;
7 მაი 2012      nin1     15 კომენტარი     ნანახია 3723-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



ნიკოლოდეონის შექმნილი ახალი მულტსერიალი ლეგენდა კორაზე წარმოადგენს Avatar: The Lsat Airbender - ის გაგრძელებას, სადაც მოვლენები ავატარ აანგის მმართველობიდან 70 წლის შემდეგ ვითარდება, როცა ქვეყანა მზადაა მიიღოს ახალი ავატარი.



მას შემდეგ რაც ავატარი აანგი შეძლებს ცეცხლის მეფე ოზაის დამარცხებას, ის და ოზაის ვაჟი ახალი ცეცხლის ლორდი ზუკო ერთობლივად ააშენებენ ქალაქ-რესბუბლიკას, სადაც სტიქიის მმართველები და არამმართველები ერთად შეძლებენ ჰარმონიულად ცხოვრებას...

ზუკო და აანგი დააარსებენ მეტალის მმართველებისგან შემდგარ პოლიციას,
რომელსაც სათავეში ჩაუდგება ტოფი...

ცნობილი გახდა, რომ ავატარ აანგს და კეტარას ეყოლათ სამი შვილი: ჰაერის მბრძანებელი ტენზინი, წყლის მმართველი გოგონა კია და ბუმი, რომელიც ვერ ფლობდა სტიქიის მართვის უნარს...




ავატარმა აანგმა თავისი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი გააკეთა და პირნათლად შეასრულა ავატარისთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა, მეტიც კი, თუმცა მისი სიკვდილის დროც მოვიდა და როგორც წესია ავატარის ციკლი გაგრძელდა...

ავატარ აანგის სიკვდილის შემდეგ ,,თეთრი ლოტოსის'' წარმომადგენლებმა შეტყობინება მიიღეს სამხრეთ პოლუსის წყლის ტომიდან ახალი ავატარის გამოჩენის შესახებ და უმალვე გაემართნენ ინფორმაციის დასაზუსტებლად...

თეთრი ლოტოსის მოგზაურობა ამით დასრულდა რადგან პატარა კორამ მაშინვე მოახდინა სამი სტიქიის მართვის დემონსტრირება მათ წინაშე...

კორას სამი სტიქიის ათვისებაში სამი საუკეთესო - წყლის, მიწის და ცეცხლის პედაგოგები ამზადებდნენ. წყლის მართვის გაუმჯობესებაში კორას ავატარ აანგის ცოლი კეტარა ეხმარებოდა, რომელმაც გადაწყვიტა რომ კორა უკვე მზად იყო აეთვისებინა მეოთხე მისთვის ყველაზე ძნელად ასათვისებელი სტიქია ჰაერი...

კორასთვის ჰაერის მართვის სწავლება მხოლოდ ერთ ადამიანს ავატარ აანგის ერთადერთ ჰაერის მმართველ შვილ ტენზინს შეეძლო, რომელიც ქალაქ-რესპუბლიკაში ცხოვრობდა, ამოტომ კორა იძულებული გახდა ტენზინთან და მის ოჯახთან გადასულიყო საცხოვრებლად...


ტენზინის სამ პატარა ჰაერის მაგ შვილ: იკი, მილო და ჯინორასთან ერთად კი ნამდვილად არ მოიწყენ...

კორას ჰაერის მართვის პრობლემებთან ერთად უძნელდება ავატარის მდგომარეობაში შესვლა
და გარდაცვლილი ავატარების სულებთან ლაპარაკი...

მას ასევე უჩნდება პრობლემები პოლიციასთანაც სადაც ის ეცნობა ტოფის ქალიშვილს ჩიფ ლინ ბეიფონგს, რომელიც ნამდვილად ვერ დაიმსახურებს კორას სიმპათიას...

ახალგაზრდა ავატარი უამრავი უშედეგო ჰაერის მართვის სწავლის ცდის შემდეგ გადაწყვეტს დაესწროს პროფესიონალი სტიქიის მმართველების ტურნირს სადაც ორი სამი სხვადასხვა სტიქიის მართველისგან შემდგარი გუნდი პლათფორმაზე უპირისპირდება ერთმანეთს სამ რაუნდში, სადაც მარცხდება ის გუნდი რომლის ყველა წევრი უფრო მეტჯერ ჩავარდება პლათფორმიდან ვიდრე მოწინააღმდეგე...

ავატარი კორა დაუმეგობრდება ,,ცეცხლოვანი ქრცვინების'' გუნდის წევრ ძმებს მიწის მაგ- ბოლინს და ცეცხლის მმართველ -მაკოს, რომლებიც კარგავენ მესამე წევრს და იძულებულები არიან წყლის მმართველის ადგილზე აიყვანონ კორა, რომელსაც საბოლოოდ მაკოს მიმართ გრძნობები უჩნდება...

ბოლინი

მაკო


თუმცა კორას ყველაზე დიდი პრობლემა საერთაშორისო ტურნირის მოგება არაა რადგან იწყება მაგების მმართველობით დაღლილი უბრალო ხალხის რევოლუცია, რომლებსაც სათავეში უდგება ნიღბიანი ამონი. ის ამბობს რომ სტიქიის მმართველების ერა დასრულდა და ახალი რევოლუციის დროა, ამ ყველაფერს თან ერთვის ამონის უნარი სამუდამოდ წაართვას ადამიანს სტიქიის მართვის შესაძლებლობა, რაც როგორც ვიცით მხოლოდ ავატარს შეეძლო...



მულტსერიალის ავტორები შეგვპირდნენ ფლეშბეკებს წარსულიდან საიდანაც შევიტყობთ რა მოხდა მას შემდეგ რაც აანგმა ოზაი დაამარცხა, რა მოუვიდა ზუკოს დედას და ა.შ...

ავატარი აანგი


სოკა


კორა და მისი მეგობარი პოლარული დათვ-ძაღლა ნაგა




სურათები და ანიმაციები მულტსერიალიდან





























































კატეგორია: ფილმები
Tags:

15


  • rippah თქვა:
    8 მაი 2012 15:46 - ID: 15,
    როგორ მიყვარდააა love ეხლაც მიყვარს wink

  • takcho თქვა:
    8 მაი 2012 02:06 - ID: 14,
    ვაა ამანაც დამაინტერესა, წესით კარგი უნდა იყოს wink
    კარგი სიახლეა laughing

  • shoka2 თქვა:
    7 მაი 2012 18:55 - ID: 13,
    ვაააა :D:მიყვარს სხვათაშორის

  • QiQiTo:):) თქვა:
    7 მაი 2012 16:09 - ID: 12,
    ვაი როგორ მიყვარდა ავატარი....... love
    დამაინტრიგაააა belay lol
    ნიუსი სუპერ love

  • beonce თქვა:
    7 მაი 2012 16:08 - ID: 11,
    როგორ მიყვარდა ავატარი love ესეც საინტერესო ჩანს

  • Nina. თქვა:
    7 მაი 2012 15:34 - ID: 10,
    ავარატარი :D ,როგორ მომწონდა ეს მულტფილმი,ეჰ კაი დრო იყო :))))

  • lovejohnnydepp თქვა:
    7 მაი 2012 14:40 - ID: 9,
    auuu ra kargiaaaaaaaa love

  • FuNnYbUnNy თქვა:
    7 მაი 2012 14:38 - ID: 8,
    ვგიჟდებიიიი

  • meduca თქვა:
    7 მაი 2012 13:44 - ID: 7,
    avatari yoveltvis miiyvarda da dzaan moomwoons axali versiac

  • kristi_ თქვა:
    7 მაი 2012 11:57 - ID: 6,
    მახსოვს როგორ გავცუნცულდებოდი ტელევიზროთან და ვუყურებდი ავატარს winked ეხლა ვერ ვიტყვი დამაინტერესათქო თუმცა პაწუკებისთვის და არამარტო კარგი საყურებელი იქნება winked ნიუსი მომეწონა

  • lizi222 თქვა:
    7 მაი 2012 11:22 - ID: 5,
    წინა მაქ ნანახი და რავი ამასაც ვუყურებ. რაღაც არა მგონია რო წინას აჯობოს ის უმაგრესი იყო (არ დამცინოთ) love

  • SOF-SOF თქვა:
    7 მაი 2012 10:55 - ID: 4,
    au me vuyvreb momewona:*(ar damcinot:D)

  • lalaa თქვა:
    7 მაი 2012 10:45 - ID: 3,
    კარგი ნიუსია ძალიან love ავატარი წინა სეზონი ყველა სერია ნანახი მაქვს ნიკალოდეონზე ვუყურებდი :)) ეხაც მაინტერესებს ეს და ალბათ ვნახავ..

  • Tiko :P თქვა:
    7 მაი 2012 10:37 - ID: 2,
    ar momwsons es multfilmi :/

  • ninuccaa თქვა:
    7 მაი 2012 08:26 - ID: 1,
    ვგიჟდები ავატარზე

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top