;
21 სექტემბერი 2015      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 2720-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, ვარსკვლავები



ემის დაჯილდოება 2015
67-ე ცერემონიის ტრიუმფატორები და საღამოს მიმოხილვა


რიგით 67-ე ემი ბევრით დაგვამახსოვრდება, მაგრამ ამერიკის სატელევიზიო პრემიის მთავარი მოვლენა იმდენად გვხვდება თვალში, შეუძლებელია არ დაგვამახსოვრდეს: 21 მთავარი კატეგორიიდან 14 მათგანი გაინაწილა HBO-ს სამმა შოუმ. ამერიკული ტელეკანალი კვლავ შეუპირისპირდა ამბიციურ ახალ მოწინააღმდეგეებს (Netflix, Amazon) და ახერხებს იმდენს, რომ არასდროს აგებს სხვებთან.

4 ქანდაკება 7 შესაძლებელ შორის, შეხვდა ყველასთვის საყვარელ ფენტეზს "სამეფო კარის თამაშები", 4 ექვსიდან-პოლიტიკურ კომედიას "ვიცე-პრეზიდენტი" და საბოლოოდ 6 შვიდიდან ოთხსერიან ტელეფილმს Olive Kitteridge . დანარჩენი ფავორიტების მიღწევა ამათ ფონზე ნამდვილად იკარგება.



საღამოს უქმად გაფლანგვა არ მოუწიათ Mad Men ის შემოქმედებით ჯგუფს. მეხუთე ქანდაკების გარეშე დარჩენილები საუკეთესო დრამატული სერიალისთვის, მოახერხეს დაჯილდოებულიყო თავიანთი მთავარი გმირი - შესამჩნევად გამხდარი და როგორც იქნა მერვე მცდელობის შემდეგ საუკეთესო როლისათვის გამარჯვებული ჯონ ჰემი. ისტორიაში შევიდა იგივე ნომინაციის ქალი გამარჯვებულიც. ვიოლა დევისი სერიალისთვის How to Get Away with Murder გახდა პირველი ფერადკანიანი მსახიობი,რომელმაც "ემი" მიიღო საუკეთესო დრამატული როლისთვის.




როგორც მოსალოდნელი იყო, თავისი მეოთხე "ემი" საუკეთესო ქალის როლისათვის კომედიაში მოიგო ჯულია ლუის-დრეიფუსმა ("Vice President"), ამავე დროს, სერიალ Transparentის ვარსკვლავმა ჯეფრი ტემბორმა მიიღო შესაძლებლობა მადლობა გადაეხადა ტრანსგენდერული საზოგადოებისთვის (ტემბორის ტრიუმფი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მისი გამოცხადებისას კატეგორიაში "საუკეთესო მამაკაცის როლი კომედიაში" ჯიმი კიმელმა თავს უფლება მისცა "შეეჭამა" ფურცელი მისი სახელით).





12 ემის მოგების შემდეგ, HBO-ს სუპერჰიტმა, "სამეფო კარის თამაშები", მუდმივი რეკორდი გაიმყარა. The West Wing-ის 9 გამარჯვების შემდეგ, მან ჩამოიტოვა MAD MEN-იც და დაიმკვიდრა ისტორიაში არსებულ 4 საუკეთესო სერიალს შორის ადგილი. ("სოპრანოს კლანი, The Wire, Breaking Bad) ამასთან, ერთადერთი მსახიობი, რომელიც გაერთო სერიალის მიერ მოტანილი წარმატებებით ესაა პიტერ დინკლეიჯი, რომელმაც მეორედ დაიმსახურა მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი.



ქანდაკების გარეშე არ დარჩნენ არც ამომავალი ჰოლივუდის ვარსკვლავი ემი შუმერი (INSIDE AMY SCHUMER) დამწყებ ჰოლივუდის რეჟისორთან ჯონ სტიუარტთან ერთად (The Daily Show, 3 პრემია სამი შესაძლებლობიდან). MAD MEN-ის აქტივიზმზე კი წამყვანმა იხუმრა, რომ თუ Breaking Bad-მა შეძლო 4 ნომინაციით გამდიდრებულიყო სპინოფისათვის "Better Call Saul", MAD MEN-საც არაფერი უშლის ხელს ორგანიზება გაუწიოს პრიქველს "დიკ უიტმანი: აღვირახსნილი უსახლკარო".





ახლა კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ემი 2015-ის მთავარ ტრიუმფატორებს:



საუკეთესო დრამატული სერიალი — Game Of Thrones
საუკეთესო კომედიური სერიალი — Vice President
საუკეთესო მინი-სერიალი — Olive Kitteridge?
საუკეთესო მამაკაცის როლი, დრამა — ჯონ ჰემი, Mad Men
საუკეთესო ქალის როლი, დრამა — ვიოლა დევისი, How to Get Away with Murder
საუკეთესო მამაკაცის როლი, კომედია — ჯეფრი ტემბორი, Transparent
საუკეთესო ქალის როლი, კომედია — ჯულია ლუის-დრეიფუსი, Vice President
საუკეთესო მამაკაცის როლი, მინი-სერიალი ან ტელეფილმი — რიჩარდ ჯენკინსი, Olive Kitteridge?
საუკეთესო ქალის როლი, მინი-სერიალი ან ტელეფილმი — ფრენსის მაკდორმანდი, Olive Kitteridge?
საუკეთესო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი, დრამა — პიტერ დინკლეიდჯი, Game Of Thrones
საუკეთესო ქალის მეორეხარისხოვანი როლი, დრამა — უზო ადუბა, Orange Is the New Black
საუკეთესო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი, კომედია — ტონი ჰეილი, Vice President
საუკეთესო ქალის მეორეხარისხოვანი როლი, კომედია — ელისონ ჯენი, MOM
საუკეთესო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი, მინი-სერიალი ან ტელეფილმი — ბილ მიურეი, Olive Kitteridge?
საუკეთესო ქალის მეორეხარისხოვანი როლი, მინი-სერიალი ან ტელეფილმი — რეჯინა კინგი, An American Crime
საუკეთესო რეჟისურა, დრამა — Game Of Thrones
საუკეთესო რეჟისურა, კომედია — Transparent
საუკეთესო რეჟისურა, მინი-სერიალი ან ტელეფილმი — Olive Kitteridge?
საუკეთესო სცენარი, დრამა — Game Of Thrones
საუკეთესო სცენარი, კომედია — Vice President
საუკეთესო სცენარი, მინი-სერიალი ან ტელეფილმი — Olive Kitteridge?



კატეგორია: ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top