;

11 July 2012      Nanuka.     Views 2327    
Category: Films, Movies » Music

ემი უიანჰაუზისთვის მიძღვნილი საუკეთესო პერფორმანსები
2011 წლის 23 ივლისს მსოფლიომ მორიგი საოცარი ვარსკვლავი - ემი უიანჰაუზი დაკარგა... მილიონობით
გულგატეხილი ფანი, გაკვირვებული და დამწუხრებული ვარსკვლავები, ემის სურათებით აჭრელებული
პრესა - ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ მოვლენებისა, რაც მომღერლის გარდაცვალებას ახლდა თან.
ემი, თავიანთი პერფორმანსებით, ღირსეულად გააცილეს ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ვარსკვლავებმა. ამჯერად კი გადავხედოთ იმ შესრულებებს, რომლებიც მათგან ყველაზე დასამასხოვრებელი გამოდგა.


ბრუნო მარსი - "Valerie"


ბრუნოს "MTV Video Music Awards"-ზე საოცრად საპასუხისმგებლო მისია დაევალა: შეესრულებინა
ლეგენდარული მომღერლის ლეგენდარული სიმღერა, თანაც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე
თვის შემდეგ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრუნომ ეს მისია ღირსეულად შეასრულა!




ადელი - "Make You Feel My Love"


ადელი არასდროს მალავდა თუ რაოდენ აღფრთოვანებული იყო იგი ემით: "ემი იყო ჩემი შთაგონების წყარო, მაგრამ თავად ის არასდროს უყურებდა ამას სერიოზულად" - განუცხადა მან საზოგადოებას გასულ სექტემბერს. ადელმა, ბობ დილანის "Make You Feel My Love" სწორედ ემის მიუძღვნა, ვინაიდან მან იცოდა თუ რამდენად უყვარდა ემის ეს სიმღერა.





შერონ ჯოუნსი & The Dap-Kings და უანდა ჯექსონი - "You Know I'm No Good"


სოულ/ფანკ მომღერალმა შერონ ჯოუნსმა და როკ-მომღერალმა უანდა ჯექსონმა დუეტში, ემის
ერთ-ერთი ჰიტი - "You Know I'm No Good" "VHI DIVAS Celebrates Soul" კონცერტზე შესანიშნავად შეასრულეს.




Coldplay - "Rehab"

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ქოლდფლეის სოლისტს - კრის მარტინს, ემის ლეგენდარული
სიმღერის - "Rehab"-ის სრული ვერსია არ შეუთავაზებია მსმენელისთვის, ის მაინც ძალიან
დასამახსოვრებელი გამოდგა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კრისმა "Rehab"-იდან, "Fix You"-ში
გადასვლა ძალიან ოსტატურად შეძლო, რამაც ამ ორი სიმღერის საოცარ შერწყმას გაუსვა ხაზი.




ჯორჯ მაიკლი - "Love Is A Losing Game"


თავისი ტურის გახსნაზე ჯორჯ მაიკლმა აიყო პაუზა, რათა ყურადღება დაეთმო ემი უიანჰაუზისთვის.
"მუსიკასთან ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, ბრიტანულ სცენაზე გამოსული არც ერთი მომღერლის მიმართ მქონდა განსაკუთრებული მოკრძალება მანამ, სანამ ეს ქალბატონი გამოჩნდა" - ეს სიტყვები უძღვოდა მაიკლის პერფორმანსს წინ. მან "Love Is A Losing Game" შეასრულა, სიმღერა, რომელიც ემიმ სიცოცხლეში უკანასკნელად გამოუშვა.




მარკ რონსონი & The Business Intl. - "Valerie"


მარკ რონსონი მჭიდროდ თანამშრომლობდა ემისთან. მან მისი მეორე ალბომისთვის "Back To Black" 11-დან
6 სიმღერა სწორედ ემისთან ერთად ჩაწერა. ემის სიკვდილიდან მხოლოდ და მხოლოდ 4 დღის გასვლის შემდეგ, რონსონმა "Valerie" ლეგენდარულ მომღერალს მიუძღვნა, შესავლით: "სადაც არ უნდა იყოს, ის ჩემი დაა".




ემი უიანჰაუზისთვის მიძღვნილი საუკეთესო პერფორმანსები


Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top