;

31 January 2012      marypickford     Views 6353    
Category: Films, Movies

The Devil Wears Prada


საინტერესო ფაქტები ფილმებზე



ანა ვინტური - ვოგის რედაქტორი და სავარაუდოდ მირანდა პრესლის პერსონაჟის რეალური პროტოტიპი დაპატიჟებული არ ყოფილა ფილმის პრემიერაზე.

მირანდა პრესლის
როლზე მოსინჯული იყვნენ ჰელენ მირენი და კიმ ბესინჯერი.

როლისთვის რომ მომზადებულიყო ენ ჰეტევეი მართლაც მუშაობდა მოხალისედ ასისტენტის პოზიციაზე.

მერილ სტრიპს ეკუთვნის იდეა, რომ უმაკიაჟოდ გამოჩენილიყო სცენაში, სადაც მირანდა ანდრეას გაუმხელს
თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს განქორწინების საჯაროდ გამოცხადებამ მის ქალიშვილებს.

ნაიჯელის როლი თავიდან შესთავაზეს ხავიერ კამარას, თუმცა ის არ დათანხმდა.

წიგნში ანდრეას ბოიფრენდი ალექსი მასწავლებელია, ხოლო ფილმში მზარეული.

100-ზე მეტი ტყუპები მოისინჯნენ მირანდა შვილების (კარლინას და კესიდის) როლებზე.

ანდრეას როლზე მოსინჯული იყო ემილი ბლანტი. რომელიც შემდგომ მთავარი ასისტენტის როლში ვიხილეთ.

ჟიზელ ბიუნდჰენი დათანხმდა ფილმში თამაშზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ ითამაშებდა მოდელს.

საინტერესო ფაქტები ფილმებზე


როდესაც ბოლო სცენაში ანდრეა მირანდას ეკითხება მიიღო თუ არა მან თავისი არჩეული გზით ის რაც ცხოვრებაში სურდა, მირანდა პასუხობს: "ყველას უნდა ჩვენს ადგილზე ყოფნა", ორიგინალი სცენარის მიხედვით მირანდა ამბობს: "ყველას უნდა ჩემს ადგილზე ყოფნა". თუმცა მერილ სტრიპმა ეს ფრაზა შეცვალა, რადგან მიიჩნია, რომ ზედმეტად ეგოისტურად და დრამატულად ჟღერდა.

საინტერესო ფაქტები ფილმებზე


ბევრი მაღალი მოდის დიზაინერი დათანხმდა ,რომ მისი ორიგინალი კოსტიუმები ფილმში გამოეყენებინათ,
რითაც ფილმი ყველაზე ძვირადღირებულია კოსტიუმების თვალსაზრისით კინემატოგრაფიის ისტორიაში.

მერილ სტრიპმა ფილმში გამოყენებული თავისი ტანსაცმელი მთლიანად ქველმოქმედებას გადასცა.

ფილმი გადაიღეს 57 დღეში

გადაღებების დაწყების პირველ დღეს მერილ სტრიპმა ენ ჰეტევეის უთხრა: "ვფიქრობ, რომ ამ როლისთვის იდეალური ხართ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ერთად ვიმუშავებთ" პაუზის შემდეგ კი: "ეს უკანასკნელი კარგი სიტყვებია, რასაც ჩემგან გაიგონებთ" და ასეც იყო.

Revolutionary Road

საინტერესო ფაქტები ფილმებზე


ეს პირველი საერთო ფილმია, რომელზეც ქეით უინსლეტმა და სემ მენდესმა იმუშავეს.

პირველი ფილმი ტიტანიკის შემდეგ რომელშიც ლეომ და ქეითმა ერთად ითამაშეს

ფილმის დასრულებისას ტიტრებში ჩანს: "ეძღვნებათ მიას და ჯოს", მია ქეითის ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან, ხოლო ჯონი ქითის და სემ მენდესის საერთო შვილია

ბავშვები, რომლებიც კეითის და ლეოს შვილებს თამაშობენ, რეალურ ცხოვრებაშიც და-ძმა არიან.

ფრენკ უილერის როლი მეტ დეიმონს უნდა ეთამაშა, თუმცა მან სხვა ფილმზე მუშაობის გამო უარი თქვა.

ამ ფილმიდან სამი მსახიობი, ქეით უინსლეტი, ლეონარდო დიკაპრიო და კეტი ბეითსი ასევე ერთად თამაშობენ  "ტიტანიკში"

საინტერესო ფაქტები ფილმებზე


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top