;

24 January 2012      Trouble_Maker     Views 5943    
Category: Films, Movies, Georgians



მუსიკოსი კოტე კალანდაძეს კინო-ნაშრომი Teen Spirit, რომელიც 90იანი წლების თბილისში დაგვაბრუნებს. ფილმი რომელიც უნდა ნახოს დღევანდელმა თინეიჯერებმა, რათა გაიცნოს იმ დროის „ახალგაზრდული სულისკვეთება“. ფილმი ისეთივე ახალგაზრდებზეა როგორებიც ჩვენ ვართ, უბრალოდ სხვა დროსა და სხვა მენტალიტეტში. ახალგაზრდებზე რომლებსაც დახეული ჯინსები მოდის კი არა პროტესტის ნიშნად აცვიათ, რომლებიც ქმნიან მუსიკას რადგანაც თავად ჭირდებათ მუსიკა როგორც ჰაერი. ეს არის ფილმი იდეალოგიით-“იარაღი ყველა დაბერებული და დიდიხნის წინ ჩამოყალიბებული ზნეობის წინაამღდეგ, ისეთი ზნეობის, რომელიც ჩემში არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია”.


Teen Spirit-ახალი ქართული ფილმი

ფილმის სცენარი მუსიკოსმა კოტე კალანდაძემ სწორედ 90იან წლებში დაწერა იმის მიხედვით რა ხდებოდა მის ირგვლივ, სწორედ ამიტომ ითვლება ფილმი რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულად. მაგრამ იდროინდელი უსახსრობის გამო ფილმი მხოლოდ 2012წლის თებერვალში გამოჩნდება ეკრანებზე , სტუდია Made in Ghetto Films-ის გადაღებით. ახალგაზრდული სულისკვეთება, “იარაღი ყველა დაბერებული და დიდიხნის წინ ჩამოყალიბებული ზნეობის წინაამღდეგ, ისეთი ზნეობის, რომელიც ჩემში არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია” - ამ იდეით მოძრაობენთ TEENSPIRIT-ის გმირები შო და კოტე მათთვის სასურველი ტალღის ძიებაში.
როგორც კოტე ამბობს ეს ფილმი დღევანდელმა ახალგაზრდობაც აუცილებლად უნდა ნახოს რათა დაინახოს განსხვავება იმაში თუ როგორ კეთდებოდა მუსიკა მაშინ და რა ხდება ახლა.
„ადრე ამას ვაკეთებდით იმიტომ რომ სე იყო საჭირო ჩვენთვის, ყველასთვის. არ ვფიქრობდით მოგებაზე, პირიქით ვიცოდით კიდევაც რომ მოგება არ იქნებოდა. დღეს კი მხოლოდ მოგებისთვის ქმნიან მუსიკას.“


როლებში: გიორგი გოგიჩაიშვილი, ელენე სალუქვაძე, გია თოიძე, სიომა გორელიშვილი

Teen Spirit-ახალი ქართული ფილმი

ფილმის მტავარი საუნდთრექი ნატუკა ნაცვლიშვილის შესრულებით.



Category: Films, Movies, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top