;

17 November 2010      VM     0 Comments     Views 8885    
Category: Films, Movies

ალბათ ყველას გაგიგონიათ ეგრედ წოდებული თინეიჯერული კომედიების შესახებ. ერთი პერიოდი ძალზედ მოდაშიც იყო ასეთი ფილმები და ბევრსაც უყვარდა. თუმცა ისევე როგორც ყველა ჟანრს ასეთ კინოებსაც შერჩევა უნდა, ზოგიერთი მათგანი არა მარტო ადრე არამედ ეხლაც ყურებისას დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გთავაზობთ საუკეთესო თინეიჯერული კომედიების ათეულს

მანამდე კი ვნახოთ თუ რა საერთო აქვს ყველა High School Comedy – ს:
1. ვითარება აუცილებლად ტიპიურ ამერიკულ კოლეჯში ხდება. სადაც არიან მაგარი, პოპულარული გოგოები რომელთაც მთელი სკოლა შესციცინებს და ყველას მათთან მეგობრობა სურს და არის ერთი ლუზერი, რომელიც ბოლოს ყველას გადაუჯოკრავს და მიზანს მიაღწევს
2. ფილმში ჩნდება ყველაზე პოპულარული გოგოს შეყვარებული, უმრავლეს შემთხვევაში სპორტსმენი, რომელსაც ეს მაგარი გოგო არ უყვარს, და ბოლოს მას მთავარი გმირისთვის – ლუზერისთვის მიატოვებს
3. მთავარ პერსონაჟს მიზნის მიღწევის შემდეგ უხდება გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობასა და საკუთარ კეთილდღეობას შორის. თავდაპირველად საკუთარ თავს ამჯობინებს, შემდეგ კი პუბლიკის წინაშე აღიარებს თავის დანაშაულს და სამართალი ზეიმობს
4. ლუზერის მიერ დასახული მიზანი წარმატებისკენ აუცილებლად სრულდება. ბოროტი გმირები ისჯებიან და ყველაფერი Happy End - ით მთავრდება

ახლა კი შემოგთავაზებთ სწორედ ასეთი ბანალური თუმცა სასიამოვნო ფილმების ათეულს:

1. A Cinderella Story

კლასიკური კონკიას ისტორია, თუმცა ამჯერად მთავარი გმირი – ჰილარი დაფი, ბროლის ფეხსაცმლის ნაცვლად მობილურს დაკარგავს. პრინცი კი მომხიბლელი ჩად მაიკლ მიურეია

10 Must See High School Movies


2. Another Cinderella Story

პირველი ვარიანტის ერთგვარი რიმეიქი. ამჯერად ფილმი რომანტიკულ კომედიასთან ერთად მიუზიკლიცაა და მთავარი გმირი – სელენა გომეზი აიპოდს კარგავს. პრინცად კი – დისნეის ვარსკვლავი დრიუ სელი გვევლინება

10 Must See High School Movies


3. Mean Girls

ალბათ ყველაზე პოპულარული ფილმი ამ ჟანრში. კინო მთავარ გმირზე თავდაპირველად ლუზერ – ლინდსი ლოანსა და რეიჩელ მაქეიდამსის პოპულარული გოგონების გუნდზე მოგვითხრობს. ტიპიური თუმცა სასიამოვნო საყურებელი ისტორია

10 Must See High School Movies


4. Freaky Friday

ისევ ლინდსი ლოანი, თუმცა ნაკლებად ბანალური ისტორიით. ამჯერად ის, ფილმში მის დედას – ჯემი ლი კურტისს სხეულებს გაუცვლის. კინოში ასევე გვევლინება ჩად მაიკლ მიურეი

10 Must See High School Movies


5. The Princess Diaries/The Princess Diaries 2

ენ ჰეტევეიმ არაჩვეულებრივად გაართვა თავი ჯერ მოუხერხებელი ლუზერის შემდეგ კი ელეგანტური პრინცესას როლს. ჯული ენდრიუსს კი ბებიამისის, დედოფლის როლი ხვდა წილად

10 Must See High School Movies


6. 10 Things I Hate About You

თინეიჯერული კომედიებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი პუნქტი: გოგოზე დადებული სანაძლეო და შემდეგ ნელ–ნელა შეყვარება. მართალია ჰიტ ლეჯერის გმირს სანაძლეო არ დაუდევს თუმცა მას ფული გადაუხადეს ჯულია სთაილზის გმირის შესაბმელად. რა თქმა უნდა შემდეგ ყველაფერი ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა

10 Must See High School Movies


7. She's All That

კიდევ ერთი სანაძლეო და ისევ ნამდვილი სიყვარული. იმის შემდეგ რაც მთავარ გმირს, პოპულარულ ბიჭს შეყვარებული მიატოვებს ის მეგობრებთან დანაძლევდება, რომ სკოლის ყველაზე შეუხედავ გოგოს სკოლის გამოსაშვები საღამოს დედოფლად გახდის. სწორედ აქ ჩნდება რეიჩელ ლი კუკის გმირი. ბოლოს რა თქმა უნდა ყველაფერი Happy End - ით მთავრდება და წყვილი ერთად რჩება

10 Must See High School Movies


8. The Clique

აბსოლიტურად ტიპიური ისტორია, მდიდრულ კოლეჯზე, მდიდარი ოჯახების გათამამებულ შვილებზე და ღარიბ გოგონაზე რომელსაც ამ საზოგადაოებაში თავის დამკვიდრება სურს. ბოლოს ისევე როგორც ყველა ფილმში სამართალი ზეიმობს

10 Must See High School Movies


9. Picture This

ამჯერად მთავარი გმირი – ეშლი ტისდეილია. მთელი ფილმის განმავლობაში მას საკმაოდ სახალისო თავგადასავალები გადახდება თავს. ფილმის სიუჟეტი კი დანარჩენების მსგავია

10 Must See High School Movies


10. Clueless


და ბოლოს, ძველი თუმცა ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო თინეიჯერული კომედია. მთავარ როლებში: ალიშია სილვერსტოუნი, ბრიტანი მერფი, პოლ რუდი

10 Must See High School Movies


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top