;

16 September 2016      ANGEL     Views 4866    
Category: Films, Movies



ბრიჯით ჯონსი დაბრუნდა!
ათი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიხედებით ექსცენტრიული ბრიჯითის ცხოვრებაში: ის საბოლოოდ დაშორდა მარკ დარსის. 43 წლის ასაკში ბრიჯითი კვლავ მარტოა და კვლავ ტელევიზიაში მუშაობს მიზერულ დავალებებზე. თავის გამოჩენის მიზნით (ოჰ ბრიჯით!) მიემგზავრება მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც იცნობს ახალ მამაკაცს - პატრიკ დემპსის შესრულებით. იმისდა მიუხედავად, რომ ჯონსის ცხოვრება სრულიად უიმედოდ და მოსაწყენად მიედინება, სიურპრიზები მაინც ხშირად იჩენენ თავს და აი ბრიჯით ჯონსი ორსულადაა! მაგრამ ვინ არის მამა? ქერათმიანი ბრიტანელი არ აპირებს დაწყვიტოს გული არც მარკს და არც ჯეკს, ყოველ შემთხვევაში, სანამ არ გაარკვევს თუ ვინაა მამა.



მსახიობი რენე ზელვეგერი ინტერვიუში გამოტყდა, რომ ფილმის ფინალი თავადაც არ იცის! გადაიღეს 3 ფინალი და პრემიერამდე არცერთი მსახიობი არ ფლობს ინფორმაციას, თუ როგორ დასრულდება ისტორია. ქასთს ამ ფილმში დააკლდა ჰიუ გრანტი, რომელმაც საბოლოოდ სცენარის გაცნობის შემდეგ უარი განაცხადა გადაღებებზე, რადგან ფიქრობს რომ ის ზედმეტად განსხვავდება წიგნისგან, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს ინტერესს და ველით ფილმს.

Bridget Jones's Baby (2016, III)
ჟანრი: კომედია, რომანტიკული
რეჟისორი: შერონ მაგუაირი
როლებში: რენე ზელვეგერი, პატრიკ დემპსი, კოლინ ფერტი, ემა ტომპსონი..
სცენარი: ჰელენ ფილდინგი, ემა ტომპსონი, დენ მაზერი
პრემიერა საქართველოში: 15 სექტემბრიდან!
კინოთეატრებში რუსთაველი, ამირანი, კავეა, აპოლო
IMDB რეიტინგი: 5.0
ასაკობრივი კატეგორია: R
ბიუჯეტი: 35000000


























Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top