;
5 მარტი 2012      HotMess     37 კომენტარი     ნანახია 6822-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1
Hunger Games

"შიმშილის თამაშების ტრილოგია" ახალგაზრული, სამეცნიერო ფანტასტიკისა და თრილერის ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სუზან კოლინსმა დაწერა.




პირველი ნაწილი, სახელად The Hunger Games 2008 წლის 14 სექტემბერს გამოვიდა და იგი ნამდვილ მსოფლიო ფენომენად და ბესტსელერად იქცა. წიგნი 38 ქვეყანაში ითარგმნა და ძალიან მალე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საშუალებით, ქართული ვერსიის წაკითხვაც შეგვეძლება.

Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


1. არც ისე შორეულ მომავალში, ომებისგან განადგურებული შეერთებული შტატების ადგილზე ახალი ქვეყანა- პანემი წარმოიქმნება, რომელსაც პრეზიდენტი სნოუ მართავს. ქვეყნის დედაქალაქი, კაპიტოლი ძალიან თანამედროვე და მოდური ქალაქია, რომელიც ქვეყანაში დანარჩენი ქალაქების ხარჯზე ცხოვრობს. კაპიტოლის მოსახლეობა ძალიან მდიდარია, ქვეყნის დანარჩენი 13 პატარა რაიონისაგან განსხვავებით. იმისთვის, რომ მცირედი საკვები იშოვონ, მოსახლეობას 12 საათი მუშაობა უწევს. ყველა ქალაქს საკუთარი სამუშაო აქვს, ზოგი ტანსაცმელს, ძვირფასეულობას და საკვებს ქმნის, ზოგი კი მაღაროში ნახშირის მოსაპოვებლად მუშაობს და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობა გამოკვებონ, თავად კი შიმშილისა და დაღლილობისგან იღუპებიან. მათ არ აქვთ ქალაქის დატოვების უფლება და მცირე დანაშაულზეც კი წამებით, ან სიკვდილით ისჯებიან.

როგორც კი ცამეტივე დასახლება აჯანყებას მოაწყობს, დედაქალაქი მეცამეტე რაიონს გაანადგურებს, და დანარჩენებს სასტიკად დასჯის. ყოველ წელს, ლატარიის საშუალებით, თითო რაიონიდან 12-18 წლის გოგო-ბიჭი ირჩევა, ანუ სულ 12 რეგიონიდან 24 ბავშვი, რომლებსაც დედაქალაქის მთავრობა და თამაშების ავტორები ველურ ბუნებაში მოწყობილ არენაზე ათავსებენ, სადაც მათ ერთმანეთის დახოცვა უწევთ! თამაშს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს, ის ვინც ბოლოს ცოცხალი გადარჩება. გამარჯვებული კი უზარმაზარი სიმდიდრით ჯილდოვდება, ამ სისატიკესთან ერთად, პრეზიდენტი სნოუ რაიონების მოსახლეობას აიძულებს ამას, როგორც მხიარულ თამაშებს ისე შეხედონ. ისინი იძულებულები არიან საკუთარი შვილების ხოცვას ტელევიზორით უყურონ.

წიგნში განვითარებულ მოვლენებს 16 წლის კატნისის აზრების საშუალებით ვიგებთ, რომელიც მეთორმეტე რაიონში ცხოვრობს. იგი მოვლენების მთავარი გმირია, რომელსაც მამა მაღაროში დაეღუპა და 11 წლიდან დედისა და პატარა დის გამოკვება მშვილდ-ისრით ნადირობით უწევს. იმის გამო, რომ პატარა ასაკიდან დიდი მოვალეობა დააწვა, თანაკლასელები კარგად ვერ უგებენ, მისი ერთადერთი მეგობარი 18 წლის გეილია, რომელსაც კატნისის მსგავსი პრობლემები აწუხებს. როგორც წიგნიდან ირკვევა მათ ერთმანეთი მოსწონთ.

შიმშილის 74-ე თამაშებისას, ლატარიით კატნისის 12 წლის და პრიმი აირჩევა, კატნისი კი დისთვის თავს გასწირავს და თვითონ მიიღებს თამაშებში მონაწილეობას, ბიჭ მონაწილედ კი აირჩევა პიტა, რომელსაც კატნისი 12 წლიდან უყვარს, მაგრამ ამას მალავს. პიტას მთავარი სტრატეგია თამაშებში კატნისისთვის თავის გაწირვაა, იგი ყველაფერს აკეთებს, რომ კატნისმა გაიმარჯვოს.

Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1

2. იმის გამო, რომ კატნისი და პიტა თამაშებში მთავრობისთვის არასასურველად იქცეოდნენ, მეორე წიგნში Catching Fire არენაზე დაბრუნება უწევთ, ამავე წიგნში კატნისი პიტასა და გეილს შორის არჩევანს აკეთებს და ასევე ირკვევა, რომ ქალაქები ახალ აჯანყებას იწყებენ და მათ კატნისი საკუთარ ლიდერად მიაჩნიათ, სწორედ იმ თამამი ნაბიჯებისთვის, რომლებიც მან შიმშილის თამაშების დროს პრეზიდენტი სნოუს წინააღმდეგ გადადა.

Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1

3. მესამე ნაწილი Mockingjay კი უკვე მთავრობისა და პრეზიდენტი სნოუს წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე ქალაქის ნგრევას გეილი და კატნისის ოჯახი გადაურჩნენ, პიტა მთავრობის ხელშია. კატნისს კი უწევს თავის თავზე ლიდერობის აღება და თავის გუნდთან ერთად ქვეყნის შიმშილისგან დახსნა. ამ უკანასკნელ წიგნში ვიგებთ, თუ საბოლოოდ ვისთან იქნება კატნისი, გეილთან, თუ პიტასთან.



Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1

2012 წლის 23 მარტს კი გამოვა ტრილოგიის პირველი ნაწილის მიხედვით გადაღებული ფილმი Hunger Games. რეჟისორი გარი როსი 2 საათისა და 22 წუთის განმავლობაში დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება და ამბობს, რომ ფილმი წიგნთან ძალიანაა მიახლოებული და მხოლოდ რამდენიმე მცირე დეტალია შეცვლილი.

მსახიობები ფილმიდან:

მთავარი როლები:

კატნის ევერდენის როლს ფილმში შეასრულებს ჯენიფერ ლორენსი
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


პიტა მალარკს კი ჯოშ ჰაჩერსონი ითამაშებს.
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


გეილ ჰაუთორნს ლიამ ჰემსვორტი თამაშობს
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


კატნისისა და პიტას გუნდი:
ეფი ტრინკეტს თამაშობს ელისაბეტ ბენქსი
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


ჰეიმიჩ აბერნატს ვუდი ჰარელსონი ითამაშებს, როგორც ამბობენ, იგი საუკეთესოა ამ როლისთვის
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


ლენი კრავიცმა კი დიზაინერი სინას როლი მოირგო
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


კატნისის დას- პრიმროუზ ევერდინს უილოუ შილდსი თამაშობს
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


მთავრობა და თამაშის ავტორები:
პრეზიდენტს სნოუს თამაშობს დონალდ საზერლენდი
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


თამაშების მთავარ შემქმნელს სენეკა კრეინს უეს ბენტლი ითამაშებს
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


სტენლი ტუჩი თამაშობს გადაცემის წამყვანის ცეზარ ფლიკერმენის როლს
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


თამაშების წამყვან კლაუდიუს თემფლსმიტს ტობი ჯონსი შეასრულებს.
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


ახლა კი შიმშილის თამაშების ყველაზე პოპულარული მონაწილეები ვნახოთ

რაიონი 2- კატოსა და კლოუვის როლებს ალექსანდრ ლუდვიგი და იზაბელ ფარმენი ასრულებენ
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


რუს და ტრეშს მეთერთმეტე რაიონიდან ამანდლა სპენბერგი და დაიო ოკენაი ითამაშებენ
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


რაიონი 5, ფოქსფეისი- გოგონა მელიის მსგავსი სახით- მას ჟაკლინ ემერსონი თამაშობს
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1


გლიმერს და მარველს პირველი რაიონიდან ლევენ რამბინი და ჯეკ ქუაიდი ითამაშებენ
Hunger Games: May the odds be ever in your favor pt. 1

კატეგორია: ფილმები
Tags:

37


  • Bells თქვა:
    28 აპრილი 2013 22:34 - ID: 37,
    ვაფშე ბინდის პოპულარობას წერტილი დაუსვა :)) იმდენად მომწონს შიმშილის თამაშენი (წიგნი) ვერც გადმოვცეემ, მოუთმენლად ველოდები მესამე ნაწილს როდის გადათარგმნიან love love კეტნისზე და პიტაზე ვგიჟდები love love

  • kunkula:)) თქვა:
    10 ივლისი 2012 21:54 - ID: 36,
    A_NY,
    ქართულად ხო მარტო ერთი ნაწილია ჯერ გამოსული? მესამე ნაწილი სად წაიკითხე შეგიძლია მითხრა? ძაან მაინტერესებს ბოლოს როგორ მთავრდება winked

    ვინმემ მითხარით რა სად შეიძლება მეორე ან მესამე ნაწილის წაკითხვა?ვეგარ ვითმენ ისე მაინტერესებს რა მოხდება

  • Fashion♥ თქვა:
    17 ივნისი 2012 17:06 - ID: 35,
    ჩემი <3 ჩემი <3 ჩემი <3 ფილმი არმინახასვ მაგრამ წიგნი რომწავიკითხე.. <3

  • Felori თქვა:
    23 მაი 2012 22:04 - ID: 34,
    ვგიჟდები ამ წიგნზე, სამწუხაროა რომ ქართულამ მხოლოდ ერთი ნაწილია თარგმნილი. ისე მომეწონა რომ ინგლისურად ორი დღე ვკითხულობდი ინტერნეტში, ფილმიხომ საეთოდ ხელოვნების ნიმუშია. love love

  • gvancii111 თქვა:
    15 აპრილი 2012 01:22 - ID: 33,
    აი ყველაზე მაააგარიი იყო <3
    გირჩევთ კინოთეატრებში უყუროთ თორე ცუდი ხარისხით საშინელებაა love

  • ani_ann თქვა:
    8 მარტი 2012 19:40 - ID: 32,
    სად ვიშოვოოოო მითხარით რაააააააააააააააააააა ???????????????? <3 <3

  • DuuDa:)♥ თქვა:
    6 მარტი 2012 19:15 - ID: 31,
    ვუდი ჰარელსონიიი ყველა როლზე საუკეთესოააა love
    სტენლი ტუჩი feel

  • Fan of Robsten თქვა:
    6 მარტი 2012 15:32 - ID: 30,
    HotMess,
    i hope love

  • T... თქვა:
    6 მარტი 2012 14:55 - ID: 29,
    საინტერესოა laughing

  • anka_anka68 თქვა:
    6 მარტი 2012 10:17 - ID: 28,
    სიმღერა ტეილორ სვიფთიიიიიიიიიიი love

  • HotMess თქვა:
    6 მარტი 2012 03:36 - ID: 27,
    Fan of Robsten,
    სავარაუდოდ ქართული აპრილის დასაწყისში უნდა გამოვიდეს

    miley-justin,
    გეტყოდი მაგრამ ჯერ მარტო პირველი ორი წავიკითხე იგნლისურად.. ბიბლიოტეკაში ველოდები, სულ 3 წიგნია და ყველა წაღებული აქვთ :@ იმედია ამ დღეებში დააბრუნებენ და მე ავიღებ

    ისე კოლინსი მაგარი მწერალია, მარტო საინტერესო შინაარსი კი არ აქვს ლამაზადაც წერს ძალიან, ლამაზ სიტყვებს ხმარობს. პიტაზე ვგიჟდები <3

  • amanda თქვა:
    6 მარტი 2012 00:22 - ID: 26,
    ვაა სტენლი ტუჩი და ლენი კრავიტსი ორივე მაგრად მიყვარს თავის საქმეში ორივე მაგარია ძაან love

  • KeSso13 თქვა:
    5 მარტი 2012 23:41 - ID: 25,
    ველოდები... ერთი სული მაქვს როდის გამოვა :) ძაან საინტერესო ჩანს თან ტეილორი ასრულებს 2 საუნდტრეკს :)

  • Fan of Robsten თქვა:
    5 მარტი 2012 21:35 - ID: 24,
    ერთი სული მაქვს როდიის გამოოვაა :X წელზე მეტია ველოდებიი :X love ვაიიმე მომკალიით და ჯენიფერი კიტნისის როლს არ უხდება , ჯოში ძალიიან მომწონს და მიყვარს , პატარაობიდან მის ფილმებს ვუყურებ .. ლიამიც მაგარიია love როგორ გამეხარდა რომ ცინას როლს ლენი შეასრულეებს love
    ბავშვებო იქნებ იცით ჩვენთან იყიდება ეს წიგნები ? თორემ ინტერნეტში წავიკითხე რუსულად , ისეთი საშინელი თარგმანი იყო :X იქნებ მითხრათ სად შეიძლება წავიკითხო რუსულად ან ქართულად ( სულ ერთია ჩემთვის რა ენაზე იქნება ) ?
    ეს ფილმი ჩემთვის მეორე "ბინდი" იქნება , აიი ვგრძნობ love მაგრამ მაინც მათი შედარება არ შეიძლება ..

  • A_NY თქვა:
    5 მარტი 2012 20:56 - ID: 23,
    The Hunger Games,
    კი ნამდვილად მხოლოდ გარეგნობას ვგულისხმობ თორემ ჯოშს,როგორც მსახიობს ჩემი დასაწუნი არაფერი ჭირს,უბრალოდ არ არის ის ჩემი იდეალური პიტა,როგორიც იყო წიგნში,არც ის ღრმა ცისფერი თვალები აქვს,არც ტანი,არც ტკივილით სავსე ღიმილი. recourse წიგნის პიტაზე უზომოდ ვარ შეყვარებული და ჩემთვის ჯოში ოდნავადაც არ ჰგავს recourse რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი აქვს და არც არაფერში გედავებით smile winked

  • HotMess თქვა:
    5 მარტი 2012 20:21 - ID: 22,
    ჩემი აზრით პიტას და გეილის როლები კარგადაა შერჩეული, თან ჯოში ძალიან მიყვარს <3
    კატნისი თავიდან ცოტა სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ მერე თრეილერს იმდენჯერ ვუყურე, რომ მივეჩვიე :დ

  • Cuckoo თქვა:
    5 მარტი 2012 20:16 - ID: 21,
    უი არც გამიგია აქამდე ამ წიგნის შესახებ... დიდად ესეთი ჟანრის ფილმები არ მიყვარს, მაგრამ ისეთი მსახიობები თამაშობენ ცუდი ნამდვილად არ იქნება... :D

  • HotMess თქვა:
    5 მარტი 2012 20:15 - ID: 20,
    kity,
    ჩემი ბრალი არაა, ბინდს და ჰარი პოტერს არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ სულ ადარებენ, იმიტომ რომ თინეიჯერებში ორივე ნამდვილ მსოფლიო ფენომენად ითვლება, ამ ფილმსაც იგივეს უწინასწარმეტყველებენ და მაგიტომაა შედარებული :)

  • NAat... თქვა:
    5 მარტი 2012 20:05 - ID: 19,
    აუუ როგოორ მაინტერესეებს ))
    წიგნიიიც მინდააა ))

  • kity თქვა:
    5 მარტი 2012 20:04 - ID: 18,
    სტენლი ტუჩი მიყვარსს love საინტერესო იქნება მგონი winked

    და ისე სადაც რამე ფანტასტიკის გადაღება დააპირეს ყველას პარალელი ჰარი პოტერთან რომ არ გაავლოთ არ შეიძლება? belay

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top