წარმოგიდგენთ 25 საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებს როკისა და მუსიკის ლეგენდის დევიდ ბოუვის შესახებ. როგორც მსოფლიო მუსიკალური სამყარო ახასიათებს ის იყო საუკუნის მოვლენა, რომლის გავლენა იქამდე იქნება, სანამ მუსიკა იარსებებს.
დავიდ ბოუვი იყო არაორდინალური, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი, ინგლისელი არა ინგლისური ტემპერამენტით. განსხვავებული ფერის თვალები, ანდროგენული სტილი, გლამ როკი, პლანეტის ერთერთი გავლენიანი მუსიკოსის ტიტული ასევე 2004 წლის ჟურნალ როლინგ სტოუნსის მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 39 ადგილის მფლობელი - ესაა მისი მცირე დახასიათება.

მისი მეუღლე შანელ იმანი ხშირად ამბობდა ინტერვიუში, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრისა დევიდის მძიმე ხასაიათთან დაკავშირებით, ის ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო, მხიარული და დღესასწაულის შემქმნელი ადამიანი იყო. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და დღეს სწორედ შანელი იღებს მეუღლის გარდაცვალების სამძიმარს.

Tags:

მანამ, სანამ დემიენ რაისი ცოცხალი მუსიკის შესრულებით სახელს გაითქვამდა, იგი, როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, პროლეტარიატის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სამარკეტო კომპანიაში. მის ერთ-ერთ ასეთ ზარს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და როგორც დემიენი თავის ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნავს, მათ საკმაოდ კარგი დიალოგი ქონდათ..

სწორედ ეს სატელეფონო საუბრები გახდა იმედგაცრუებული დემიენისთვის სიმღერის The Blower’s Daughter შთაგონების წყარო. სიმღერა 2004 წელს საუნდტრეკად გამოიყენეს ფილმში “Closer” ტკივილისა და დაბნეულობისთვის ხაზის გასასმელად, რომელიც სიყვარულს თან სდევს.

Tags:

Grammy Nominations 2016 - Full List!
7 დეკემბერს ტელეკომპანია CBS-ის პირდაპირ ეთერში გამართულ პრესკონფერენციაზე 15 გრემის მფლობელმა მომღერალმა ალიშა ქისმა 2016 წლის გრემის ყველა ნომინაცია წარადგინა. წლევანდელი წელი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა ტეილორ სვიფტისათვის,რომელსაც წლევანდელ გრემის დაჯილდოვებაზე დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ, იგი სულ 7 ნომინაციაზეა წარდგენილი და საერთო ჯამში ერთადერთი არტისტია გრემის 58-ე დაჯილდოვებაზე რომელიც ერთდროულად 3 მთავარ ნომინაციაზეა წარდგენილი: წლის სიმღერა, წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. ნომინაციების რაოდენობის მიხედვით კი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი კენდრიკ ლამარი ლიდერობს, მას სულ 11 ნომინაცია აქვს. გრემის 58-ე მუსიკალური დაჯილდოვება,რომელიც ჯერ კიდევ წამყვანის შერჩევის პერიოდში იმყოფება, 15 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება, რომელსაც ტელეკომპანია CBS პირდაპირ ეთერში უჩვენებს.

Tags:

HalseyHalsey

ეშლი ნიკოლით ფრენჯიპაინი სასცენო სახელით ცნობილი, როგორც ჰოლზი, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. 2014 წელს გამოსცა EP სახელად "Room 93". 2015 წელს კი მისი პირველი ალბომი "Badlands" გამოვიდა.

Halsey
Tags:

Hailee Steinfeld - Love MyselfHailee Steinfeld - Love Myself

Hailee Steinfeld - Love Myself

18 წლის ამერიკელი მსახიობი ჰეილი სტენფილდი, რომელიც 13 წლის ასაკში გახლდათ ოსკარის ნომინანტი ფილმ TRUE GRIF-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ახლა წარმოგვიდგა, როგორც მომღერალი! ჰეილიმ სადებიუტო სიმღერა და მუსიკალური კლიპი გამოუშვა სიმღერაზე Love Myself, რომლის ავტორიც თავადაა.

სიმღერის ტექსტი მსმენელს გარკვეულწილად გაურკვეველ შეგრძნებას ტოვებს მისი სათაურიდან გამომდინარე, მომღერალმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს კონკრეტული მიმართულება მოგვცეს თუ როგორ ამოვიკითხოთ ეს ფრაზა და თუ თქვენ გესმით, რომ სიმღერა საკუთარი თავის სიყვარულზე, დამოუკიდებლობაზე და მასტურბაციაზეა.. შესაძლოა არც ცდებით.


Tags:

ბოლო დღეებია ინტერნეტ სივრცეში ცნობილმა არტისტებმა მიყოლებით წარადგინეს უახლესი მისუკალური სინგლები თუ ვიდეო რგოლები. სიახლეში წარმოგიდგნეთ : რიანას, კალვინ ჰარისის, კარლი რეი ჯეფსენის, 5 Seconds of Summer-ის, Bean-ის , სიარას, ემინემის, ლეონა ლუისი და ჰილარი დაფის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს სიმღერის ტექსტებით.

ბოლოდროინდელი მუსიკალური სიახლეები
Tags:

Prince Royce - Back It Up ft. Jennifer Lopez, Pitbull

რამდენიმე საათის წინ 45 წლის უსექსუალურესმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა სახელწოდებით ‘Back It Up. ვიდეოში ჯენიფერს პატნიორობას Pitbull და Prince Royce უწევენ. ვიდეო იდეალურად შეეფერება ზაფხულის ცხელ სეზონს. მიუხედავად ასაკისა ჯენიფერი იდეალურ ფორმაშია და ამჯერადაც დემონსტრირებას მის სექსუალურ ფორმებს უკეთებს. სიმღერა მელომანებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს , რადგან იგი მომღელებმა ჯერ კიდევ American Idol-ის სცენაზე მაისში შეასრულეს.წამოგიდგენთ უახლეს ვიდეო რგოლს და სიმღერის ტექსტს.


Tags:

Maroon5 This Summer’s Gonna Hurt Like a Motherf–ker Maroon5 This Summer’s Gonna Hurt Like a Motherf–ker

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა ჯგუფმა Maroon 5-მა უახლესი ვიდეო This Summer’s Gonna Hurt Like a Motherf–ker გამოუშვა,რომელიც ჯგუფის უკანასკნელი კონცერტისას Wembley Arena-ზე ლონდონშია გადაღებული. კლიპი ფოტოგრაფმა ტრევის შნაიდერმა გადაიღო და მასში Maroon 5-ის ფრონტმენი ადამ ლევინი სრულიად შიშვლდება, რამაც საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა,ხოლო youtube-მა ვიდეოს გარკვეული ცენზურა დაადო და მისი ნახვის საშუალება მხოლოდ youtube -ის ექაუნთის მფლობელებს შეუძლიათ. სიახლეში წარმოგიდგენთ ჯგუფის უახლეს მუსიკალურ ვიეოს და სიმღერის ტექსტს.


Tags:



ტეილორ სვიფტის ახალი მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Bad Blood გუშინ ღამე გავრცელდა ინტერნეტში, რომელსაც მრავალი ჩვენთაგანი ელოდა - კლიპს გახმაურებული პიარი ჩაუტარდა, მასში მონაწილეობენ ტეილორის მეგობრები: სელენა გომეზი, ჰეილი სტენფილდი, ჯიჯი ჰადიდი, კარლი კლოსი, ლენა დუნჰამი, ელი გულდინგი, ზენდაია, კარა დელავინი, ლილი ოლდრიჯი, მარტა ჰანტი, ჯესიკა ალბა, ჰეილი უილიამსი, სერაია და ტეილორის საყვარელი icon პიროვნებები: სინდი კროუფორდი, მარისკა ჰარჯიტი და ელენ პომპეო

სიმღერას ტეილორი კენდრიკ ლამართან ერთად ასრულებს და როგორც ამბობენ, ის ტეილორის და კეიტი პერის დაპირისპირებას ეხება. ამგვარად, ჩანს რომ სიმღერისთვის ახალ მუზას არა მისი ყოფილი-შეყვარებული არამედ ყოფილი-მეგობარი წარმოადგენს.

Tags:

როგორც უკვე იცით, TBILISI JAM FEST 2015 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალ იპოდრომთან) 24, 25 და 26 აპრილს ნონ-სტოპ რეჟიმში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი, როგორც ამ დღეებში ისე ფესტივალის განმავლობაშია შესაძლებელი. NO VIOLENCE! ამ დევიზით ორგანიზატორები უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო ფესტივალს ატარებენ და ამჯერად სამხრეთ კავკასიის როკ და მეტალ მუსიკის დედაქალაქი თბილისი იქნება, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეა როგორც კულტურული ასევე ტურისტული თვალსაზრისით. 22 აპრილს შედგა პრესკონფერენცია სადაც ორგანიზატორებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააზუსტეს:

* მიუხედავად იმისა, რომ JAM FEST უფრო მეტად როკ და მეტალ ფესტივალის სტატუსს ატარებს, ის არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან ორგანიზატორები ამ ჟანრშიც ძალიან საინტერესო ჯგუფებს და დიჯეებს გვთავაზობენ.

* გაირკვა ტრანსპორტის საკითხიც, ფესტივალის დღეებში დღის 15:00დან მთელი ღამის განმავლობაში სტუმრებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც დელისის მეტროდან ძირითად ლოკაციამდე იმოძრავებს.

Getting Ready For TBILISi JAM FEST 2015
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 58 »
Back to Top