;
29 მაი 2012      FAME     17 კომენტარი     ნანახია 3799-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



თქვენ გგონიათ საქვეყნოდ დამკვიდრებული და ძალზედ პოპულარული სტერეოტიპი, რომ ჰოლივუდში ნამდვილ კინოს აღარ იღებენ. მართალია, ჰოლივუდის ოქროს ხანად მონათლული პერიოდი დასრულებულია, თუმცა თანამედროვე ჰოლივუდიც ახერხებს და წლიდან-წლამდე მატებს მსოფლიო კინომატოგრაფიას დაუვიწყარ შედევრებს, ისეთებს როგორიც საათები ა.

The hours


ფილმი გადაღებულია ცნობილი რეჟისორის, სტივენ დოლერის მიერ. იგი წარმოადგენს მაიკლ კანინგემის რომანის ეკრანიზაციას. ფილმი იქცა 2002 წლის მთავარ კინომოვლენად. მან დადებითი შეფაცებები მიიღო, როგრც ენამწარე კრიტიკოსებისგან ასევე ინტელექტუალური კინოს უბრალო გულშემატკივრებისგან. ,,საათებმა'' , როგროც კომერციულმა პროეკტმა მოიტანა 108 მილიონი დოლარის მოგება. ფიმლმი ნომინირებული იყო ოსკარის თითქმის ყველა ძირითად ნომინაციაზე დ აჯილდოს აღება მხოლოდ ნიკოლ კიდმანმა მოახერხა. თუმცა მთელს მსოფლიოში არ დარჩენილა კინო ფესტივალი სადაც ფილმის ერთი პრემიისთვის არ გამოეკრას ხელი.


The hours


ფილმი მოგვითხრობს სხავდსხვა ეპოქასა და გარემოებაში დაბადებული, სამი განსხვავებული ქალის შესახებ. რომლებსაც ერთმანეთს სივრცე და საათები აშორებთ. თუმცა მათ შორის წინაღობად, ქცეული უამრავი საათიც კი ვერ უშლის ხელს იდულამალი, საოცარი და ცოტა მისტიური კავშირის შეკვრას. ფილმში მოთხრობილია მთავარი გმირების ერთი დღე _ მზის ამოსვლიდან მის ჩასვენებამდე. და მაინც ამ ერთ დღეში დატეულია იმაზე ბევრად უფრო მეტი ვიდრე შეიძლება დაიტიოს თვით მარადისობამ.

ნიკოლ კიდმანის მიერ განსახიერებული ბრიტანელი მწერალი ვირჯინია ვულფი. რომელიც იტანჯება ღრმა დეპრესიით და თავში გამუდმებით უტრიალებს ფიქრები თვითმკვლელობაზე.

The hours


ჯულიანა მურმა შექმნა 50_იანი, წლების ამერიკელი დიასახლისის დასამახსოვრებელი სახე. ლორა ბრაუნი ცხოვრობს 1951 წლის ლოს-ანჯელესში და ცდილობს აიტანოს თვისი მოსაწყენი და ერთფეროვანი ცოვრება.

The hours


ცოცხალ ლეგენდად ქცეული, მერილ სტრიპის გმირი არის, კლარის ვოგანი, ნიუ-იორკში მცხოვრები, საშუალო ასაკის, ჰომოსექსუალისტი, რომელიც ცდილობს უკანასკნელი დღეები შეუმსობუქოს თავის ყოფილ საყვარელს, მწერალს, რომელიც შიდსით იტანჯება და რომელიც ლორა ბრაუნის შვილია და ღრმა ბავშვობაშI მოასწრო ეხლია, დედამისის თვითმკვლელობის მცდელობა.

The hours


ვირჯინია ვულფის (ნიკოლ კიდმანი) დღე იწყება იმით, რომ იგი იწყებს ახალი რომანის წერას სახელწოდებით _ ,,მისის დელოუეი'', ლორა ბრაუნი (ჯულიანა მური) კი კითხულობს ამ წიგნს, მისი დაწერიდან თითქმის საუკუნის შემდეგ. და ბოლოს თვით მისის დელოუეი, იგივე კლარის ვოგანი (მერილ სტრიპი), რომელსაც დიდი ხნის წინ მისმა, ახლა უკვე მომაკვდავმა საყვარელმა შეარქვა ვირჯინია ვულფის რომანის, მთავარი გმირის სახელი. სამივე ქალის დღე თითქმის იდენტურად ვითარდება და სრულდება ტრაგედიით.

,,ძვირფასო ლეონარდ ! ყოველთვის უყურე ცხოვრებას თვალებში. ყოველთვის მიიღე იგი, ისეთი როგორიც სინამდვილეშია . და ყოველთვის გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. ლეონარდ ჩვენს შორის ყოველთვის იყო წლები. ჩვენს შორის ყოველთვის იყო სისყვარული. ჩვენს შორის ყოველთვის იყო საათები, გრძელი და დამღლელი საათები.'' _ წერილი, რომელისაც ნიკოლ კიდმანის გმირი თვითმკვლელობამდე, უტოვებს თავის ქმარს.


The hours


The hours
The hours

The hours
The hours


The hours The hours The hours
The hours
The hours

The hours

The hours


ანჟელიკა : სად მივდივართ როცა გარდავიცვლებით?
ვირჯინია: იქ საიდანაც მოვედით!
ანჟელიკა: მე არ მახსოვს დაიდან მოვედი.
ვირჯინია: არც მე!
დიალოგი, რომელიც ვირგინიასა დ ამის დიშვილს შორის შედგა, ბაღში, მაშინ როცა მათ გარდაცვლილი ჩიტი იპოვეს.
The hours



საინტერესო ფაქტები ფილმზე

მარკ კანიგენმა, რომლის მიერ დაწერილი წიგნის მიხედვითაცაა ფილმი გადაღებული, ფილმ ,,,კამეოში'' შეასრულა ყვავილების მაღაზიის გამყიდვლის როლი. აღსანიშნავია, რომ ფილმ ,,საათებში'' მერილ სტრიპის გმირის იმავე მაღაზიაში ყიდულობს ყვავილებს.

სანამ ლორას როლზე ჯულიანა მურს დაამტკიცებდნენ, ამ როლზე განიხილავდნენ გვინეტ პელტროუს.

ნიკოლ კიდმანმა ისწავლა მარჯვენა ხელით წერა სპეციალურად ვირჯინია ვულფის რომის გამო. როგრც მოგეხსენებათ მსახიობი ცაციაა.

ფილმის პროდიუსერ არ სურდა ნიკოლ კიდმანის გარეგნობის შეცვლა, თუმცა რეჟისორმა თავისი გაიტანა და მსახიობის ცხვირის კონტურის შეცვლით მოახერხა სრულიად მისი სახის შეცვლა. ქუჩაში გასულ კიდმანს პაპარაცები ვერ ცნობდნენ და შესაბამისად მისით არ ინტერესდებოდნენ. ამაზე მსახიბმა იხუმრა, რომ ზემოთხსენებულის გამო არ სურდა ფილმის გადაღებების დასრულება და ახალ ცხვირთან გამომშვიდობება.

,,საათები'' იყო თავდაპირველი სატაური წიგნისა ,,მისის დოლოუეი'' თუმცა ვირჯინია ვულფმა სახელი შეცვალა.

რომანში, რომლის მიხედვითაც წიგნი გადაიღეს ნახსენებია მერილ სტრიპის სახელი. კლარისის სახლის მახლობლად, ნიუ-იორკში მიმდინარეობს ფიმის გადაღება სტრიპის მონაწილეობით. ეკრანიზაციაში სტრიპმა თავად შეასრულა კლარისის როლი.

თავდაპირველად გადაიღეს სცენები, მერილ სტრიპის მონაწილეობით, შემდეგ გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა ჯულიანა მური ხოლო ნიკოლ კიდმანი გადაღებებს ბოლოს შეუერთდა.

როლისთვის ხელის მოკიდებამდე ნიკომა წაიკითხა ვირჯინია ვულფის ყველა პუბლიკაცია, რათა უფრო ახლოს გაცნობოდა მის ხასიათს.

ფილმის შემქმნელები დიდხანს ფიქრობდნენ სამი მთავარი გმირიდან რომელი წარედგინათ ქალის, მთავარი როლის შესრულებაზე. მათი აზრით სამივე ქალბატონი ერთმანეთს შეუსლიდნენ და კონკურენტებად იქცეოდნენ. საბოლოოდ არჩევანი ნიკოლ კიდმანზე გაკეთდა და ეს გადაწყვეტილება სწორიც აღმპოჩნდა.




ნიკოლ კიდმანის სამადლობელი სიტყვა ოსკარის დაჯილდოვებაზე. გამოსვლა ნამდვილად იყო ემოციური. მსახიობი წინა წელსაც იყო წარდგენილი იგივე ნომინაციაში, ,,მულენ რუჟისთვის'', თუმცა მაშინ წარმატებას ვერ მიაღწია. ქალის მთავარი, როლის შერულებისთვის აღებულ ჯილდოზე მან მოგვიანებით განაცხადა : მე არავინ აღმიქვამდა სერიოზულად. მაშინ ტომთან ახალი შეწყვეტილი მქონდა ურთიერთობა და ყველა განმიხილავდა, როგორც მის ყოფილ მეუღლეს. ამიტომაც ეს ოსკარი აღმონდა შანსი ჩემთვის დამემტკიცებინა, რომ მე ვიყავი მე! დამოუკიდებელი და წარმატებული!





[b]და ბოლოს ,,საათები'' ეს არ არსი უბრალო ფილმი, რომელიც გამოვიდა 2002 წლეს. ესაა ნამდვილი დრამა. დრამა სიცოცხლესა და სიკვდილზე. დრამა ცხოვრებაზე, რომლის მნახვისას დაიბნევით, დაიკარგებით, ბოლომდე ვერ გაიგებთ აზრსა და არსს, თუმცა მაინც ღრმად და ნაყოფიერად დაფიქრდებით. დაფიქრდებით ყველაფერზე. მოექცევით წიგნის მსუბუქ და ძველ სურნელში, მოექცევით მისტიციზმის, სასიამოვნპო ტკივილში. ჩაიძირებით რუხ მელანქოლიაში. და უბრალოდ დააფასებთ შესანიშნავ სამსახიობო და გადამღებ ჯგუფს. ფილმის ყურების შემდეგ თქვენ მიხვდებით რა არის ინტელექტუალური კინო! აღიარებთ, რომ ჰოლივუდი დღემდე ქმნის შედევრებს!




კატეგორია: ფილმები
Tags:

17


  • lalaa თქვა:
    30 მაი 2012 17:07 - ID: 16,
    ვა ძაან კაი ნიუსია ყოჩააღ love არ მაქვს ნანახიიი აუცილებლად ვუყურებ

  • elga თქვა:
    30 მაი 2012 14:21 - ID: 15,
    ვგიჯდები ამ ფილმზე აი ფილმია რასაც ქვია. ქასთი ხო შეუდარებელი. პირველად ვნახე როცა ვიყავი 13 წლის მგონი და მაშინ დიდად აზრი ვერ გამოვიტანე და მერე უკვე ესე 16ის ვიყავი რო ვნახე და მაგრად მომეწონა აი სიგიჟემდე.. ნიუსი უმაგრესია love

  • anii:):):) თქვა:
    30 მაი 2012 13:24 - ID: 14,
    juliana umagresi msaxiobia love

  • kato_kato თქვა:
    30 მაი 2012 12:55 - ID: 13,
    ttam(:,
    ფილმის ლინკი
    http://www.simsim.ge/index.php?id=6732

  • tambu თქვა:
    30 მაი 2012 08:44 - ID: 12,
    მომეწონა ნიუსი love

  • elene;;) თქვა:
    30 მაი 2012 00:38 - ID: 11,
    რა კარგია, ზოგიერთმა მაინც რომ იცის კინოს ფასი love

  • BooMy თქვა:
    29 მაი 2012 22:49 - ID: 10,
    ძალიან მაგარი ფილმია მართლაა love

  • MarinkA თქვა:
    29 მაი 2012 21:40 - ID: 9,
    ნანახი მაქვს,უძლიერესია!გირჩევთ!

  • ttam(: თქვა:
    29 მაი 2012 21:37 - ID: 8,
    ვერ ვნახე ეს ფილმი და ლინკი დადეთ რა..

  • tamo თქვა:
    29 მაი 2012 21:32 - ID: 7,
    საინტერესო სიახლე იყოო... love

  • Mari Glonti თქვა:
    29 მაი 2012 21:28 - ID: 6,
    არ მაქვს ნანახი და აუცილებლად love ვნახავ

    კარგი ნიუსია ძალიან

  • gvancul1na თქვა:
    29 მაი 2012 20:28 - ID: 5,
    უმაგრესი ფილმია love მერილზეე ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიი

  • DaTo- თქვა:
    29 მაი 2012 20:27 - ID: 4,
    აი რატომღაც სტივენი არ მიყვარს
    ფილმში ყველა მსახიობი ნიჭიერია და ამიტომაცაა კარგი საყურებელი

  • keetaa თქვა:
    29 მაი 2012 20:17 - ID: 3,
    ვჭედავ ამ კინოზე და ქასთია აი უძალიანმაგრესი love სამივეზე ვგიჟდები love ძალიან მაგარი ნიუსია ჩემი საყვარელი კინოა ეს და გამიხარდა love

  • im888 თქვა:
    29 მაი 2012 20:14 - ID: 2,
    ძალიან დამაინტერესა, ეხლავე ვუყურებ, მადლობა ავტორს!

  • freedom თქვა:
    29 მაი 2012 20:08 - ID: 1,
    love love love love love love love love love love love love love love love love ie

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top