;

14 May 2012      Ancho.     Views 3651    
Category: Films, Movies, Georgians

ყველაზე დიდი იდოტოკრატია

"უფრო დიდი იდიოტოკრატია"

ცნობილმა რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა გადაწყვიტა თავის კომედიურ ფილმთა ციკლს მესამე ნაწილი:
"უფრო დიდი იდიოტიკრატია" მიემატებინა. ფილმზე მუშაობა დაწყებულია და ამჟამად გადასაღები
პროცესები მიმდინარეობს. ფილმის გამოსვლას კინოთეატრებში სექტემბრის მიწურულს უნდა ველოდოთ.

"ძმები" და "იდიოტოკრატია" თავისუფალი თეატრის ყველაზე ლეგენდარული სპექტაკლებია. სამწუხაროდ,
ნიკო გომელაურის გარდაცვალების შემდეგ ისინი თეატრის რეპერტუარში აღარ გამოჩენილა.

ყველაზე დიდი იდოტოკრატია

ყველაზე დიდი იდოტოკრატია

ყველაზე დიდი იდოტოკრატია

ყველაზე დიდი იდოტოკრატია


ესეც ნაწყვეტი სპექტაკლიდან "იდიოტოკრატია":



ყველაზე დიდი იდოტოკრატია


გახმაურებული სპექტაკლის შემდეგ თავისუფალი თეატრის მთავარმა რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა,
გადაწყვიტა არსებულ სცენარზე ფილმი გადაეღო და 2008 წელს ფილმმაც იხილა დღის სინათლე.
კომედია საკმაოდ სასაცილო იყო და მთელი საქართველოს მაყურებელი გაახალისა.



რეჟისორი პირველი ფილმის წარმატებას არ დასჯერდა და ქართველ მაყურებელს მისი მეორე ნაწილი:
"ყველაფერი კარგად იქნება" წარუდგინა. ფილმმა კვლავ დიდი წარმატება მოუპოვა ფილმის შემქმნელებს.



დაგა დრო, და ქართველი ტელემაყურებელი ცნობილი ციკლის მესამე ნაწილზე "უფრო დიდ იდოტოკრატიაზე"
ახარხარდება. წინა ორი ფილმისგან განსხვავებით მესამე ნაწილს დააკლდება ცნობილი მსახიობი და პოეტი
ნიკო გომელაური.

ყველაზე დიდი იდოტოკრატია


ფილმის ქასთი მოიცავს ქართული თეატრის მსახიობებს და ბევრ ცნობად სახეს.
მათ შორის ფილმში მონაწილეობს ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე.

მონაწილეობენ:

გოგა ბარბაქაძე
ბუბა გოგორიშვილი
აპოლონ კუბლაშვილი
მარიამ ნადირაძე
სალომე ჭულუხაძე
ხატია ბრაჭული
ჯაბა კილაძე
სლავა ნათენაძე
სანდრო მარგალიტაშვილი
ნინო დუმბაძე
მამუკა მუმლაძე
კახა მიქიაშვილი
როლანდ ოქროპირიძე


პროდუსერი:

ქეთა ლორთქიფანიძე

ყველაზე დიდი იდოტოკრატიაყველაზე დიდი იდოტოკრატია
ყველაზე დიდი იდოტოკრატიაყველაზე დიდი იდოტოკრატია
ყველაზე დიდი იდოტოკრატიაყველაზე დიდი იდოტოკრატია
ყველაზე დიდი იდოტოკრატიაყველაზე დიდი იდოტოკრატია

ახალი ფილმის პრომო:



მცირე ინტერვიუ ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან:

-სად უფრო საინტერესოა თქვენთვის მუშაობა თეატრში თუ კინოში?
-თეატრში რა თქმა უნდა, არც დავფიქრდები ისე გიპასუხებ.

-რამ გადაგაწყვეტინათ "უფრო დიდი იდოტოკრატიის" გადაღება?
-იმან, რომ მე ვფიქრობ საზოგადოება არის უფრო მეტად იდიოტოკრატიული ვიდრე იყო დავუშვათ, 2-3 წლის წინ. ხალხის გაიდიოტოკრატებამ გამიჩინა მოთხოვნილება გამეკეთებინა "უფრო დიდი იდიოტოკრატია".

- ქართველი მომღერლებიდან რატომ შეაჩერეთ არჩევანი ნინო ჩხეიძეზე?
-ნინო ჩხეიძეს ფილმში ეპიზოდური როლი აქვს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის კინოფაქტურა რაც ნინოს აქვს. ნინო ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით და ამიტომ ავარჩიე, რადგან მუსიკალური დატვირთვას არ აქვს იმდენი მნიშვნელობა, რამდენიც ვიზუალურ მხარეს. პერსონაჟს, რომელზეც ნინოა დამტკიცებული, ყველაზე უკეთ სწორედ ის მიესადაგებოდა.

ყველაზე დიდი იდოტოკრატია
ყველაზე დიდი იდოტოკრატია

✺ გადაღებები მიმდინარეობს თბილისში, გადამღები ჯგუფი ქალაქგარეთ არ აწარმოებს გადაღებებს.

ამიტომაც ფილმის გამოსვლისთანავე გირჩევთ კინოთეატრებს მიაშუროთ, ნამდვილად ისიამოვნებთ.

ყველაზე დიდი იდოტოკრატია

მოგწონთ თუ არა "იდიოტოკრატია" და "ყველაფერი კარგად იქნება"?

დიახ, ძალიან.
არა.

Category: Films, Movies, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top