;
7 ივნისი 2012      te_te_e     13 კომენტარი     ნანახია 3678-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Music of Soul - Café del Mar
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია Café del Mar-ის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ეს არც ჯგუფის, არც რომელიმე ერთი ადამიანის სახელია - Café del Mar სახელია კაფე-ბარის, რომელიც მდებარეობს იბიცაზე და სადაც მუსიკით რელაქსაციისთვის 1980 წლის 20 ივნისიდან, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ყოველ დღე იკრიბებიან. ეს კაფე-ბარი ყველაზე ცნობილი და ყველაზე პოპულარულია მთელს იბიცაზე და არა მარტო.

Café del Mar ჩემი აზრით კაფე-ბარზე მეტია. ეს ადგილი გამოირჩევა ულამაზესი ხედით მზის ჩასვლის დროს. სწორედ ეს ლამაზი ხედი გახდა მიზეზი იმისა, რომ შეექმნათ მუსიკა, რომელიც მზის ჩასვლის სანახავად მოსულ სტუმრებს კიდევ უფრო სასიამოვნო გარემოს შეუქმნიდა.

Music of Soul - Café del Mar




კაფე-ბარის გახსნის იდეა სამ ადამიანს Ramón Guiral, Carlos Andrea და José Les ეკუთვნის. ისინი ჩავიდნენ იბიცაზე 1979 წელს და მოიხიბლნენ ამ ადგილით, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა მზის ჩასვლის დროს. 1 წლის შემდეგ მათ გახსნეს ბარი რომელიც წლების შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს მის სტუმრებს.
მუსიკის გარდა მათი პოპულარობის მიმზეზი ბარის დიზაინია, რომელიც შექმნა ცნობილმა კატალონიელმა დიზაინერმა Luis Guell-მა. დიზაინი შთაგონებულია სამყაროს ლამაზი ელემენტებით, როგორიცაა ღრუბლებით, შთამბეჭდავი ფორიზონტით და ზღვის ფერებით. კაფე-ბარში შესულ სტუმრებს სასიამოვნო მუსიკა, ლამაზი პეიზაჟი და სასიამოვნო გარემო ხვდებათ.
Music of Soul - Café del Mar
Music of Soul - Café del Mar

Music of Soul - Café del Mar

Music of Soul - Café del Mar


მუსიკა, რომელიც Café del Mar-ში ჟღერს, შექმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი DJ-ების და მომღერლების მიერ მათ შორის : A.R. Rahman, Moby, Jean-Michel Jarre, Chicane, Underworld, და Thomas Newman. პირველი ალბომი 1994 წელს ჩაიწერა. ალბომები რეკორდული მაჩვენებლებით იყიდებოდა როგორც კაფეში ასევე მთელს მსოფლიოში. დღემდე მათ გამოშვებული აქვთ უამრავი ალბომი.

Music of Soul - Café del Mar









მუსიკის მოსმენისას გეუფლება საოცარი სიმშვიდის გრძნობა, თვალწინ გიდგება ზღვის მშვიდი სანაპირო მზის ჩასვლის დროს. ალბათ ბევრი თქვენგანი ოცნებობს იბიცაზე წასვლას და Café del Mar-ის სტუმრობას.
Music of Soul - Café del Mar










ახალგაზრდები და არა მარტო, როდესაც სტუმრობენ Café del Mar-ს, იღებენ სურათებს ცნობილ კერამიკისგან დამზადებულ კაფის სახელთან ფოტოებს, რადგან შემდეგ თქვან : მე იქ ვიყავი.

































Café del Mar-ისთვის დაწერილი ჩემთვის საყვარელი მუსიკა


MOBY - THE WHISPERING WIND

Powered by mp3skull.com

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

13


  • -Diana- თქვა:
    8 ივნისი 2012 14:39 - ID: 13,
    - მაგარია

  • SuZiii თქვა:
    7 ივნისი 2012 14:32 - ID: 12,
    love love ვგიჟდეეებიიიი

  • lalaa თქვა:
    7 ივნისი 2012 14:12 - ID: 11,
    ვაიმეე რა მაგარი ადგილია !!

  • elga თქვა:
    7 ივნისი 2012 13:59 - ID: 10,
    ვაუ მაგარი სიახლეაა

  • anuka თქვა:
    7 ივნისი 2012 13:20 - ID: 9,
    ყველაზე მაგარი AVE MARIA არის

  • te_te_e თქვა:
    7 ივნისი 2012 11:29 - ID: 8,
    სიმართლე გითხრათ არც მე ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა რომ გავიგე :)) მეგონა რამე "ჯგუფი" იყო :)) მინდა იბიცაზეე :((( ყველას გეპატიჟებით :))

  • keetaa თქვა:
    7 ივნისი 2012 10:28 - ID: 7,
    მე ვგიჟდები მაგრამ ამდენი რამე კი არადა საერთოდ არ ვიცოდი მადლობა ავტორს

  • monica94 თქვა:
    7 ივნისი 2012 07:00 - ID: 6,
    ვოცნებოოოობ აქ წასვლაზეეე love love ვიგიჯდებიიიი ისე მინდააააა love love

  • kristi_ თქვა:
    7 ივნისი 2012 06:39 - ID: 5,
    კი ეს ვიცოდი მაგრამ არ დავინტერესებულვარ უფრო მეტი გამეგო. მადლობა ავტორს

  • ((( anukiiii თქვა:
    7 ივნისი 2012 02:50 - ID: 4,
    რა მაგარი ნიუსია ავტორო.....მიყვაარს და ვუსმენ კიდეც მაგრამ ამდენი მართლა არ ვიცოდი:)))) ფავორიტებში love

  • malvina22 თქვა:
    7 ივნისი 2012 00:52 - ID: 3,
    მობიზე ვგიჯდები love

  • Metallica_Numb თქვა:
    7 ივნისი 2012 00:42 - ID: 2,
    აუ ეს დედაჩემს ევასებოდა მაგრად wink საღოლლ დეეეე love

  • TaTunebiii თქვა:
    7 ივნისი 2012 00:30 - ID: 1,
    love love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top