;

19 May 2012      lalaa     Views 5545    
Category: Films, Movies

CWერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, "ჭორიკანა" დასასრულს უახლოვდება. ახლახანს დამთავრდა მე-5 სეზონი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-6 სეზონში, რომელიც სექტემბერში გამოვა მხოლოდ და მხოლოდ 11 სერია იქნება. ეს სეზონი სერიალის უკანასკნელი სეზონი იქნება. გთავაზობთ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციებს
მე-6-ე სეზონის შესახებ.


სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე

✓ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ნეიტ არჩიბალდი სერიოზულად იწყებს ჭორიკანას ძიებას და ცდილობს Gossip Girl-ის "ხანა" მანჰეტენზე სამუდამოდ დაასრულოს. ამ სეზონში სერიალში აღარ იქნება ნეიტის შეყვარებული ლოლა (რადგან მსახიობმა ელა რეი პეკმა (ლოლა) NBC-სთან კონტრაქტი გააფორმა.) როგორც ჩანს, ნეიტი ახალი სიყვარულის ძიებას იწყებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ნატანიელის "ახალი სიყვარული" სერენა აღმოჩნდეს.
✓ მე-6 სეზონში აქტიურად ჩაებმებიან სერიალის არამთავარი პერსონაჟები: ჯეკ ბასი და ჯორჯინა სპარკსი.
✓ სცენარისტები აცხადებენ, რომ ამ სეზონში მოიწვევენ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს, სერიალი უფრო საინტერესო რომ გახადონ.


სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე
სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე

✓ ჩაკის ოჯახს სირთულეების გადალახვა მოუწევს ფინალურ სეზონში. ჩაკმა და მამამისმა აშკარად გაურკვევლად დატოვეს ერთი ფაქტი მე-5 სეზონში.
✓ ამ სეზონში ლილის, ბარტს და რუფუსს მოუწევთ გაერკვიონ საკუთარ გრძნობებში. რუფუსი ლილისთან მივა და ოჯახის შენარჩუნებას სთხოვს, მაგრამ ლილი მას უარით გამოისტუმრებს. ეს ფაქტი არ გახდება მათი ურთიერთობის დასასრული.

სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე

✓ დენი და ჯორჯინა გაერთიანდებიან და სასურველ მიზნის ერთად მიღწევას აპირებენ.
დენის და ბლერის ფანებისთვის მე-6-ე სეზონი იმედგაცრუებების სეზონი იქნება, რადგან წყვილის ურთიერთობა აღარ გაგრძელდება. ბლერს სურს ჩაკი დაიბრუნოს, მაგრამ ჩაკი უკვე დაღლილია ამ ურთიერთობებით. პრინცესა B აუცილებლად იბრძოლებს შავი რაინდისთვის.
✓ თუ რა ბედი ეწევა B-ს და S-ის მეგობრობას დანამდვილებით არავინ იცის.

სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე
სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე
✓ სერენა ვან დერ ვუდსენი თავის ძველ იმიჯს დაიბრუნებს, ანუ ისევ ის ცუდი გოგო გახდება. იგი მიეძალება ნარკოტიკებს, რადგან თვლის რომ დენმა და ბლერმა იგი სამუდამოდ მიატოვეს და თავს მარტოდმარტოდ გრძნობს. გაურკვეველია დენისა და სერენას სექს-ვიდეოს ბედიც რადგან შესაძლოა იგი ჯერ კიდევ მობილურშია, თუ ვინმე ამ მობილურს არ ჩაიგდებს ხელთ და არ წაშლის.

სიახლეები "ჭორიკანას" მე-6 სეზონზე


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top