;
14 თებერვალი 2011      TeeAkoOoo     0 კომენტარი     ნანახია 5777-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

20 ყველაზე რომანტიული ფილმი.

ერთ-ერთი საიტის მიერ,სპეციალურად ვალენტინობის დღისათვის გამოვლენილი და საკმაოდ გააზრებულად არჩეული 20,ყველაზე რომანტიული ფილმი.[/font]


20. Nick and Norah’s Infinite Playlist (2008)
გახდი ჩემი შეყვარებული ხუთი წუთით.


Most Romantic Movies Ever

ორ მოზარდს,უყვარდება ერთმანეთი,ერთ ძალიან დატვირთულ ღამეს მანჰეტენზე.ნიკო’ლირი,რომელიც მუსიკალურ ჯგუფში უკრავს,ამ ღამეს შეხვდება სკოლის მეგობარს სარა სილველბერგს,რომელიც ნიკს თხოვს გახდეს მისი შეყვარებული ხუთი წუთით.რათა სარამ ყოფილ შეყვარებულთან უსიამოვნებები აირიდოს.

19. Bridget Jones’ Diary (2001)
ბრიჯიტ ჯონსის დღიური


Most Romantic Movies Ever

ფილმი,რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა რომანტიულ და კომედიურ ფილმებში.Helen Fielding–ის რომანის მიხედვით.ინგლისელი ქალის ცხოვრების 365 დღე.რომელში აგვიღწერს,რომ მოასწრო:30 კილოგრამის მომატება,29 კილოგრამის დაკლება,200 კოლოფი სიგარეტის მოწევა და ასევე ფლირტი რამოდენიმე მამაკაცთან.

18. Twilight (2008)
ბინდი


Most Romantic Movies Ever

ყველასთვის ცნობილი ფილმი,რომელიც სტეფანი მეიერის რომანის მიხედვით გადაიღეს.ვამპირისა და უბრალო გოგონას სიყვარული.რომანტიული,მშვენიერი,მაგრამ მაინც მტანჯველი.

17. Brown Sugar (2002)
დამწვარი შაქარი


Most Romantic Movies Ever

სინდი და დრე ბავშვობის მეგობრები არიან.მათი სამუშაო ძირითადად მუსიკას ეხება.ბავშვობიდან მოყოლებული,მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ.თუმცა,როდესაც სინდი გაიგებს დრეს ქორწილის ამბავს,შოკში ვარდება და ხვდება,რომ მას დრე უყვარს.და ყველაფრისთვის მზადაა,რომ ეს გრძნობა არ დაკარგოს.

16. Forgetting Sarah Marshall (2008)
სარა მარშალის დავიწყება


Most Romantic Movies Ever

მუსიკოსი პიტერ ბრეტელი ტელევარსკვლავ სარა მარშალს აღმერთებს,მაგრამ როდესაც სარა მას მიატოვებს,პიტერი მიდის ჰავაის კუნძულებზე დარდის გასაქარვებლად.პრობლემა კი იმაშია,რომ სარა იმავე კურორტზე გამოჩნდება თავის ახალ ბოიფრენდთან ერთად.

15. Atonement (2007)
მონანიება


Most Romantic Movies Ever

ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.ორი ადამიანი იბრძვის იმისთვის,რომ შეინარჩუნოს სიყვარული.

14. Garden State (2004)
ბაღების ქვეყანა


Most Romantic Movies Ever

ენდრიუ,რომელიც დედის გასვენებაზე ბრუნდება მშობლიურ ქალაქში.შეხვდება გოგონას სახელად სემს,რომელსაც ეპილეფსია აქვს.სემი ეხმარება ენდრიუს ემოციური სტრესების მოცილებაში.ენდრიუ კი აღმოაჩენს ახალ,უცნობ სამყაროს და გადახედავს თავის ცხოვრებისეულ შეფასებებს.

13. Moulin Rouge (2001)
მულენ რუჟი


Most Romantic Movies Ever

ფილმის მოქმედება ხდება პარიზის ერთ–ერთ კლუბში „მულენ რუჟში“,სადაც ულამაზესი გოგონა სატინი მღერის.მასზე ახალგაზრდა,ღარიბი პოეტი კრისტიანია შეყვარებული.და ასევე მდიდარი ჰერცოგი,რომელიც მზადაა მთლიანად „მულენ რუჟი„ იყიდოს,ოღონდ სატინასთან ღამე გაატაროს.

12. Pride & Prejudice (2005)
სიამაყე და ცრურწმენა


Most Romantic Movies Ever

მოქმედება ვითარდება ინგლისში.მისის ბენეტის მთავარი საფიქრალი,5 ქალიშვილის დაქორწინებაა,რათა სიბერე ტკბილად გაატაროს.მოულოდნელად ბენეტების მეზობლად საკმაოდ შეძლებული და უცოლო, ორი ჯენტლმენი გადმოდის.ამ ფაქტის შემდეგ კი ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება.

11. (500) Days of Summer (2009)
ზაფხულის ხუთასი დღე


Most Romantic Movies Ever

უზომოდ შეყვარებული მთავარი გმირი ,ცდილობს გული მოულბოს გოგონას,რომელსაც არ სწამს სიყვარულის და არც რომანტიული ურთიერთობები სურს.

10. WALL-E (2008)
ვალ–ი


Most Romantic Movies Ever

რობოტი ვალ–ი,რომელიც ერთგულად შრომობს დაცარიელებულ დედამიწაზე და პლანეტას იმ ნაგვისგან ასუფთავებს,რომელიც ადამიანებმა კოსმოსში გადასახლებამდე დატოვეს.მას წარმოდგენაც არ აქვს,თუ რა თავგადასავალი ელის.შეიძენს მეგობრებს,იმოგზაურებს კოსმოსში და შეხვდება ადამიანებს,რომლებსაც დავიწყებული აქვთ დედამიწა.

9. High Fidelity (2000)
ფანატიკოსი


Most Romantic Movies Ever

რობი თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკია,მაგრამ ეს საქმე უბრალო მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაში გამოიხატება.მისი ცხოვრების დღეები ერთფეროვნულად გადის,მაგრამ ერთხელაც მისი საყვარელი გოგონა სხვასთან წავა.რობს კი მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადაატრიალოს,რათა გაიგოს თუ სად დაუშვა შეცდომა.

8. Amelie (2001)
ამელი


Most Romantic Movies Ever

ამელი პულენი ძალზედ მოკრძალებული გოგონაა.მისი ცხოვრების ძირითადი მიზანია სხვებისთვის ბედნიერების მინჭება.თუმცა ვინ იზრუნებს მასზე?მასაც ხომ სჭირდება ბედნიერება.

7. Juno (2007)
ჯუნო


Most Romantic Movies Ever

როდესაც 16 წლის გოგონა იგებს,რომ ორსულადაა,გადაწყვეტს გაჩენის შემდეგ პატარა გააშვილოს.

6. Once (2006)
ერთხელ


Most Romantic Movies Ever

ორი მონათესავე სული,რომელიც ერთმანეთს დუბლინის ქუჩაში დაუახლოვდა.ბიჭი ქუჩის მუსიკოსია,გოგო კი ახალგაზრდა დედა,რომელიც ამ უცხო ქალაქში თავის დამკვიდრებას ცდილობს.

5. The Notebook (2004)
უბის წიგნაკი


Most Romantic Movies Ever

ყოფილი მეზღვაური,რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში პაციენტის მოსანახულებლად მიდის,კითხულობს პაციენტის ჩანაწერების დღიურს,სადაც მოთხრობილია ძველი ისტორია, გოგონასა და ორი ბიჭის შესახებ,რომლებიც მისი გულის მოგებას ცდილობენ.

4. Brokeback Mountain (2005)
კუზიანი მთა


Most Romantic Movies Ever

თვალწარმტაცი სივრცის ფონზე,ვითარდება ორი ახალგაზრდა ადამიანის მოხდენილი,რომანტიული ურთიერთობა.სრულიად შემთხვევით,ზაფხულის ერთ დღეს გმირები ერთმანეთს შეხვდებიან და ხვდებიან,რომ ერთმანეთის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებენ.ბედისწერა მათი გრძნობის სიძლიერეს გამოცდის,თუმცა ეს სიძნელეები მათ უფრო აახლოებს და გრძნობას უფრო სათნოს და ღრმას ხდის.
ეს ფილმი არის გეების, პირველი სიყვარულის ისტორია.

3. Love Actually (2003)
ნამდვილი სიყვარული


Most Romantic Movies Ever

10 საოცარი და თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია.გრძნობის გამოხატვის ყველაზე ორიგინალური მეთოდები,სიყვარულით ტკბობა და ძალზედ უხერხული სიტუაციები.

2. Slumdog Millionaire (2008)
მილიონერი მიყრუებული ადგილიდან


Most Romantic Movies Ever

18 წლის ობოლი ბიჭი ჯამალ მალიკი,რომელსაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს გამარჯვებას ტელეთამაშში „ვის უნდა გახდეს მილიონერი“.მოგებული თანხა 20 მილიონი რუპია.მოულოდნელად თამაში წყდება,ჯამალს კი აპატიმრებენ თაღლითობისთვის.ის პოლიციაში მოყვება თავისი ცხოვრების სევდიან ისტორიას.თავის ტრაგიკულ სიყვარულზე,ძმასთან ურთიერთობაზე და ა.შ.

1. Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004)
ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება


Most Romantic Movies Ever

დიდი ხნის წარუმატებელი თანაცხოვრების შემდეგ ჯოელი და კლემენტინა გადაწყვეტენ მეცნიერული ჩარევის შედეგად,მეხსიერებიდან ამოიშალონ ,ყველა ცუდი მოგონებები ერთმანეთის შესახებ.ისინი დარწმუნებულები არიან,რომ რაც უფრო ნაკლებად იქნებიან ინფორმირებული,მით უფრო ძლიერად ეყვარებათ ერთმანეთი.

კატეგორია: ფილმები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top