;

12 May 2012      Nanuka.     66 Comments     Views 11802    
Category: Films, Movies

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა!
ჯული პლეკი განიხილავს 22-ე სერიას
მე-4 სეზონის სპოილერები
ანიმაციები უკანასკნელი სერიიდან

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
-რამდენი ხნის წინ გადაწყვიტეთ, რომ მე-3 სეზონი ელენას ვამპირად
გადაქცევის პროცესით დასრულდებოდა?


-ამ მოვლენაზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ვიცოდი, რომ ეს ზუსტად ისე არ მოხდებოდა როგორც პირველი წიგნის შუა ნაწილშია, რადგან არ გვინდოდა გაგვეკეთებინა შოუ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც უცბად გადაიქცევა ვამპირად. მაგრამ, ჩვენ ზუსტად ვიცოდით რომ მისი ცხოვრება საბოლოოდ აქამდე მივიდოდა. მისი, როგორც ბავშვის ცხოვრება თითქოს დასრულდა მე-2 სეზონის ბოლოს, როდესაც ელენამ დაკარგა საკუთარი დეიდა. ამიტომ, ჩვენ გვსურდა მე-3 სეზონი დაგვეწყო ელენასა და ალარიკის ურთიერთობით, ალარიკის, რომელიც იქნებოდა მისი მცველი, მენტორი და საბოლოოდ ის და მისი ძმა დაგვეტოვებინა სრულიად მარტო. ვიგრძენი, რომ ელენას ცხოვრებაში ახლა, როდესაც მან დაკარგა ყველა აღმზრდელი, მეთვალყურე დრო იყო რომ დაწყებულიყო ახალი ეტაპი. იმის შემდეგ, რასაც ვაკეთებდით რომ გაგვეძლიერებინა მისი პერსონაჟი, გამოგვეცადა იგი ყოველგვარ რთულ სიტუაციაში ამის შედეგს ვიხილავთ მე-4 სეზონში: თუ როგორი ვამპირი იქნება ის. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე მიიყვანს ვამპირად გადაქცევის პროცესს.


-ვილაპარაკოთ ელენას მიერ ნათქვამ სიტყვებზე დეიმონისთვის, რომ რადგან
უნდა აერჩია, აირჩევდა სტეფანს.


-რასაც ვამბობდით მთელი წლის განმავლობაში არის ის, რომ მისი გადაწყვეტილება გამომდინარეობს მისი პიროვნებიდან და იქიდან, თუ რა უნდა ცხოვრებაში. იმისმიუხედავად რომ, ელენას ალბათ უყვარდა დეიმონი, სამი სეზონის შეჯამებით ის 100 პროცენტით მართალი იყო: მას არასდროს დაუვიწყებია სტეფანი და არ გაქვს უფლება ვიღაც ასე უბრალოდ გაუშვა შენი ცხოვრებიდან. რა თქმა უნდა ახლა, ვინ იცის რა მოხდება? ელენას ცხოვრება ახლა თავდაყირა დადგა. ვინ იცის როგორ შეეგუება ამას რომელიმე ძმა? როდესაც მათ აქვთ განსხვავებული შეხედულებები (რადგან დეიმონი მეთის ნაცვლად ნამდვილად ელენას გადაარჩენდა და ახლა ის კვლავ ადამიანი იქნებოდა), როგორ შეეწყობიან ერთმანეთს? ამ სეზონში ისინი, როგორც ძმები გადარჩნენ და როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა? არსებობს უამრავი შეკითხვა, რომელიც მოჰყა სეზონის ფინალში განვითარებულ მოვლენებს....

-ელენამ უთხრა დეიმონს რომ თუ ისინი შეხვდებოდნენ პირველად, მას ექნებოდა შანსი. რას გვეტყვით იმაზე რომ დეიმონი მართლაც სტეფანზე ადრე შეხვდა მას, მაგრამ დაავიწყა ეს ყოველივე?


-დეიმონს ახლა აქვს რამდენიმე შემთხვევა ელენასთან, რომლებიც დაავიწყა მას. ერთი ვამპირული წესი, რაც ალბათ ყველამ იცის არის ის, რომ როდესაც ხდები ვამპირი, ყველა ცხოვრების ეპიზოდი ნელ-ნელა გახსენდება. ანუ, მე-4 სეზონში იქნება ახალი ინფორმაცია, რომელსაც ელენა გაიგებს და ის ალბათ აურევს ურთიერთობას სტეფანთან, მაგრამ მას უყვარს სტეფანი. მე-4 სეზონში მათ რამდენიმე ხანი ერთად ვიხილავთ.

-ელენამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა.

-დიახ, ჩვენ მოგზაურობის მხოლოდ შუა ნაწილში ვართ და ჩვენმა გმირმა მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც მისი ცხოვრება აბსოლიტურად შეიცვლება. ჩვენ ვიწყებთ მე-2 ნაწილს. გავაგრძელებთ შეკითხვის დასმას: "იყო ეს მისთვის სწორი გადაწყვეტილება"? და ვუპასუხებთ მას მე-4 სეზონის განმავლობაში. ელენა, როგორც პერსონაჟი შეიცვლება ისევე, როგორც შეიცვლებიან ჩვენი ბიჭები, მათი გრძნობები ერთმანეთისადმი და ელენასადმი. ეს მარათონია.

-ვილაპარაკოთ ბონისა და კლაუსის შეთანხმებაზე.

-ეს იგივე ჯადოქრობაა, რომელმაც გამოიწვია კლაუსის ალარიკისა და ესტერის რებეკას სხეულში ჩასახლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ჯოზეფ მორგანის დარჩენა "ვამპირის დღიურებში".

-და კლაუსი მართლა საწყისია სტეფანის, დეიმონისა და კეროლაინის ბლადლაინის?

-დიახ, ეს სიმართლეა.

-აპირებთ ახალი ბოროტი გმირების შემოყვანას?

-მე-4 სეზონში ბევრ ახალ პერსონაჟს ვიხილავთ, რომლებსაც საკუთარი შეხედულებები
ექნებათ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს "მისტიკ ფოლსი".

-ალარიკის სიკვდილით, ელენა ვეღარ დაეხმარება კლაუსს ჰიბრიდების არმიის გაკეთებაში.
მაშ, ვინ იქნება ახალი კლაუსისნაირი დიდი ბოროტმოქმედი?


-ეს ის კითხვაა, რომელიც ახლაც თავში მიტრიალებს და კარგად უნდა გავიაზრო ვინ
იქნება შემდეგი და რა მიზეზი ექნება მის მოქმედებებს.



"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
სპოილერები მე-4 სეზონიდან
(მე-4 სეზონს ვიხილავთ 2012 წლის შემდგომაზე, ზუსტი თარიღი უცნობია)


● ჯული პლეკი აცხადებს, რომ ელენას ვამპირად გადაქცევის შემდეგ მისი ცხოვრება
თავდაყირა დადგება და იგი დაფიქრდება თავის გადაწყვეტილებაზე. "მე იმას არ ვამბობ
რომ იგი გაიქცევა დეიმონთან და ჩაუვარდება მკლავებში, აბსოლიტურად არა, მაგრამ
ეს მოვლენა ძმებს შორის არჩევანის გაკეთებაზე ნამდვილად დააფიქრებს".


● მე-4 სეზონში დეიმონი იქნება უსაზღვროდ გაბრაზებული სტეფანზე, რადგან მან
გადაარჩინა მეთი ელენას ნაცვლად. ის, რომ სტეფანმა ვერ იხსნა ელენა იმ განსაცდელისგან,
რასაც ვამპირობა ჰქვია საშინლად დატანჯავს მას. ახალ სეზონში გადავხედავთ ელენასა
და სტეფანის სრულიად განსხვავებულ ურთიერთობას. ელენა ხომ ის ელენა აღარაა.

● ახალ სეზონში სასიყვარულო სამკუთხედი ჯული პლეკის თქმით უფრო დაიძაბება,
რადგან მისი აზრით "ვამპირის დღიურები" ორი ძმის სიყვარულის გარეშე ერთი
გოგონასადმი წარმოუდგენელია.

● კლაუსი რამდენიმე ხნით გაჩერდება ტაილერის სხეულში და ვიხილავთ მისსა და
კეროლაინს სცენებს, რაც ცოტა გაამხიარულებს სერიალს.


ანიმაციები სეზონის ფინალიდან

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა

"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა
"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა"ვამპირის დღიურების" მე-3 სეზონი დასრულდა

აპირებთ თუ არა მე-4 სეზონის ყურებას?

დიახ, რა თქმა უნდა
მე-3 სეზონს ვუყურებდი, მაგრამ აღარ ვაპირებ
საერთოდ არ ვუყურებ "ვამპირის დღიურებს"

Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top