26 September 2015      Ancho.     Views 6 455    
Category: Films, Movies



თანამედროვე ბესტსელერების ეკრანიზაცია
XXI-ე საუკუნის წარმატებული რომანების საუკეთესო ადაპტაციები


ცოტა ხნის წინ, ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი ლაბირინთში მორბენალი: ცეცხლით გამოცდა, თინეიჯერული ბესტსელერის მორიგი ეკრანიზაცია, რომელიც იმედოვნებს, რომ გაიმეორებს მისი ლიტერატურული პირველწყაროს მიერ მოპოვებულ პოპულარობას. წარმოგიდგენთ ბოლო ათწლეულის მსოფლიო ბესტსელერების საუკეთესო ეკრანიზაციებს.

Best screen adaptations

№10. Cloud Atlas 2012



3 საათიანი დრამა, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი მძიმე ვარსკვლავებით როგორებიც არიან ტომ ჰენქსი, ჰოლი ბერი და ჰიუ გრანტი, - ყველაზე ამბიციური ბლოკბასტერია ვაჩოვსკის კინემატოგრაფიიდან. ენდი და ტომ ტიკვერი არ შეუშინდნენ დევიდ მიტჩელის რომანს -- მრავალსაფეხურიან სტრუქტურას და ეპიკურ გასაქანს. ფილმმა შეუქმნა მათ მომავალი ეკრანიზაციებისთვის საჭირო რეპუტაცია.

Best screen adaptations


№9. Let the Right One In 2008



ის არ არის უკანასკნელი 10 წლის მთავარი შვედური ბესტსელერი, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტაცია, ყველა შესაძლო ადაპტაციათა შორის. ტომას ალფრენდსონის მიერ გადაღებული ჰოლივუდური ვერსია რეჟისორისთვის დამახასიათებელი საზარელობით გამოირჩევა, თუმცა ნამდვილად შვედური ორიგინალის სინაზისაგან დაშორებული არ არის. ეს არის რომანტიკული ჰორორი სკოლის მოსწავლისა და ვამპირის სიყვარულის შესახებ.

Best screen adaptations






№8. Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2 2011



ყველა დროის ყველაზე წარმატებული ლიტერატურული საგის ფართომასშტაბიანმა ადაპტაციამ დაიკავა 10 წელი და დასრულდა აღტაცებით: რეკორდულად ტევადი ქრონომეტრაჟი და გამომუშავებული მილიარდები. უკანასკნელი ნაწილი ფილმების სერიაში კრიტიკოსების მიერ უპირობოდ ითვლება საუკეთესოდ.

Best screen adaptations



№7. The Perks of Being a Wallflower 2012



კიდევ ერთი მოზარდული ისტორია - სტივენ ჩბოსკის პოპულარული ეპისტოლური რომანის ადაპტაცია, რომელმაც ათობით წელი იცადა, რომ გადაეღო საკუთარი წიგნის ეკრანიზაცია. მთავარ როლს - მორიდებულ ამერიკელ სკოლის მოსწავლეს ბნელი წარსულით თინეიჯერობის ასაკში მყოფი თამაშობს (ლოგან ლერმანი), მას ეკრანზე ემა უოთსონი ეცილება, რაც ქმნის ფილმის მიმზიდველ ტანდემს.

Best screen adaptations






№6. The Girl with the Dragon Tattoo 2011



ჰოლივუდის კომპეტენტურმა ხალხმა დიდი ხანია უკვე დაასკვნა, რომ ბესტსელერების ეკრანიზაციისთვის - კონტრკულტურის ან პროზის, ჟურნალისტურის ან გამოძიების, - საჭიროა მიაკითხო დევიდ ფინჩერს. მისმა ჰოლივუდურმა რიმეიქმა "გოგონა დრაკონის ტატუთი" მისი რეპუტაცია ასმაგად გაამყარა. რუნი მარას მომხიბვლელი დებიუტი, საუკეთესო ბონდის - დენიელ კრეიგის როლი და ცხოვრებისეული გაკვვეთილები — სტიგ ლარსონის სუპერჰიტის გამეორებული ეკრანიზაციამ წარმატება მოიხვეჭა.

Best screen adaptations




№5. Atonement 2007



ინგლისელი ჯო რაიტის წინაშე დაისახა არც თუ ისე მარტივი დავალება - იენა მაქქუენას რომანი ყველა დროის გამორჩეულ წიგნთა რეიტინგებშია, მითუმეტეს 21-ე საუკუნის ლიტერატურულ შემოქმედებაში. რაიტის გამარჯვება მდგომარეობს სწორი ინტონაციების დაჭერასა და მსახიობების სწორად შერჩევაში: განსაკუთრებით დებიუტანტი სირშა რონანი და თავისი ერთ-ერთი საუკეთესო როლის შემსრულებელი კირა ნაიტლი.

Best screen adaptations






№4. The Road 2009



იგივე შეიძლება ითქვას The Road-ზე. კორმაკ მაკარტის ტექსტი, რომელზეც აგებულია ჯონ ჰილკოტის პოსტაპოკალიფსური დრამა, პულიტზერის პრიზისთაა დაჯილდოებული. მამაკაცისა (ვიგო მორტენსენის) და ბიჭის (კოდი სმიტ-მაკფი) მოგზაურობა კანიბალების მოსახლეობაში და საუკეთესო შემთვევაში ცივილიზაციის მძარცველებთან - უდადო რთული, თუმცა თავისებურად გრანდიოზულია.





№3. Gone Girl 2014



და კვლავ ფინჩერი - უკანასკნელი კლასიკური ნამუშევარი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მის ფილმოგრაფიაში. (ორმაგად მეტი თანხის შემგროვებელი, ვიდრე ბენჟამინ ბატონი), ამავე დროს დაამტკიცა, რომ დიდება მისთვის ჩვეულებრივი რამაა. "Gone Girl"-ის ადაპტაცია რომანში არანორმალურად საინტერესოდ გადმოცემულ ქორწინების ინსტიტუტზე მიმზიდველია ბენ აფლეკისა და როზამუნ პაიკის თამაშითაც. რეჟისორი ენდო მის ავტორის, გილიან ფლინს და შედეგიც სათანადო მიიღო.

Best screen adaptations




№2. Shutter Island 2009



წარმატებული ეკრანიზაცია ეკუთვნის ჰოლივუდში მყოფ იმ ერთეულების რიცხვს, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან. სამართლიანად წარმოგიდგენთ მარტინ სკორსეზეს. მან თავის მუზასთან, ლეოდარდო დიკაპრიოსთან ერთად, დაამტკიცა Shutter Island-ით რომ ჟანრების დიდოსტატია. ლამაზი, დიდებული, საშიში კინო Pulp Fiction-ის მოტივებით ავადმყოფურ ექსპერიმენტებზე.

Best screen adaptations






№1. No Country for Old Men 2007



და კვლავ მაკკარტი. ბოლო ათწმეულის მთავარ ამერიკელ მწერალს ყოველთვის არ უმართლებდა ეკრანიზაციებში, მაგრამ ძმებ კოენებთან ერთად იღბლიანთა პიკზე ავიდა. ნეოვესტერნი, რომელიც იდეალურია ყველა ასპექტით, 4 ოსკარის მფლობელია, რომლებიც ერგოთ, პპროდიუსერებს, რეჟისორს, სცენარისტებსა და ბოროტმოქმედის როლის შემსრულებელ ხავერ ბარდემს.


Best screen adaptations





Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top