;
1 ოქტომბერი 2015      Queen_1     0 კომენტარი     ნანახია 1769-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები




შემდგომის სეზონზე მრავალი ახალი ფილმის პრემიერა გველის.

წარმოგიდგენთ ტოპ-19 ფილმის ტრეილერს, რომელთაც სულმოუთმენლად ველით.


1.Everest\ევერესტი
ფილმი ”ევერესტი”, რომლის პრემიერა 18 სექტემბერს იგეგმება, ეფუძნება რეალურ მოვლენებს (1996 Mount Everest Disaster). ის მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.
ფილმის რეჟისორი ბალტასარ კომაკურია, მთავარ როლებში ვიხილავთ ჯეისონ კლარკს, ჯოშ ბროლინს, ჯეიკ ჯილენჰოლს, კირა ნაითლისა და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებს. პრემიერა: 18 სექტემბერი.

[video=https://www.youtube.com/watch?v=5ZQVpPiOji0]

2.Life\ცხოვრება
ჯეიმს ბაირონ დინი ამერიკელი მსახიობი გახლდათ, მან მხოლოდ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა (სამოთხიდან აღმოსავლეთით, უმიზეზოდ ამბოხებული, გიგანტი), მაგრამ მალევე იქცა ამერიკელი ახალგაზრდობის საკულტო გმირად, იგი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯეიმს დინის როლში დეინ დეჰაანი მოგვევლინება, ხოლო რობერტ პატინსონი ასრულებს ფოტოგრაფის როლს, რომელიც უცნობ მსახიობში დაინახავს რაღაც განსაკუთრებულს. ფილმში „ცხოვრება“ ვხედავთ მათ, როდესაც მოგზაურობენ ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და დინის მშობლიურ შტატ ინდიანაში და ვაკვირდებით მათი მეგობრობის განვითარებას. პრემიერა: 25 სექტემბერი.

[video=https://www.youtube.com/watch?v=lMMwg4RoaRU]

3.The Martian\მარსელი
რიდლი სკოტის “მარსელი”, რომელიც ენდი უეირის წიგნზეა დაფუძნებული, წელს აპირებს კინოეკრანებზე გამოსვლას. მასში მთავარ როლს მეთ დეიმონი ასრულებს და განასახიერებს ასტრონავტს, რომელიც მარსზეა ჩარჩენილი მაშინ, როცა თანაგუნდელებს ჰგონიათ, რომ ის შტორმის დროს გარდაიცვალა. სახლისაკენ გზა თავად უნდა გაიკვლიოს! პრემიერა: 2 ოქტომბერი.

[video=https://www.youtube.com/watch?v=ej3ioOneTy8]

4.The Intern\სტაჟიორი
70 წლის ბენ უიტეკერი (რობერტ დე ნირო) გადაწყვეტს სამუშაოს დაუბრუნდეს და გახდეს სტაჟიორი ჯულს ოსტინის (ენ ჰეთევეი)კომპანიაში. პრემიერა 2 ოქტომბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=ZU3Xban0Y6A]

5.Macbeth\მაკბეტი
“მაკბეტი“ უილიამ შექსპირის ტრაგედიის ახალი ადაპტაციაა. ფილმში შენარჩუნებული იქნება პიესა, როგორიც ის მე-11 საუკუნეში იყო. მასში ასევე უცვლელი დარჩება ორიგინალი დიალოგებიც. სურათში მოქმედება მაკბეტის გარშემო ვითარდება. ის ცბიერი შოტლანდიელი ლორდია, რომელიც არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან , რომ მეფე გახდეს. პრემიერა: ბრიტანეთი-2 ოქტომბერი, აშშ-4 დეკემბერი.

[video=https://www.youtube.com/watch?v=YqHhKuCQmoY]

6.Sicario\დაქირავებული მკვლელი
ფილმში ემილი ბლანტის პერსონაჟი FBI-ის აგენტია, რომელსაც დავალებად მიეცა მექსიკის საზღვრის გადაკვეთა და ნარკო-ბრძოლაში ჩართვა. სულ მალე ის მიხვდება, რომ იმაზე ბევრად საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. მას გადასარჩენად უწევს ისეთი რამეების გაკეთება, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ შეეძლო. ფილმის პრემიერა 18 სექტემბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=sR0SDT2GeFg]

7.Suffragette\სუფრაჟისტი
,,Suffragette’’ მოგვითხრობს ისტორიას მე-20 საუკუნის ბრიტანეთში ხმის მიცემის უფლებისათვის მებრძოლი ქალებზე. მთავარ როლში ქერი მალიგანს ვიხილავთ. მისი გმირი შვიდი წლის ასაკიდან სამრეცხაოში მუშაობს, მას ქმარი (ბენ ვიშოუ) და ვაჟიშვილი ჰყავს. მალე ის ფემინისტური მოძრაობის აქტიური მონაწილე ხდება. ფილმის პრემიერა 30ოქტომბრისათვის იგეგმება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=056FI2Pq9RY]

8.Crimson Peak\სისხლიანი მწვერვალი
“Crimson Peak” გილიერმო დელ ტოროს გოტიკური საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს მია ვასიკოვსკა, ჯესიკა ჩესტეინი, ტომ ჰიდლსტონი, ჯიმ ბივერი და ჩარლი ჰანემი ასრულებენ. ფილმის მოქმედებები მე-19 საუკუნის ინგლისში ვითარდება და ერთ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შედეგებზე მოგვითხრობს. ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა მწერალი ედიტ კუშინგი ექცევა, რომელიც აღმოაჩენს, რომ თავისი ახალი და მომხიბლავი მეუღლე სულაც არ ყოფილა ის, ვინც მას ეგონა.ფილმის პრემიერა 16 ოქტომბერს შედგება.
[video=https://www.youtube.com/watch?v=6yAbFYbi8XU]

9.The Lobster\კიბო
The Lobster”- ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფანტასტიკურ-რომანტიკული, შავი კომედიაა. მასში მთავარ როლებს კოლინ ფარელი, რეიჩელ ვაისი, ჯესიკა ბარდენი, ბენ უიშოუ, ლეა სეიდუ და სხვები ასრულებენ.
შავბნელი ახლო მომავალი… ქალაქის წესების მიხედვით, მარტოხელა ადამიანები მიჰყავთ სასტუმროში, სადაც მათ ორმოცდახუთი დღის განმავლობაში უნდა იპოვნონ მეორე ნახევრები, თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ ცხოველებად გადააქცევენ და ტყეში გაუშვებენ. წესების მიუხედავად, ერთ-ერთი ადამიანი მოახერხებს ტყიდან გამოქცევას და მარტოხელა ქალი შეუყვარდება…
პრემიერა 16 ოქტომბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=WSZN8PyO0Cc]

10.Pan\პენი
რეჟისორი ჯო რაითი ახალ სათავგადასავლო ფილმს – ‘პენს’, იღებს, რომელიც პიტერ პენის ამბის სრულიად ახალი მიდგომაა. ფილმში მონაწილეობენ ლევი მილერი, ჰიუ ჯეკმანი, გერეტ ჰედლუნდი და რუნი მარა. პრემიერა 9 ოქტომბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=UHl8F60t-ss]

11.Spectre\სპექტრი
კიდევ ერთი ფილმი ჯეიმს ბონდზე! სურათში მთავარ გმირებს დანიელ კრეგი, ლეა სეიდუ, დეივ ბოტისტა, ქრისტოფ უოლტზი, რალფ ფაინსი, ნაომი ჰარისი, ბენ უიშო, ენდრიუ სკოტი და მონიკა ბელუჩი განასახიერებენ. “სპექტრის” პრემიერა კი 6 ნოემბერსაა დაგეგმილი.

[video=https://www.youtube.com/watch?v=vBnGxAkdh_k]

12.Burnt\დამწვარი
ფილმში ბრედლი კუპერი შეფ მზარეულს თამაშობს, რომელიც ანგრევს თავის კარიერას ნარკოტიკებით. შემდეგ კი ის ცდილობს განაახლოს კარიერა და იწყებს ახალი რესტორნის გახსნას. ფილმის პირველი სათაური იყო “Chef”, მაგრამ ის შეცვალეს, რადგან უკვე იყო ასეთი სათაურის მქონე ფილმი. ახლა ფილმის სახელია “Burnt”. პრემიერა 23 ოქტომბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=IiGJlUVQDGk]

13.The Lady in the Van\ქალბატონი ფურგონში
„ქალბატონი ფურგონიდან“ ნიკოლას ჰიტნერის ახალი ფილმია, რომელიც ნამდვილ ამბავზეა გადაღებული. მთავარ როლს მეგი სმიტი ასრულებს – ჭირვეულ მოხუც ქალს, რომელიც გვაჩვენებს, რომ ადამიანს 80 წლის ასაკშიც შეუძლია თავს უამრავი მხიარულება გადახდეს. პრემიერა 13 ნოემბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=OA8tMziteZM]

14.Steve Jobs\სტივ ჯობსი
ბევრი ადამიანი სტივ ჯობს აღიქვავს, როგორც გენიოსს, არაპრაქტიკულ ადამიანს. ის ყველას უყვარს. ახალი ფილმი მის ბნელ მხარეებს დაგვანახებს. ახალი ფილმი, 2013 წლის ფილმისგან – ჯობსი, რადიკალურად განსხვავებული, უფრო დრამატული იქნება. პრემიერა 13 ნოემბრისათვის იგეგმება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=ufMgQNCXy_M]

15.Hunger Games: Mockingjay, Part 2\შიმშილის თამაშები:კაჭკაჭჯაფარა, ნაწილი მეორე
კიდევ ერთი ფილმი „შიმშილის თამაშების“ ფრენჩაიზიდან, რომლის პრემიერაც 20 ნოემბრისათვის იგეგმება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=3zVaD7t39w8]

16.Black Mass \შავი მასა
ჯონი დეპი განგსტერის როლში! ფილმი ნამდვილ ამბავს ეგუძნება და მოგვითხრობს უაითი ბალჯერის ისტორიას. ფილმის პრემიერა 18 სექტემბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=CE3e3hGF2jc]

17.Bridge of Spies\ჯაშუშების ხიდი
სტივენ სპილბერგი და ცივი ომი… ფილმში მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს, პრემიერა კი 16 ოქტომბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=mBBuzHrZBro]

18.Carol\ქეროლი
ფილმში, რომლის რეჟისორი ტოდ ჰეინსი გახლავთ, მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი და რუნი მარა ასრულებენ, კანის კინოფესტივალზე ფილმმა მაყურებლის აღტაცება გამოიწვია.მოქმედება 1950 წლის ნიუ-იორკში ვითარდება და გვიჩვენებს თუ როგორ გადაიზრდება ქეროლ ეირდისა(ბლანშეტი) და თერეზ ბელევითის (მარა) მეგობრობა სიყვარულში. ფილმში ქეროლი მდიდარი, გათხოვილი ქალია, თერეზა კი 19 წლის ასისტენტი მაღაზიაში. დიდ ეკრანებზე ფილმს 20 ნოემბერს ვიხილავთ.

[video=https://www.youtube.com/watch?v=Lt-WC9xa7qs]

19.By the Sea\ზღვასთან
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი პიტი კვლავ მოგვევლინებიან ერთობლივად ახალ დრამაში, ‘By The Sea’. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია ჯოლი პიტი. მოქმედება ვითარდება 70-იან წლებში და მოგვითხრობს ცოლ-ქმრის საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ. ბნელი და დრამატული ფილმი გადაღებულია მალტაში გასულ წელს, როდესაც ბრედი და ანჯელინა ერთად ისვენებდნენ. პრემიერა 13 ნოემბერს შედგება.

[video=https://www.youtube.com/watch?v=j8lMbJTsUGU]

კატეგორია: ფილმები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top