;
11 მაი 2012      FAME     14 კომენტარი     ნანახია 3700-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



ფილმი, რომელიც თავისი არსით და იდეით  და არა  სპეცეფექტებითა და გაფორმებით მოახდენს მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას.  სამწუხაროთ ჩვენს საუკუნეში სულ იშვიათად იღებენ ფილმებს, რომელთაც თამამად შეგიძლია უწოდო შედევრი, ფილმი, რომელმაც შოკში ჩაგაგდო და კინო სამყარო შეძრა. დანიელი რეჟისორის, ლარს ვონ ტრიერის დრამა _ მელანქოლია გამონაკლისია!

მელანქოლია


ლარს ვონ ტრიერი _ ვისაც ეს სახელი და გვარი გაგიგიათ არ ინდა გაგკვირვებოდათ, როცა 2011 წლის 18 მაისს პრემიერაზე მისული ხალხი დარბაზიდან ორაზროვანი რეაქციით გამოდიოდნენ. ერთნი კიდევ ერთხელ ქედს იხრიდნენ რეჟისორის ნიჭიერების წინაშე, დანარარჩენნი კი ცდილობდნენ გაერკვიათ მაინც რა ნახეს დიდ ეკრანზე ვინაიდან ამ რეჟისორის როგორც ეს ისე სხვა ფილმებიც რთულად გასაგებია, იმდენად რამდენადაც გენიალურია. სწორედ ამიტომ უწოდებენ მის ფილმებს _ კინოს ერთეულებისთვის! მათთვის ვისაც შესწევს უნარი არეულ და ძალიან ლამაზ, მწირ და ძალიან დაძაბულ დიალოგებში გაიგონ რეჟისორის გზავნილი, მისი სათქმელი და მიმართვა მსოფლიოსადმი! მელანქოლია

რაც შეეხება ფილმის შინაარს!
ფილმი შდგება შესავლისა ( სადაც პირველად ხდება იმის დაფიქსირება, რომ მელანქოლია დედამიწას პლანეტა მელანქოლია უახლოვდება, რომელსაც შეუძლია იგი გაანადგუროს) და ორი თავისგან, რომლებიც მოგვითხრობენ ორ და ჯასტინსა და კლერზე. პირველი თავი ეძღვნება ჯასტინს, რომელსაც, ახალგაზრდა, ჰოლივუდელი, ლამაზმანი კრისტენ დანსტი განასახიერებს. მოვლენები ვითარდება მისი ქორწილის დრეს სადაც ის პირველად შენიშნავს პლანეტა მელანქოლიას და დაეწყება პროგრესირებადი დეპრესია, ფაქტიურად ის მის ქორწილს ჩაშლის, რადგან სტუმრებისა და ქმარს ყურადღებასაც კი არ აქცევს, რადგან მისთვის უკვე ცნობილია გარდაუვალი კატასტროფა, რომელიც დედამიწას ემუქრება. პატარძლის დამშვიდებას კი მისი და კლერი ცდილობს. კლერის ხასითი შესანიშნავად განასახიერა შარლოტა გინსბურგმა, რომლეთანაც რეჟისორს ადრეც უმუშავია. მთელი მეორე თავი უკვე ჯასტინი ცდილობს დაამშვიდოს კლერი. ჯასტინის ქორწინება, ქორწილის ღამესვე დასრულდა. ახალი კი გოგონა თავის დასთანაა საცხოვრებლად გადასული და ღრმად დეპრესიეაში მყოფი ცდილობს თავისი და შეაგუაოს იმ აზრს, რომ დედამიწა მალე არსებობას შეწყვეტს და ვერავინ ამას ვერ შეაჩერებს. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური დასასრულით კატასტროფამდე მიდის. დები კი ცდილობენ კლერის პატარა ვაჟს შეუმსუბუქონ სიცოცხლის ბოლო დღეები და მელანქოლიის მოახლოებას და გარდაუვალ კატასტროფაზე მის წინაშე კრინტსაც კი არ ძრავენ.
მელანქოლია მელანქოლია

რაც შეეხება მელანქოლიის გზავნილს იგი მეტად მტკივნეულ თემას ეხება - ადამიანთა შორის გაუცხოებას და სამყაროში ფეხმოკიდებულ ბოროტებას, რომელსაც თვითონ ადამინაები ვთესათ და ვიმკით კიდეც. რეჟისორი ცდილობს აგვიხსნას, რომ როგორც ოცდაერთი საუკუნის წინ ადამიანთა მოდგმის და მათი სულების გადარჩენის ერთადერთი საშუალება მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინება იყო, დღესაც სამყარო საჭიროებს განწმენდას ადამიანური ბოროტებისგან და პლანეტა მელანქოლია, რომელიც რეალურად არსებული პლანეტა ნიბარუს პროტოტიპია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მელანქოლია თავისი არსით ეკრანებზე 2005 წელს გამოსული, სკანდალური რეჟისორის კიდევ ერთი შედევრის ,,ანტიქრისტეს'' იდეური გაგრძელებაა, სადაც მთავარ როლმს რეჟისორის საყვარელი მნსახიობი შარლოტა გინსბურგი ირგებს მთავარ როლს.

ფილმი ნამდვილად არ გამოვიდოდა ასეთი არაჩვეულებრივი, რომ არა მისი საუნდტრეკი, რომელიც მაყურებელს ხელ-ფეხს უბორკავს და აიძულებს ფილმნს დაძაბულმა უყუროს, რაც მატებს კიდეც მას განუმეორებელ ხიბლს.






საინტერესო ფაქტები ფილმზე


ფილმის გადაღების იდეა, რეჟისორს ფსიქოლოგთან კონსულტაციის დროს გაუჩნდა, როცა ის დეპრესსისგან განკურნებას ცდილობდა. სწორედ ფსიქოლლოგმა უთხრა, რომ როცა ადამიანი დეპრესეაში და გრძნობს საფრთხის გარდაუვალობას იგი არ ვარდება პანიკაში, რაც აისახა კიდეც ჯასტინის გმირზე, რომელიც პლანეტა მელანქოლიის შეჯახების დროს და მანამდეც მშვიდადაა.

ფიმში კრისტენ დანსტის ნაცვლად, ჯასტინის როლი პენელოპა კრუზს უნდა მოერგო. მასთან დიდხნიანი მიმოწერის დროს გაუჩნდა რეჟისორს იდეა ამბავი ორი დის შესახებ აეგო. თუმცა პენელოპამ ფილმში როლის შესრულებაზე უარი თქვა, მელანქოლიას კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე ნაწილში მონაწილეობა არჩია.

კრისტენ დანსტმა მელანქოლიაში შესრულებული როლისთვის ოქროს პალმის რტო მიიღო. კრიტიკოსები კი ამბობდნენ, რომ ღრმა ბავშვობაში ვამპირის როლის შესრულების შემდეგ, როგორც იქნა იხილეს მსახიობისგან სერიოზული როლი.

ლარს ვონ ტრიერმა კანის ფესტივალზე პრესკონპერენიის დროს განაცხადა, რომ იგი ამაყობდა თავისი გერმანული ფესვებით და მას ესმოდა კიდეც ჰიტლერის, რომელმაც მილიონობით ადამინანი ამოხოცა. ევროპაში სადაც დღემდე ახსოვთ ჰიტლერის მიერ დატრიალებული ტრაგედია ეს განცხადება უარყოფითად შეაფასეს და იგი კანზე პერსონა-ნონგრატად გამოაცხადეს.


მელანქოლია


დანიელ რეჟისორს შეეძო გადაეღო ფილმი არმაგედონზე, სცენარით სადაც დედამიწას გიგანტური პლანეტა ეჯახება, შეექმნა რაღაც ,,არმაგედონის'' მსგავსი თუმცა მან არჩია ყურადღება გაემახვილებინა არა იმაზე თუ რამდენად ლამაზი და შემაძრწუნებელი აღმოჩნდებოდა ფილმში შესული კადრები მაყურებლისთვის არამედ ადამიანურ გრძნობებზე და დაესვა უფრო დიდი პრობლემა. მან ფილმი აქცია ფსიქოლოგიურ დრამად. მან იგი აქცია ინტელექტუალურ კინოდ.
,,მელანქოლია'' _ ეს არის ფილმი კატასტროფაზე, რომელიც იქცა ამ საუკუნის შედევრად!


კატეგორია: ფილმები
Tags:

14


  • L A N K თქვა:
    12 მაი 2012 22:56 - ID: 14,
    ანტიქრისტესაც უყურეთ აუცილებლად

  • FAME თქვა:
    12 მაი 2012 00:30 - ID: 13,
    ციტატა: Lucy
    ершенст

    ციტატა: Mari Glonti
    ершенст

    ციტატა: Ancho.
    ершенст

    ციტატა: marita))
    ершенст

    მადლობა ყველას ყველას! მიხარია რომ ფილმი მოგეწონათ. ბევრს უკუ რეაქცია ჰქონდა და ამიტომ გამიკვირდა და გამიხარდა ასეთი კარგი რეაქცია!
    Ancho.,
    ელოდებოოოდიიი? ანუ ენჯელები მოდერაციაში მყოფ ნიუსებსაც ნახულობთ? (მაპატიეთ თუ უაზრო კითხვებს ვსვამ ახალი ვაარ feel )

  • marita)) თქვა:
    11 მაი 2012 21:16 - ID: 12,
    love მემგონი ეს ბევრად უნდა სჯობდეს 2012 love კარგი სიახლეა ავტოროო love

  • Ancho. თქვა:
    11 მაი 2012 19:07 - ID: 11,
    ვაიჰ, როგორ ველოდებოდი ამ ნიუსს,
    Nუთუ ფიქრობდი, რომ ამ არაჩვეულებრივ პოსტს არ დაგიდებდნენ? love

  • happydreamer თქვა:
    11 მაი 2012 18:53 - ID: 10,
    ნამდვილად შედევრია!! საოცარი რეჟისორია, ვგიჟდები. ამ ფილმს ვუყურე ღამით ძალიან გვიან და როცა დამთავრდა მეგონა რო ჩხოვრება შეწყდა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.სულ სამი ფილმი მაქვს ნანახი ლარს ვონ ტრიერის და სამივე შთამბეჭდავი იყო.

  • Mari.♫ თქვა:
    11 მაი 2012 17:01 - ID: 9,
    ვუყურებ აუცილებლად.
    გოგოები თქვენი კომენტარების შემდეგ რო არ ვუყურო არ შემიძLია :)

  • Mari Glonti თქვა:
    11 მაი 2012 16:52 - ID: 8,
    kargi newsia love noembershi vuyure mgoni..depresiuli filmia da didi shtabechdileba moaxdina chemze saertod aseti fiqologiuri filmebis miyvars darom gmuxtaven da gafiqreben

  • Katyn თქვა:
    11 მაი 2012 16:12 - ID: 7,
    ომგ...გინსბურგი, ჯეინ ბირკინის შვილი ყოფილა, იმ ცნობილ ჰერმესის ჩანთებს, ჰერმეს ბირკინი სწორედ დედამისის სახელის საპატივცემულოდ დაერქვა!!! აუ,რა მაგარიაააა და ნუ მამაზე არ ვამბობ არაფერს, მაგარი მშობლების შვილი და საოცარი მსახიობია

  • FAME თქვა:
    11 მაი 2012 15:09 - ID: 6,
    Lucy,
    კი ეგრეა... ზედიზედ ორი ფილმი, ორი მთავარი როლი მისცა. შარლოტა ძალიან მომწონს საოცარი ქალია. ლამაზს ვერ დააარქმევ მაგარმ მაინც საოცრად მიმზიდველია.

  • FAME თქვა:
    11 მაი 2012 11:19 - ID: 5,
    Katyn,
    adele,
    elga,
    Girl_with_curlyHair,
    ფილმის ყურებისას მეც ზუსტად თქვნნაირი რეაქცია მქონდა. შესანიშნავი ფილმია. nიუსის მომზადებისას მეშინოდა არ დაეწყოთ ამ ბანძ ფილმზე რა საიჭირო იყო რამის დაწერა საერთოდო და ეsეთები. მართლა ყველამ ვერ გაიგო და მაგიტო ბანძი გონიათ. love love love

  • Girl_with_curlyHair თქვა:
    11 მაი 2012 10:54 - ID: 4,
    ისეთი მძიმე ფილმია სიტყვებით ვერ ავღწერ, ზუსტად ამ საუნდტრაკის გამო ვერ დავანებე თავი ყურებას და ფილმის ბოლოს ისეთ მელანქოლიაში ჩავვარდი 2 დღე ვერ გამოვდიოდი და გაშტერებული დავდიოდი.. ფილმი მართლაც ძლიერია(ძაან მაგარი), თავისი შინაარსით, აზრით და ეფექტებითაც.. მაგრამ უახლოეს მომავალში მას აღარ ვუყურებ, რადგან სერიოზულად შოკი მივიღე smile

  • elga თქვა:
    11 მაი 2012 01:30 - ID: 3,
    აი ამ ფილმს რო ვუყურე გაოგნებული ვიყავი მთელი ერთი კვირა ვფიქრობდი იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ყველა მსახიობი იდეალურად თამაშობს ის პატარა ბავშვი უსაყვარლესია. აი პოსტი კი უმაგრესია ბრავო love . დგეს კიდე ვუყურე და ზუსტად იგივე გრზნობა დამეუფლა როდესაც პირველად ვნახე. არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ შედევრია.

  • adele თქვა:
    11 მაი 2012 01:21 - ID: 2,
    yvelaze yvelaze yvelaze magari newsiii!!!! love dzalian magari filmia... kirsteni ar miyvars magram am filmshi dzalian magrad itamasha... filmze xo agarafers vambob, shedevriaa!!! avtooor love

  • Katyn თქვა:
    11 მაი 2012 01:07 - ID: 1,
    საღოოოოოოოოოოოოლ, საღოლ,საღოლ, საღოლ, საღოოოოლ!!!!!!!!! ავტორ, ყოჩაღ!!!! მაგარი ფილმია, თუ ვერ გაიგებთ შინაარსს, გთხოოოოოოოოვთ არ თქვათ ბანძიაო, აი გთხოვთ!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top