ტრევორიო

პრემიერა საქართველოში: 11/06/2015
მსოფლიო პრემიერა: 12/06/2015









Jurassic Park-მა თავის დროზე იმხელა ფურორი მოახდინა, რომ მომავალი სერიებისადმი ინტერესი და მოლოდინი ყოველთვის მაღალია. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი და რა გველის უკვე მეოთხედ - იურიულ სამყაროში.

80-იან წლებში ცნობილი მწერალი მაიკლ კრაიტონი კინემატოგრაფიით იყო გატაცებული, თუმცა უშედეგო ცდების შემდეგ თავი კვლავ მხოლოდ მწერლობას მიუძღვნა. მას დიდი ხნის განმავლობაში გამოჰყავდა იდეა დინოზავრების კლონირების შესახებ. თავდაპირველად, მან დაწერა სცენარის სინოპსი ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებულზე, რომელმაც საიდუმლოდ შექმნა დინოზავრი. სცენარმა არავინ არ დააინტერესა, ამიტომაც კრაიტონმა ის გადააკეთა და წიგნის მოვლენები კუნძულზე არსებულ გასართობ პარკში გადაიტანა.


წიგნის გამოსვლის შემდეგ, მაიკლ კრაიტონი ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი მწერალი გახდა.

სიუჟეტის ფსევდორეალისტურ სტილში გადაწყვეტის შემდეგ, მაიკლმა მიზანს მიაღწია, რომანი ბესტსელერების სიაში მოხვდა, ჰოლივუდის მთავარ სტუდიებს შორის კი დაიწყო ბრძოლა, ვინ მოიპოვებდა მისი ეკრანიზაციის უფლებას. გაიმარჯვა სტუდია Universal-მა და ავტორს მილიონ ნახევარი დოლარი გადაუხადა. კრაიტონმა ასევე მიიღო პროცენტი გაქირავებიდან. სტუდიამ რეჟისორის სკამი სტივენ სპილბერგს შესთავაზა, რომელიც "შინდლერის სიის" გადაღებებისთვის ემზადებოდა, თუმცა შემოთავაზებას დათანხმდა და პროექტებს ადგილი გაუცვალა.


ტირანოზავრი რექსი ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. სპილსბერგმა დასასრული გადააკეთა კიდეც, რომ მაყურებელს შეძლებოდა მისი კიდევ ერთხელ ხილვა.

დიდ პრობლემას ქმნიდნენ დინოზავრები. სტივენი გეგმავდა, რომ გადაღებებისთვის გამოეყენებინა მასშტაბური ზომის მაკეტები და ამისათვის "კინგ-კონგის" შემქმნელი სპეციალისტები დაექირავებინა. მაგრამ, შემდეგ მიხვდა, რომ ასე ცხოველები არაბუნებრივები და არადამაჯერებლები იქნებოდნენ. შორი ხედებისა და საერთო სცნეებისთვის მან მინიატურული მოდელები გამოიყენა, ფართო ხედისთვის კი სრული ზომის მაკეტები ააგებინა.



სპილსბერგი მაინც უკმაყოფილო ჩანდა, ამიტომ მას შესთავაზეს კომპიუტერული ანიმაციები გამოეყენებინა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და გადამღებმა ჯგუფმაც უპოვნა გამოყენება მინიატურულ და სრული ზომის მოდელებსაც.



სცენარისტებმა უარი თქვეს ზოგიერთი სიუჟტური ხაზის განვითარებაზე. ეპიზოდების ნაწილი უარყვეს ბიუჯეტური სახსრების გამო, ზოგიერთი გადააკეთეს, რომ ძალადობის დონე შეემცირებინათ. ჯონ ჰალმონდის სახით, რომელიც დიდ ბავშვად იქცევა, ფანტაზიორად და მეოცნებედ, რომელსაც სურს ხალხს სასწაულის შეგრძნება დაუბრუნოს, სპილსპერგი თავის თავს ხედავდა და პერსონაჟს საკუთარი ხასიათის გარკვეული ელემენტებიც შემატა.



1993 წელს, ფილმი ნამდვილი ჰიტი გახდა და 900 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითიც "ტიტანიკის" გამოსვლამდე ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა. მთავარი იყო მისი მიღწევა სპეცეფექტების განვითარების მხრივ.


სცენები წვიმაში რთული აღმოჩნდა მაკეტისათვის, რადგან დინოზავრი მძიმდებოდა, ამიტომაც ყველა მსგავსი სცენა გადაღებების ბოლოს მოიტოვეს.

კეიტონი არასოდეს უბრუნდებოდა უკვე შექმნილ თემას, მაგრამ ამჯერად მკითხველთა უზღვავი ტალღა და კინოსტუდიები არ ასვენებდნენ შეთავაზებებითა და თხოვნებით. და საბოლოოდ მწერალმა ახალი ნაწილის შექმნა პირადად სტივენ სპილსბერგის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.



The Lost World: Jurassic Park -- მეორე ნაწილი უკვე განსხვავებული იყო, მეტად სასტიკი და მძიმე. რეჟისორი აქამდე თვლიდა, რომ ფილმებს მაყურებისათვის სიხარული უნდა მიენიჭებინა და აუდიტორია სასიამოვნოდ განეწყო, მაგრამ "შინდლერის სიის" შემდეგ, ის მიხვდა, რომ წინ მეტად მძიმე თემები უნდა წამოეწია. ფილმი კვლავ, წლის გაქირავების ლიდერი გახდა.




2 ნაწილის შემდეგ, მაიკლიც და სპილსბერგიც თვლიდნენ, რომ საკმარისი იყო, მაგრამ სტუდია Universal-მა მესამე ნაწილის გადაღება დაანონსა: Jurassic Park III.




მესამე ფილმის წარმატების შემდეგ დადიოდა ჭორები მის გაგრძელებაზე, და საბოლოოდ მეოთხე ნაწილსაც აენთო მწვანე შუქი. სტივენი პროდიუსერის სავარძელზე დარჩა, რეჟისორის სავარძელზე კი 38 წლის კოლინ ტრევოროუ მოთავსდა.





ლეგენდარული პარკი მაყურებლის წინაშე ისევ იხსნება!


იურული პერიოდის სამყარო / Jurassic World
www.new.kinoafisha.ge/movies/jurassic-world/



Category: Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top