;
11 ნოემბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2577-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



ადამ ჯონსი / BURNT (2015)
IMDB რეიტინგი: 6.8
ჟანრი: კომედია, დრამა
რეჟისორი: ჯონ უელსი
როლებში: ბრედლი კუპერი, სიენა მილერი, უმა ტურმანი
ომარ სი, მეთიუ რიზი, დენიელ ბრუელი, რიკარდო სკამარჩიო, ემა თომფსონი, ლილი ჯეიმსი..


ბრედლი კუპერის კულინარიული მასტერ კლასები
საქართველოს კინოთეატრებში 12 ნოემბრიდან!


სამზარეულოს ვირტუოზი და კულინარიული სამყაროს ყველაზე ტემპერამენტიანი შეფ-მზარეული ადამ ჯონსი ოცნებობს მიშელინის მესამე ვარსკვლავზე. მავნე ჩვევების გამო დანგრეული კარიერა და დაკარგული რესტორანი პარიზში, ცხოვრება მას მეორე შანსს აძლევს და ყველაფერს თავიდან იწყებს!




ბრედლი კუპერი ინტერვიუში იხსენებს ფილმზე მუშაობის პროცესს და საუბრობს სამზარეულოში მის რეალურ შესაძლებლობებზე:

"პატარაობიდან ბებიასთან ერთად რამდენიმჯერმე მიფუსფუსია სამზარეულოში, თუმცა არაფერი გამომდიოდა. ჩვენ ერთი დიდი იტალიური ოჯახი გვქონდა, სადაც სამზარეულოს უდიდესი ადგილი ეჭირა. საჭმლის გარემოცვაში ყოფნა მუდამ მამშვიდებს და მახსენებს ბავშვობას. ბაბუას ნივრის ბიზნესი ქონდა, მე ასეთ გარემოში გავიზარდე. ეს ყველაფერი ანაზღაურდა ფილმზე მუშაობისას. ბავშვობიდან ვმუშაობდი რესტორნებში, ბერძნული რესტორნისთვის სატვირთო მანქანაზე ვმუშაობდი და ნიუ ჯერსიში იტალიურ რესტორან Mirabella’s მზარეულს ვეხმარებოდი დილის 6:30-დან საღამოს 5:30- საათამდე." - იხსენებს დღეს უკვე ოსკაროსანი მსახიობი მის ყმაწვილობას.


“I actually learned how much I can’t cook by doing this film. You sit through one session with Clare Smyth, and you realize this is a level of execution that’s world class. To get three Michelin stars is literally almost impossible. The level of perfection, discipline, and sacrifice is incredible.”

– Bradley Cooper




ბრედლისთვის ეს არ არის პირველი როლი, სადაც მზარეულის განსახიერება მოუწევს. FOX-ის სატელევიზიო ფილმისთვის Kitchen Confidential 2005 მან რამდენიმე მზარეულთან ერთად იმუშავა და დაეუფლა მათ ტექნიკას. ბრედლი ამბობს, რომ პერსონაჟი შექმნა მიშელინის ვარსკვლავოსან - მარკო პიერ ვაითის, მარკუს ვერინგის და გორდონ რემზისის გავლენით. კლეირ სმითის მასტერკლასმა კი ნამდვილად გამოიღო შედეგი და მსახიობმა მართლაც აითვისა ეს ყოველივე. თუმცა ბრედლი იხსენებს, რომ ის მუდმივად დაძაბული იყო სამზარეულოს კადრების გადაღებებისას, რადგან კამერას მიღმა[u] მარკუს ვერინგი [/u]ადევნებდა თვალს თითოეულ მოძრაობას, ბრედლი ხომ მართლაც რეალურად ამზადებს კერძებს ფილმში!





ფილმში ნამდვილი სამზარეულოა აგებული და დამხმარეების როლში ნამდვილი მზარეულები არიან ლონდონიდან.
ბრედლის არ ქონდა დიდი დრო ფილმზე მოსამზადებლად, ფილმის გადაღებები Sniper და Elephant Man ფილმებს შორის მიმდინარეობდა, რის გამოც ბრედლი წონის (და კუნთების) კლების პროცესში იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა და ვნახოთ თუ რა ჯილდოებს მოუტანს ამჯამად ეს ფილმი მსახიობს.



ფილმში ასევე იღებდა მონაწილეობას ჯეიმი დორნანი ("50 shades of Grey"..), ის სიენა მილერის პერსონაჟის მოგონებების სახით წარმოგვიდგებოდა, თუმცა საბოლოოდ ჯეიმის კადრები ფილმში არ მოხვდა. რეჟისორმა გადაწყიტა ფოკუსი ბრედლი კუპერის პერსონაჟზე გაეკეთებინათ. ფილმში ასევე მრავალი ცნობილი მსახიობი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ემა თომფონი, უმა თურმანი, მეთიუ რიზი... მაგრამ ფილმის შემქმნელები არ ცდილობენ მაყურებლის მოზიდვას მათი სახელების დახმარებით.

ასევე მთავარ როლს ომარ სი ასრულებს. ვის არ ახსოვს მისი არაჩვეულებრივი ცეკვა ფილმიდან “The Intouchables”?




Bradley Cooper is heating up the kitchen (and the 2016 Oscar race) in Burnt















არ გამოტოვოთ ბრედლი კუპერის კულინარიული მასტერ კლასები
12 ნოემბრიდან კინოთეატრებში
[u]სეანსები და ბილეთები: kinoafisha.ge


კატეგორია: ფილმები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top